საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4102-რს
სარეგისტრაციო კოდი
390000000.05.001.019319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) 97-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას ხანძარსაშიში უბნის სტატუსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) შეთანხმებით ანიჭებს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი ორგანო აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალების საფუძველზე.

6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი უბნის მართვის უფლების მქონე ორგანოსა და ტყითმოსარგებლის მონაწილეობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4102-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4102-რს. სარეგისტრაციო კოდი — 390000000.05.001.019319.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4102-რს, 22.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019319 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4421000/