საქართველოსთვის განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოსთვის განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების თაობაზე
საქართველოსთვის განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზებისას შესაძლო ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით, არსებული ნეგატიური პრაქტიკის გათვალისწინებით,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო უწყებებთან ერთად, ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით, წინასწარ, დეტალურად შეისწავლონ განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები და შესაბამისი ინფორმაცია პერიოდულად წარუდგინონ პარლამენტს.
2. საქართველოს პარლამენტმა ზემოაღნიშნული ობიექტების პრივატიზების პროექტი და სათანადო დოკუმენტაცია განიხილოს მათი წარდგენიდან ერთ თვეში და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ ობიექტების ნუსხის თაობაზე ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს 2002 წლის 1 დეკემბრამდე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 6 ნოემბერი.
№1715–Iს