შპს „CASA Group”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15924-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/15924-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი –  შემოსავლების სამსახური

მოვალე – შპს ,,CASA Group”

წარმომადგენელი – ბაჩუკი ქირია

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ”CASA Group”-ის გადახდისუუნარობის საქმე.

2018 წლის 22 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „CASA Group“-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.  დაადგინა:

1.  შპს ”CASA Group”-ის კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 16 აპრილს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით: 1. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა; 2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითები;

2.  განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;

3.  განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე    თამარ ჭუნიაშვილი.