1. ამ მუხლის გათვალისწინებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე მეურნეობაში/ტერიტორიაზე მიღებული სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მებაღეობისა და მეტყევეობის პროდუქტის შემოტანა, თუ ამ მეურნეობის მართვას ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილია საქართველოს საბაჟო ტერიტორია.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის მეცხოველეობის პროდუქტი მიღებული უნდა იყოს საქართველოში გაჩენილი და გაზრდილი ან საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ცხოველისაგან.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონელზე, რომელსაც არ გაუვლია რაიმე სახის დამუშავება, გარდა ისეთი დამუშავებისა, რაც ჩვეულებრივ თან ახლავს მათ მიღებას ან წარმოებას.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ საქონელზე, რომელიც შემოტანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით.
5. ამ მუხლის დებულებები შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს და უცხო ქვეყნის საზღვარზე მდებარე ტბაში ან წყლის არხში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეთევზის მიერ თევზჭერით ან მეთევზეობით მოპოვებულ პროდუქტზე და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მონადირის მიერ ასეთ ტბაში ან წყლის არხში ნადირობის ფარგლებში მოპოვებულ პროდუქტზ