შპს „მომავალის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3317
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 3317

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2018 წლის 15 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

განმცხადებელი /მოვალე/ – შპს „მომავალი “

( საიდენტიფიკაციო კოდი – 238750106)

დირექტორი – შპს „რეაბილიტაცია“

წარმომადგენელი – თამარ მუმლაძე

მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ

 

განიხილა შპს „მომავალის“ დირექტორის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და                  

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს „მომავალის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „რეაბილიტაციამ” (დირექტორი თამარ მუმლაძე) და აღნიშნა, რომ შპს „მომავალი“ (ს/ნ 238750106) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც არ ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს, შპს „ბაღდათის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 225053731), შპს „ბაღდათის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 225064541), შპს „ვანის რაიონული პოლიკლინიკის”“ (ს/ნ 229650222), შპს „ვანის რაიონული საავადმყოფოს“ (ს/ნ 229650231), შპს „ფთიზისის” (ს/ნ 238726875), შპს „ფსიქიატრიის“ (ს/ნ 238726884), შპს „რკინიგზის სამტრედიის საგანყოფილებო საავადმყოფოს“ (ს/ნ 238727605), შპს „ექიმის“ (ს/ნ 238749645), შპს „სამტრედიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03”-ის (ს/ნ 238750482) სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას.

როგორც სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2018 წლის 13 ივლისის №307930 წერილიდან ირკვევა, შპს „ბაღდათის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 225053731), შპს „ბაღდათის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 225064541), შპს „ვანის რაიონული პოლიკლინიკის” (ს/ნ 229650222), შპს „ვანის რაიონული საავადმყოფოს“ (ს/ნ 229650231), შპს „ფთიზისის“ (ს/ნ 238726875), შპს „ფსიქიატრიის“ (ს/ნ 238726884), შპს „რკინიგზის სამტრედიის საგანყოფილებო საავადმყოფოს“ (ს/ნ 238727605), შპს „ექიმის“ (ს/ნ 238749645), შპს „სამტრედიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის ), დამოწმების თარიღი: (ს/ნ 238750482) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემების ინფორმაციის მოთხოვნის მომენტისათვის შპს „მომავალის“ (ს/ნ 238750106) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. სამტრედია, ქუჩა რესპუბლიკა №74. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო. დაუზუსტებელი ფართობი: 847.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 182.40 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: სააღსრულებო ფურცელი A17112215-005/002, დამოწმების თარიღი: 15.11.2017. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიურო, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო. სააღსრულებო ფურცელი №060210017001967777 (2/491-17), დამოწმების თარიღი: 15.09.2017, სამტრედიის რაიონული სასამართლო. განაცხადის რეგ. ნომერი 892017077253, თარიღი 09.11.2017 წ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №34.08.13.069.

როგორც სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 08 ივნისის A15016954-033/001 განკარგულებიდან ირკვევა, შპს „მომავალის“ (ს/ნ 238750106) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქალაქი სამტრედია, ქუჩა რესპუბლიკა №74, საკადასტრო კოდი: 34.08.13.069 – შემძენი 2018 წლის 30 მაისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა აკაკი კაცაძე (37001007789). ამავე განკარგულების თანახმად, მან უძრავი ქონება შეიძინა 47500 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. ამჟამად, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონები რეესტრში ცვლილებები არ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მომავალს“ (ს/ნ238750106) არც საკუთრებაში და არც ბალანსზე უძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია ასევე არ ფლობს წილს სხვა საწარმოში.

როგორც, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 11 ივლისის MIA 0 18 01653038 წერილშია აღნიშნული, შპს „მომავალის“ (ს/ნ238750106), შპს „ბაღდათის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ225053731), შპს „ვანის რაიონული პოლიკლინიკის“ (ს/ნ2296650222), შპს „ფთიზისის“ (ს/ნ238726875), შპს „ფსიქიატრიის“ (ს/ნ 238726884), შპს „რკინიგზის სამტრედიის საგანყოფილებო საავადმყოფოს“ (ს/ნ238727605) და შპს „ექიმის“ (ს/ნ238749645) სახელზე სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.

შპს „ბაღდათის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ225064541) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები:

1. „HYUNDAI H1 “ ( VIN: KMJWSH7WP5U673081) სახელმწიფო სანომრე ნიშნით PSP -254;

2. „UAZ 39629“ ( VIN: XTT39625950426538) სახელმწიფო სანომრე ნიშნით PSP-253;

ასევე მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში საიდენტიფიკაციო ნომრით 225064541 რეგისტრირებულია შპს „ბაღდათის 03“, რომლის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები:

1. „უაზ 39629“ (VIN: XTT39629070488404) სახელმწიფო სანომრე ნიშნით TDT-697;

2. „უაზ 39629“ (VIN: XTT39629070488627) სახელმწიფო სანომრე ნიშნით TDT-698;

შპს „სამტრედიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 238750482) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები:

1. „უაზ 39629“ (VIN: XTT3962590426096, ძრავის N0306417, ფერი – რუხი 1/8, გამოშვების წელი – 2005) სახელმწიფო სანომრე ნიშნით PSP-265;

2. „უაზ 39629“ (VIN: XTT39629070488391, ძარის N39620070207699, ძრავის N42180061201885, შასის N310070409710, ფერი – რუხი 2/8, გამოშვების წელი – 2007) სახელმწიფო სანომრე ნიშნით TDT-711;

3. „უაზ 39629“ (VIN: XTT39629070488641, ძარის N39620070207839, ძრავის N42180061200345, შასის N310070409960, ფერი – რუხი 2/8, გამოშვების წელი – 2007) სახელმწიფო სანომრე ნიშნით TDT-710;

შპს „ბაღდათის სამედიცინო ცენტრის“ სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „FORD TRANSIT BUS“ (VIN: WFOKXXGBVKLM 75948), სახელმწიფო სანომრე ნიშნით DAN-832.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ჯეო ჰოსპიტალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №14/09/07 განკარგულების საფუძველზე განხორციელდა შპს „ბღდათის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის და შპს „სამტრედიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის საკუთრებაში არსებული, ყველა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების და სხვა მოძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით შპს „ჯეო ჰოსპიტალისათვის საკუთრებაში გადაცემა. ხოლო, მოძრავი ქონების უსასყიდლოდ /საჩუქრად/ გადმოცემის შესახებ 2011 წლის 25 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ბაღდათის სამედიცინო ცენტრმა“ უსასყიდლოდ ჩუქების ფორმით გადასცა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფოს სახელით მიიღო სატრანსპორტო საშუალება – „FORD TRANSIT BUS“ (VIN: WFOKXXGBVKLM 75948), სახელმწიფო სანომრე ნიშნით DAN-832 და სხვა მოძრავი ქონება, თუმცა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები არ განხორციელებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მომავალს“ (ს/ნ 238750106) არც საკუთრებაში და არც ბალანსზე მოძრავი ქონება არ ერიცხება.

შპს „მომავალს“ (ს/ნ 238750106) არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებები და დებიტორული მოთხოვნები არ ერიცხება. ხოლო, უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია ყადაღით და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ორგანიზაციის დავალიანება შეადგენს - 626.04 ლარს.

შპს „მომავალს“ (ს/ნ 238750106) მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში“, კომპანიას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება.

აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მომართა სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნულ განცხადებაზე შპს „მომავალს“ დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაევალა სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულება, კერძოდ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის ქვითრის სახით.

2018 წლის 12 ნოემბერს შპს „მომავალის“ დირექტორმა შპს „რეაბილიტაციამ“ (დირექტორი თამარ მუმლაძე) წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა შპს „მომავალის“ (ს/ნ 238750106) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და წერილი საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშებზე კომპანიას თანხა არ გააჩნია (ცნობა სს „საქართველოს ბანკიდან“). კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება (საბიუჯეტო დავალიანება) 626.04 ლარის ოდენობით (იხ. შედარების აქტი).

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.   

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და           

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მომავალს“ უარი ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოს განმცხადებელს, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე   ციცინო მოსიძე