დანართი №4
CSH მონაცემთა ოჯახი: საკასო სტატისტიკა
შინაარსი
1. ზოგადი დებულებები
2
2. ტერმინთა განმარტება
2
3. CSH ოჯახის
მონაცემთა სტრუქტურის აღწერა 3
4. მოთხოვნების XML ფაილის
შექმნა 5
4.1. მოთხოვნები ფაილის
დასახელებისადმი 5
4.2. ფაილის ფორმატი 6
4.3. მონაცემები XML ფაილში
6
4.4. პაკეტის ატვირთვა
7
5.
მითითებები CSH მონაცემთა ოჯახის მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციის
ფორმირებასთან დაკავშირებით 8
6. ტექნიკური განმარტებები
9
ზოგადი დებულებები
CSH მონაცემთა ოჯახი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის
ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის შემადგენელ ნაწილს
და ემსახურება ნაღდი ფულის რაოდენობის სტატისტიკურ შესწავლას.
CSH მონაცემთა ოჯახის მეშვეობით:
შეისწავლება ნაღდი ფულის განთავსების ადგილებში ფულის ნიშნების
რაოდენობის შესახებ, მათი სახეობებისა და ფიზიკური მდგომარეობის
მიხედვით;
რაოდენობრივი მაჩვენებელები აისახება ერთეულებში.
ინფორმაციის კოდირება ხდება CSH ოჯახის მონაცემთა სტრუქტურის
აღწერის შესაბამისი კოდებით.
ტერმინთა განმარტება
2.1. CSH მონაცემთა ოჯახის კლასიფიკატორებსა და
გასაღებებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ბანკნოტი/მონეტა – ეროვნული ბანკისა და სხვა
ქვეყნის ემიტენტი ორგანოების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების
სტატუსით გამოშვებული ფულის ნიშნები;
ბანკომატი – ელექტრონული პროგრამულ-ტექნიკური
მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც საგადახდო ბარათის მფლობელს შეუძლია
ნაღდი ფულის გამოტანა/შეტანა და სხვა ისეთი ოპერაციების წარმოება,
როგორებიცაა ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიღება,
გადახდების განხორციელება და სხვა;
გასაღები – კონკრეტული სტატისტიკური მონაცემის
მაიდენტიფიცირებელი კოდი;
დუბლირებული გასაღებების კონტროლი – კონტროლის
ტიპი, როცა სისტემა ამოწმებს, რომ არ მოხდეს ზუსტად ერთნაირი პარამეტრების
მქონე მონაცემების ატვირთვა კომერციული ბანკის მიერ;
კოდე ლისტი (CodeList) – სებსტატის ამა თუ იმ
მონაცემთა ოჯახის მონაცემთა იდენტიფიცირების მიზნით შექმნილი
კლასიფიკატორი. თითოეულ მონაცემთა ოჯახში გამოიყენება იმდენი კლასიფიკატორი
(CodeList), რამდენ თანრიგიანიც არის შესაბამის მონაცემთა
გასაღები;
ლოგიკური კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა
მოწმდება სტატისტიკური მონაცემის გარკვეულ პარამეტრებს შორის ლოგიკური
შესაბამისობა.
მნიშვნელობათა (value) კონტროლი – კონტროლის ტიპი,
როცა მოწმდება სტატისტიკური მონაცემის მნიშვნელობის სისწორე, მაგალითად,
წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ზოგადი ტენდენციიდან „ამოვარდნის“
შემთხვევები და სხვ.
მოთხოვნა (XXX.X.XX.XX) განსაზღვრავს ფინანსური
სექტორის კონკრეტული ქვესექტორისათვის (X), განსაზღვრული სიხშირით (XX),
კონკრეტული ოჯახის (XXX), კონკრეტული მოთხოვნ(ებ)ის (XX) მონაცემთა
საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის ვალდებულებას.
მონაცემთა ოჯახი – ერთგვაროვან სტატისტიკურ
მონაცემთა ერთობლიობა.
პაკეტი – საანგარიშო პერიოდის დამთავრების შემდეგ,
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში, კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ
წარსადგენი კონკრეტული მონაცემთა ოჯახი, კონკრეტული
პერიოდისათვის.
სებსტატი – საქართველოს ეროვნული ბანკის
სტატისტიკური ინფორმაციული სისტემა.
CSH ოჯახის მონაცემთა
სტრუქტურის აღწერა
| 1 |
Family |
მონაცემთა ოჯახი |
3 |
მონაცემთა ოჯახის იდენტიფიცირება. საკასო სტატისტიკის მონაცემთა ოჯახის
კოდის აღმნიშვნელია CSH. |
| 2 |
Source |
ფინანსური ინსტიტუტი |
3 |
რესპონდენტი-ფინანსური ინსტიტუტის იდენტიფიცირება: ბანკი - B,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - M, სადაზღვევო კომპანია - I და ა.შ. |
| 3 |
Freq |
პერიოდის ტიპი |
2 |
საქართველოს ეროვნულ ბანკში მონაცემთა წარმოდგენის
პერიოდულობის/სიხშირის იდენტიფიცირება: დღიური - DD, თვიური - MM,
კვარტალური - QQ, წლიური - YY. |
| 4 |
Net |
ფულის ნიშნების განთავსების ქსელი |
2 |
ფულის ნიშნების განთავსების ქსელის იდენტიფიცირება. კლასიფიცირდება,
როგორც:
|
| 5 |
Netp |
ქსელის განთავსების ადგილი |
2 |
ქსელის შემადგენელი ელემენტების განთავსების ადგილის იდენტიფიცირება.
გამოიყენება CL–Net კლასიფიკატორის ელემენტების განთავსების ადგილის
აღსანიშნავად (სათავო ოფისი, ფილიალი, სერვისცენტრი და ა.შ.). |
| 6 |
Reg |
გეოგრაფიული განაწილება |
3 |
იმ გეოგრაფიული არეალის იდენტიფიცირება, სადაც განლაგებულია ფულის
ნიშნების განთავსების ქსელი, ანუ სათავო ოფისი, ფილიალი, სერვის-ცენტრი და
ა.შ. დეტალიზაციის მიზნით კოდები მინიჭებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე
12 თვითმმართველ ქალაქს და 10 რეგიონს, აგრეთვე, მოცემულია ქვეყნების
ჩამონათვალი (საზღვარგარეთის ფილიალის, ან სხვა შვილობილი ობიექტის
შემთხვევისათვის). |
| 7 |
Adr |
საბანკო სისტემის ინფრასტრუქტურა |
10 |
საბანკო სისტემის ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება. ეს კლასიფიკატორი
ამავე დროს წარმოადგენს საბანკო სისტემის ინფრასტრუქტურის მრავალმხრივი
დანიშნულების რეესტრს. |
| 8 |
Cur |
ვალუტა |
3 |
ფულის ნიშნების იდენტიფიცირება ვალუტების სახეობების მიხედვით. |
| 9 |
Bon |
ფულის ნიშნების სახეობები |
1 |
ფულის ნიშნების სახეობების იდენტიფიცირება. კლასიფიცირდება, როგორც
ბანკნოტები, ისე მონეტები. მონეტების შემთხვევაში, ხურდა ფულისა და სხვა
მონეტების განსხვავების მიზნით, გამოყენებულია პირობითი აღნიშვნები:
