1. დოკუმენტი შესრულებულად ითვლება და კონტროლიდან იხსნება დავალებების შესრულების, დაინტერესებული დაწესებულებებისა და პირებისთვის შედეგების შეტყობინების  ან  სხვა  სახის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ.

2.  დოკუმენტების შესრულების კონტროლი ითვალისწინებს შემდეგ ოპერაციებს:

ა)  დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) შედგენას;

ბ)  შესრულების მიმდინარეობასა და შედეგებზე ინფორმაციის მიღებას;

გ)  შესრულების შესახებ ხელმძღვანელებისთვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას;

დ) თათბირებსა  და კოლეგიური  ორგანოების  სხდომებზე  დოკუმენტების  შესრულების  მიმდინარეობისა  და შედეგების შესახებ მოხსენებას;

ე)   კონტროლიდან დოკუმენტების მოხსნას;

3.  შესრულების მიმდინარეობის შემოწმება ხორციელდება ყველა ეტაპზე შემდეგი წესით:

ა)   შემდგომი წლების დავალებების – წელიწადში ერთხელ მაინც;

ბ)   მიმდინარე წლის შემდგომი თვეების დავალებების – თვეში ერთხელ მაინც;

გ)  მიმდინარე თვის დავალებების – ყოველ ათ დღეში, ხუთი დღით ადრე შესრულების ვადამდე;

4. მუნიციპალიტეტის შესაბამისი განყოფილებები ახორციელებს  დოკუმენტების  შესრულების  მიმდინარეობისა და შედეგების მონაცემების აღრიცხვასა და განზოგადებას თვეში ერთხელ მაინც.

თავი Vსაქმეთა ნომენკლატურის შედგე