„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
320110000.17.010.016077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2019 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, 24.02. 2012.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტის ბ) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ.ვ) ქვეპუნქტი: „ბ.ვ) M2M/IoT (მოწყობილობებს შორის კავშირი/საგანთა ინტერნეტი) მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსით (708xxxxxx – 729xxxxxx) სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„21. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მისაღებად მაძიებელი ავტორიზებული პირი კომისიას მიმართავს ელექტრონული განცხადებით და განცხადებაში მითითებული თანდართული დოკუმენტაციით კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სრულყოფილი განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელ არაავტორიზებულ პირს უგზავნის შეტყობინებას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე.“.

4. მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ სრულყოფილი ელექტრონული განაცხადის მიღებიდან 15 დღის ვადაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ეხება ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსს, რომლის მინიჭების შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიაში სრულყოფილი განცხადების წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში.“.

7. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. M2M/IoT მომსახურების გამოყენების შესაძლებლობები

ა) M2M მომსახურება არის მონაცემთა გადაცემა ან/და კავშირი მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ აპლიკაციებს, ან მოწყობილობასა და აპლიკაციას შორის ავტომატურ რეჟიმში ან ადამიანის მინიმალური ჩარევით.

ბ) IoT (საგანთა ინტერნეტი) არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მაიდენტიფიცირებელი ელემენტებით აკავშირებს სხვა მოწყობილობებს ან/და სისტემებს და უზრუნველყოფს მათ შორის მონაცემთა გადაცემას ან/და კავშირს.“.

8. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მ) ქვეპუნქტი:

„მ) M2M/IoT მომსახურების მიწოდების მიზნით სააბონენტო ნომრისთვის შეადგენს – 0,25 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;“.

9. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. M2M/IoT მომსახურებისათვის გამოყენებული ნუმერაციის რესურსი სრულად ჩანაცვლდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ნუმერაციის რესურსით 2022 წლის 1 დეკემბრამდე.

8. ავტირიზებულ პირებს მიეცეთ ვადა 2020 წლის 1 თებერვლამდე, არსებული ნუმერაციის რესურსი გასცენ M2M/IoT მომსახურებისათვის ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2019.
როდის იქნა მიღებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 12.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 320110000.17.010.016077.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №5, 12.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016077 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4732517/