„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016998
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №92

2018 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2015, 100020020.22.038.016486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1და2ქვეპუნქტები:

„გ1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა;

2) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება.“.

2. მე-16 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირად საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით. გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან.

6. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.“.

3. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

4. 41-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №16), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.“.

5. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 45. ვიდეოპაემანი

ვიდეოპაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“.

6. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 47. მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება

მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“.

7. 78-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული.“.

8. 831 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.“.

9. დანართი №15-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №16:

 

დანართი №16

 

მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის

ბარათი

 

მსჯავრდებულის გვარი ___________________________________

 

მსჯავრდებულის სახელი __________________________________

 

მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________

 

მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________

 

გასამართლებულია: ________________________________________________________________

_____________________________________________________________

 

სასჯელის ვადა ____________________________________________________________________

 

სასჯელის დასაწყისი _______________________________________

 

სასჯელის დასასრული ______________________________________

 

განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________

 

ტიპი/საშიშროების რისკი ____________________________________

 

ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები

 

სახელი და გვარი

ნათესაური კავშირი

პირადი № და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განხორციელებული პაემნების აღრიცხვა

პაემნის განხორციელების თარიღი

პაემნის სახე

(კუთვნილი, წახალისებით)

გვარი, სახელი, მამის სახელი

ნათესაური კავშირი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

დაწესებულების მოსამსახურის ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

№16 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი

რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი  მოსამსახურის

სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა

______________________________________________

______________________________________________“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი