რკ „საკრედიტო კავშირი თანადგომა“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი:235894083) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1484
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1484

2019 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

რკ „საკრედიტო კავშირი თანადგომას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 235894083) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკოსადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29 -ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს რკ „საკრედიტო კავშირი თანადგომას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 235894083) ლიკვიდაციის პროცესი.

2.  რკ „საკრედიტო კავშირი თანადგომას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 235894083)ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან.

3. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში, წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ  საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოს  შესაბამისი რეაგირებისათვის.

4. ეს  განკარგულება,  10  დღის  ვადაში,  გამოქვეყნდეს  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულსაქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6.  განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

პაპუნა ლეჟავა