შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმე №2/15924-17 |
|
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა საქართველოს სახელით გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ |
|
2018 წლის 13 ივლისი თბილისი |
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მოვალე – შპს „casa group“
წარმომადგენელი – ბაჩუკი ქირია
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1 – ნათია ხვადაგიანი
2 – ნინო სიჭინავა
3 – ვახტანგი ხვედელიძე
მოთხოვნა – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „casa group“-ის გადახდისუუნარობის საქმე.
2018 წლის 13 ივლისს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს „casa group“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე შპს „casa group“-ის მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედით, მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მომრიგებლებს უფლება არა აქვთ თავი შეიკავონ ხმის მიცემისაგან. მოცემულ შემთხვევაში მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს „casa group“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-7, მე-8, 27-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს 2018 წლის 7 მაისის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე შპს „casa group“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ“?
- „შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 13.07.2018. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/15924-17.
- სად არის „შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს ,,casa group”-ის გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ“, №2/15924-17, 13.07.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276964/