1. სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები:

ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) მომსახურება;

ბ) ელექტრონული ფოსტის მომსახურება;

გ) კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავება;

დ) ვებგვერდის შექმნა/განვითარება;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება;

ვ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნა/სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზი;

ზ) ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაცია;

თ) გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდება.

2. სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი მომსახურების საფასურის განაკვეთები:

ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) მომსახურების საფასური  და პირობები (დანართი №1);

ბ) ელექტრონული ფოსტის მომსახურების საფასური და პირობები (დანართი №2).

3. სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი მომსახურების ტარიფების განაკვეთები და, აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წესი:

ა) კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების მომსახურების ტარიფები და, აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წესი (დანართი №3);

ბ) ვებგვერდის შექმნის/განვითარების მომსახურების ტარიფები და, აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წესი და პირობები (დანართი №4);

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების მომსახურების ტარიფები და, აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წესი (დანართი №5);

დ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის/სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების ტარიფები და, აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წესი (დანართი №6);

ე) ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების ტარიფები და, აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წესი (დანართი №7);

ვ) გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების ტარიფები და, აღნიშნული ტარიფების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების საფასურის განაკვეთების დაანგარიშების წესი (დანართი №8