„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტი |
1. 53-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;“.
2. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 60
„1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.“.
3. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61
1. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ:
ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს;
ბ) ფრაქციას ან უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეობისა და მოადგილეობის კანდიდატების დასახელების შესახებ წერილობით განცხადებას წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან ახალი კანდიდატი და იმართება ხელახალი კენჭისყრა. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ორჯერ.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეობისა და მოადგილეობის კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.“.
4. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 62
1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება აქვთ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგნენ თანამდებობიდან.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას რეგლამენტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ინიციირების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მათი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, არა უგვიანეს 15 დღისა ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ახალ პირველ მოადგილეს ან მოადგილეს.“.
5. 63-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
13 დეკემბერი 2019 წ. ქ. თბილისი N34-ს
|