1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება უმნიშვნელო ღირებულების საქონლისაგან შემდგარი ნებისმიერი სასაქონლო პარტიის შემოტანა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ეგზავნება მიმღებს საქართველოში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის „უმნიშვნელო ღირებულების საქონელი“ ნიშნავს 300 ლარამდე ღირებულების სასაქონლო პარტიას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, სუნამოზე, ტუალეტის წყალზე, თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზ