„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№279/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016773
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №279/04

2023 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის  გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში (www. matsne.gov.ge; 27/11/2015; 220020000.18.011.016182) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:

1.    პირველი მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „სებსტატი: გზამკვლევი კომერციული ბანკებისათვის და მიკრობანკებისათვის“ (დანართი №2).“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს .

2.    მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს დაევალოთ „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების დაცვა და მისი საანგარიშგებო პრაქტიკაში გამოყენება.

მუხლი 3

კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების წარდგენა განახორციელონ სებსტატის მოთხოვნების და მოცულობის შესაბამისად, სახელმძღვანელოთი და გზამკვლევით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით, სებსტატის ვებგვერდის (https://sebstat.nbg.gov.ge/) მეშვეობით.“

3. პირველი მუხლის „ა“- „გ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №1-ის, დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად.

4.  პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საკასო სტატისტიკა“ დანართი №4 ამოღებულ იქნეს.

5. პირველი მუხლის „ე“და „ვ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №5 და დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №5-ის და დანართი №6-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
📎 დანართები (1)
danarti.docx

დანართი №1

სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელო

მუხლი 1. შესავალი

1. სებსტატის, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების ინფორმაციული სისტემის, დანიშნულებაა ქვეყნის კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან (შემდგომში – ბანკები) ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებლების მიღების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების პროცესების ავტომატიზაცია.

2. სისტემის დანერგვის მიზანია:

ა) ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მიღების უნივერსალური, მოქნილი და თანამედროვე მექანიზმის შექმნა;

ბ) მიღებული ინფორმაციის შენახვა/დამუშავების მოწესრიგება;

გ) ცენტრალიზებულ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;

დ) მენეჯერული და ანალიტიკური ინფორმაციის წვდომადობა;

ე) მომხმარებელთა საოპერაციო ეფექტიანობისა და მოხერხებულობის გაუმჯობესება;

ვ) საინფორმაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

ზ) ინფორმაციის საიმედოობისა და უსაფრთხოების ამაღლება.

3. ამ სახელმძღვანელოს დანიშნულებაა სებსტატის კონცეპტუალური, მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური სტრუქტურის აღწერა.

მუხლი 2. სებსტატის კონცეფცია

1. სებსტატის კონცეფცია ეფუძნება სტატისტიკურ მონაცემთა სტრუქტურის აღწერას კლასიფიკატორების (კოდების სიების) გამოყენებით.

2. სებსტატის მონაცემთა სტრუქტურის განსაზღვრა ხდება ორი სახის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლის, ე.წ. მსაზღვრელებისა და ატრიბუტების მეშვეობით:

ა) მსაზღვრელები თვისებრივად ახასიათებს მონაცემებს, აღწერს რა მათ სპეციალური მახასიათებლების (როგორებიცაა, მაგალითად, ფინანსური ინსტრუმენტის სახე, მისი სტატუსი, ვადიანობა, კონტრაგენტის რეზიდენტობა, საქმიანობის სახე და ა.შ.) მეშვეობით;

ბ) ატრიბუტი რაოდენობრივად ახასიათებს მონაცემებს (ზომის ერთეულის და სხვა მსგავსი მახასიათებლების მეშვეობით).

3. მსაზღვრელებისა და ატრიბუტების გარკვეული ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებული ერთობლიობა იძლევა გასაღებს, რომელიც ახდენს კონკრეტული მონაცემის იდენტიფიცირებას.

4. მსაზღვრელებისა და ატრიბუტების თითოეული შესაძლო მნიშვნელობა ჩამოყალიბებულია კოდების სიების სახით.

5. ეროვნულ ბანკში ფინანსურ და სტატისტიკურ მაჩვენებელთა არაერთგვაროვნებიდან გამომდინარე, სისტემა იყოფა ოჯახებად:

ა) ყოველთვიური ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებლები (FIM);

ბ) ყოველდღიური ფინანსური მაჩვენებლები (FID);

გ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების სტატისტიკა (FEX);

დ) ფულადი გზავნილების სტატისტიკა (MTR);

ე) საგადახდო ბარათების სტატისტიკა (PCS);

ვ) საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა (BTR);

ზ) საბარათე ინსტრუმენტებით, საბარათე მოწყობილობებით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკა (FRD).

6. სებსტატი წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინფორმაციულ მოდელს, რომელიც:

ა) მოიცავს სტატისტიკური მონაცემებისა და მეტამონაცემების სტანდარტიზებულ სტრუქტურას;

ბ) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სტატისტიკურ ბიზნესპროცესს ეროვნულ ბანკში მისი ცენტრალიზაციის გზით და ამაღლებს სტატისტიკური საქმიანობის პროდუქტიულობას;

გ) საშუალებას იძლევა მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია ბანკებიდან უნიფიცირებული სქემით;

დ) აუმჯობესებს სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციას ეროვნულ ბანკში და პრაქტიკულად გამორიცხავს ბანკებიდან მონაცემთა მოთხოვნის დუბლირებას და, შესაბამისად მნიშვნელოვნად ამცირებს საანგარიშგებო ტვირთს;

ე) ახდენს, სტატისტიკური ბიზნესპროცესის ჰარმონიზაციას;

ვ) უზრუნველყოფს შეცდომების იდენტიფიცირებას მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ადრეულ სტადიაზე და გამორიცხავს შეცდომებს;

ზ) ზოგავს დროს სტატისტიკური მონაცემების ანალიზისათვის ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით;

თ) ადვილია ფინანსურ სექტორში განხორციელებული ინოვაციების ზედმეტი დანახარჯების გარეშე ასახვის თვალსაზრისით;

ი) აუმჯობესებს ეროვნულ ბანკსა და ბანკებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ხარისხს;

კ) ადვილია სტატისტიკური ბიზნესპროცესის აღწერისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

მუხლი 3. სებსტატის ზოგადი არქიტექტურა

სებსტატის ზოგადი არქიტექტურა გულისხმობს მასში შემავალ მონაცემთა ოჯახების ერთობლიობას. მისი ასეთი აგებულება აიოლებს სისტემის ჩარჩოების გაფართოების შესაძლებლობას სტრუქტურულად და შინაარსობრივად განსხვავებული ინფორმაციის მოპოვების საჭიროების შემთხვევაში. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში, ხდება სისტემის ქვემოდულების (ოჯახების) რაოდენობის გაზრდა ან სათანადო კლასიფიკატორ(ებ)ში შესაბამისი ელემენტის დამატება.

მუხლი 4. სებსტატის სტრუქტურა

1. სებსტატის სტრუქტურა შემდეგნაირია:

ა) ყოველთვიური საბალანსო ანგარიშები;

ბ) ყოველდღიური საბალანსო ანგარიშები;

გ) ფულადი გზავნილები;

დ) უცხოურ ვალუტაზე განხორციელებული ოპერაციები;

ე) საგადახდო ბარათები;

ვ) საბანკო გადარიცხვები;

ზ) საბარათე ინსტრუმენტებით, საბარათე მოწყობილობებით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტები.

2. შესაძლებელია სებსტატის სტრუქტურის გაფართოება ახალი კომპონენტების დამატებით.

მუხლი 5. მონაცემთა სტრუქტურის აღწერა

1. სებსტატის თითოეული ოჯახის მონაცემთა სტრუქტურა აღწერილია შესაბამისი კლასიფიკატორებით (კოდების სიებით), რომელთა საფუძველზეც ყალიბდება თითოეული მონაცემის შინაარსის აღმწერი ინდივიდუალური კოდი.

2. FIM ოჯახი: ყოველთვიური ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებლების სტატისტიკა – მოიცავს ბანკების ყოველთვიურ ფინანსურ მაჩვენებელებს და სტრუქტურირებულია მონეტარული და ფინანსური სტატისტიკის მიზნების შესაბამისად.

3. FID ოჯახი: ყოველდღიური ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებლების სტატისტიკა – მოიცავს ბანკების ყოველდღიურ ფინანსურ მაჩვენებელებს და სტრუქტურირებულია მონეტარული და ფინანსური სტატისტიკისა და მონეტარული პოლიტიკის მიზნების შესაბამისად.

4. FEX ოჯახი: უცხოური ვალუტის ოპერაციების მაჩვენებლების სტატისტიკა – მოიცავს ინფორმაციას ბანკების მიერ უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, სხვადასხვა ჭრილებში.

5. უცხოური ვალუტით ვაჭრობის ოპერაციები ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) ორიგინალური ვალუტით;

ბ) ერთეულებში (არა ათასებში ან მილიონებში);

გ) ოთხი ათწილადი ნიშნის მითითებით.

6. FEX ოჯახის მონაცემთა მომზადებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ყოველთვიურ ანგარიშგებაში ოპერაციები აისახება ვალუტირების თარიღის შესაბამისად და არა გარიგების თარიღის მიხედვით. ანუ, თუ ვალუტირების თარიღი გადადის საანგარიშოს მომდევნო თვეში, ასეთი ოპერაცია მიმდინარე ანგარიშგებაში არ ჩაირთვება.

7. FEX ანგარიშგებაში არ მონაწილეობს აგრეთვე ბანკის შიდა კონვერტაციები.

8. MTR ოჯახი: ფულადი გზავნილების მაჩვენებლების სტატისტიკა – მოიცავს მონაცემებს სწრაფი ფულადი გზავნილების შესახებ საქართველოში და საქართველოდან, ფულად და რაოდენობრივ გამოსახულებაში.

9. მონაცემები ფულადი გზავნილების შესახებ ეროვნული ბანკში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) ორიგინალური ვალუტით;

ბ) ერთეულებში (არა ათასებში ან მილიონებში);

გ) ოთხი ათწილადი ნიშნის მითითებით.

10. ფულადი გზავნილების შესაბამისი ოპერაციების რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს ერთეულებში.

11. პრაქტიკაში, შესაძლოა ფულადი გზავნილის გამომგზავნის დავალებით, ფულადი გზავნილის მიმღებზე გაცემა მოხდეს გადმორიცხული თანხის ლარის ეკვივალენტში (ან სხვა ვალუტაში). ასეთ შემთხვევაში სებსტატში შესაბამისი თანხა უნდა აისახოს გადმორიცხული თანხის ვალუტაში და არა ლარებში (ან სხვა ვალუტაში). მაგრამ, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ბანკს მაინც უჭირს გამოგზავნილი ვალუტის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში სებსტატი დასაშვებად მიიჩნევს შესაბამისი თანხის ლარში წარმოდგენას.

12. თუ, დროთა განმავლობაში, ბანკი ჩაერთვება ელექტრონული გზავნილების რომელიმე სხვა სისტემაში, რომელიც არ არის მითითებული CL–Sys კლასიფიკატორში (კოდების სიაში), მაშინ ანგარიშგების (ანუ MTR ოჯახის) ატვირთვამდე ამ ბანკმა უნდა შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ამ კონკრეტული სისტემის სახელწოდება, რათა იგი დაემატოს კლასიფიკატორს და ბანკმა შეძლოს თავისი ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა.

მუხლი 6. კლასიფიკატორები

1. მონაცემთა ოჯახის (CL–Family) კლასიფიკატორი ახდენს მონაცემთა ოჯახების იდენტიფიცირებას.

2. თითოეული მონაცემთა ოჯახი შეესაბამება კონკრეტული ინფორმაციის ტიპს:

ა) FIM – ყოველთვიური ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია;

ბ) FID – ყოველდღიური ფინანსური ინფორმაცია;

გ) FEX – უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკა;

დ) MTR – ფულადი გზავნილების სტატისტიკა;

ე) PCS – საგადახდო ბარათების სტატისტიკა;

ვ) BTR - საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა;

ზ) FRD - საბარათე ინსტრუმენტებით, საბარათე მოწყობილობებით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკა.

3. თითოეული მონაცემთა ოჯახი მოიცავს შესაბამისი მონაცემების მაიდენტიფიცირებელ გასაღებთა ერთობლიობას.

4. მონაცემთა ოჯახში შემავალი თითოეული გასაღები ყალიბდება შესაბამისი მონაცემის სტრუქტურის სათანადო კლასიფიკატორებით აღწერის გზით და შეესაბამება ზემოთ აღწერილ ქვემოდულებში (ოჯახებში) კლასიფიკატორების/თანრიგების თანმიმდევრობას და ზომას.

5. ფინანსური ინსტიტუტების კლასიფიკატორი (CL–Source) ახდენს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირებას.

6. გამომდინარე იქიდან, რომ სებსტატი ფინანსური სექტორის საქმიანობის რაოდენობრივი შესწავლის მიზანს ემსახურება, ინფორმაციის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს თითოეული ფინანსური ინსტიტუტი, სტრუქტურიზებული ფინანსური სექტორის ქვესექტორების მიხედვით.

7. პერიოდის ტიპის კლასიფიკატორი (CL–Freq) ახდენს ინფორმაციის წარდგენის სიხშირის იდენტიფიცირებას.

8. დღეისათვის ეროვნული ბანკის ანგარიშგება ითვალისწინებს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ინფორმაციის ყოველდღიური (DD), ყოველთვიური (MM) და კვარტალური (QQ) პერიოდულობით წარდგენას. პერიოდის ტიპის კლასიფიკატორში (CL–Freq) წლიური პერიოდულობის (YY) მითითება დაკავშირებულია საჭიროების შემთხვევაში ამ პერიოდულობით ანგარიშგების შემოღების შესაძლებლობის დაშვებასთან, თუმცა, გამორიცხული არ არის ნახევარწლიური (ან სხვა პერიოდულობის) ანგარიშგების დამატებაც, საჭიროების შემთხვევაში.

9. ინსტრუმენტის (ფინანსური/არაფინანსური) კლასიფიკატორი (CL–Ins) ახდენს ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების იდენტიფიცირებას.

10. ინსტრუმენტის სტატუსის (აქტივი/პასივი) კლასიფიკატორი (CL–Sta) ახდენს ინსტრუმენტის იდენტიფიცირებას მასთან (ინსტრუმენტთან) მიმართებაში დებიტორსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის შესაბამისად.

11. ნაშთი/ნაკადის კლასიფიკატორი (CL–Stfl) ახდენს დროის გარკვეული მომენტისათვის ინსტრუმენტის მდგომარეობის (ნაშთის) ან დროის გარკვეულ პერიოდში ინსტრუმენტის ცვლილების (ნაკადის) იდენტიფიცირებას.

12. პერიოდის განმავლობაში მთლიანი ნაკადი 3 კომპონენტისაგან ყალიბდება. ესენია:

ა) ოპერაციები. ოპერაციასთან საქმე გვაქვს, როდესაც კონტრაჰენტ ეკონომიკურ ერთეულებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხდება აქტივებისა და ვალდებულებების წარმოქმნა (მათ შორის, ვადაგადაცილებული სესხების), ლიკვიდაცია ან მათზე საკუთრების უფლების ცვლილება. ამ უკანასკნელს ადგილი აქვს ფინანსური აქტივის ან ვალდებულების გაყიდვის, ტრანსფერის ან აქტივებთან და ვალდებულებებთან ასოცირებული ყველა უფლებისაგან, ვალდებულებისა და რისკებისაგან განთავისუფლების შედეგად;

ბ) აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების ცვლილება. აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების ცვლილებასთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც მათი ცვლილება დაკავშირებულია მათზე ფასების ცვლილებასთან, ან/და გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეულ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების ცვლილებასთან;

გ) აქტივებისა და ვალდებულებების სხვა ცვლილებები. აქტივების ღირებულების სხვა ცვლილებები, გადაფასებით გამოწვეული ცვლილებისაგან განსხვავებით, უკავშირდება სხვა ფაქტორებით განპირობებულ ცვლილებებს. ასეთები შესაძლოა იყოს ვალდებულებების ჩამოწერა, აქტივების კლასიფიკაციის ცვლილება, ოქროს მონეტიზაცია ან დემონეტიზაცია, კატასტროფებისა და სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ცვლილებები და სხვა, მაგალითად მაკორექტირებელი ცვლილებები.

13. აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების ცვლილების გაანგარიშების მეთოდები იხილეთ ქვევით – „ოპერაციებისა და ღირებულების ცვლილებების გაანგარიშება“.

14. წინა საანგარიშო პერიოდებში დაშვებული შეცდომების ღირებულების სხვა ცვლილებებში ასახვა დაუშვებელია. ასეთი შეცდომები უნდა გასწორდეს.

15. ინსტრუმენტის ვადიანობის კლასიფიკატორი (CL–Mat) ახდენს ინსტრუმენტის იდენტიფიცირებას მისი ვადიანობის მიხედვით.

16. სებსტატის მიხედვით ინსტრუმენტის ვადიანობა განისაზღვრება კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

17. სებსტატი ახდენს ინსტრუმენტის კლასიფიცირებას მოკლევადიან და გრძელვადიან ინსტრუმენტებად.

18. ვალუტების კლასიფიკატორი (CL–Cur) ახდენს ინსტრუმენტის იდენტიფიცირებას ოპერაციის ვალუტის მიხედვით.

19. დღეისათვის ეროვნული ბანკის მიერ გაცვლითი კურსის დადგენა ხდება 43 ქვეყნის ვალუტისა და ევროს მიმართ. სებსტატის საჭიროებისათვის ვალუტების კლასიფიკატორი (CL–Cur) მოიცავს ყველა 43 კომპონენტს, პლუს ეროვნული ვალუტა.

20. უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების აღრიცხვისას ვალუტების კლასიფიკატორი გამოიყენება იმ ვალუტის სახეობების აღსანიშნავად, რომლის შეძენაც/გაყიდვაც განახორციელეს მხარეებმა. წარმოსადგენი ინფორმაციის იდენტიფიცირება ხდება გასაღების მეშვეობით, რომლის სტრუქტურაში რესპოდენტმა უნდა მიუთითოს ორი ვალუტა: შეძენილი (მაგალითად, USD) და გაყიდული (ანუ, რომლითაც შეიძინა აღნიშნული ვალუტა, მაგალითად, ლარი); აქედან გამომდინარე, შესაბამისად, უნდა მოხდეს ორი თანხის (Data Value) წარმოდგენა: მაგალითად, შეძენილი USD 100, და გაყიდული GEL 185. შესაბამისი მონაცემების ვალიდაციისას, მათი განაყოფი უნდა შეესაბამებოდეს ვალუტირების საშუალო კურსს.

21. თითოეული გასაღები უნდა შეესაბამებოდეს რესპოდენტი ბანკის მიერ თვის განმავლობაში მოცემულ კონტრაჰენტთან კონკრეტული ვალუტის ყიდვის/გაყიდვის ოპერაციის ჯამს, ოპერაციის ტიპის (სვოპი, სპოტი, ფორვარდი და ა.შ.) მიხედვით.

22. ბანკის მიერ კონტრაჰენტთან განხორციელებულ ოპერაციებში ჩაირთვება აგრეთვე ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ სალაროში თანხის კონვერტაციის ოპერაციები, ინტერნეტბანკინგით კლიენტის მიერ განხორცილებული კონვერტაციები, აგრეთვე ოპერაციები, როდესაც კლიენტს არ ყოფნის მიმდინარე ვალდებულების დასაფარად თანხა მოცემულ ვალუტაში და ბანკი ავტომატურად უკეთებს კონვერტაციას სხვა ვალუტის ანგარიშიდან. ყველა კონვერტაცია, რომლის ანგარიშსწორება ხდება გარიგებიდან არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში, კლასიფიცირდება როგორც სპოტ-ოპერაცია, მიუხედავად იმისა, თუ რა საშუალებით განხორციელდა ოპერაცია: სალაროში, ინტერნეტბანკინგით თუ სხვა გზით.

23. რეზიდენტობის კლასიფიკატორი (CL–Res) ახდენს ბანკის (რესპონდენტის) კლიენტის (კონტრაჰენტის) იდენტიფიცირებას რეზიდენტობის მიხედვით, რომელიც ეფუძნება განმარტებას, მოცემულს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის 2008 წლის (SNA 2008) გამოცემაში.

24. ეკონომიკური ერთეული იმ ეკონომიკური ტერიტორიის რეზიდენტია, რომელთანაც მას მყარი უპირატესი ეკონომიკური ინტერესები აკავშირებს. მყარი უპირატესი ეკონომიკური ინტერესი – ეს არის მოცემული ეკონომიკის შიგნით ადგილსამყოფლის, საცხოვრისის, წარმოების ადგილის ან სხვა უძრავი ქონების არსებობა, რომელიც დაკავებული აქვს ეკონომიკურ ერთეულს და აპირებს კვლავაც დაიკავოს იგი განუსაზღვრელი ან განსაზღვრული, მაგრამ ხანგრძლივი ვადით, მნიშვნელოვანი მასშტაბის ეკონომიკური საქმიანობის ან ოპერაციების განხორციელების მიზნით. საერთაშორისო შესადარისობის მიზნით, მოცემულ ეკონომიკურ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ან ოპერაციების განხორციელების ხანგრძლივ პერიოდად 1 ან მეტი წლის ვადის დათქმა პირობითია და გაურკვევლობის თავიდან აცილებას ემსახურება.

25. ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (SNA 2008) დეტალურად განმარტავს ეკონომიკური ერთეულების რეზიდენტობის განსაზღვრასთან დაკავშირებულ შემთხვევებს. კერძოდ:

ა) ფიზიკური პირების რეზიდენტობა განისაზღვრება იმ შინამეურნეობის ძირითადი საცხოვრისის ადგილმდებარეობის მიხედვით, რომლის წევრიც არის მოცემული ფიზიკური პირი და არა მისი სამუშაო ადგილის მიხედვით. ერთი შინამეურნეობის ყველა წევრი ერთი და იმავე ეკონომიკის რეზიდენტია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კვეთენ საზღვარს სამუშაოსთან დაკავშირებით ან გარკვეული პერიოდის საზღვარგარეთ გატარების მიზნით. თუ მათი საზღვარგარეთ მუშაობის და ყოფნის ხანგრძლივობა იძლევა მათ მიერ უცხოეთში უპირატესი ეკონომიკური ინტერესის შეძენის საფუძველს, მაშინ ისინი წყვეტენ მათი წარმოშობის შინამეურნეობის წევრობას;

ბ) ზოგიერთი შინამეურნეობის წევრები სხვადასხვა ზომით დაკავშირებულნი არიან სხვადასხვა ეკონომიკებთან დასაქმების, აქტივების ფლობის, მოქალაქეობის, მიგრაციის სტატუსის, შემოსავლების, საშემოსავლო გადასახადის, ხარჯების, ბიზნესინტერსების მიხედვით. მიუხედავად ამისა, ასეთი წევრებისაგან შემდგარი შინამეურნეობა წარმოადგენს იმ ეკონომიკური ტერიტორიის რეზიდენტს, რომელზედაც ისინი ინარჩუნებენ ან განზრახული აქვთ შეინარჩუნონ ძირითადი საცხოვრისი. მოცემულ ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნა ერთი წლის და მეტი პერიოდის განმავლობაში, ან ასეთის განზრახვა, საკმარისი პირობაა იმისათვის, რათა შინამეურნეობის საცხოვრისს მიეცეს ამ ეკონომიკურ ტერიტორიაზე მოცემული შინამეურნეობის ძირითადი საცხოვრისის კვალიფიკაცია.

26. ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მიხედვით (SNA 2008), თუ შინამეურნეობის რომელიმე წევრი წყვეტს იმ ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნას (ცხოვრებას), რომლის რეზიდენტიც არის მისი შინამეურნეობა, ასეთ შემთხვევაში ეს ფიზიკური პირი აღარ ითვლება მოცემული შინამეურნეობის წევრად და მაშასადამე – რეზიდენტად.

27. შედარებით ადვილია საწარმოებისა და არაკომერციული ორგანიზაციების რეზიდენტობის გარკვევა. ასეთი ინსტიტუტები წარმოადგენენ იმ ეკონომიკის რეზიდენტებს, სადაც არიან კანონიერად დაფუძნებული და დარეგისტრირებული, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე არიან დაფუძნებული და განლაგებული მათი სათავო ორგანიზაციები.

28. ამდენად, ფიზიკური პირის რეზიდენტობა განისაზღვრება იმ შინამეურნეობის ძირითადი საცხოვრისის ადგილმდებარეობის ქვეყნის მიხედვით, რომლის წევრადაც მიიჩნევს თავს მოცემული ფიზიკური პირი.

29. ინსტიტუციური სექტორის კლასიფიკატორი (CL–Sec) ახდენს ანგარიშვალდებული ბანკის (რესპონდენტის) კლიენტის (კონტრაჰენტის) იდენტიფიცირებას ინსტიტუციური სექტორის მიხედვით.

30. ეროვნული ეკონომიკის სექტორებად დაყოფა ეკონომიკური სტატისტიკის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. იგი გულისხმობს ეკონომიკური ერთეულების კლასიფიკაციას ეკონომიკაში მათი ფუნქციების შესაბამისად.

31. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სათანადო კლასიფიცირების მიზნით, სებსტატის მიზნებისათვის სექტორების კლასიფიკატორს დამატებული აქვს პირობითი კოდები.

32. სამეწარმეო სექტორი (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) აერთიანებს იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მფლობელობაში მყოფთ, ასევე უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილთ), რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას ბაზარზე გასატანად და ეწევიან ასევე საბაზრო მომსახურებას, გარდა საფინანსო მომსახურებისა.

მუხლი 7. ფინანსური კორპორაციების სექტორი

1. ფინანსური კორპორაციების სექტორი მოიცავს ყველა დაწესებულებას, რომელთა ძირითადი ფუნქციაა ფინანსური შუამავლობა ან მასთან დაკავშირებული დამხმარე ფინანსური საქმიანობა. ფინანსური შუამავლობა განისაზღვრება როგორც საწარმოო საქმიანობის სახე, რომლის პროცესშიც ინსტიტუციური ერთეული ახდენს სახსრების მობილიზაციას, საკუთარ თავზე ვალდებულებების აღების გზით, ამ სახსრების სხვა ინსტიტუციური ერთეულებისათვის გადაცემის მიზნით, დაკრედიტების ან ფინანსური აქტივების შეძენის სხვა საშუალებებით. დამხმარე ხასიათის ფინანსური საშუამავლო მომსახურება შესაძლოა ხორციელდებოდეს მეორადი საქმიანობის სახით თვით ფინანსური შუამავლების მიერ, ან სპეციალური აგენტების ან ბროკერების მიერ.

2. ფინანსური კორპორაციების სექტორი მოიცავს აგრეთვე იმ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც:

ა) ძირითადად დაკავებულნი არიან ფინანსური მომსახურების შეთავაზებით (მაგალითად, სადაზღვევო მომსახურებით);

ბ) ფინანსდებიან ფინანსური დაწესებულებების შენატანებით და მოწოდებულნი არიან იმოქმედონ ასეთი დაწესებულებების საქმიანობაზე ან სხვა გზით ემსახურონ მათ ინტერესებს.

3. ზოგიერთი კორპორაცია და კვაზიკორპორაცია ეწევა ფინანსურ მომსახურებას შეზღუდული მასშტაბით. მაგალითად, საცალო ვაჭრობით დაკავებული ზოგიერთი საწარმო უშუალოდ თავის კლიენტებს სთავაზობს სამომხმარებლო კრედიტს. ასეთი ერთეულები მთლიანად კლასიფიცირდება როგორც სამეწარმეო სექტორის (არაფინანსური კორპორაციების სექტორის) ინსტიტუტები, იმ პირობით, რომ ისინი ძირითადად არაფინანსური საქონლისა და მომსახურების წარმოებით არიან დაკავებულნი.

4. ფიზიკურ პირებსა და შინამეურნეობებს ასევე შეუძლიათ დაკავდნენ ფინანსური საქმიანობით, მაგალითად, ფულის გასესხებით ან უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით. ასეთი ერთეულების ფინანსურ კორპორაციებად კლასიფიცირება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ითვლებიან ფინანსურ შუამავლებად ან დამხმარე ფინანსურ ერთეულებად, რომლებიც წარმოადგენენ კვაზიკორპორაციებს. ასეთად კლასიფიცირება კი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ერთეული აწარმოებს ანგარიშთა სრულ ნაკრებს, განცალკევებულს მფლობელთა პერსონალური ანგარიშებისაგან.

მუხლი 8. ფინანსური სექტორის ქვესექტორები

1. ცენტრალური ბანკი (S12100) წარმოადგენს ეროვნულ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს კონტროლს ფინანსური სისტემის უმთავრეს ასპექტებზე და ეწევა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა ნაღდი ფულის ემისია, საერთაშორისო რეზერვების მართვა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ოპერაციების განხორციელება და სხვა დეპოზიტური კორპორაციების დაკრედიტება.

2. ზოგიერთ ქვეყანაში ცენტრალური ბანკები ასევე იღებენ დეპოზიტებს არაფინანსური ეკონომიკური ერთეულებისაგან ან გასცემენ კრედიტებს მათზე.

3. სხვა დეპოზიტური კორპორაციების ქვესექტორში (S12200) გაერთიანებულია ყველა ფინანსური დაწესებულება (ცენტრალური ბანკის გარდა), რომელთა საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ფინანსური შუამავლობა და რომლებიც უშვებენ ფართო ფულის ეროვნულ განსაზღვრებაში შემავალ ვალდებულებებს. სხვა დეპოზიტურ კორპორაციებს მიეკუთვნება:

ა) ბანკები;

ბ) ინვესტიციური ბანკები;

გ) შემნახველი ბანკები, სასესხო-შემნახველი ასოციაციები, სამშენებლო საზოგადოებები და იპოთეკური ბანკები;

დ) საკრედიტო კავშირები და საკრედიტო კოოპერატივები;

ე) სასოფლო და სასოფლო-სამეურნეო ბანკები;

ვ) კომპანიები, რომლებიც უშვებენ სამგზავრო ჩეკებს და რომლებიც ძირითადად დაკავებულნი არიან ფინანსური დაწესებულებებისათვის დამახასიათებელი საქმიანობით.

4. სხვა ფინანსური კორპორაციების ქვესექტორში (S12300) გაერთანებულია სადაზღვევო კომპანიები და საპენსიო ფონდები; სხვა ფინანსური შუამავლები და დამხმარე ფინანსური ერთეულები.

5. სადაზღვევო კომპანიებისა და საპენსიო ფონდების ქვესექტორში (S12310) გაერთიანებულია:

ა) სადაზღვევო კომპანიები (S12311) – ეკონომიკური ერთეულები, რომელთა პრინციპული ფუნქციაა სიცოცხლის დაზღვევა, უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ქონების, ხანძარსაწინააღმდეგო და ინდივიდუალური ან ჯგუფური ინსტიტუციური ერთეულების სხვა სახის დაზღვევა;

ბ) საპენსიო ფონდები (S12312), რომლებიც ჩართულია მოცემულ ქვესექტორში, თავიანთი დამფუძნებლებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუციური ერთეულებია. მათი დანიშნულებაა საპენსიო დახმარებების გაცემა დასაქმებულთა ამა თუ იმ სპეციფიკურ ჯგუფებზე. ასეთი ფონდები ფლობენ საკუთარ აქტივებსა და ვალდებულებებს და ახორციელებენ ფინანსურ ოპერაციებს საკუთარ ხარჯზე. ეს ფონდები ორგანიზებულია და იმართება კერძო ან სახელმწიფო დამქირავებლების და მათი მუშაკების მიერ; მუშაკები და/ან დამქირავებლები რეგულარულად ახორციელებენ შენატანებს/ანარიცხებს ამ ფონდებში. ეს ქვესექტორი არ მოიცავს საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამებს, რომლებიც გათვალისწინებულია კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ცალკე ორგანიზებული ფონდი და არ მოიცავს ისეთ პროგრამებს, რომლებიც ორგანიზებულია არასამთავრობო დამქირავებლების მიერ და რომელთა რეზერვები უბრალოდ ჩართულია თვით დამქირავებლის სარეზერვო სახსრებში ან ინვესტირებულია ამ დამქირავებლების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში.

6. სხვა ფინანსური შუამავლების ქვესექტორი (S12320) მოიცავს სხვადასხვა ერთეულების ჯგუფს, სადაც შედის ყველა ფინანსური დაწესებულება, დეპოზიტური კორპორაციების, სადაზღვევო კომპანიების, საპენსიო ფონდებისა და დამხმარე ფინანსური ერთეულების გარდა. სხვა ფინანსური შუამავლების ქვესექტორში შემავალი ერთეულები, როგორც წესი, სახსრების მობილიზებას ახდენენ გრძელვადიანი ან სპეციალიზებული სახის დეპოზიტების მიღების და ფასიანი ქაღალდებისა და კაპიტალში მონაწილეობის ინსტრუმენტების გამოშვების გზით. ეს შუამავლები ხშირად სპეციალდებიან კონკრეტული კატეგორიის მსესხებლების დაკრედიტებაზე და ისეთი სპეციალური ფინანსური მექანიზმების გამოყენებაზე, როგორებიცაა, ფინანსური ლიზინგი, ფასიანი ქაღალდების სესხად გაცემა და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები.

7. ფინანსური შუამავლების ქვესექტორში შემავალი ერთეულების მაგალითებია:

ა) ფინანსური კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ ინსტიტუციურ ერთეულებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამეწარმეო სექტორის საწარმოებისა და შინამეურნეობებისათვის კრედიტების მიცემა. ბევრი ფინანსური კომპანია წარმოადგენს დაქვემდებარებულ შვილობილ ფირმას, რომელიც ახდენს ფინანსური სახსრების მობილიზებას სათავო კომპანიის მიერ გამოსაყენებლად. ასეთი ფირმები, წარმოადგენენ რა განცალკევებულ ინსტიტუციურ ერთეულებს, რომლებიც არ ახდენენ ფართო ფულის შემადგენლობაში შემავალი ვალდებულებების ემისიას, კლასიფიცირდებიან, როგორც ფინანსური შუამავლები. ფინანსური კომპანიები, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელნი, განიხილება როგორც სათავო კომპანიის ნაწილი, შესაბამისი ქვესექტორის შემადგენლობაში;

ბ) ფინანსური ლიზინგური კომპანიები ემსახურებიან მატერიალური აქტივების შეძენას. ლიზინგური კომპანიები წარმოადგენენ ამგვარი წესით შეძენილი საქონლის იურიდიულ მფლობელებს, თუმცა სინამდვილეში საკუთრების უფლების გადაცემა ხდება ლიზინგის მიმღებზე, რომელიც იღებს ყველანაირ სარგებელს, რაც დაკავშირებულია გადაცემულ აქტივებზე საკუთრების უფლებასთან, ასევე თავის თავზე იღებს ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ ყოველგვარ ხარჯსა და რისკს;

გ) საინვესტიციო ფონდები (გაერთიანებები) წარმოადგენენ ინსტიტუციურ ერთეულებს ფინანსური ორგანიზაციების სახით, საპენსიო ფონდების გარდა, რომლებიც თავს უყრიან ინვესტორთა სახსრებს, ფინანსური აქტივების შეძენის მიზნით. საინვესტიციო ფონდების მაგალითია ერთობლივი ფონდები, საინვესტიციო კონცერნები, საპაიო საინვესტიციო ფონდები და სხვა კოლექტიური ინვესტიციური ფონდები. ინვესტორები, როგორც წესი, იძენენ აქციებს, რომლებსაც ფიქსირებული წილი აქვთ ფონდში. საინვესტიციო ფონდების ლიკვიდურობა შესაძლოა იყოს საკმაოდ განსხვავებული. ზოგიერთ ქვეყანაში საინვესტიციო ფონდები არალიკვიდურია ან შეზღუდული ლიკვიდურობა გააჩნიათ. სხვა ქვეყნებში საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული აქციები ისეთივე (ან თითქმის ისეთივე) ლიკვიდურობით ხასიათდებიან, როგორითაც დეპოზიტური კორპორაციების დეპოზიტები და მათ მიერ ემიტირებული სხვა ვალდებულებები. თუ ლიკვიდური საინვესტიციო ფონდების ვალდებულებები შედის ფართო ფულის შემადგენლობაში, ასეთი ინვესტიციური ფონდები კლასიფიცირებულ უნდა იქნენ, როგორც სხვა დეპოზიტური კორპორაციები;

დ) ფასიანი ქაღალდების გარანტიით განმთავსებლები (ანდერრაიტერები) და დილერები აერთიანებენ ფიზიკურ პირებსა და ფირმებს, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციების წარმოებაზე:

დ.ა) დახმარების გაწევის გზით იმ ფირმებისათვის, რომლებიც უშვებენ ფასიან ქაღალდებს, ანდერრაიტინგისა და ახალი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განთავსების მეშვეობით;

დ.ბ) ახალი ან დაუფარავი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების გზით, საკუთარი ხარჯით. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ანდერრაიტერები და დილერები, რომლებიც გამოდიან ფინანსური შუამავლების როლში. ფასიანი ქაღალდების ბროკერები და სხვა ინსტიტუციური ერთეულები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ფასიანი ქაღალდების გამყიდველებსა და მყიდველებს შორის, მაგრამ არ ყიდულობენ ფასიან ქაღალდებს და არ ინახავენ მათ საკუთარ ხარჯზე, კლასიფიცირდებიან როგორც დამხმარე ფინანსური ერთეულები;

ე) მატარებელი კომპანიები წარმოადგენენ ფინანსურ სტრუქტურებს, რომლებიც შექმნილია სეკიურიტიზებული ან ისეთი აქტივების ფლობის მიზნით, რომლებიც გადაცემულია კორპორაციების ან სახელმწიფო საწარმოების ბალანსებიდან, მათი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში;

ვ) წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე სპეციალიზებული შუამავლები მოიცავენ ინსტიტუციურ ერთეულებს, რომლებიც უმთავრესად დაკავებულნი არიან ისეთი წარმოებულების გამოშვებით, რომლებიც მიჩნეულია ფინანსურ აქტივებად;

ზ) სპეციალიზებული ფინანსური შუამავლები მოიცავს ჰოლდინგურ კორპორაციებს, ფირმებს, რომლებიც აფინანსებენ ექსპორტ/იმპორტს.

8. დამხმარე ფინანსური ერთეულების ქვესექტორი (S12330) მოიცავს ფინანსურ დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ფინანსურ შუამავლობასთან, თუმცა ისინი შუამავლის სტატუსით არ საქმიანობენ. ასეთ ერთეულებს მიეკუთვნებიან:

ა) ფასიანი ქაღალდების საჯარო ბირჟები და ბაზრები, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზებულ სტრუქტურებს, ისეთებს, როგორებიცაა ფასიანი ქაღალდების კომპანია-დეპოზიტარები, სააღრიცხვო და კლირინგული ორგანოები, ასევე სხვა კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან ბირჟის საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურებით;

ბ) ბროკერები და აგენტები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ფიზიკური პირების ან ფირმების სახით და რომლებიც ორგანიზებას უწევენ, ასრულებენ ან სხვა გზით უზრუნველყოფენ კლიენტების ოპერაციებს ფინანსური აქტივებით. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ბროკერები და აგენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური კონტრაქტების ყიდვა-გაყიდვას კლიენტებისათვის, ასევე საფინანსო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც სპეციალიზებულ მომსახურებას უწევენ ბროკერებსა და მათ კლიენტებს. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი საბროკერო ფირმა ასევე დაკავებულია ფინანსური ფასიანი ქაღალდების ან წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვით თავისი ანგარიშით, შესაძლოა გაძნელდეს ბროკერებისა და აგენტების ანდერრაიტერებისა და დილერებისაგან გარჩევა. ასეთ შემთხვევაში, მოცემულ ჯგუფში ჩაირთვება მხოლოდ ის ბროკერები და აგენტები, რომლებიც ცალსახად არიან სპეციალიზებული საბროკერო და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და არა საშუამავლო საქმიანობაზე, რაც არის ანდერრაიტერებისა და დილერების პრეროგატივა;

გ) კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ვალუტის გაცვლას, მათ შორის, რომლებიც ყიდულობენ ან ყიდიან უცხოურ ვალუტას საცალო ან საბითუმო ბაზარზე;

დ) ფინანსური გარანტიების გამცემი კორპორაციები, სადაზღვევო და საპენსიო დამხმარე (დაზღვევის შემფასებლები და სამაშველო სამუშაოების ადმინისტრატორები) ერთეულები და სხვა დამხმარე ფინანსური ერთეულები, რომლებიც არ შედიან სხვა კატეგორიებში (მაგალითად, ამ კატეგორიაში მოხვდება ლომბარდები – S12333).

9. სამთავრობო სექტორი (S13000) წარმოადგენს იმ ეკონომიკური ერთეულების ერთობლიობას, რომლებიც დაკავებულნი არიან სამთავრობო მომსახურებით ინდივიდუალური და კოლექტიური მოხმარებისათვის, აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობები, ეწევიან შემოსავლებისა და დოვლათის გადანაწილებას.

10. შინამეურნეობების სექტორი (S14000) წარმოადგენს ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

11. შინამეურნეობის სექტორი იყოფა საკუთრივ ფიზიკურ პირებად (S14100) და ინდივიდუალურ მეწარმე ფიზიკურ პირებად (S14200).

12. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი და ასევე უნდა აისახოს სტატისტიკურ ანგარიშგებაში.

13. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არიან:

ა) ინდივიდუალური მეწარმე,

ბ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს);

გ) კომანდიტური საზოგადოება (კს);

დ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს);

ე) სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია);

ვ) კოოპერატივი.

14. მეწარმე სუბიექტები იყოფიან იურიდიულ პირებად და ინდივიდუალურ მეწარმე ფიზიკურ პირებად (იხ. სქემა 1).

15. იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები (კომპანიები) არიან: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.

16. ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე, როგორც „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს როგორც ფიზიკური პირი.

სქემა 1. მეწარმე სუბიექტების კლასიფიკაცია

Description: untitled.JPG

17. შინამეურნეობების მომსახურე კერძო არაკომერციული ორგანიზაციების სექტორი (შიმკაო; S15000) აერთიანებს ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა პრინციპული ფუნქციაა არასაბაზრო მომსახურების გაწევა შინამეურნეობებისათვის ან საზოგადოებისათვის მთლიანად. ასეთი ორგანიზაციებია: პოლიტიკური პარტიები, რელიგიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები და გაერთიანებები და ა.შ.

18. ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორი (CL–Nac) ახდენს ბანკის (რესპონდენტის) კლიენტის (კონტრაჰენტის) იდენტიფიცირებას ეკონომიკური საქმიანობის სახის მიხედვით. ეს კლასიფიკატორი შეესაბამება „ეკონომიკური საქმიანობის სახეების” საქართველოს ეროვნულ კლასიფიკატორს (სეკ 006-2016), რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების ევროპულ კლასიფიკატორს NACE Rev. 2 - Statistical Classification of Economic Activities in the European Community.

19. ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი სეკ 006-2016 წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კოდირების ეროვნული სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის N10 დადგენილებით, მოქმედებს 2016 წლის 1 აგვისტოდან და სავალდებულოა გამოსაყენებლად საქართველოში მოქმედი ყველა იურიდიული პირის მიერhttps://www.geostat.ge/media/13408/NACE-Rev-2_Georgian_2016.pdf

20. კლასიფიკაციის ობიექტებს (საკლასიფიკაციო სიმრავლის ელემენტს) სეკ 006-2016 – ში წარმოადგენენ ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლითაც ხასიათდება როგორც ერთპროფილიანი, ასევე მრავალპროფილიანი მეურნე სუბიექტები.

21. საქმიანობის სახე განისაზღვრება როგორც პროცესი, რომელიც მიმართულია იმ ერთგვაროვანი პროდუქციის (საქონელი, მომსახურება) მისაღებად, რომელიც ახასიათებს ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის მეტად დაწვრილმანებულ კატეგორიებს.

22. პირადი დამხმარე მეურნეობისა და საიჯარო მეურნეობების ეკონომიკური საქმიანობა შედის საქმიანობის სახეების შესაბამის კატეგორიებში.

23. სეკ 006-2016-ში გათვალისწინებულია განსხვავება ძირითად, მეორეხარისხოვან და დამხმარე საქმიანობებს შორის:

ა) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ისეთი საქმიანობა, რომელსაც შეაქვს უდიდესი წვლილი მეურნე სუბიექტის მიერ შექმნილ დამატებულ ღირებულებაში;

ბ) მეორეხარისხოვანი საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს პროდუქციის (საქონელი, მომსახურება) წარმოებას;

გ) დამხმარე საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ძირითადი საქმიანობის სახის უზრუნველსაყოფად შუალედური საქონლის ან მომსახურების მიწოდებით, მხოლოდ მოცემული ერთეულის მიერ გამოსაყენებლად.

24. რეგიონების კლასიფიკატორი (CL–Reg) ახდენს ბანკის (რესპონდენტის) მიერ განხორციელებული ოპერაციების იდენტიფიცირებას გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით. კერძოდ, რეზიდენტებთან განხორციელებული ოპერაციების იდენტიფიცირებას ქვეყნის შიგნით არსებული რეგიონების (ბანკის ფილიალების ადგილმდებარეობის) მიხედვით და არარეზიდენტებთან განხორციელებული ოპერაციების იდენტიფიცირებას საზღვარგარეთის მიხედვით.

25. გაცემული სესხების (განთავსებული დეპოზიტების) რეგიონების მიხედვით კლასიფიკაცია ხდება ბანკის იმ ფილიალის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით, რომელმაც გასცა სესხი (სადაც განთავსდა დეპოზიტი). ასეთი მიდგომა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია სტატისტიკური აღრიცხვის გამარტივების მიზნით.

26. ამასთან, ყურადღებამისაქცევია ის გარემოება, რომ საქართველოს შიგნით რეგიონების მიხედვით სესხებისა და ვადიანი დეპოზიტების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების შემთხვევაში.

27. რეგიონების მიხედვით ფინანსური/არაფინანსური ინსტრუმენტების, ასევე ფინანსური ოპერაციების იდენტიფიცირება ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ მოითხოვს ამ საკითხის დეტალიზაციას ეროვნული ბანკის მოთხოვნები შესაბამისი მონაცემთა ოჯახის მიხედვით.

28. თუ ბანკს გააჩნია ფილიალი საზღვარგარეთ, ასეთი ფილიალი მოცემული ქვეყნისათვის (საქართველოსათვის) წარმოადგენს არარეზიდენტს და შესაბამისად ამ ფილიალის მიერ განხორციელებული ოპერაციები არ უნდა მოხვდეს ანგარიშგებაში. რესპოდენტ ბანკსა და მის ფილიალს შორის ოპერაციები განიხილება, როგორც რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის განხორციელებული ოპერაციები. შესაბამისად, თუ რეზიდენტი ბანკის საზღვარგარეთის ფილიალში:

ა) სესხი აიღო (ან დეპოზიტი განათავსა) არარეზიდენტმა, ეს ოპერაცია განიხილება, როგორც არარეზიდენტებს შორის განხორციელებული ოპერაცია და არ მოხვდება ანგარიშგებაში;

ბ) სესხი აიღო (ან დეპოზიტი განათავსა) რეზიდენტმა – ეს ოპერაციაც არ მოხვდება ანგარიშგებაში, რამდენადაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია განიხილება როგორც რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის განხორციელებული ოპერაცია, სებსტატის ფარგლებში ანგარიშგებას ექვემდებარება ბანკი (და არა მისი კლიენტი), რომელიც ამ შემთხვევაში არის არარეზიდენტი და არ მონაწილეობს სებსტატის სქემაში.

29. სესხებზე დამატებითი ინფორმაციის კლასიფიკატორი (CL–Lop) ახდენს ბანკის მიერ გაცემული/მიღებული სესხების დეტალიზაციას სხვადასხვა ნიშნების მიხედვით.

30. კლასიფიკატორი ემსახურება იმის იდენტიფიცირებას, სესხის გაცემა ხდება ამა თუ იმ სფეროს, სექტორის ან დარგის განვითარების დასაფინანსებლად, კონკრეტული ტიპის საქონლის შესაძენად, თუ ხდება სპეციფიკური ტიპის სესხის გაცემა.

31. სამომხმარებლო სესხი (0100000) – ფიზიკურ პირზე/შინამეურნეობაზე გაცემული სესხი, ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების შესაძენად (საქონლისა და მომსახურების განვადებით შეძენის ჩათვლით), რომლის დაბრუნებაც, როგორც წესი, ხდება ნაწილ-ნაწილ, გრაფიკის მიხედვით; მოიცავს აგრეთვე სესხებს, გაცემულს სამედიცინო ხარჯებთან, დასვენებასთან და სხვა პერსონალურ ხარჯებთან დაკავშირებით, ასევე სტუდენტურ სესხებს. არ მოიცავს სესხებს, გაცემულს: უძრავი ქონების შეძენასთან და რემონტთან დაკავშირებით, ავტომობილის შესაძენად, ბიზნესისა და პროფესიული საქმიანობის დასაფინანსებლად, ბიზნესთან დაკავშირებული მოწყობილობისა და აღჭურვილობის შესაძენად, ასევე თანამშრომელთა არასამომხმარებლო სესხებს, დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხებს (თუ ვერ ხდება იდენტიფიცირება, რომ ის გაიცემა სამომხმარებლო მიზნებისათვის), ოვერდრაფტებს, საკრედიტო ბარათებით და სწრაფი განვადებით გაცემულ სესხებს; სამომხმარებლო სესხებში არ ჩაირთვება ისეთი სესხები, რომელთა მიკუთვნებაც ამ კატეგორიაზე ცალსახად შეუძლებელია და/ან არ არის განსაზღვრული ასეთად შესაბამის ხელშეკრულებაში.

32. უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისათვის გაცემული სესხი (0200000) – სესხი, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირზე უძრავი საცხოვრებელი ქონების (მათ შორის, შინამეურნეობისათვის განკუთვნილი მიწის) შესაძენად ან რემონტისათვის.

33. ბიზნესსესხი, გარდა მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხისა (0300000) – სესხი, რომელიც გაიცემა იმ ბიზნესისა და პროფესიული საქმიანობის დასაფინანსებლად, აგრეთვე იმ ბიზნესთან დაკავშირებული მოწყობილობისა და აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიის საწარმოებზე გაცემულ სესხს, ანუ ეს არის მსხვილ საწარმოებზე გაცემული სესხი, სადაც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს, ხოლო საშუალოწლიური ბრუნვის მოცულობა – 60 მლნ ლარს.

34. მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი (0400000) – სესხი, რომელიც გაიცემა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის:

ა) მცირე ბიზნესს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარს;

ბ) საშუალო ბიზნესს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა 49-დან 250 დასაქმებულამდეა, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12-დან 60 მლნ ლარამდე.

