ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.10.2014
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.09.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის
დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2018 წლის 7 მარტი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს –
საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს – საზოგადოებრივი დარბაზის დებულება“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს – საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ოქტომბრის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016030);
ბ) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.113.016181).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივი დარბაზის
დებულება
ეს დებულება, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ (დამტკიცებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებით) შესაბამისად, განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილებას, მისი შექმნის, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საზოგადოებრივი დარბაზი
1. საზოგადოებრივი დარბაზი (შემდეგში – დარბაზი) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისაგან.
2. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი დაინტერესებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელს.
3. დაინტერესებულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს საზოგადოებრივ დარბაზში შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენელი.
4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი დარბაზის წევრად მისი და ასევე მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს.
მუხლი 2🔗.
საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილება
საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია:
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და წარადგინოს წერილობითი რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;
ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავისი მოსაზრებები;
დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერს წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ანგარიშები;
ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
თ) დააყენოს საკრებულოს წინაშე საზოგადოებრივი დარბაზის დებულებაში ცვლილებების ან/ და დამატებების შეტანის საკითხი;
ი) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
თავი II
საზოგადოებრივი დარბაზის წევრი
მუხლი 3🔗.
დარბაზის წევრი იურიდიული პირის უფლება-მოვალეობები
1. დარბაზის წევრს იურიდიულ პირს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს დარბაზის მუშაობაში;
ბ) საკუთარი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მეშვეობით განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს დარბაზის შემადგენლობიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე;
დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. დარბაზის წევრი იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დარბაზის სხდომაზე საკუთარი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დასწრება და მონაწილეობა მიიღოს დარბაზის მუშაობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზის წევრად რეგისტრირებული იურიდიული პირი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას დარბაზის მუშაობაში, ასეთ იურიდიულ პირს, დარბაზის გადაწყვეტილებით, შეუწყდება დარბაზის წევრობა.
თავი III
საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა და მუშაობის საერთო წესი
მუხლი 4🔗.
საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა
1. დარბაზის სხდომას ბრძანებით იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, საკრებულოს ბიუროს სხდომამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.
2. დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივ დარბაზის წევრად რეგისტრირებული არანაკლებ 5 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში.
3. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს დარბაზი საერთო წესით.
5. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა სპეციალური დღის წესრიგით.
6. დარბაზის წევრებს სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოს დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დრო და სავარაუდო დღის წესრიგი, ინფორმაცია დარბაზის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 2 დღით ადრე ქვეყნდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
1. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრი იურიდიული პირების ხმათა უმრავლესობით.
2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა.
4. დარბაზი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
მუხლი 6🔗.
საზოგადოებრივი დარბაზის მუშაობის საერთო წესი
1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა საჯაროა.
2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული იურიდიული პირების ნახევარის წარმომადგენელი (წარმომადგენლები) მაინც.
3. დარბაზის სხდომას, როგორც წესი, ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და მერი, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერის მოადგილე).
4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმომადგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი.
7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია.
მუხლი 7🔗.
საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობის უზრუნველყოფა
საზოგადოებრივი დარბაზის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 8🔗.
საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმი
1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმის შედგენას დარბაზის სხდომაზე უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი.
2. ოქმში უნდა აისახოს:
ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ოქმის რიგითი ნომერი;
გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა;
დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები;
ე) ყველა წამოყენებული წინადადება (საკითხი), რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;
ვ) კენჭისყრის შედეგები;
ზ) მიღებული გადაწყვეტილებები.
3. დარბაზის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში).
4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში.
5. დარბაზის სხდომის ოქმს, ხელმოწერის შემდეგ, აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. დარბაზის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმის დამოწმებული ასლი.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 9🔗.
საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
საზოგადოებრივი დარბაზის დებულებას, ასევე მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას), დარბაზთან შეთანხმებითა და საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს საკრებულო.