📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.08.2018
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №20839
სარეგისტრაციო კოდი ოპერაციების დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,128 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა
ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გამოწვეულია სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერაციებისათვის თანხმლები ფიზიკური და ქიმიური პროცესებით, ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის აორთქლებითა და მეტეოროლოგიური ფაქტორებით და რომელიც განისაზღვრება პროცენტული მაჩვენებლით ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის წონასთან
მუხლი 2
ნავთობპროდუქტები
ამ მუხლის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნავთობის დისტილატები
მუხლი 2
ბენზინი
ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 12 110 00; 2710 12 410 00, 2710 12 450 00 და 2710 12 490 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
მუხლი 2
დიზელი
ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 430 00, 2710 19 460 00, 2710 19 470 00 და 2710 19 480 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
მუხლი 2
ნავთი
ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 210 00 და 2710 19 250 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
მუხლი 2
ნედლი ნავთობი
ნედლი ნავთობი, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2709 00 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში
მუხლი 2
რეზერვუარი
ნავთობპროდუქტების შენახვისათვის (მიწისზედა და მიწისქვეშა) განკუთვნილი ჭურჭელი
მუხლი 2
რეზერვუარში შენახვა
ნავთობპროდუქტების შენახვა წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე. რეზერვუარში შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს რეზერვუარში მიღებისა და გაცემის დანაკარგს
მუხლი 2
დანაკლისის ფაქტის დამდგენი პირი
საწარმოს მიერ დამტკიცებული საინვენტარიზაციო კომისია ან დაქირავებული კვალიფიციური მესამე პირი
მუხლი 2
სასაქონლო პარტია
ერთ საბაჟო დეკლარაციაში, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) ან საქონლის დროებით შენახვის განაცხადში ასახული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა
მუხლი 2
მაზუთი
ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 620 00, 2710 19 660 00 და 2710 19 670 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
მუხლი 2
საპოხი ზეთი
ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 990 00 და 2710 19 710 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
მუხლი 2
ბენზოლი
ნავთობის დისტილატი, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2902 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის ბრძანება №22969 - ვებგვერდი, 12.07.2019წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 ივნისის ბრძანება №15866 - ვებგვერდი, 19.06.2020წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №38072 - ვებგვერდი, 23.12.2020წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №6482 - ვებგვერდი, 01.04.2024წ.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (9)
ოპერაციების დასახელება დანაკარგი წონიდან %-ში
საზღვაო გადაზიდვები 0.35
სარკინიგზო გადაზიდვები 0.24
საავტომობილო გადაზიდვები 0.06
რეზერვუარში შენახვა (მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახვის გარდა 0.25
მიწისზედა რეზერვუარში შენახვა 1 თვეზე მეტი ვადით 0.35
შენახვა 0.97
რეზერვუარში შენახვა 0.1
ნავთობპროდუქტის სიმკვრივე 20ºС-ზე, გ/სმ​3 სიმკვრივის ტემპერატურული შესწორება ±1ºС - ით, გ/სმ​3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობებისა და მათი დადგენის წესის თაობაზე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება 86% 08.08.2016 ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება 77% 20.02.2018 სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 75% 26.03.2024 „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ 74% 15.07.2022 ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 74% 18.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამასახურის უფროსის ბრძანება №20839 2018 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) დებულება ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ (დანართი №1); ბ) ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები (დანართი №2); გ) ნებისმიერ ტემპერატურაზე ნავთობპროდუქტების სიმკვრივის განსაზღვრის წესი (დანართი №3). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 29 ივლისის №21841 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. დანართი №1 დებულება ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ მუხლი 1🔗 ეს დებულება ადგენს ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას ან საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ნავთობპროდუქტის, ასევე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნავთობპროდუქტის/ნედლი ნავთობის ფაქტობრივი ნაკლებობის შემთხვევაში. მუხლი 2🔗 ამ დებულების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა – ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გამოწვეულია სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერაციებისათვის თანხმლები ფიზიკური და ქიმიური პროცესებით, ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის აორთქლებითა და მეტეოროლოგიური ფაქტორებით და რომელიც განისაზღვრება პროცენტული მაჩვენებლით ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის წონასთან; ბ) ნავთობპროდუქტები – ამ მუხლის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნავთობის დისტილატები; გ) ბენზინი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 12 110 00; 2710 12 410 00, 2710 12 450 00 და 2710 12 490 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში; დ) დიზელი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 430 00, 2710 19 460 00, 2710 19 470 00 და 2710 19 480 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში; ე) ნავთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 210 00 და 2710 19 250 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში; ვ) ნედლი ნავთობინედლი ნავთობი, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2709 00 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში; ზ) რეზერვუარი – ნავთობპროდუქტების შენახვისათვის (მიწისზედა და მიწისქვეშა) განკუთვნილი ჭურჭელი; თ) რეზერვუარში შენახვა – ნავთობპროდუქტების შენახვა წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე. რეზერვუარში შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს რეზერვუარში მიღებისა და გაცემის დანაკარგს; ი) დანაკლისის ფაქტის დამდგენი პირი – საწარმოს მიერ დამტკიცებული საინვენტარიზაციო კომისია ან დაქირავებული კვალიფიციური მესამე პირი; კ) სასაქონლო პარტია – ერთ საბაჟო დეკლარაციაში, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) ან საქონლის დროებით შენახვის განაცხადში ასახული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა; ლ) მაზუთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 620 00, 2710 19 660 00 და 2710 19 670 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში; მ) საპოხი ზეთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 990 00 და 2710 19 710 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში; ნ) ბენზოლი – ნავთობის დისტილატი, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2902 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის ბრძანება №22969 - ვებგვერდი, 12.07.2019წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 ივნისის ბრძანება №15866 - ვებგვერდი, 19.06.2020წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №38072 - ვებგვერდი, 23.12.2020წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №6482 - ვებგვერდი, 01.04.2024წ. მუხლი 3🔗 1. სასაქონლო პარტიაზე ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა დასაშვებია წინამდებარე ბრძანების დანართ №2-ში მითითებული ნორმების ფარგლებში. 2. საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას დანაკარგი გამოითვლება სასაქონლო პარტიიდან, შესაბამის დოკუმენტში მითითებულ რაოდენობასა და დანაკლისის ფაქტის დამდგენი პირის მიერ ჩატარებული აზომვის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ რაოდენობას შორის სხვაობის ფარგლებში. 3. რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით. 4. ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირი განისაზღვრება მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით. 5. დანაკარგად აღიარებული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა უნდა მიეკუთვნოს ინვენტარიზაციის მომენტში რეზერვუარში დარჩენილ პარტიებს. მუხლი 4🔗 1. ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის საზღვაო, სარკინიგზო ან საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ან რეზერვუარში შენახვისას (თითოეულ საცავის სტაციონარულ კოდზე ერთჯერადად, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა) შესაძლო ბუნებრივი დანაკარგი გამოითვლება დანართი №2-ში მითითებული ყოველი კონკრეტული ოპერაციის დასრულების დროს, თითოეული ოპერაციისათვის დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმის ფარგლებში. 2. ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის მოცულობის ლიტრებში კორექტირება ხდება დანაკლისის ფაქტის დამდგენი პირის მიერ დანაკლისის ფაქტის დადგენის დროს, ნავთობპროდუქტის ფაქტიური ტემპერატურისა და სიმკვრივის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სტანდარტით განსაზღვრული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის მასის გაზომვის მეთოდების საფუძველზე. 3. ნავთობპროდუქტის სიმკვრივის განსაზღვრა +20ºС ტემპერატურაზე და ნედლი ნავთობის სიმკვრივის განსაზღვრა ნებისმიერ ტემპერატურაზე ხდება სახელმწიფოთაშორისი სტანდარტი „გოსტ 3900-85“-ის მიხედვით, ხოლო ნავთობპროდუქტის სიმკვრივის განსაზღვრა ნებისმიერ ტემპერატურაზე შესაძლებელია დანართი №3-ის შესაბამისად. დანართი №2 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მარტის ბრძანება №6624 - ვებგვერდი, 11.04.2019წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 ივნისის ბრძანება №21077 - ვებგვერდი, 28.06.2019წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 ივნისის ბრძანება №15866 - ვებგვერდი, 19.06.2020წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №6482 - ვებგვერდი, 01.04.2024წ. ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები ოპერაციების დასახელება დანაკარგი წონიდან %-ში ბენზინზე სეს ესნ კოდი: 2710 12 110 00; 2710 12 410 00, 2710 12 450 00, 2710 12 490 00. საზღვაო გადაზიდვები 0.35 სარკინიგზო გადაზიდვები 0.24 საავტომობილო გადაზიდვები 0.12 რეზერვუარში შენახვა (მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახვის გარდა 0.25 მიწისზედა რეზერვუარში შენახვა 1 თვეზე მეტი ვადით 0.35 ნედლ ნავთობზე სეს ესნ კოდი: 2709 00 900 00 სარკინიგზო გადაზიდვები 0.04 შენახვა 0.077 დიზელზე სეს ესნ კოდი: 2710 19 430 00, 2710 19 460 00, 2710 19 470 00, 2710 19 480 00. საზღვაო გადაზიდვები 0.35 სარკინიგზო გადაზიდვები 0.1 საავტომობილო გადაზიდვები 0.05 რეზერვუარში შენახვა 0.07 ნავთზე სეს ესნ კოდი: 2710 19 210 00, 2710 19 250 00. საზღვაო გადაზიდვები 0.35 სარკინიგზო გადაზიდვები 0.11 საავტომობილო გადაზიდვები 0.06 რეზერვუარში შენახვა 0.1 მაზუთზე სეს ესნ კოდი: 2710 19 620 00, 2710 19 660 00, 2710 19 670 00. სარკინიგზო გადაზიდვები 1.05 შენახვა 0.97 საპოხ ზეთზე სეს ესნ კოდი: 2710 19 990 00 სარკინიგზო გადაზიდვები 0.10 საპოხ ზეთზე სეს ესნ კოდი: 2710 19 710 00 სარკინიგზო გადაზიდვები 0.98 ბენზოლი სეს ესნ კოდი: 2902 20 000 00 სარკინიგზო გადაზიდვები 0.24 დანართი №3 ნებისმიერ ტემპერატურაზე ნავთობპროდუქტების სიმკვრივის განსაზღვრის წესი +20ºС ტემპერატურაზე სიმკვრივის დადგენის შემდეგ, ნავთობროდუქტის სიმკვრივის განსაზღვრა ნებისმიერ ტემპერატურაზე ხდება შემდეგი ფორმულის გამოყენებით: ρt = ρ20 - α (t - 20), გ/სმ​3, საიდანაც: ρ20 – ნავთობპროდუქტის სიმკვრივე +20ºС ტემპერატურაზე, ხარისხის სერტიფიკატის თანახმად, გ/სმ​3; α – სიმკვრივის ტემპერატურული შესწორება 1ºС -ით, გ/სმ​3. სიმკვრივის ტემპერატურული შესწორება α განისაზღვრება ნავთობპროდუქტის +20ºС ტემპერატურაზე სიმკვრივის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით: ნავთობპროდუქტის სიმკვრივე 20ºС-ზე, გ/სმ​3 სიმკვრივის ტემპერატურული შესწორება ±1ºС - ით, გ/სმ​3 0,6900 - 0,6999 0,7000 - 0,7099 0,7100 - 0,7199 0,7200 - 0,7299 0,7300 - 0,7399 0,7400 - 0,7499 0,7500 - 0,7599 0,7600 - 0,7699 0,7700 - 0,7799 0,7800 - 0,7899 0,7900 - 0,7999 0,8000 - 0,8099 0,8100 - 0,8199 0,8200 - 0,8299 0,8300 - 0,8399 0,8400 - 0,8499 0,8500 - 0,8599 0,8600 - 0,8699 0,8700 - 0,8799 0,8800 - 0,8899 0,8900 - 0,8999 0,000910 0,000897 0,000884 0,000870 0,000857 0,000844 0,000831 0,000818 0,000805 0,000792 0,000778 0,000765 0,000752 0,000738 0,000725 0,000712 0,000699 0,000686 0,000673 0,000660 0,000647