მონეტები>=100 – 1, 2, 5, 10 ლარის (ან სხვა
ვალუტის) ნომინალის ფულის ნიშნების იდენტიფიცირებისათვის;
მონეტები<100 – 1, 2, 5, 10, 20, 25, 50 თეთრის
(ან სხვა ვალუტის ხურდის) ნომინალის ფულის ნიშნების
იდენტიფიცირებისათვის;
|
| 10 |
Nom |
ფულის ნიშნების ნომინალები |
3 |
ფულის ნიშნების ნომინალების იდენტიფიცირება. |
| 11 |
Neo |
ფულის ნიშნები მოდიფიკაციის მიხედვით |
2 |
ფულის ნიშნების იდენტიფიცირება მოდიფიკაციის მიხედვით. გამოიყენება
ძვალი და ახალი მოდიფიკაციის ნიშნების იდენტიფიცირებისათვის, როცა
მიმოქცევაშია ორივე მათგანი. |
| 12 |
Cond |
ფულის ნიშნების ფიზიკური მდგომარეობა |
2 |
ფულის ნიშნების ფიზიკური მდგომარეობის აღწერა; კლასიფიცირდება როგორც
ვარგისი, მოძველებული და მიმოქცევიდან ამოსაღები. |
| 13 |
CSH1 |
რეზერვი 1 |
4 |
სარეზერვო თანრიგი საჭიროებისას გამოსაყენებლად. |
| 14 |
MType |
შეფასების ტიპი |
2 |
ფულის ნიშნების რაოდენობის შეფასება. აისახება ერთეულებში. |
მოთხოვნების XML ფაილის
შექმნა
წინამდებარე მითითებები საერთოა სებსტატის მონაცემთა ყველა
ოჯახისათვის.
4.1.
მოთხოვნები ფაილის დასახელებისადმი
სიგრძე: 23 სიმბოლო, მაქსიმალური ზომა: 250 მბ
ფაილის დასახელების ფორმატი: [Family]-[Sourse]-[Freq]-[PLD].xml
მაგალითი: CSH-BNB-MM-20120630.xml, FIM-BNB-MM-20120731.xml, …
აქ BNB ნაცვლად უნდა ეწეროს შესაბამისი ბანკის კოდი.
Family – მონაცემთა ოჯახი; აქ: CSH (3 სიმბოლო)
Source – მონაცემთა წყარო: ბანკის კოდი (3 სიმბოლო), “B” + “IBAN”,
მაგალითად BNB – ეროვნული ბანკი, BBS – ბაზისბანკი.
Freq – სიხშირე (2 სიმბოლო); აქ: ყოველთვიური – MM
CSH – PeriodLastDay, საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე (8 სიმბოლო,
ციფრები); თარიღის ფორმატი YYYYMMDD. მაგალითად, ყოველთვიური
მონაცემებისათვის 2017 წლის იანვარში გვექნება 20170131.
გამყოფად ანუ სეპარატორად (separator) გამოიყენება „-„ .
4.2. ფაილის ფორმატი
XML; შესაბამისი XML სქემის ნიმუში შესაძლებელია ნახოთ სებსტატის
ვებგვერდზე „სებ-ის მოთხოვნებში“ .
4.3. მონაცემები XML
ფაილში
XML ფაილში არის DataSet, რომელსაც ჰქვია Packet. მასში არის ორი
ცხრილის მონაცემები: PacketInfo და PacketData.
PacketInfo ცხრილში უნდა იყოს ერთი ჩანაწერი, ცხრილის ველები და მათი
მნიშვნელობები უნდა იყოს შემდეგი:
ID=1
Family=CSH
Source=ბანკის კოდი “B” + “IBAN”
Freq=MM
SourceType=B ბანკი (სხვა ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში იქნება
შესაბამისი სიმბოლო; მაგალითად, სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში –
I).
PeriodLastDay= საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე. მაგალითად
2017-01-31T00:00:00
UploadDate= ატვირთვის თარიღი,
ამ ორივე თარიღის ველში ფორმატია YYYY-MM-DDT00:00:00
ქვემოთ მოტანილია PacketInfo ჩანაწერის ნიმუში:
<PacketInfo>
<ID>1</ID>
<Family>CSH</Family>
<Source>BNB</Source>
<Freq>MM</Freq>
<SourceType>B</SourceType>
<PeriodLastDay>2017-01-31T00:00:00</PeriodLastDay>
<UploadDate>2017-01-31T00:00:00</UploadDate>
</PacketInfo>
PacketData ცხრილში უნდა იყოს ერთი ან მეტი ჩანაწერი. ცხრილის ველებს
განსაზღვრავს CSH პაკეტი. პაკეტების განმარტებების ნახვა შესაძლებელია
სებსტატის ვებგვერდზე „კოდე ლისტებში“. ველების მნიშვნელობები უნდა იყოს
შესაბამისი კოდელისტებიდან. დაცული უნდა იყოს ველების თანმიმდევრობა.
ქვემოთ მოყვანილია ამ ჩანაწერის ნიმუში:
<PacketData>
<ID>1</ID>
<PacketInfoID>1</PacketInfoID>
<Family>CSH</Family>
<Source>BNB</Source>
<Freq>MM</Freq>
<Net>CS</Net>
<Netp>MB</Netp>
<Reg>R01</Reg>
<Adr>BNBCS12345</Adr>
<Cur>GEL</Cur>
<Bon>B</Bon>
<Nom>AEC</Nom>
<Neo>NE</Neo>
<Cond>GD</Cond>
<CSH1>XXXX</CSH1>
<MType>QV</MType>
<PeriodLastDay>2017-01-31T00:00:00</PeriodLastDay>
<DataValue>25</DataValue>
</PacketData>
ID არის ჩანაწერის ნომერი და ის არ უნდა განმეორდეს ერთი პაკეტის
ფარგლებში.
PacketInfoID=1 ეს არის PacketInfo ცხრილის ერთადერთი ჩანაწერის ნომერი,
რომელიც ამ შემთხვევაში 1-ის ტოლია. შემდეგი 14 ველი განსაზღვრავს
გასაღებს.
PeriodLastDay იგივეა, რაც PacketInfo-ში.
DataValue არის გასაღების მნიშვნელობა, რომელიც არის მთელი რიცხვი.
4.4. პაკეტის ატვირთვა
პაკეტის ატვირთვისას მიმდინარე პროცედურები და მათი თანმიმდევრობა
შემდეგნაირია:
მომწოდებლის კოდის (ბანკის კოდის) კონტროლი (ფაილის დასახელებაში,
packetInfo, packetData, მომხმარებლის ბანკი).
თარიღის (PLD) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo,
packetData).
ფაილის ატვირთვის უფლების შემოწმება
ფაილის სახელში მოცემული მონაცემის (ოჯახი, წყარო, საანგარიშგებო
პერიოდი – PeriodLastDay) ფაილში არსებულ მონაცემებთან შედარება
XSD Schema-ის კონტროლი;
კოდე ლისტების კონტროლი;
გასაღების მნიშვნელობების კონტროლი;
მთელი რიცხვის კონტროლი (ამოწმებს, რომ <DataValue>
მნიშვნელობა არის თუ არა მთელი რიცხვი, რადგანაც MType-ში მითითებულია
QV-რაოდენობა).
გასაღებების დუბლირების კონტროლი;
გასაღების სტრუქტურის კონტროლი - ლოგიკური კონტროლები.
ყველა ჩამოთვლილი კონტროლის საფეხურების გავლის შემდეგ იწყება ატვირთული
პაკეტის ჩაწერა:
პაკეტების ატვირთვისას აღნიშნული პროცედურების პროცესში რესპონდენტი
სებსტატის სისტემიდან იღებს შესაბამის შეტყობინებას პაკეტის ატვირთვის ან
ატვირთვაზე უარის, ხოლო ატვირთვის შემდეგ პაკეტის დაწუნების შემთხვევაში –
დაწუნების შესახებ შეტყობინებას.
მითითებები
CSH მონაცემთა ოჯახის მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციის ფორმირებასთან
დაკავშირებით
5.1. CSH მონაცემთა ოჯახისათვის სებ-ის მოთხოვნები შემდეგია:
CSH.B.MM.CS – ფულის ნიშნები სალაროში;
CSH.B.MM.AT – ფულის ნიშნები ბანკომატებში;
CSH.B.MM.BW – ფულის ნიშნები გზაში;
CSH.B.MM.CO – ფულის ნიშნები კვანძგარეთა საოპერაციო
სალაროში;
CSH.B.MM.PA – ფულის ნიშნები გადახდის აპარატებში.
5.2. CSH მონაცემთა ოჯახის მოთხოვნების ფორმირებას საფუძვლად უდევს
ფულის ნიშნების განთავსების ქსელში განთავსებული ფულის ნიშნების რაოდენობის
შესწავლა ფულის ნიშნების სახეობების, ფიზიკური მდგომარეობის, ვალუტის
სახეობების, მოდიფიკაციის დროის და სხვა პარამეტრების მიხედვით. ფულის
განთავსების ქსელში ფულის ნიშნების რაოდენობის შესაბამისობა „საქართველოს
საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“
მოთხოვნებთან მოცემულია ქვემოთ:
| CS |
სალარო |
1003, 1013 |
|
| AT |
ბანკომატები |
1004, 1014 |
|
| BW |
ბანკნოტები და მონეტები გზაში |
1006, 1016 |
|
| CO |
კვანძგარეთა საოპერაციო სალარო |
1005, 1015 |
|
| PA |
გადახდის აპარატები |
1004, 1014 და 2501, 2511 ანგარიშების შესაბამისად |
გადახდის აპარატებში ფულის ნიშნების აღრიცხვა შესაძლოა განსხვავებული
იყოს სხვადასხვა ბანკში. სებსტატის მიზანია რეალური სურათის ასახვა
საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის |
5.2. წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმირება ხდება საწყისი მონაცემების
შევსებით (Family=CSH, Source=ბანკის კოდი “B”+ “IBAN”, Freq=MM), რომელიც
ივსება ამ დოკუმენტის 4.3 პუნქტის შესაბამისად.
5.3. მომდევნო ეტაპზე თანმიმდევრულად ხდება მოთხოვნების შესაბამისი
ინფორმაციის გენერირება.
5.3.1. მონაცემების სტრუქტურა ქსელში განთავსებული ფულის ნიშნების
შესახებ დამოქვეყნებულია სებსტატის პორტალზე.
ტექნიკური განმარტებები
ჩანაწერი ZZ (ან ZZZ, ZZZZ) ნებისმიერი კლასიფიკატორის Code სვეტში
ნიშნავს, რომ ეს არის ჯამური სტრიქონი.
ჩანაწერი ZZ (ან ZZZ, ZZZZ) ნებისმიერი კლასიფიკატორის Parent
სვეტში ნიშნავს, რომ ეს არის ჯამში შემავალი სტრიქონი; სხვა ნებისმიერი
კოდი ამ სვეტში მიუთითებს, რომ შესაბამის სტრიქონზე ასახულია
კლასიფიკატორის არაჯამური კომპონენტი.
თუ Parent სვეტში მეორდება Code სვეტში მითითებული რომელიმე კოდი,
ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სტრიქონი წარმოადგენს ამ კოდის შესაბამისი
სტრიქონის ელემენტს;
ჩანაწერი XX (XXX, XXXX) ნებისმიერ კლასიფიკატორში ნიშნავს, რომ
შესაბამისი გასაღების ფორმირებისას მოცემული კლასიფიკატორის შესაბამის
კოდზე ინფორმაცია არ მოითხოვება.
ჩანაწერი AA (AAA, AAAA) ნებისმიერ გასაღებში ნიშნავს, რომ
ინფორმაცია მოითხოვება შესაბამისი კლასიფიკატორის ყველა შესაძლო
არაჯამური მნიშვნელობის მიხედვით.