1. ამ მუხლის მე-3 – მე-6 ნაწილების გათვალისწინებით და თუ ეს არ გამოიწვევს კონკურენციის წესების ბოროტად გამოყენებას ან დარღვევას იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) პირველადი დანიშნულების საგანი, რომელიც შემოტანილია სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად;
ბ) სახელმწიფო ორგანოსათვის, საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ, გამომგზავნის რაიმე კომერციული მიზნის გარეშე გამოგზავნილი ნებისმერი საქონელი, არარეგულარული საქველმოქმედო ღონისძიებისათვის, რომლის მიზანია შესაბამისი საჭიროების მქონე პირისათვის სახსრების შეგროვება;
გ) საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ, გამომგზავნის რაიმე კომერციული მიზნის გარეშე გამოგზავნილი მოწყობილობა და საკანცელარიო ნივთი, რომელიც საჭიროა საქველმოქმედო ან ფილანთროპიული ორგანიზაციის ფუნქციის შესასრულებლად ან მისი საქველმოქმედო ან ფილანთროპიული მიზნისათვის.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის „პირველადი დანიშნულების საგანი“ არის საქონელი, რომელიც აუცილებელია ადამიანის გადაუდებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, საკვები, მედიკამენტი, ტანსაცმელი და ლოგინის თეთრეული.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:
ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე;
ბ) თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე;
გ) ყავაზე და ჩაიზე;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანისა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ორგანიზაციაზე, რომელიც საქველმოქმედო ან ფილანთროპიულ საქმიანობას ეწევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს შეღავათით დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის, იმავე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.
6. თუ ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის თხოვება, გაქირავება ან ნებისმიერი სახით გადაცემა იმ ორგანიზაციისათვის, რომელიც სარგებლობს შეღავათით ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ძალაში რჩება ეს შეღავათი, თუ მიმღები ორგანიზაცია საქონელს იყენებს მიზნისათვის, რომელიც იძლევა ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლებას. სხვა შემთხვევაში თხოვება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის წინასწარ გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი თხოვების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ან რომელსაც განზრახული აქვს შეღავათით შემოტანილი საქონელი გამოიყენოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით, ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე საბაჟო ორგანოს.
8. იმ ორგანიზაციის მფლობელობაში დარჩენილი საქონელი, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შესრულებას, ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.
9. იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც სარგებლობს შეღავათით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნისაგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, გამომდინარე მოწყობილობის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდა