1. ამ მუხლის გათვალისწინებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერების შემოტანა;
ბ) სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტის შემოტანა;
გ) ქსოვილის ტიპირების რეაგენტის შემოტანა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისათვის:
ა) „ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერება“ არის ადამიანის სისხლი და მის დერივატები (ადამიანის მთლიანი სისხლი, ადამიანის მშრალი პლაზმა, ადამიანის ალბუმინი, ადამიანის პლაზმის ცილების სტაბილიზირებული ხსნარი, ადამიანის იმუნოგლობულინი და ადამიანის ფიბრინოგენი);
ბ) „სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტი“ არის ადამიანური, ცხოველური მცენარეული ან სხვა წარმოშობის ნებისმიერ რეაგენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის ჯგუფის და სისხლის შეუთავსებლობის დასადგენად;
გ) „ქსოვილის ტიპირების რეაგენტი“ არის ადამიანური, ცხოველური მცენარეული ან სხვა წარმოშობის ნებისმიერი რეაგენტი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ქსოვილის ტიპირებისათვის.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონელზე:
ა) რომელიც განკუთვნილია შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ინსტიტუტის და ლაბორატორიისათვის, მხოლოდ არაკომერციული სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ბ) რომელსაც თან ახლავს გამომგზავნი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
გ) განთავსებულია სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ეტიკეტით მარკირებულ კონტეინერებში.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ასევე ვრცელდება ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერების, სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტის, ქსოვილის ტიპირების რეაგენტის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელ შესაფუთ მასალაზე და ასევე მისი გამოყენებისათვის საჭირო ნებისმიერ გამხსნელზე და აქსესუარზე, რომელიც შეიძლება იყოს სასაქონლო პარტიის ნაწილ