შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 15924-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური
მოვალე – შპს ,,Casa group”
წარმომადგენელი – ბაჩუკი ქირია
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი –ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „Casa group”-ის გადახდისუუნარობის საქმე.
2018 წლის 22 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „Casa group"-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა.
2018 წლის 16 აპრილს კრედიტორთა კრება ვერ შედგა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „Casa group”-ის კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 25 აპრილს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
1. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითები.
2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 17.04.2018. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/15924-17.
- სად არის „შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/15924-17, 17.04.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4153988/