1. საქმეთა გაფორმება ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილობრივი არქივის მეთოდიკური დახმარებითა და კონტროლით;
2. შენახვის ვადების მიხედვით ტარდება საქმეთა სრული ან ნაწილობრივი გაფორმება;
3. სრულ გაფორმებას ექვემდებარება მუდმივად, ხანგრძლივად შესანახი და პირადი შემადგენელობის საქმეები;
4. საქმეთა სრული გაფორმება ითვალისწინებს:
ა) საქმეთა ჩაკერებას ან აკინძვას;
ბ) საქმის ფურცლების ნუმერაციას;
გ) დამადასტურებელი ფურცლის შედგენას;
დ) საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების შიდა ანაწერის შედგენას;
ე) საქმის გარეკანის რეკვიზიტებში საჭირო დაზუსტებების შეტანას (დაწესებულების სახელწოდების, საქმის სარეგისტრაციო ინდექსის, კიდური თარიღების, სათაურის დაზუსტება);
5. დროებით (10 წლის ჩათვლით) შესანახი საქმეები ექვემდებარება ნაწილობრივ გაფორმებას: დასაშვებია საქმეში არ ჩატარდეს დოკუმენტების სისტემატიზაცია, არ დაინომროს საქმის ფურცლები, არ შედგეს დამადასტურებელი წარწერებ