1. საქმეთა ნომენკლატურა  დგება დაწესებულების  საქმისწარმოებაში საქმეების ფორმირებისა და აღრიცხვის წესის  უზრუნველსაყოფად  და  წარმოადგენს  დაწესებულების  საქმიანობის  პროცესში  წარმოქმნილ  საქმეთა  სათაურების დადგენილი წესით გაფორმებულ სისტემატიზებულ ნუსხას, რომელშიც მითითებულია საქმეთა შენახვის ვადები;

2. ნომენკლატურა განსაზღვრავს საქმეებში შესრულებული დოკუმენტების დაჯგუფებას, საქმეთა სისტემატიზაციას,  ინდექსაციასა  და  შენახვის  ვადებს.  იგი  წარმოადგენს  მუდმივად  და ხანგრძლივად  (10 წელზე მეტხანს) შესანახ საქმეთა აღწერილობის შედგენის საფუძველს და საქმისწარმოებაში ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს;

3. საქმეთა ნომენკლატურის შედგენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების განყოფილებას;

4.  ადგილობრივი   თვითმმართველობის   ორგანოებში   დგება   ტიპობრივი   სახის   საქმეთა   ნომენკლატურა,  დადგენილი დოკუმენტების ტიპების მიხედვით;

5.  საქმეთა   ნომენკლატურა   ადგენს   საქმეთა   ტიპობრივ   შემადგენლობას   და   აწესებს   საქმეების   ერთიან ინდექსაციას;

6.  საქმეთა ნომენკლატურა  არის ნორმატიული ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.

თავი VIსაქმეთა ფორმირე