1. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით და ოდენობის ფარგლებში იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) უცხო ქვეყნის მოქმედი მონარქის ან სახელმწიფოს მეთაურისათვის განკუთვნილი საჩუქრის შემოტანა;
ბ) საქონლის შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქმედი მონარქის ან სახელმწიფოს მეთაურის, ან მათი ოფიციალური წარმომადგენლის სარგებლობისათვის ან მოხმარებისათვის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში. აღნიშნული შეღავათი მოქმედებს ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ასევე ვრცელდება პირზე, რომელიც საერთაშორისო დონეზე სარგებლობს მოქმედი მონარქის ან სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივები