1. საქმეთა ფორმირება გულისხმობს შესრულებული დოკუმენტების დაჯგუფებას საქმეებში საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად;

2. საქმეში თავსდება დოკუმენტები, რომლებიც თავისი შინაარსით შეესაბამება საქმის სათაურს. ამასთან, აკრძალულია საქმეებში დოკუმენტების შავი და დუბლეტური ეგზემპლარების (განსაკუთრებულად ღირებულების გარდა) დაჯგუფება;

3.  საქმეების ფორმირებას ახორციელებს შესაბამისი განყოფილება. საქმეთა ფორმირება ხორციელდება დაწესებულების არქივის, ხოლო საჭოროების შემთხვევაში შესაბამისი საარქივი დაწესებულების უშუალო მეთოდიკური ხელმძღვანელობით.

4.  საქმეთა ფორმირების დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა)  მუდმივად, ხანგრძლივად და დროებით შესანახი დოკუმენტები უნდა დაჯგუფდეს ცალკე საქმეებში;

ბ)  საქმეში შეიტანება თითოეული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი;

გ)  საქმეში დაჯგუფებული უნდა იყოს ერთი კალენდარული წლის დოკუმენტები; გამონაკლისს წარმოადგენს: გარდამავალი  საქმეები;  პირადი  საქმეები,  რომლებიც  ფორმირდება  მოცემული  დაწესებულების  მუშაობის მთელი  პერიოდის მანძილზე; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,  საკრებულოს  ბიუროს, საკრებულოს  კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების დოკუმენტები, რომელთა დაჯგუფება ხდება მათი მოწვევის პერიოდში;

დ)   საქმე უნდა შეცავდეს არა უმეტეს 250 ფურცელს, ხოლო მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს 4 სანტიმეტრს;

5. საქმეებში დოკუმენტები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ თავისი შინაარსით თანამიმდევრულად აშუქებდნენ  განსაზღვრულ  საკითხებს.  ამასთან დოკუმენტები განლაგებული  უნდა იყოს ქრონოლოგიურად (შემოსული – შემოსვლის    თარიღის, გასული – გაგზავნის   თარიღის   მიხედვით)   ან   ავტორებისა   და კორესპონდენტების დასახელებების ანბანური ნიშნით;

6. დოკუმენტების  დანართები, განურჩევლად  მათი დამტკიცებისა თუ შედგენისა, უერთდება დოკუმენტებს, რომლებსაც ისინი მიეკუთვნება. 250 ფურცელზე მეტი მოცულობის დანართი შეადგენს ცალკე ტომს, რაც აღინიშნება დოკუმენტში;

7.  თვითმმართველობის  სამართლებრივი  აქტების  დაჯგუფება  საქმეებში  ხდება სახეობებისა და ქრონოლოგიის მიხედვით და იმ დანართებით, რომლებიც მათ მიეკუთვნება:

ა) ნორმატიული  აქტებით  დამტკიცებული  წესდებები, დებულებები,  ინსტრუქციები,  ნუსხები მათი დანართებია   და  ჯგუფდება   მითითებულ   დოკუმენტებთან   ერთად,   ხოლო,  თუ  ისინი  დამტკიცებულია როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტები, მათ აჯგუფებენ ცალკე საქმეებად;

ბ) ძირითადი საქმიანობის და პირადი შემადგენლობის სამართლებრივი აქტები ჯგუფდება ცალ-ცალკე;

გ)   პირადი   შემადგენლობის   სამართლებრივი   აქტები   ჯგუფდება   მათი   შენახვის   დადგენილი   ვადების შესაბამისად.  პირადი  შემადგენლობის  სამართლებრივი  აქტები,  რომლებიც  ეხება  დაწესებულების საქმიანობის  სხვადახვა  მხარეს  (სამუშაოზე  მიღება, გადაადგილება,  გათავისუფლება,  მივლინებები  და ა.შ.), ჯგუფდება ცალკეულ საქმეებად;

დ) პირად საქმეებში დოკუმენტების განლაგება ხდება ქრონოლოგიურად მათი შემოსვლის მიხედვით;

ე)  თვითმმართველობის მოსამსახურეთა ხელფასის პირადი ანგარიშები ჯგუფდება ცალკე საქმეებად და განლაგდება ანბანური თანმიმდევრობით გვარების მიხედვით;

ვ)  მოქალაქეთა  წინადადებები,  განცხადებები  და საჩივრები დაწესებულების  მუშაობის  საკითხებზე,  ყველა დოკუმენტი მათი განხილვისა და შესრულების შესახებ ჯგუფდება პირად საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებებისაგან განცალკევებით;

ზ)  მიმოწერა ჯგუფდება კალენდარული წლის მიხედვით და მისი სისტემატიზაცია ხორციელდება ქრონოლოგიური   თანმიმდევრობით.   დოკუმენტი – პასუხი თავსდება დოკუმენტ – შეკითხვის   შემდეგ. გარკვეულ  საკითხზე  წინა წელს დაწყებული მიმოწერის  განახლების  შემთხვევაში  დოკუმენტები  შეიტანება მიმდინარე წლის საქმეში წინა წლის საქმის ინდექსის მითითებით.

თავი VIIდოკუმენტების მომზადება არქივში გადასაცემ