სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1171-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 080210318002387616

N2/1171-18

განჩინება

საქართველოს სახელით

ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან

2018 წლის 21 ივნისი   

ქ.  ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: დარინა აბულაძე (გაკოტრების მოსამართლე)

სხდომის მდივანი: ია დვალიშვილი

განმცხადებელი /მოვალე/  – სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტები’’

წარმომადგენელი – გიორგი სამხარაძე

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

კრედიტორი – შპს ,,საქნავთობპროდუქტი’’

წარმომადგენელი – გოჩა კილასონია

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, 

დაადგინა:

1.  სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების’’ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2018 წლის 09 ივლისს 14:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11. მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                               დარინა აბულაძე

 სხდომის მდივანი                                                    ია დვალიშვილი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.06.2018.
როდის იქნა მიღებული „სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ“?
„სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ“ მიღებულია 21.06.2018. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/1171-18.
სად არის „სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ“, №2/1171-18, 21.06.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4237719/