„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №293 |
|
2013 წლის 15 ნოემბერი ქ.თბილისი |
1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) პირადი დაცვის დეპარტამენტი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის მთავარი სამმართველო;
დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;
ე) ოპერატიული დეპარტამენტი;
ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
თ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ი) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი;
კ) კადრების მთავარი სამმართველო;
ლ) ესკორტირების მთავარი სამმართველო;
მ) სამედიცინო მთავარი სამმართველო;
ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო.“.
2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაცია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში;
გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) იმ პირთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაენიშნებათ პერსონალური დაცვა;
ზ) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
თ) დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.“.
3. მე-16 მუხლს დაემატოს „21“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში.“.
4. მე-16 მუხლის მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.11.2013.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №293. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.10.003.017460.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.11.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №293, 15.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.017460 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2081408/