იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) ლაბორატორიაში გამოყენებისათვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხით გათვალისწინებული ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერება, რომლის შემოტანა ხორციელდება არაკომერციული მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სამეცნიერო დანიშნულების იმ ხელსაწყოზე და აპარატურაზე, რომელიც განკუთვნილია:

ა) საჯარო დაწესებულებისათვის, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ან საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულისათვის, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) კერძო დაწესებულებისათვის, რომლის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

3. პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუსხა შეიძლება ასევე მოიცავდეს იმ ბიოლოგიურ და ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა ეკვივალენტური პროდუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ არის და რომელიც, მისი განსაკუთრებული მახასიათებლებიდან ან ხარისხიდან გამომდინარე, აუცილებელია სამეცნიერო-კვლევისათვი