სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ის გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ლოკო ტრანს კომპანი“

„LOKO TRANS COMPANY“ LTD

სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის

შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ („LOKO TRANS COMPANY” LTD)

გადაწყვეტილება

 

2018 წლის 9 იანვარი

 

  
საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტისა და სს „ელმავალმშენებლის“  წესდების 19.5 პუნქტის შესაბამისად, სს „ელმავალმშენებლის“ საწესდებო კაპიტალში აქციების 87%-ის მფლობელმა აქციონერმა  შპს „ლოკო ტრანს კომპანიმ“ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598,  მისამართი: 9, flat 2, Amery Street, Sliema, SLM 1706, Malta), წარმოდგენილმა მისი დირექტორის, ქალბატონ ჯორჯია ლამბრიანიდის სახით, მოქმედი შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) წესდების საფუძველზე, განიხილა შემდეგი საკითხები:

1. სს „ელმავალმშენებლის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შესახებ:

1.1. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.222,  დაზუსტებული ფართობი  3 440კვ.მ.;

1.2. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.223, დაზუსტებული ფართობი   2 585 კვ.მ.;             

1.3. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.215, დაზუსტებული ფართობი 5 748 კვ.მ.;

1.4. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.197, დაზუსტებული ფართობი 434 კვ.მ.;

1.5. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.214, დაზუსტებული ფართობი 21 151კვ.მ.;

1.6. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.200, დაზუსტებული ფართობი 12 706 კვ.მ.;

1.7. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.201, დაზუსტებული ფართობი 26 796 კვ.მ.;

1.8. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.202, დაზუსტებული ფართობი 5 178 კვ.მ.;

1.9. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.203, დაზუსტებული ფართობი 1 701 კვ.მ.;

1.10. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.191, დაზუსტებული ფართობი 9 329 კვ.მ.;

1.11. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.207, დაზუსტებული ფართობი 769 კვ.მ.;

1.12. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.193, დაზუსტებული ფართობი 665 კვ.მ.;

1.13. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.164, დაზუსტებული ფართობი 160 კვ.მ.;

1.14. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.196, დაზუსტებული ფართობი 2 244 კვ.მ.;

1.15. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.217, დაზუსტებული ფართობი 12 456 კვ.მ.;

1.16. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.216, დაზუსტებული ფართობი 13 883 კვ.მ.;

1.17. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.212, დაზუსტებული ფართობი 1 078 კვ.მ.;

1.18. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.219, დაზუსტებული ფართობი  29 714  კვ.მ.;           

1.19. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.221, დაზუსტებული ფართობი   392 კვ.მ.;

1.20. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.220, დაზუსტებული ფართობი 2 584 კვ.მ.;

1.21. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.166  დაზუსტებული ფართობი 180 კვ.მ.;

1.22. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.218  დაზუსტებული ფართობი 3 442 კვ.მ.;

1.23. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.211  დაზუსტებული ფართობი 1 990 კვ.მ.;

1.24. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.213  დაზუსტებული ფართობი 1 919 კვ.მ.;

2. სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე რიცხული, ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისთვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერა და დემონტაჟი:

2.1. მე-12 საამქროს შენობა;

2.2. მე-13 საამქროს შენობა;

3. ხაზობრივი ნაგებობის (ლიანდაგის)  ს/კ 01.02.560  და ს/კ. 01.02.592  გადაცემა შპს „ნოვასთვის“ (საიდ. კოდი 202358126).

ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. მიეცეს უფლებამოსილება საზოგადოების გენერალურ დირექტორს ბ-ნ დავით გორგოძეს:

1.1.  სს „ელმავალმშენებელს“ (ს/ნ: 200002068) და სს „საქართველოს ბანკს“  (შემდგომში – ბანკი)  შორის 2007 წლის 28 ივნისს  გაფორმებული №001033 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან (შემდგომში – გენერალური ხელშეკრულება) გამომდინარე, ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შესრულების მიზნით ბანკთან გააფორმოს შეთანხმებები/ხელშეკრულებები სს „ელმავალმშენებლის“ (ს/ნ:200002068) (შემდგომში – კომპანია)  საკუთრებაში არსებული, გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზ. №84-ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონების ბანკის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით:   

1.1.1. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.200, დაზუსტებული ფართობი 12 706 კვ.მ.;

1.1.2. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.201, დაზუსტებული ფართობი 26 796 კვ.მ.;

1.1.3. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.202, დაზუსტებული ფართობი 5 178 კვ.მ.;

1.1.4. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.203, დაზუსტებული ფართობი 1 701 კვ.მ.;

1.1.5. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.191, დაზუსტებული ფართობი 9 329 კვ.მ.;

1.1.6. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.207, დაზუსტებული ფართობი 769 კვ.მ.;

1.1.7. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.193, დაზუსტებული ფართობი 665 კვ.მ.;

1.1.8. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.219, დაზუსტებული ფართობი   29 714  კვ.მ.;    

შესაბამის ხელშეკრულებაში ზემოჩამოთვლილი უძრავი ქონების უკან დაბრუნების შესაძლებლობის  და/ან ვალდებულების გათვალისწინებით

1.2. მოახდინოს სს „ელმავალმშენებლის“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზ. №84-ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონების პირდაპირი წესით რეალიზაცია:

1.2.1.საკადასტრო კოდი  01.12.01.003.196, დაზუსტებული ფართობი 2 244 კვ.მ.

1.2.2.საკადასტრო კოდი  01.12.01.003.217, დაზუსტებული ფართობი 12 456 კვ.მ.

1.2.3. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.221, დაზუსტებული ფართობი 392 კვ.მ.

1.2.4. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.220, დაზუსტებული ფართობი 2 584 კვ.მ.

1.2.5. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.216, დაზუსტებული ფართობი 13 883 კვ.მ.

1.2.6. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.212, დაზუსტებული ფართობი 1 078 კვ.მ.

1.2.7. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.222, დაზუსტებული ფართობი   3 440 კვ.მ.;

1.2.8. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.223, დაზუსტებული ფართობი   2 585 კვ.მ.;

1.2.9. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.215, დაზუსტებული ფართობი 5 748 კვ.მ.

1.2.10. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.197, დაზუსტებული ფართობი 434 კვ.მ.;

1.2.11. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.214, დაზუსტებული ფართობი 21 151 კვ.მ.;

1.2.12. საკადასტრო კოდი  01.12.01.003.164, დაზუსტებული ფართობი 160 კვ.მ.

1.2.13. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.166  დაზუსტებული ფართობი 180 კვ.მ.;

1.2.14. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.218  დაზუსტებული ფართობი 3 442 კვ.მ.;

1.2.15. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.211  დაზუსტებული ფართობი 1 990 კვ.მ.;

1.2.16. საკადასტრო კოდი 01.12.01.003.213  დაზუსტებული ფართობი 1 919 კვ.მ.;

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე გადაწყვეტილების 1.2.1 - 1.2.13 პუნქტებში ჩამოთვლილი უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ წინარე ხელშეკრულება არ იქნება გაფორმებული 05.02.2017 წ. ვადამდე, განახორციელოს აღნიშნული ქონების პირდაპირი წესით გასხვისება სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ, ბანკის წინაშე არსებული  ვალდებულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შესრულების მიზნით, აღნიშნული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის შესაძლებლობის ან/და ვალდებულების გათვალისწინებით.

მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით 01.12.01.003.218, 01.12.01.003.211 და 01.12.01.003.213  ექვემდებარება გასხვისებას სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შესრულების მიზნით, აღნიშნული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის შესაძლებლობის ან/და ვალდებულების გათვალისწინებით, თუ 1.2.1-1.2.13 პუნქტებში მითითებული სულ მცირე ერთი ნაკვეთზე არ გაფორმდება ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება.

2. სს „ელმავალმშენებლის“ გენერალურ დირექტორს, ბ-ნ დავით გორგოძეს, მიეცეს უფლებამოსილება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, განახორციელოს ყველა სახის იურიდიული, საორგანიზაციო, ტექნიკური, საბუღალტრო და ფინანსური ქმედებები, რაც დაკავშირებულია სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე რიცხული, ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისთვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერასა და დემონტაჟთან:

  • მე-12 საამქროს შენობა
  • მე-13 საამქროს შენობა
  • 3. სს „ელმავალმშენებლის“ გენერალურ დირექტორს, ბ-ნ დავით გორგოძეს, მიეცეს უფლებამოსილება, განახორციელოს ყველა სახის იურიდიული, საორგანიზაციო, ტექნიკური, საბუღალტრო და ფინანსური ქმედებები, რათა შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების 4.10 პუნქტისა და შპს „ნოვასთან“ (ს/კ 202358126) გაფორმებული „უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „ელმავალმშენებლის“ კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობები (ლიანდაგი) ს/კ 01.02.560  - 123,79 გრძივი მეტრი და ს/კ 01.02.592 – 434,86 გრძივი მეტრი, გადაეცეს შპს „ნოვას“ საკუთრებაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობების ღირებულება შპს „ნოვას“ უკვე გადახდილი აქვს 2017 წლის 8 დეკემბერს „უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ სს „ელმავალმშენებელთან“ გაფორმებული №08/12-17 ხელშეკრულების საფუძველზე.   

    4. სს „ელმავალმშენებლის“ გენერალურ დირექტორს, ბ-ნ დ. გორგოძეს, მიეცეს უფლებამოსილება:

    4.1. გააფორმოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები შესაბამის იურიდიულ/ფიზიკურ პირებთან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს მათი შინაარსი და პირობები საკუთრი შეხედულებისამებრ;

    4.2. ბანკის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემულ  ქონებებზე ბანკთან  გააფორმოს შესყიდვის შეთანხმებები/ხელშეკრულებები;

    4.3. დასაკუთრებულ ქონებებზე ბანკთან გააფორმოს გაყიდვის ოფციის შეთანხმებები/ხელშეკრულებები;

    4.4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებ(ებ)ის შესასრულებლად, პირადად ან უფლებამოსილების მესამე პირ(ებ)ზე გადანდობის გზით, ბანკთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები/შეთანხმებები და თავად განსაზღვროს მათი შინაარსი და პირობები საკუთრი შეხედულებისამებრ, ასევე ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ან/და სამომავლოდ შეიტანოს მათში ნებისმიერ სახის ცვლილება ან/და დამატება.

     

    შპს „ლოკო ტრანს კომპანი“ („LOKO TRANS COMPANY“ LTD)

    დირექტორი,

    წარმომადგენელი:                                                                                 ჯორჯია ლამბრიანიდი