1. ამ მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის „პირადი საკუთრება“ არის გარდაცვლილი პირის ნებისმიერი ქონება, რომელიც შეესაბამება ამ კოდექსის 180-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:
ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე;
ბ) თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე;
გ) კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაზე;
დ) ნივთზე, რომელიც საჭიროა ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, გარდა გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტისა, რომელიც გარდაცვლილის მიერ გამოიყენებოდა საკუთარ ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად;
ე) ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმზე ან ნახევარფაბრიკატზე;
ვ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგზე, რომლის რაოდენობა აღემატება ოჯახის ჩვეულებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ოდენობას.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება პირად საკუთრებაზე, რომელიც პირის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2 წლისა იმ მომენტიდან, როდესაც მან მიიღო უფლება ამ საკუთრებაზე (მემკვიდრეობის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მომენტი). განსაკუთრებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს აღნიშნული ვადა.
5. პირადი საკუთრება შეიძლება შემოტანილ იქნეს რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში.
6. ამ მუხლის დებულებები შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების შემოტანისა