„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016456
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2019 წლის 4 ივნისი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის   დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019,  280010000.35.137.016451), კერძოდ:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:“

ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა

1.200 ლარამდე მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურეობა (ქირურგიული მკურნალობა, ამბულატორიული      მკურნალობა,    სტაციონალური     მკურნალობა,    ლაბორატორიული კვლევა) დაუფინანსდეს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს 100%-ით.

2. ლაბორატორიული-სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება;

ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება   ლაბორატორიული – სადიაგნოსტიკო გამოკვლევა, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე.

3.  მოსახლეობის  სააფთიაქო მომსახურების  დაფინანსება:

ა) ონკოლოგიური  დაავადების  მქონე  ბენეფიციარი,  რომელიც  სააფთიაქო  მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააფთიაქო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;

ბ) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც სააფთიაქო მომსახურებისას სარგებლობს  სახელმწიფოს,  კერძო  სადაზღვევო  კომპანიის  სხვა  ნებისმიერი დაწესებულების  დაფინანსებით,  ადიგენის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  სააფთიაქო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

გ) ნებისმიერი   სხვა    დაავადების    მქონე    ბენეფიციარის,    სააფთიაქო    მომსახურეობის დაფინანსება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  განისაზღვროს 50%-მდე.

4. მკურნალობისა და ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება

ა) ონკოლოგიური (ავთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას   არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს  50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;

ბ) ონკოლოგიური (ავთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;

გ)  ონკოლოგიური    (კეთილთვისებიანი)    დაავადების    მქონე    ბენეფიციარი,    რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას   არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;

დ) ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი) დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;

ე) გულით დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას   არ   სარგებლობს   სახელმწიფოს,   კერძო   სადაზღვეო   კომპანიის   ან   სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;

ვ) გულით დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება განისაზღვროს  50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა;

ზ) მშობიარე მშობიარობისას, საკეისრო კვეთისას, გამოკვლევისას და მკურნალობისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

თ) მშობიარე  მშობიარობისას,  საკეისრო  კვეთისას,  გამოკვლევისას  და მკურნალობისას სარგებლობს    სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო  კომპანიის     ან  სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს 50%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

ი) სხვა დანარჩენი დაავადების მქონე ბენეფიციარის, მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინასების ღირებულება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განისაზღვროს  50%-მდე;

კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფიზიოთერაპიის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ   არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;

ლ) ადიგენის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  (მიუხედავად  რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების  სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 40%-ის ოდენობით, მაგრამ   არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

მ) სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსების დაფინანსება განისაზღვროს 100%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი