სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/37012-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
2019 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
წარმომადგენლები: რუსუდან ჭკუასელი, ლაშა ზურაბიანი
დაინტერესებული პირები: სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“, ს/ნ 205209059, სს „გალტ ენდ თაგარტი“, ს/ნ 211359206, მაია გორგილაძე, პ/ნ 01006011090, გიორგი დანელია, პ/ნ 62005023479, ნინო თანდაშვილი, პ/ნ 01012006331, ლელა მაჩაიძე, პ/ნ 01011018199, მარინე ხალიანი, პ/ნ 01008008273, ზაალ ხუცურაული, პ/ნ 01002006883
მოთხოვნა: აქციათა სავალდებულო მიყიდვა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ბიძინა ბეჟუაშვილის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ 99.72981% აქციების მფლობელ ბიძინა ბეჟუაშვილს (მყიდველი) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან.
3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 2.39 (ორი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი.
4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2019 წლის 23 აგვისტო, 18.00 სთ.
5. სს „გალტ ენდ თაგარტს“, ს/ნ 211359206, მაია გორგილაძეს, პ/ნ 01006011090, ლელა მაჩაიძეს, პ/ნ 01011018199, მარინე ხალიანს, პ/ნ 01008008273, და ზაალ ხუცურაულს, პ/ნ 01002006883, ბიძინა ბეჟუაშვილის სასარგებლოდ დაეკისროთ განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12, კმ №6). აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე