შესაბამისი პირის მიერ საბაჟო ორგანოსათვის სათანადო მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში და თუ საქონლის შემოტანას არ გააჩნია კომერციული მიზანი, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირისათვის უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გადაცემული ორდენი;
ბ) სიმბოლური დატვირთვის მქონე თასი, მედალი და მსგავსი ნივთი, რომელიც უცხო ქვეყანაში ჯილდოს სახით გადაეცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს მის მიერ ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის სფეროში ან საჯარო სამსახურში გაწეული საქმიანობისათვის ან კონკრეტული დამსახურების აღიარების ნიშნად და რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია თვით ამ პირის მიერ;
გ) სიმბოლური დატვირთვის მქონე თასი, მედალი და მსგავსი ნივთები, რომელიც უცხო სახელმწიფოს მიერ ან უცხო ქვეყანაში დაფუძნებული პირის მიერ უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო;
დ) სიმბოლური დატვირთვისა და მცირე ღირებულების მქონე ჯილდო, პრიზი ან სუვენირი, რომელიც განკუთვნილია კონფერენციის ან ანალოგიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, თუ მისი საცალო ღირებულება და სხვა მახასიათებლები არ მიუთითებს მისი შემოტანის კომერციულ მიზანზ