1. ამ მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების შეუზღუდავად, საწარმოს კუთვნილი ძირითადი საშუალების და სხვა აღჭურვილობის შემოტანა, რომელიც წყვეტს საქმიანობას უცხო ქვეყანაში და ანალოგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადმოდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს შემთხვევაში იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება ასევე ამ საწარმოს კუთვნილი ბიოლოგიური აქტივი (გარდა მცენარისა).
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის „საწარმო“ არის დამოუკიდებლად მოქმედი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს წარმოების ან მომსახურების სფეროში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებაზე და სხვა აღჭურვილობაზე, რომელიც:
ა) ფაქტობრივად გამოიყენებოდა საწარმოში, მის მიერ უცხო ქვეყანაში (საიდანაც გადმოიტანა საქმიანობა) საქმიანობის შეწყვეტამდე მინიმუმ 12 თვის განმავლობაში;
ბ) განკუთვნილია საქართველოში იმავე მიზნით გამოყენებისათვის;
გ) შეესაბამება საწარმოს მახასიათებლებს და ზომას.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება საწარმოზე, თუ მისი გადმოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსთან შერწყმის ან მიერთების შედეგად ან ემსახურება ამ მიზანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს რეორგანიზაცია ხორციელდება ახალი საქმიანობის დაწყებისათვის.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:
ა) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით არ არის განკუთვნილი მომსახურების გაწევისათვის ან წარმოების საშუალებად გამოყენებისათვის;
ბ) მარაგზე, რომელიც განკუთვნილია (გამოსადეგია) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ან ცხოველების საკვებად;
გ) საწვავზე, ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმზე ან ნახევარფაბრიკატზე;
დ) ცხოველებით მოვაჭრის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ძირითად საშუალებაზე და აღჭურვილობაზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა ამ საწარმოს მიერ უცხო ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან არაუგვიანეს 12 თვისა.
7. დაუშვებელია ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე. თუ არსებობს ამ თავით გათვალისწინებული შეღავათის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი, საბაჟო ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 36 თვემდე.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შეღავათით შემოტანილი საქონლის თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი განათხოვრების, უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან.
9. ამ მუხლის დებულებები შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან არაკომერციულ საქმიანობაში ჩართული იურიდიულ პირის ძირითადი საშუალებების ან სხვა აღჭურვილობის შემოტანისას, თუ მას საქმიანობა გადმოაქვს უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზ