1. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უზრუნველყოს მიმდინარე პროცესების შესაბამისობის შეფასება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გათვალისწინებულ მიზნებთან, პრინციპებთან, პრიორიტეტებსა და ამოცანებთან, გეგმარებითი მასალის მუდმივი ანალიზი ქალაქის ცვალებად აუცილებლობებთან მიმართებაში და მის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებების ასახვა გენერალურ გეგმაში.
2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანი იმპლემენტაციისათვის:
ა) განხორციელდეს სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერატიული გეგმარებითი საფეხურების გამიჯვნა და დამოუკიდებელი გეგმარებით მასალებითა და ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა;
ბ) განისაზღვროს კავშირი და მოცემულობათა გარდამავლობის საკითხები სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ საფეხურებს შორის.