„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№290
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №290

2018 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანილი ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დანიშნულების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) დასაწყობების ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დანიშნულების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება საქონლის დასაწყობების ადგილზე წარდგენილი დროებით შენახვის  განაცხადით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით.

5. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დასაწყობების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტში ჩატვირთვის ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დასაწყობების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით.“.

2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვა

1. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვამდე უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გახსნისას მასში არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი აქტი, და ეს რაოდენობა ფიქსირდება განაცხადში. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2​. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის სათავსში განთავსებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს განაცხადი ან საბაჟო დეკლარაცია. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საბაჟო საწყობის მფლობელის მიერაც.

3. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვისას საბაჟო საწყობის მფლობელი უფლებამოსილია, ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობი ან ნავთობპროდუქტები, თუ ეს არ გამოიწვევს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლას სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული საქონლიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.“.

3. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – განაცხადის რეგისტრაციამდე, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმებამდე ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებამდე ან სარკინიგზო ზედნადების დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა.“.

4. 63-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბაჟო საწყობის მფლობელი უფლებამოსილია, საქონლის მესაკუთრის თანხმობით ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობი ან ნავთობპროდუქტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული საქონლიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.“.

5. 84-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ნავთობი და ნავთობპროდუქტები;“.

6. 104-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მინიჭებული ჰქონდეს საგადასახადო ორგანოში ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა სარეგისტრაციო ნომერი;“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი