საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2432
2017 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში არსებული სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გადაეცეს 5 (ხუთი) ინდივიდი მუხის ხე;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსის მოსაპოვებლად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მიეცეს უფლება, სახელმწიფო ტყის ფონდის კახეთის სატყეო სამსახურის საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნის ხაშმის სატყეოს №17 კვარტლის №11 და №9 ლიტერებში სანიტარიული ჭრის წესით დაამზადოს 5 ინდივიდი მუხის ხე;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით სანიტარიული ჭრისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა;
დ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ხეებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
ე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისთვის სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2017.
- როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“?
- „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 22.11.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2432. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024805.
- სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“, №2432, 22.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024805 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4121444/