📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი

მიღების თარიღი 20.08.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №82
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016470
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2018
matsne.gov.ge 5,049 სიტყვა · ~25 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან
არის შეთანხმებული)
მუხლი 17
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 10.08.2018 სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 15.10.2014 ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.09.2014 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.09.2014 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი“-ს დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №82 2018 წლის 20 აგვისტო ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი საქართველოს   ორგანული  კანონის  ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე  მუხლის  მეორე  ნაწილის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქმისწარმოების  ერთიანი  წესების  დამტკიცების   და  ამოქმედების შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების შესაბამისად,  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნუფიცირებული დარგობრივი ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №49 დადგენილება; ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნუფიცირებული ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №40 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოების  დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ტაბელის რეგულირების სფერო ტაბელი  ადგენს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის   ორგანოების დოკუმენტების  უნიფიცირებულ სახეებსა და მათი გაფორმების სტანდარტებს. მუხლი 2🔗. ტაბელის ნორმების მოქმედება ქაღალდზე შესრულებულ და ელექტრონულ დოკუმენტებზე 1.  ტაბელით  დადგენილი  დოკუმენტირების  სტანდარტები  ვრცელდება  როგორც  ქაღალდზე  შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე. 2. საქმისწარმოების (დოკუმენტბრუნვის) ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში „პროგრამა“) უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის  შიგნით და მის გარეთ შემოსული და შესრულებული დოკუმენტების ელექტრონულ მოძრაობას. მუხლი 3🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დოკუმენტებთან მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ადგილობრივი      თვითმმართველობის      ორგანოების     მიერ     საქმისწარმოების      წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,ნორმატიული    აქტების შესახებ“, საქართველოს    კანონით    ,,ზოგადი   ადმინისტრაციული    კოდექსი“, ,,საქმისწარმოების  ერთიანი  წესების“  დამტკიცებისა  და ამოქმედების  შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 1999  წლის  1  ივლისის  №414  ბრძანებულებით,  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  და  კანონქვემდებარე ნორმატიული    აქტებით,   საკრებულოს  რეგლამენტით, მერიის დებულებით, აგრეთვე ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი    თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების  ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დადგენილებით  და ამ ტაბელით. 2. საქმისწარმოებაში ამ  დადგენილებით განსაზღვრული ტაბელის  და  უნიფიცირებული დოკუმენტების გარდა,   სხვა სახის   დოკუმენტების   შედგენა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქმისწარმოებისას წარმოქმნილი საჭიროებისას. მუხლი 4🔗. ტაბელის მოთხოვნათა დაცვა 1. მუნიციპალიტეტის  თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ საქმისწარმოებაში ამ ტაბელის II თავით დადგენილი დოკუმენტების გარდა სხვა სახის  დოკუმენტების  შედგენა დაიშვება  მხოლოდ  საქართველოს  კანონმდებლობით  განსაზღვრულ  შემთხვევებში, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობებისას. 2.  მუნიციპალიტეტის  მოხელეები  ვალდებულნი  არიან  დაიცვან  ტაბელის  მოთხოვნები.  ტაბელით დადგენილი  დოკუმენტირების  სტანდარტების  დარღვევისთვის  ადგილობრივი  თვითმმართველობის მოხელეს დაეკისრება კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობა. 3. დოკუმენტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე ,,Windows“-ის სისტემაში შემდეგი წესით: ძირითადი ტექსტები  შესრულებული  უნდა იყოს Sylfaen შრიფტით, ზომით №11, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 5🔗. კონტროლის განხორციელება ტაბელის მოთხოვნათა დაცვაზე მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოების,  თანამდებობის  პირებისა  და საჯარო მოსამსახურეების  მიერ  ამ  ტაბელის  მოთხოვნათა  დაცვას უზრუნველყოფს  მერიაში  ადმინისტრაციული სამსახური,  საკრებულოში – საკრებულოს აპარატი. თავი II მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეები მუხლი 6🔗. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები 1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები: ა. სამართლებრივი აქტები: ა.ა) ნორმატიული აქტი –ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება; ა.ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება; ა.გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება; ა.დ)  ინდივიდუალური    სამართლებრივი    აქტი    –   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის    მერის    ბრძანება,    მერიის თანამდებობის პირთა ბრძანება; ბ. ოქმები: ბ.ა) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი; ბ.ბ) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი; ბ.გ) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი; ბ.დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის სხდომის ოქმი; ბ.ე) ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დროებითი  კომისიის  (სამუშაო ჯგუფის) სხდომის ოქმი; გ) სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი; დ) თანამდებობის პირის დავალება (მითითება); ე) განმარტებითი ბარათი; ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი; თ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის – ხელმძღვანელის  ცნობა; ი) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება; კ)  მოხსენებითი ბარათი; ლ) განცხადება; მ)  მინდობილობა; ნ) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპონდენცია; ო) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა; პ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია; ჟ)  ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის     ადგილობრივი     თვითმმართველობის     ორგანოს     (ადგილობრივი     სამსახურის) თანამდებობის პირის დავალება (მითითება); რ) მუნიციპალიტეტის  საკრებულოს,  საკრებულოს კომისიის,  მერიის, მერიის  სტრუქტურული ერთეულის    (ადგილობრივი    სამსახურის,     ადგილობრივი    სამსახურის   სტრუქტურული    ქვედანაყოფის) სამუშაო გეგმები; ს) მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა; ტ) მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში; უ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელის  ანგარიში; ფ) მუნიციპალიტეტის მოხელის ანგარიში; ქ)  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოს  (ადგილობრივი  სამსახურის),  საჯარო მოსამსახურის განცხადება; ღ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) წერილი; ყ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) ცნობა; შ) მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტაცია. 2. დოკუმენტბრუნვის (საქმისწარმოების) ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების შესრულებას: ა) დოკუმენტების აღრიცხვა (შემოსული, შესრულებული კორესპონდენცია, ბრძანებები); ბ) ახალი დოკუმენტების შექმნა/რეგისტრაცია: ნომრის და თარიღის მინიჭება, ხელმოწერა; გ) დოკუმენტების მოძრაობა რეზოლუციაზე და ვიზირებაზე წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით; დ) დოკუმენტების ძებნა წინასწარ განსაზღვრული რეკვიზიტებით (მაგალითად, რეგისტრაციის თარიღით და ა. შ.); ე) დოკუმენტების კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით: ბრძანება, შესრულებული კორესპონდენცია, მოთხოვნა, მოხსენებითი ბარათი და ა. შ; ვ) დოკუმენტების ძებნა შინაარსით; ზ) მომხმარებელთა ჯგუფებისა და როლების მართვა; თ) წვდომის უფლებების ინდივიდუალურად განსაზღვრის შესაძლებლობა; ი) ელექტრონულად ჩართული ადრესატებისგან გამოგზავნილი კორესპონდენციის აღრიცხვა; კ) სისტემაში განთავსებული მონაცემების შენახვა და დაცვა. 3. საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები, მისი მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში  შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად  გამოცხადების, მასში ცვლილებების  შეტანის წესები და პროცედურები  განსაზღვრულია  საქართველოს  კანონმდებლობით,  აგრეთვე  საკრებულოს  რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი III მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება და მისი გაფორმების სტანდარტები მუხლი 7🔗. საკრებულოს დადგენილება საკრებულოს   დადგენილება   არის   მუნიციპალიტეტის   ნორმატიული   აქტი.   საკრებულოს   დადგენილება მიიღება  საქართველოს  ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  აქტების საფუძველზე და შესასრულებლად. მუხლი 8🔗. საკრებულოს  დადგენილების მომზადების, მიღების,   რეგისტრაციის,   გამოქვეყნების,   ძალაში შესვლის,  ბათილად  ცნობის,  ძალადაკარგულად  გამოცხადების  და  მასში  ცვლილებების  შეტანის სამართლებრივი საფუძვლები საკრებულოს   დადგენილების    მომზადების,   მიღების,   რეგისტრაციის,   გამოქვეყნების,   ძალაში   შესვლის, ბათილად  ცნობის,  ძალადაკარგულად  გამოცხადების  და მასში ცვლილებების  შეტანის წესები და პროცედურები  განსაზღვრულია  საქართველოს  კანონმდებლობით,  აგრეთვე  საკრებულოს  რეგლამენტით  და  ,,ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოებში  საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 9🔗. საკრებულოს დადგენილების და დადგენილების პროექტის რეკვიზიტები 1. საკრებულოს დადგენილების რეკვიზიტებია: ა) მცირე სახელმწიფო გერბი/მუნიციპალიტეტის გერბი ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს საკრებულოს დადგენილებას); გ) საკრებულოს დადგენილების სათაური; დ) დადგენილების მიღების ადგილი და თარიღი; ე) თუ დადგენილებაში შეტანილია ცვლილება, ცვლილების მიღების თარიღი; ვ)  დადგენილების   ძალაში   შესვლის   თარიღი   და  მოქმედების   ვადა,  თუ  დადგენილება  განსაზღვრული ვადითაა მიღებული; ზ) საკრებულოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა; თ) საკრებულოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; ი) საკრებულოს ბეჭედი. 2. საკრებულოს დადგენილების ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ   ტაბელით განსაზღვრული   რეკვიზიტები.   ყველა   სხვა   სავალდებულო რეკვიზიტი დაიტანება დადგენილების საბოლოო გაფორმებისას. 3. საკრებულოს დადგენილების პროექტის და საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა. 4. საკრებულოს  დადგენილების  პროექტი  დადგენილების  ბლანკზე არ ფორმდება. დადგენილების  პროექტს მარჯვენა   ზედა   კუთხეში   უნდა   გააჩნდეს   №12   შრიფტით   შესრულებული   რეკვიზიტი   –   ,,პროექტი“, საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე დადგენილებისთვის განსაზღვრული ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა: ა) მუნიციპალიტეტის გერბისა; ბ) საკრებულოს ბეჭდისა; გ) სარეგისტაციო ნომრისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდისა. მუხლი 10🔗. სამართლებრივი აქტის ბლანკი 1. სამართლებრივი  აქტები  იქმნება  A4 ფორმატის ფურცელზე ან სტამბური წესით შესრულებულ  ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში. 2. სამართლებრივი აქტების ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები: ა) მცირე სახელმწიფო გერბი და  ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის გერბი (დაიტანება ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით); ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო“/,, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერია“ (დაიტანება  მცირე  სახელმწიფო  გერბის  და   ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  გერბის  შუა ნაწილში); გ) №12  შრიფტით   შესრულებული   გამუქებული  წარწერა,  რომელიც  აღნიშნავს  დადგენილების/ბრძანების/განკარგულების  მიღების თარიღს  შემდეგი  თანმიმდევრობით  -  რიცხვი,  თვე  და წელიწადი  (მაგ.:  ...  დეკემბერი  2018 წელი;) დაიტანება  წარწერის  ,,დადგენილება  №“,  განკარგულება  №“  ან  ბრძანება  №“ 2  ინტერვალით  ზემოთ  მარჯვენა კუთხეში. დ)  №12  შრიფტით  შესრულებული  გამუქებული  წარწერა  ,,ქ. ზუგდიდი“  დაიტანება  სამართლებრივი აქტის მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის პარალელურად  მარცხენა ზედა კუთხეში. ე) №16  შრიფტით  შესრულებული  გამუქებული  წარწერა  ,,საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის 3 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში); ე.ა) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,მერის ბრძანება“ (დაიტანება  მცირე სახელმწიფო გერბის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის 3 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში); ე.ბ)      №14    შრიფტით     შესრულებული     წარწერა     ,,დადგენილება    №“ (დაიტანება    ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში); ე.გ.)     №14    შრიფტით    შესრულებული    წარწერა    ,,განკარგულება    №“ (დაიტანება    ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ ჩანაწერის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში); ე) უფლებამოსილი პირის (საკრებულოს თავმჯდომარის ან მერის) ხელმოწერა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ბეჭედი. თავი IV მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მუხლი 11🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  და თანამდებობის  პირების  ინდივიდუალური  სამართლებრივი  აქტები  –საკრებულოს განკარგულება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება და მერის, მერიის თანამდებობის პირთა – ბრძანება  წარმოადგენს  კანონმდებლობის  საფუძველზე  მიღებულ  (გამოცემულ)  შესასრულებლად სავალდებულო აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირთა შეზღუდული წრის უფლება- მოვალეობებს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) საქართველოს კანონმდებლობის ან საკრებულოს დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. მუხლი 12🔗. დადგენილების ტექსტის სტანდარტები 1.  საკრებულოს  დადგენილების  ტექსტი  შედგება  ძირითადი  ნაწილის,  გარდამავალი  (საჭიროების შემთხვევაში) და დასკვნითი დებულებებისგან.  საკრებულოს დადგენილებას შეიძლება გააჩნდეს პრეამბულა და დანართები. 2. საკრებულოს დადგენილების პრეამბულაში (თუ დადგენილებას პრეამბულა არა აქვს – პირველ მუხლში ან პირველ პუნქტში) უნდა მიეთითოს საქართველოს  კანონის ის ნორმა (კანონის სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც მიიღება დადგენილება. 3. დადგენილების ძირითადი ნაწილი მოიცავს ამ აქტით დადგენილ ნორმატიულ დებულებებს – მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესებს. 4. საკრებულოს დადგენილების გარდამავალი დებულებებით საჭიროების შემთხვევაში დგინდება ძირითადი ნაწილისაგან   განსხვავებული   და   განსაზღვრული   ვადით  მიღებული   ნორმები   და/ან  განისაზღვრება   ის პირობები და ვადები, რაც საჭიროა ძირითად ნაწილში მოცემული ნორმების ძალაში შესასვლელად; 5. საკრებულოს დადგენილების დასკვნითი დებულებებით განისაზღვრება აქტის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტების ჩამონათვალი (ასეთი აქტების არსებობის შემთხვევაში), დადგენილების ძალაში შესვლის დრო, დადგენილების მოქმედების ვადა, თუ დადგენილება განსაზღვრული ვადითაა მიღებული. 6. საკრებულოს  დადგენილების  ტექსტი  (პრეამბულის  და დანართების  გარდა)  შინაარსის  მიხედვით  იყოფა აბზაცებად   –   პუნქტებად.   პუნქტები   ინომრება   უწყვეტად,   არაბული   ციფრებით.   თუ   ტექსტი   დიდი მოცულობისაა,  იგი შინაარსის მიხედვით შესაძლოა დაიყოს თავებად, თავები კი მუხლებად. დადგენილების თავები უწყვეტად ინომრება რომაული ციფრებით. დადგენილების მუხლები დადგენილების მთელ ტექსტში უწყვეტად  ინომრება  არაბული  ციფრებით.  დადგენილების  თავს  უნდა  გააჩნდეს  სათაური. დადგენილების მუხლს  შესაძლოა  გააჩნდეს  სათაური.  თუ  ტექსტი  განსაკუთრებით   დიდი  მოცულობისაა,  იგი  შეიძლება დაიყოს კარებად, კარები – თავებად, თავები მუხლებად. კარები ინომრება უწყვეტად, რომაული ციფრებით და მათ გააჩნიათ სათაური. 7. დანართი დადგენილების  განუყოფელი  ნაწილია. თუ დადგენილებას ერთვის რამდენიმე დანართი, ისინი ინომრება  უწყვეტად,  არაბული  ციფრებით.  ძირითად  ნაწილში  ან  გარდამავალ  დებულებებში  მოცემული უნდა იქნეს მითითება  შესაბამის  დანართზე. დაუშვებელია  დანართში  დადგენილების  ძირითადი ნაწილის, გარდამავალი   ან   დასკვნითი   დებულებების   შეტანა.   დანართში   მოცემული   უნდა   იყოს  დადგენილების ძირითად  ან  გარდამავალ  დებულებებში  მითითებული  საცნობარო  (მაგ. სტატისტიკური,  საბუღალტრო  ან სხვა სახის მონაცემები), მათემატიკური გაანგარიშების შემცველი (მაგ., საბიუჯეტო ან სატარიფო ცხრილები) ან სანიმუშო (მაგ., დოკუმენტის სანიმუშო ფორმა) ინფორმაცია. მუხლი 13🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერიის,  მერიის  თანამდებობის  პირთა   ბრძანების  მომზადების,  მიღების,  რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილებების შეტანის სამართლებრივი საფუძვლები მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიის  თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების, გაფორმების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის წესები და პროცედურები განსაზღვრულია    საქართველოს   კანონმდებლობით,    აგრეთვე   საკრებულოს      რეგლამენტით  და ,,მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 14🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერისა და მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების რეკვიზიტები 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის, მერიის თანამდებობის პირთა  ბრძანების რეკვიზიტებია: ა) მცირე სახელმწიფო გერბი და მუნიციპალიტეტის გერბი; ბ)  აქტის  სახე  (მითითება,  რომ აქტი  წარმოადგენს  შესაბამისად  საკრებულოს  განკარგულებას,  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ან მერის ბრძანებას, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანებას); გ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სათაური; დ) აქტის მიღების ადგილი და თარიღი; ე) საკრებულოს მისამართი, მერიის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები; ვ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული; ზ)   აქტის   გასაჩივრების   ვადა   და   ის   ორგანო   (მისამართის   მითითებით), სადაც შესაძლებელია   აქტის გასაჩივრება; თ)   უფლებამოსილი   თანამდებობის   პირის   –   საკრებულოს   თავმჯდომარის   ან   შესაბამისად   მერის, მერიის თანამდებობის პირთა  (შესაბამისად, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა; ი) საკრებულოს აპარატის ან, შესაბამისად, მერიის აპარატის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; კ) საკრებულოს ან შესაბამისად მერიის ბეჭედი. 2.   ინდივიდუალური-სამართლებრივი   აქტის   ფერადი   პრინტერით   ან   სტამბური   წესით   შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას. 3. საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯომარის ბრძანების, მერის, მერის თანამდებობის პირთა  ბრძანების პროექტის და, შესაბამისად, მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა. 4. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში   უნდა   გააჩნდეს   №12   შრიფტით   შესრულებული   რეკვიზიტი  –    ,,პროექტი“,   საკრებულოს   ან შესაბამისად მერიის აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის  პირების  ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა: ა) მცირე სახელმწიფო გერბისა და მუნიციპალიტეტის გერბისა; ბ) საკრებულოს ბეჭდისა; გ) აქტის სარეგისტაციო ნომრისა. მუხლი 15🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის ბრძანების, მერიის თანამდებობის პირთა  ტექსტების სტანდარტები 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის, მერიის თანამდებობის პირთა  ბრძანების ტექსტი, როგორც წესი, შედგება პრეამბულის, საკონსტატაციო ნაწილისა და სარეზოლუციო ნაწილისგან. 2. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პრეამბულაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონის ან საკრებულოს  დადგენილების  ის  ნორმა  (კანონის  ან  შესაბამისად – საკრებულოს  დადგენილების  სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც ხდება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მიღება (გამოცემა). 3. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საკონსტატაციო ნაწილში მიეთითება შესაბამისი ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას გამოკვლეული საქმის გარემოებები და მიღებული დისკრეციული გადაწყვეტილებების  დასაბუთება (ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას). აქტი შეიძლება არ შეიცავდეს საკონსტატაციო ნაწილს, თუ: ა) აქტი გამოცემულია  დაინტერესებული  პირის მოთხოვნის საფუძველზე და იგი არ ზღუდავს მესამე პირის უფლებებს; ბ) აქტის მიღებით (გამოცემით) დაინტერესებულ პირთათვის უკვე ცნობილია აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; გ) კანონი ითვალისწინებს აქტის დასაბუთების გარეშე მიღების (გამოცემის) შესაძლებლობას; დ) აქტის მიღება (გამოცემა) გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში აქტის წერილობითი დასაბუთება ხდება აქტის გამოცემის შემდგომ არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში. 4. აქტის სარეზოლუციო  ნაწილში მოცემული უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები).  თუ აქტი ითვალისწინებს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თითოეული მათგანი ფორმდება  ცალკე  პუნქტის  სახით.  პუნქტები  უწყვეტად  ინომრება  არაბული  ციფრებით.  სარეზოლუციო ნაწილში  ცალკე,  მიღებული  გადაწყვეტილების  (გადაწყვეტილებების)  შემდგომ  პუნქტად მიეთითება  აქტის მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული (გამოცემული). 5. აქტის სარეზოლუციო  ნაწილში ცალკე, დასკვნით  (უკანასკნელ)  პუნქტად მიეთითება აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (ორგანოს სრული დასახელება და მისამართი), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება. თავი V მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების დოკუმენტები მუხლი 16🔗. მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   სხდომის,   საკრებულოს   ბიუროს   სხდომის,   საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის, საკრებულოს ფრაქციის სხდომის ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია სხდომაზე საკითხების განხილვის მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები. 2. ოქმები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. 3. სხდომის ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისგან. 4. სხდომის ოქმის შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) №14  შრიფტით  შესრულებული  გამუქებული  წარწერა  საკრებულოს  (საკრებულოს  ბიუროს,  საკრებულოს კომისიის ან სხვა კომისიის) დასახელება და ოქმი № (რიგითი ნომერი) (დაიტანება ფურცლის დასაწყისის შუა ნაწილში); ბ)  №11  შრიფტით  შესრულებული   გამუქებული  წარწერა  სხდომის  ჩატარების  ადგილი  (დასახელების  და რიგითი ნომრის 2 ინტერვალით დაბლა დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა მხარეს); გ) №11 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა სხდომის ჩატარების თარიღი (შემდეგი თანმიმდევრობით  –    წელი,   თვე   და   რიცხვი   სხდომის   ჩატარების ადგილის   გასწვრივ   დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს); დ) №11 შრიფტით შესრულებული ჩანაწერი სხდომის თავმჯდომარის, დამსწრე წევრების, აგრეთვე სხდომაზე მოწვეულ დამსწრე პირთა ვინაობის შესახებ დაიტანება სხდომის ჩატარების აღმნიშვნელი თარიღის 2 ინტერვალით დაბლა); ე)  №11  შრიფტით  შესრულებული   ჩანაწერი  სხდომის  დღის  წესრიგის  შესახებ.  დღის  წესრიგის  ყოველი საკითხი ოქმში შეიტანება ცალ-ცალკე და ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. 5.  ოქმის  ძირითადი  ნაწილი  შედგება  დანაყოფებისგან,  რომლებიც  შეესაბამება  დღის  წესრიგის  პუნქტებს. ოქმის ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით: ა)  ,,I.  მოისმინეს:  (...)“:  ამ  ნაწილში  შეიტანება  დღის  წესრიგის  საკითხზე  მომხსენებლისა  და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. თუ მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის ოქმს, მაშინ ოქმში კეთდება შესაბამისი  მითითება.  იმ  შემთხვევაში,  თუ  მომხსენებელი  წარადგენს საკრებულოს  სამართლებრივი  აქტის პროექტს, ეს პროექტი წერილობითი სახით ოქმს თან ერთვის; ბ)  ,,II.  საკითხის  შესახებ  აზრი  გამოთქვეს:  (...)“:  ამ  ნაწილში  გადმოცემული  უნდა  იყოს საკითხის გარშემო კამათში გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი; გ)  ,,III.  საკითხის  შესახებ  კენჭისყრა:  (...)“:  ოქმის  ამ  ნაწილში  შეიტანება  საკითხის  შესახებ  გამართული კენჭისყრის სახე (ღია, ფარული, სახელობითი), კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა (თუ კენჭისყრა სახელობითია – მონაწილეთა ვინაობაც) და კენჭისყრის შედეგები (საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ხოლო თუ კენჭისყრა სახელობითია - მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ვინაობაც); დ)  ,,V.  დაადგინეს/გადაწყვიტეს:   (...)“:   ოქმის  ამ  ნაწილში  შეიტანება  საკითხის  თაობაზე  სხდომის  მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს სამართლებრივი აქტის მიღებას, მიღებული აქტის ტექსტი სრულად ერთვის ოქმს. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს საკითხის გადადებას, დღის წესრიგიდან  მოხსნას,  ან  თუ  კენჭისყრის  შედეგად  სამართლებრივი  აქტის  პროექტი  უარყოფილია,  ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. სხდომის  აუდიო ან ვიდეოჩანაწერი  საკრებულოს  ელექტრონულ  მონაცემთა  ბაზაში  ინახება საკრებულოს შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად. მუხლი 17🔗. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   დადგენილების   (დადგენილების   პროექტის)   განმარტებითი ბარათი 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი არის დადგენილებაზე (დადგენილების პროექტზე) თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კანონით დადგენილ მონაცემებს ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შესახებ. 2. საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის კანონითა და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით   შედგენას   უზრუნველყოფს   საკრებულოს   აპარატი.   განმარტებით   ბარათს   ადგენს   დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი. 3.  დადგენილების   პროექტის   ინიცირებისთვის   აუცილებელია   პროექტს   თან  დაერთოს   განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ამ ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება; ბ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);  გ) იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება; დ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა; ე) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული); ვ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი. 4. თუ დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად ნორმატიული აქტის პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნა. მუხლი 18🔗. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება) 1.   მუნიციპალიტეტის  თანამდებობის   პირის   დავალება   (მითითება)   არის   განკარგულებითი    ხასიათის დოკუმენტი,    რომელიც   შეეხება   სამართლებრივი   აქტის   აღსრულებას,   აგრეთვე   მეთოდური   ხასიათის ინფორმაცია, რომელიც  დაკავშირებულია სამართლებრივი აქტის     პროექტის  მომზადებასთან ან ადმინისტრაციული საქმისწარმოების სხვა პროცედურის განხორციელებასთან. 2. დავალება (მითითება) უნდა შეესაბამებოდეს  დავალების ადრესატი მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და თანამდებობრივ ინსტრუქციას. 3. წერილობითი დავალება მზადდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ეგზავნება დანიშნულებისამებრ  კონკრეტულ  მოხელეს.  დავალება  (მითითება)  შეიძლება  გაფორმდეს  ცალკე სახით. 4. დავალება (მითითება) უნდა შედგებოდეს საკონსტანტაციო და განკარგულებითი ნაწილებისგან. საკონსტანტაციო ნაწილში გადმოცემული უნდა იქნეს ადრესატის მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში ჩასატარებელ მოქმედებათა მიზნები და ამოცანები, ხოლო თუ დავალება გაიცემა სამართლებრივი აქტის   აღსასრულებლად,   აღინიშნება   ამ   აქტის   დასახელება.   განკარგულებითი   ნაწილი  უნდა   დაიწყოს სიტყვებით:   ,,გავალებთ“   ან   ,,გთავაზობთ“,   შემდეგ   პუნქტების   მიხედვით   გადმოცემული   უნდა   იყოს ადრესატის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ მოქმედებათა შინაარსი და შესრულების ვადები. განკარგულებითი ნაწილის ბოლო პუნქტში უნდა მიეთითოს იმ თანამდებობის პირის დასახელება, ვინც პასუხისმგებელია  დავალების  შესრულების  კონტროლზე.  დავალებას  ან მითითებას ხელს აწერს დავალების გამცემი და დოკუმენტში აღინიშნება დავალების გაცემის თარიღი. მუხლი 19🔗. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა 1. სამუშაოთა  აღწერილობა  არის საორგანიზაციო  ხასიათის  დოკუმენტი,  რომლითაც კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების საფუძველზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის  მერიის  სტრუქტურული ერთეულებისა (გარდა თანამდებობის პირებისა) და საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი საქმიანობისას შესასრულებელი ფუნქციები. 2. სამუშაოთა  აღწერილობა  მზადდება  უფლებამოსილ  თანამდებობის  პირთა  მიერ და მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით. 3.  სამუშაოთა  აღწერილობა  შედგება  შესავლისა  და ძირითადი  ნაწილისგან.  შესავალში  აღნიშნული  უნდა იყოს  შესაბამისი   თანამდებობის   და  სტრუქტურული   ერთეულის  სრული  დასახელება,  ხოლო  ძირითად ნაწილში გადმოიცემა  მოხელის რეგულარული  კომპეტენციები,  თანამდებობრივი  უფლება-მოვალეობანი  და შრომითი ფუნქციები. მუხლი 20🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მერიის, მერიის სტურქტურული ერთეულისა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმები 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო გეგმების შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტითა და მერიის დებულებით. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მუნიციპალიტეტის მერიის   სამუშაო   გეგმების  დამტკიცება  შესაბამისად  ფორმდება  საკრებულოს,  საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით. 3. მუნიციპალიტეტის  ორგანოს სტრუქტურული  ერთეულის სამუშაო გეგმა არის ორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტის,  რომლითაც  დასაგეგმ  პერიოდში განისაზღვრება  შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულის მიერ განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები. 4. მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია საკრებულოს  და  მერის  ის  სამართლებრივი  აქტები,  რომლებითაც  განისაზღვრება  მერიის  სამუშაო გეგმა. 5.  სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი  შეიმუშავებს  ყოველთვიურ,  ყოველკვარტალურ  და ყოველწლიურ  სამუშაო გეგმებს. სტრუქტურული  ერთეულის სამუშაო გეგმას შესაბამისი საგეგმო პერიოდის დაწყებამდე  ერთი  კვირით  ადრე  მაინც  ამტკიცებს  და საჭიროების  შემთხვევაში  დადგენილი  წესით  მასში ცვლილებები შეაქვს სტრუქტურული ერთეულის ზემდგომ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. 6. სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისგან. შესავალში  მიეთითება  სტრუქტურული  ერთეულის  სრული  დასახელება  და საგეგმო  პერიოდი.  ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები; ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (საკრებულოს ან მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიხედვით კონკრეტული დავალების დასახელება); გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა; დ) დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი; ე) თუ სამუშაოს შესრულება გულისხმობს  საფინანსო  სახსრების მიღება-გამოყენებას  – შესაბამისი სახსრების მოცულობა. მუხლი 21🔗. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა არის საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება   მოხელის   მიერ   ერთი   თვის   პერიოდში   განსახორიელებელი   საქმიანობა   და   სამუშაოთა  შესრულების ვადები. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ყოველთვიური სამუშაო გეგმა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობა. 3.ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის   მოხელის  ყოველთვიურ  სამუშაო  გეგმას  შეიმუშავებს  თავად  მოხელე  და  ყოველი მომდევნო თვის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შეაქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. 4. მოხელის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისგან. შესავალში მიეთითება მოხელის თანამდებობის სრული დასახელება. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები; ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა ან უშუალო ხელმძღვანელის დავალება); გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა. მუხლი 22🔗. მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში 1. მუნიციპალიტეტის მერიის  ანგარიშის შედგენის  წესი განისაზღვრება  საკრებულოს  რეგლამენტითა  და მერიის დებულებით. 2. მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში უნდა გაფორმდეს მერის ბრძანების სახით. მუხლი 23🔗. მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს  მერიის სტრუქტურული ერთეულის, საკრებულოს აპარატის,  სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების ანგარიში 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელშიც ანგარიშვალდებული სტრუქტურული ერთეული ზემდგომი ან მაკონტროლებელი ორგანოს წინაშე აღწერს და ასაბუთებს  საკუთარ მოქმედებებს,  აგრეთვე  მათ შესაბამისობას  სამართლებრივ  აქტებთან და საანგარიშგებო პერიოდის სამუშაო გეგმასთან. 2. ყოველი ზემდგომი სტრუქტურული  ერთეულის ანგარიში  უნდა შეესაბამებოდეს  ამ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფებისა და მოხელეების ანგარიშებს. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირს წარუდგინოს საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული საქმიანობის ანგარიში. 4.  თუ   ანგარიშში   მითითებული   სამუშაო   უკავშირდება   ადგილობრივი   თვითმმართველობის   სახსრების მიღება-გამოყენებას,  მასში  დოკუმენტურად  უნდა  დასაბუთდეს  საფინანსო  ან  სხვა  მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში). 5.   ანგარიში   შედგება   შესავლისა   და   ძირითადი   ნაწილისგან.   შესავალში   მიეთითება   სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება   კონკრეტული   მოქმედების   მიზანი,   მისი   საფუძველი   (სამართლებრივი   აქტი,  სამუშაო   გეგმა, ზემდგომი თანამდებობის პირის (ორგანოს) დავალება), დასაბუთება და მიეთითება, მიღწეულია თუ არა დასახული   მიზანი.   თუ   მიზანი   არ   არის   მიღწეული,   საჭიროა   ხელისშემშლელ   მიზეზთა   დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება. 6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში. მუხლი 24🔗. მუნიციპალიტეტის სტურქტურული ერთეულის (სამსახურის) მოხელის ანგარიში 1. მუნიციპალიტეტის  მერიის სამსახურის მოხელის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელშიც ანგარიშვალდებული მოხელე ზემდგომი ან მაკონტროლებელი თანამდებობის პირის წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან, სამუშაოთა აღწერილობასთან, თანამდებობრივ ინსტრუქციასთან, ყოველთვიურ სამუშაო გეგმასა და მიღებულ დავალებასთან. 2. მოხელე  ვალდებულია  არაუგვიანეს  მომდევნო  თვის პირველი პარასკევისა მოამზადოს  და ხელმძღვანელ თანამდებობის პირს წარუდგინოს წინა თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში. ყოველთვიური ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს მოხელის სამუშაოთა აღწერილობას. 3. თუ ანგარიში უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებასთან დაკავშირებულ  დავალებას  (საფინანსო  ანგარიში), მასში დოკუმენტურად  უნდა დასაბუთდეს  საფინანსო  ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა. 4. ანგარიში  შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან.  შესავალში  მიეთითება ვისია, ვის წარედგინება და რას შეეხება (მაგ., ყოველთვიური  საქმიანობის ან კონკრეტული დავალების) ანგარიში. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაოთა აღწერილობა, დავალება), დასაბუთება და მიეთითება მიღწეულია თუა არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელისშემშლელ  მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში  მიეთითება  გაწეული  ხარჯის  საფუძველი,  ხარჯის  მიზნობრიობა  და თუ ეს საჭიროა, საფინანსო- ეკონომიკური დასაბუთება. 5. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში. მუხლი 25🔗. მუნიციპალიტეტის სტურქტურული ერთეულის (სამსახურის) განცხადება 1. მუნიციპალიტეტის სამსახურის მოხელის, მუნიციპალიტეტის ორგანოს (სამსახურის) განცხადება არის საინფორმაციო  ხასიათის დოკუმენტი, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებს ადრესატს რაიმე ქმედების ან გარემოების საფუძველზე წარმოშობილი კანონიერი უფლების ან ვალდებულების შესახებ. 2. განცხადების  ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება განცხადების შედგენის  საფუძველი  (ფაქტობრივი  გარემოება  ან ქმედება) და განცხადების ადრესატი (კონკრეტული პირი, პირთა წრე ან საჯარო განცხადება), ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნა ან თხოვნა, რომელიც შეეხება წარმოშობილ უფლებას. მუხლი 26🔗. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა 1. მუნიციპალიტეტის  ორგანოს – სამსახურის,  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა არის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული საინფორმაციო დოკუმენტი, რომელშიც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას დასტურდება გარკვეული იურიდიული   მნიშვნელობის    მქონე   ფაქტი   ან   საქმის   გარემოება.   ცნობად   მიიჩნევა   აგრეთვე   პასუხი განცხადებაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. 2. ცნობა  შედგება  შესავლისა  და საკონსტატაციო  ნაწილისაგან.  შესავალში  მიეთითება  ვის და რა მიზნით ეძლევა  ცნობა,  ხოლო  საკონსტატაციო  ნაწილში  ამომწურავად  უნდა  იქნეს  მოყვანილი  ცნობით დადასტურებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ან საქმის ფაქტობრივი გარემოება. მუხლი 27🔗. მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება 1. მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. 2. მუნიციპალიტეტის სახელით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ,,ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის“  მე-5  თავით  დადგენილი  ნორმები  და  ხელშეკრულებათა  შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები. 3. კერძო სამართლებრივ  ურთიერთობებში  მუნიციპალიტეტის  ორგანოები მოქმედებს როგორც  სამოქალაქო სამართლის სუბიექტები. მუხლი 28🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის დოკუმენტი, რომლითაც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს და ადასტურებს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით“ გათვალისწინებულ  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ჩადენის იურიდიულ ფაქტს, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციაშია. 2.  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმების  შედგენის  წესი,  შესაბამისი  უფლებამოსილი თანამდებობის  პირებსა  და ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმების ფორმები მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 29🔗. მუნიციპალიტეტის     გამგებლობაში     არსებული     საჯარო    სახსრების    მიღება-გამოყენების დოკუმენტირება (საფინანსო დოკუმენტაცია) მუნიციპალიტეტის   გამგებლობაში   არსებული   საჯარო  სახსრების   (უძრავი   და  მოძრავი   ქონების,  ნაღდი ფულის, სახაზინო და საბანკო დაწესებულებაში არსებული საფინანსო სახსრების) მიღება-გამოყენების დოკუმენტირების  წესი,  მოქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად,  განისაზღვრება  საკრებულოს დადგენილებით. თავი VI მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები მუხლი 30🔗. საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები 1.  მუნიციპალიტეტის   საქმისწარმოების   დოკუმენტები   სრულდება   A4  ფორმატის   ფურცელზე   და  მასზე დაიტანება ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები. 2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტებია: ა) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება; ბ) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი; გ)   დოკუმეტის   დასახელება   (მიეთითება   ამ  დადგენილებით   განსაზღვრული   უნიფიცირებული   ფორმის სახელწოდება); დ) დოკუმენტის ტექსტის სათაური; ე) თარიღი; ვ) ინდექსი; ზ) ვიზები; თ)  ხელმოწერა; ი) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ. 3. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების დამატებითი რეკვიზიტებია: ა) დოკუმენტის ავტორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება; ბ) რეზოლუცია; გ) ბეჭედი; დ) მუნიციპალიტეტის გერბი; ე) ადრესატი; ვ) აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ; ზ) დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი. 4. საქმისწარმოების  დოკუმენტებზე ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტების დატანის წესი განისაზღვრება ,,საქმისწარმოების  ერთიანი  წესების“  დამტკიცებისა  და ამოქმედების  შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 1999  წლის  1  ივლისის  №414  ბრძანებულებით,  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  და  კანონქვემდებარე ნორმატიული    აქტებით,   საკრებულოს   რეგლამენტით,    მერიის    დებულებით,   აგრეთვე   ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის      ადგილობრივი     თვითმმართველობის     ორგანოების     საქმისწარმოების     ტიპობრივი ინსტრუქციით“ . მუხლი 31🔗. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების  ბლანკები და რეკვიზიტების შტამპები 1.  მუნიციპალიტეტის  საქმისწარმოების  დოკუმენტები,  როგორც  წესი,  ფორმდება  ბლანკებზე.  დოკუმენტის ბლანკზე ამ დოკუმენტის სახის მიხედვით დაიტანება ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები. 2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების  სახით.  ბლანკების  ელექტრონული  ვერსიები  ინახება მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის, ადგილობრივი სამსახურების და ტერიტორიული მართვის ორგანოების მონაცემთა ბაზებში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესები განისაზღვრება ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციით“. 3. ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რეკვიზიტების გარდა დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებულ იქნეს შტამპები. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 32🔗. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტები 1. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტებია: ა) ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“; ბ) ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“; გ) დამატებითი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება“. 2. ძირითადი რეკვიზიტები  ,,დოკუმენტის  ავტორი დაწესებულების  დასახელება“ და ,,დოკუმენტის ავტორი  დაწესებულების   მისამართი“   დაიტანება   მხოლოდ   გაგზავნილ   დოკუმენტებზე.   დამატებითი  რეკვიზიტი ,,დოკუმენტის   ავტორი  სტრუქტურული   ერთეულის  დასახელება“  დაიტანება  მხოლოდ  შიდა  მოხმარების დოკუმენტებზე. 3.  ძირითადი  რეკვიზიტი  ,,დოკუმენტის  ავტორი  დაწესებულების  დასახელება“  საქმისწარმოების დოკუმენტებზე  (ბლანკებზე)  დაიტანება  მუნიციპალიტეტის  გერბის 2 ინტერვალით  ქვემოთ  №16 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,(...) მუნიციპალიტეტის საკრებულო (ან მერია)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი. 4. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული  გამყოფი ზოლის 1 ინტერვალით  ქვემოთ  №12 შრიფტით  შესრულებული წარწერის: ,,ქალაქი (...), (...) ქუჩა №(...), ტელ: (...), ფაქსი: (...), ელ.ფოსტა: (...)“. 5. დამატებითი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება“ დაიტანება შიდა მოხმარების  დოკუმენტებზე ფურცლის თავში და №14 შრიფტით შესრულებული წარწერის სახით, რომელიც აღნიშნავს სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას. მუხლი 33🔗. რეკვიზიტი – ,,დოკუმენტის დასახელება“ 1. რეკვიზიტი – „დოკუმენტის დასახელება“ დაიტანება საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, გარდა წერილებისა. დოკუმენტის დასახელება უნდა შეესაბამებოდეს ამ ტაბელის მე-5 თავით დადგენილ დოკუმენტების სახეებს. 2. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის დასახელება“ დაიტანება მისამართის 2 ინტერვალით ქვემოთ №16 გამუქებული მთავრული შრიფტით შესრულებული წარწერის სახით. მუხლი 34🔗. რეკვიზიტი ,,თარიღი“ 1. რეკვიზიტი ,,თარიღი“ დაიტანება საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, რეკვიზიტ ,,დოკუმენტის დასახელების“ 2 ინტერვალით ქვემოთ ფურცლის მარჯვენა მხარეს. 2. დოკუმენტის  თარიღად,  გარდა  ოქმებისა,  მიეთითება  დოკუმენტის  ხელმოწერის  (დამტკიცების)  თარიღი, ოქმების შემთხვევაში მიეთითება მოქმედების შესრულების თარიღი. 3. თარიღი აღინიშნება ციფრობრივ-სიტყვიერი ფორმით ერთ ხაზში (მაგ., 13 აგვისტო 2018 წელი). მუხლი 35🔗. რეკვიზიტი ,,ინდექსი“ 1. რეკვიზიტი ,,ინდექსი“ დაიტანება მხოლოდ წერილებზე. ინდექსი წარმოადგენს დოკუმენტის პირობით აღნიშვნას, რომელიც  მას ენიჭება რეგისტრაციის  დროს. ინდექსთან  ერთად წერილზე  დაიტანება  მითითება საპასუხო დოკუმენტზე. 2. ინდექსი შედგება რიგითი  სარეგისტრაციო  ნომრისგან. 3. რეკვიზიტი ,,ინდექსი“ განთავსდება რეკვიზიტ ,,თარიღის“ გასწვრივ, ფურცლის მარცხენა მხარეს. მუხლი 36🔗. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური“ 1.  რეკვიზიტი  ,,დოკუმენტის  ტექსტის  სათაური“  დაიტანება  სამართლებრივ  აქტებსა  და ამ  ტაბელით განსაზღვრულ საქმისწარმოების დოკუმენტებზე. 2.  სათაური  წარმოადგენს  დოკუმენტის  შინაარსის  მოკლე გადმოცემას  და უნდა  უთანხმდებოდეს დოკუმენტის სახელწოდებას. 3. რეკვიზიტი  ,,დოკუმენტის  ტექსტის  სათაური“  განთავსდება  რეკვიზიტების  ,,თარიღის“  და ,,ინდექსის“  2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილას. მუხლი 37🔗. რეკვიზიტი ,,ვიზა“ 1. რეკვიზიტი ,,ვიზა“ დაიტანება მხოლოდ სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტზე თანხმობას. 2.  თუ  ვიზის   მიმცემს   აქვს  შენიშვნები   ან  დამატებები   დოკუმენტის  პროექტზე,  იგი  ფორმდება  ვიზის გრაფაში. მუხლი 38🔗. რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ 1.  რეკვიზიტი    ,,ხელმოწერა“    დაიტანება    მუნიციპალიტეტის     საქმისწარმოების    ყველა დოკუმენტზე, დოკუმენტის ტექსტის 2 ინტერვალით ქვემოთ ერთ ხაზში შესრულებული წარწერის სახით. 2.  რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) თანამდებობის დასახელება; ბ) პირადი ხელმოწერა ; გ) ხელმოწერის გაშიფვრა (სახელი და გვარი). 3.  თანამდებობა  მიეთითება  სრულად,  თუ  ქაღალდზე  ამობეჭდილი  დოკუმენტი  ბლანკზე  არ  სრულდება, ხოლო ბლანკზე შესრულებულ დოკუმენტებზე გამოიყენება თანამდებობის შემოკლებული დასახელება. 4.    ელექტრონულ     დოკუმენტებზე     რეკვიზიტი     ,,ხელმოწერა“     გამოიყენება    ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის სახით. მუხლი 39🔗. რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“ ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“ სრულდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით. მუხლი 40🔗. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ 1. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე: ა) სამართლებრივ აქტებზე; ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე); გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე; დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებზე; ე) ოქმებზე; ვ) ცნობებზე. 2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი. ბ) მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭედი; 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედზე ამოიტვიფრება: ა) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო“. ბ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი. 4. მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედზე ამოიტვიფრება: ა) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია“; ბ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი. 5. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება  საკრებულოს  რეგლამენტით,  მერიის  დებულებით  და მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით. 6. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი. 7. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა. მუხლი 41🔗. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“ 1. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“ გამოიყენება: ა) სამართლებრივი აქტების ბლანკებზე; ბ) წერილების ბლანკებზე; გ) ცნობების ბლანკებზე. 2. მუნიციპალიტეტის  გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება ფურცლის ზედა ცენტრალურ ადგილზე. გერბის ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია. 3. საქმისწარმოების  დოკუმენტებზე გამოყენებული  გერბი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს  „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში მოცემულ გერბის აღწერილობას. მუხლი 42🔗. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ 1. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს: ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია: ა.ა) ადრესატის გვარსა და სახელს; ა.ბ)  ფიზიკური  პირის  რეგისტრაციის  მიხედვით  ადრესატის  მისამართს  (საფოსტო  ინდექსი,  ქალაქი,  ქუჩა, სახლის №); ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია: ბ.ა) დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში; ბ.ბ) ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში; ბ.გ) დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №). 2.  დოკუმენტის   რამდენიმე   ადრესატისადმი   გაგზავნისას  მითითება  ,,ასლი“  არ  გამოიყენება.  რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილი უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი. 3. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარეს.