თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2019 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1,690.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გადასახადები 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გრანტები 1,680.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 10.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები 1,672.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
1. განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 17.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 17.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციის შესაბამისად:
ათასი ლარი
|
1. განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
ა) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით: 1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის მიზანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურებას, საქონელსა და მომსახურება და სხვა. ასევე, პრიორიტეტი მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხარჯებს და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს. 2. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, საპირფარეშოების მოწყობა, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მშენებლობა, შენობების გადახურვისა და სხვა კომუნალური ინფრასტრუქტული სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაუფინანსებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (აბონენტად აყვანა) სამუშაოების ღირებულებას, იმ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, რომელთა ჩასახლებებიც ახლადგაზიფიცირებულია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს. მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილი მოსახლეობის კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
3. განათლება (პროგრამული კოდი 03 00) თიღვის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
1. თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად;
2. საჭიროების შემთხვევაში, თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ასიგნებები გადანაწილდეს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანებით.
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის თანახმად თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება
დაუშვებელია, იმ პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება, რომლებზეც 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებები არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამებში ასიგნებების გადატანას და მათ ამოქმედებას ამტკიცებს თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მიზნობრივი ასიგნებები.
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის თანახმად, თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 5.0 ათასი ლარის ოდენობით;
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის გამოყოფილ იქნეს 7.3 ათასი ლარი.