191-ე მუხლის პირველი – მე-13 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) დოკუმენტის (სარეკლამო ფურცელი, ბროშურა, წიგნი, ჟურნალი, გზამკვლევი, პლაკატი ჩარჩოთი ან მის გარეშე, ფოტოსურათი ჩარჩოს გარეშე და გადიდებული ფოტოსურათი, რუკა ილუსტრირებული ან მის გარეშე, მინაზე გასაკრავი გამჭირვალე პლაკატი და ილუსტრირებული კალენდარი) შემოტანა, განკუთვნილი უსასყიდლოდ გასავრცელებლად, რომლის ძირითადი მიზანია წაახალისოს საზოგადოების უცხო ქვეყანაში ვიზიტი, კერძოდ, კულტურულ, ტურისტულ, სპორტულ, რელიგიურ, სავაჭრო ან პროფესიულ შეხვედრაზე ან ღონისძიებაზე დასწრება, თუ თვალსაჩინოა ასეთი ლიტერატურის სარეკლამო ხასიათი და ის შეიცავს არაუმეტეს 25%-ისა (საქართველოს საწარმოს/მეწარმის კერძო კომერციული რეკლამის გამოკლებით) კერძო კომერციულ სარეკლამო მასალას;

ბ) ოფიციალური ტურისტული სააგენტოების მიერ ან მათი ეგიდით გამოცემული უცხოური სასტუმროების ჩამონათვალი და ყოველწლიური ცნობარი, და უცხოეთში სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის განრიგი, თუ ასეთი ლიტერატურა განკუთვნილია უსასყიდლოდ გასავრცელებლად და ის შეიცავს არაუმეტეს 25%-ისა (საქართველოს საწარმოს/მეწარმის კერძო კომერციული რეკლამის გამოკლებით) კერძო კომერციულ სარეკლამო მასალას;

გ) ოფიციალური ეროვნული ტურისტული სააგენტოს მიერ აკრედიტებული წარმომადგენლისათვის ან დანიშნული აგენტებისათვის მიწოდებული საცნობარო მასალა, რომელიც განკუთვნილი არ არის გასავრცელებლად, სახელდობრ, ყოველწლიური ცნობარი, ტელეფონის ან ტელექსის ნომრების ჩამონათვალი, სასტუმროების ჩამონათვალი, გამოფენა-გაყიდვების კატალოგი, უმნიშვნელო ღირებულების ხელნაკეთი ნივთის ნიმუში და მუზეუმების, უნივერსიტეტების, გამაჯანსაღებელი და მსგავსი დაწესებულებების შესახებ ლიტერატურ