რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის „უნივერსი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №195
2018 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
1. რეგისტრირებულ კოოპერატივს – საკრედიტო კავშირს „უნივერსი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202457493) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.
2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგისტრირებული კოოპერატივისათვის – საკრედიტო კავშირისთვის „უნივერსი“, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 9 ივლისის №09-07/3 განკარგულება.
3. რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირის „უნივერსი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს მარიკა ქაჯაია (პირადი ნომერი 29001006293).
4. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
მურთაზ კიკორია