„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №249 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტოსადგომი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში, უნდა ასრულებდეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ ვალდებულებებს.“.
2. მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-4 პუნქტით დადგენილი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს, რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის მოთხოვნით.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური ვალდებულია, უზრუნველყოს:
ა) რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან შესაბამისი ავტოსადგომის გამორთვის განხორციელება:
ა.ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 72 საათში;
ა.ბ) ავტოსადგომის მიერ ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ა.გ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 102-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ამავე დადგენილების 115 მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
ბ) რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსათვის.“.
3. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსადგომის ხელახლა ჩართვა შესაძლებელია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს და შესრულებულია ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები.“.
|