შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15924-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე №2/15924-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სილაგავა

 

განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური

მოვალე – შპს „casa group“

წარმომადგენელი – ბაჩუკი ქირია

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „casa group”-ის გადახდისუუნარობის საქმე.

კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის  საქმის  წარმოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

1. შპს „casa group“-ის კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 14 მარტს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, აღმაშენებლის  ხეივანი მე-12 კმ. №6)  სხდომის  დარბაზში №29, შემდეგი  დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                         თამარ ჭუნიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.02.2018.
როდის იქნა მიღებული „შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 13.02.2018. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/15924-17.
სად არის „შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/15924-17, 13.02.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4064246/