საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5075-Iს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.019610
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მსუბუქი ავტომობილისათვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) და მოტოციკლისათვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;“.

2. 188-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის ცხრილის მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

 

 

 

 

4

მსუბუქი ავტომობილი (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით), ძრავის მოცულობის 1 სმ3

8703

ა) 1 წლამდე

1 სმ3

1.5

ბ) 1 წლის

1 სმ3

1.5

გ) 2 წლის

1 სმ3

1.5

დ) 3 წლის

1 სმ3

1.4

ე) 4 წლის

1 სმ3

1.2

ვ) 5 წლის

1 სმ3

1.0

ზ) 6 წლის

1 სმ3

0.8

თ) 7 წლის

1 სმ3

0.8

ი) 8 წლის

1 სმ3

0.8

კ) 9 წლის

1 სმ3

0.9

ლ) 10 წლის

1 სმ3

1.1

მ) 11 წლის

1 სმ3

1.3

ნ) 12 წლის

1 სმ3

1.5

ო) 13 წლის

1 სმ3

1.8

პ) 14 წლის

1 სმ3

2.1

ჟ) 14 წელზე მეტის

1 სმ3

2.4

                                                                                                                                                     “;

ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სპორტული დანიშნულების მსუბუქი ავტომობილისათვის აქციზის განაკვეთია 100 ლარი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ოქტომბერი 2019 წ.

N5075-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.10.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 02.10.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5075-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.019610.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.10.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5075-Iს, 02.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019610 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4669301/