რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №251
2018 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
1. რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404876568) გაუუქმდეს არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის „ეთიკკაპიტალი“, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 7 მარტის №230 განკარგულება.
3. რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ლევან ნანსყანი (პირადი ნომერი: 62004024797). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge).
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია.