დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2018 წლის 13 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესი დამტკიცდეს დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ეს წესი, აწესრიგებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განსახორციელებელი საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობას, პრეზიდენტის აპარატიდან, მინისტრთა კაბინეტის აპარატიდან, პარლამენტის, სამინისტროებსა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში) სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის და ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და ამ მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.
2. პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური.
მუხლი 2🔗.
წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა
1. წარმომადგენლობით ხარჯებში შეიტანება:
ა) ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბიუროს სხდომების, მათ შორის, გასვლითი სხდომებისა და საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კომფერენციების მოწყობისათვის;
ბ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები;
გ) სასტუმროს მომსახურების ხარჯები;
დ) საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კომფერენციების მოწყობისათვის (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯები;
ე) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები;
ვ) სუვენირების შეძენის ხარჯები.
მუხლი 3🔗.
დაფინანსების წყარო
1. საკრებულოსა და მერის წარმომადგენლობითი ღონისძიებათა დაფინანსება ხორციელდება დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. დედოფლისწყაროს საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, ბიუჯეტის პროექტის განსაზღვრისას, ღონისძიებათა ჩამონათვალს და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს საფინანსო სამსახურს, რომლის შემდეგაც საფინანსო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას შესაძლებლობის ფარგლებში ითვალისწინებს მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებაში.
მუხლი 4🔗.
სახსრების ხარჯვის წესი
1. ღონისძიების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, საკრებულოს აპარატი და
მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური საკრებულოს თავმჯდომარისა და
მერის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს ღონისძიებაში მონაწილეთა ზუსტ დასახელებას და სტატუსს, ღონისძიების მიზანსა და შინაარსს. მიღებული გადაწყვეტილებათა მოკლე ჩამონათვალს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სტუმრების მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯების ამსახველი პირველადი (ანგარიშ ფაქტურა; სასაქონლო ზედნადები) დოკუმენტები, აღნიშნულის საფუძველზე საკრებულოს თავმჯოდომარე
და მერი რეზოლუციით ავალებს საფინანსო სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
2.
წარმომადგენლობითი ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
3.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების
სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული ასიგნებების მიზნობრივად ხარჯვისათვის.