1. ამ მუხლის გათვალისწინებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია სათესლე მასალის, ნიადაგის და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქის და სხვა საშუალების შემოტანა საქართველოში მდებარე უცხო ქვეყნის უშუალოდ მომიჯნავე საკუთრებაში გამოსაყენებლად, თუ ამ მეურნეობის მართვას ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი მდებარეობს ამ უცხო ქვეყანაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის მიმდებარედ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სათესლე მასალის, ნიადაგის და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქის და სხვა საშუალების იმ რაოდენობაზე, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მეურნეობის საჭიროებისათვის.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სათესლე მასალის, ნიადაგის და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქის და სხვა საშუალებაზე, რომელიც შემოტანილია პირდაპირ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უშუალოდ მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საქონელი შესაძლებელია იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდეს ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინები