რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №198
2018 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
1.რეგისტრირებულ კოოპერატივს „მათხოჯის საკრედიტო კავშირს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 244960618) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.
2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგისტრირებული კოოპერატივისთვის „მათხოჯის საკრედიტო კავშირისთვის“ ლიცენზიის და სალიცენზიო მოწმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №160 განკარგულება;
3. რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ზაირა ბარაბაძე (პირადი ნომერი 55001016559).
4. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით;
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
მურთაზ კიკორია.