1. საჰაერო ხომალდის მიწისზედა მომსახურებისას, მზადყოფნაში უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები, რომელიც, სულ მცირე, გამოიყენება საწვავის აალების შემთხვევაში საწყისი ინტერვენციისთვის და პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს სწავლება აღნიშნული მოწყობილობებით სარგებლობაზე. აქვე უნდა არსებობდეს საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სწრაფი გამოძახების საშულებები, ხანძრის წარმოქმნის ან საწავის მნიშვნელოვანი დაღვრის შემთხვევისთვის.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვა ხორციელდება მგზავრების ჩასხდომის, გადმოსხდომის ან მათი ბორტზე ყოფნის დროს, მიწისზედა მოწყობილობები უნდა განთავსდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს:

ა) საკმარისი რაოდენობის გასასვლელების გამოყენება, სწრაფი ავარიული ევაკუაციისთვის;

ბ) ევაკუაციის დაუბრკოლებელი განხორციელება ყველა იმ გასასვლელიდან, რომელიც გამოიყენება ავარიულ ვითარებაშ