35. ავტოსესხი (0500000) – სესხი, გაცემული ავტომობილის შესაძენად და გასარემონტებლად, ავტოგანვადების ჩათვლით.

36. სალომბარდე სესხი (0600000) – ადვილად რეალიზებადი მოძრავი ქონების გირაოს ქვეშ გაცემული სესხი.

37. რეპო (0700000) – რეპოოპერაციებით ბანკებისათვის მიცემული სახსრები.

38. ოვერდრაფტი (0900000) წარმოადგენს მოკლევადიან სესხს, ინდივიდუალურად განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, რომელიც დაიშვება ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე და აძლევს მას საშუალებას გამოიყენოს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე იგი რეალურად ფლობს. ოვერდრაფტი, როგორც წესი, მიბმულია კლიენტის ხელფასზე და ათვისებულ თანხაზე არ მოქმედებს საშეღავათო პერიოდი;

39. საკრედიტო ბარათით გაცემული სესხი (1000000) – ბანკის მიერ მინიჭებული საკრედიტო ლიმიტი, უნაღდო ანგარიშსწორების შესასრულებლად ან/და ნაღდი ფულის მისაღებად, მათ შორის ბანკომატიდან. იგი იძლევა ფულადი სახსრებით სარგებლობის საშუალებას, როდესაც კლიენტის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი ამოწურულია. საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი. საკრედიტო ბარათების უმეტესობაზე მოქმედებს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში, ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი.

40. განვადება (1100000) – სესხი, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტში სასურველი ნივთის შესაძენად. განვადების დროს მომხმარებელი სასურველ ნივთს წინასწარ იძენს, ხოლო თანხას ეტაპობრივად იხდის. 

41. სხვა სესხები (0800000) – გულისხმობს ყველა დანარჩენ სასესხო პროდუქტს, რომელიც არ ხვდება ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებში.

42. ვადაგადაცილებული სესხი – სესხი, რომლის მიხედვითაც დავალიანება დაფარული არ არის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში; აგრეთვე სესხი, რომლის ძირითადი თანხის (მისი ნაწილის) ან პროცენტის განვადებით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ მომხდარა შეთანხმებულ ვადაში, რომელიც გათვალისწინებულია სესხთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში.

43. „სესხებზე დამატებითი ინფორმაციის კლასიფიკატორი“ ითვალისწინებს აგრეთვე არარესტრუქტურიზებული და რესტრუქტურიზებული სესხების გამიჯვნას.

44. რესტრუქტურიზებული სესხი გულისხმობს სესხს, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე, მსესხებლის იურიდიული ან ფინანსური მდგომარეობის გამო, არსებობს შეთანხმება ბანკსა და მსესხებელს შორის.

45. სესხებზე დამატებითი ინფორმაციის კლასიფიკატორში (CL–Lop) კოდის თანრიგებს აქვთ შემდეგი სტრუქტურა და დანიშნულება:

46. თანრიგი 1–2 აღნიშნავს სასესხო პროდუქტს (სამომხმარებლო, უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისათვის, ავტოსესხი და ა.შ.).

47. თანრიგი 3 – გამოიყენება საპროცენტო განაკვეთის ტიპის (ფიქსირებული/ცვალებადი) იდენტიფიცირებისათვის.

48. თანრიგი 4 – გამოიყენება არარესტრუქტურიზებული/რესტრუქტურიზებული სესხის იდენტიფიცირებისათვის.

49. თანრიგი 5 – აღნიშნავს სესხის კატეგორიას ან სხვა მახასიათებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

50. თანრიგი 6–7: გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის იდენტიფიცირებისათვის, როგორიცაა ვადაგადაცილების სტატუსის მიხედვით იდენტიფიცირება, ან სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, რომლის შესწავლის აუცილებლობაც შესაძლოა გაჩნდეს მომავალში.

51. FIM მონაცემთა ოჯახის შემთხვევაში სესხების დეტალიზაცია სავალდებულოა სესხებზე დამატებითი ინფორმაციის კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალიზაციით (თუ სხვა რამ არაა გათვალისწინებული სებ-ის მოთხოვნებით.

52. განსხვავებით ყოველთვიური FIM მონაცემთა ოჯახისაგან, FID ოჯახის მონაცემების წარდგენისას, თითოეული სასესხო პროდუქტის მიხედვით ეროვნულ ბანკში წარმოსადგენია მხოლოდ ZZ-ზე და Z0-ზე დაბოლოებული კოდების შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ZZ-ზე დამთავრებული კოდები წარმოადგენს 1–იანებზე დაბოლოებული კოდების ჯამს, ხოლო Z0-ზე დამთავრებული – 2, 3 და 4-იანზე დაბოლოებული კოდებით განსაზღვრული მონაცემების ჯამს.

53. სესხების უზრუნველყოფის კლასიფიკატორი (CL–Loc) ახდენს ბანკის მიერ გაცემული სესხების დეტალიზაციას უზრუნველყოფის სახეების მიხედვით:

ა) საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი – სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია სახლით, ბინით, მობილური სახლით, ინდივიდუალური შინამეურნეობისათვის განკუთვნილი მიწით;

ბ) კომერციული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი – სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია კომერციული უძრავი ქონებით, აგრეთვე სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისათვის გამოყოფილი სესხი. კომერციულ უძრავ ქონებას განეკუთვნება შენობა-ნაგებობები და მიწა, რომელიც გამოყენებულია წარმოების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის და სხვა ანალოგიური საქმიანობისათვის;

გ) დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი - სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია დეპოზიტით, აგრეთვე მესამე პირის კუთვნილი დეპოზიტით;

დ) ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხი – სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია ფასიანი ქაღალდებით;

ე) მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი – სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია მოძრავი ქონებით, ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილის გარდა;

ვ) სხვა ქონებით უზრუნველყოფილი სესხი – სესხები, რომლებიც უზრუნველყოფილია სხვა ქონებით, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მათ შორის, მესამე პირის გარანტიით, ხელფასით უზრუნველყოფილი და სხვ.;

ზ) საბლანკო სესხი – სესხი, რომელიც გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე.

54. თუ სესხს გააჩნია შერეული უზრუნველყოფა (და შესაძლოა, ამასთან, უზრუნველყოფის თანხა აჭარბებს სესხის თანხას), მაშინ სებსტატში უნდა გაიყოს ასეთი სესხი უზრუნველყოფის ტიპების თანხის პროპორციულად. მაგალითად, ვთქვათ გაცემულია სესხი 120000 ლარის ოდენობით და იგი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით – 80000 ლარი, მოძრავი ქონებით – 30000 ლარი და ფასიანი ქაღალდებით – 15000 ლარი. ასეთ შემთხვევაში მოცემული სესხი უნდა გაიყოს უზრუნველყოფის ტიპების თანხების პროპორციულად და გამოიგზავნოს სამ ნაწილად. ამდენად, საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შესაბამისი თანხა იქნება: 76800 (120000 x 64 : 100), მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილის შესაბამისი – 28800 (120000 x 24 : 100), ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილის შესაბამისი – 14400 (120000 x 12 : 100).

55. პრაქტიკაში შესაძლოა, რომ გაცემული სესხი არ იყოს სრულად უზრუნველყოფილი (ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხი). ასეთ შემთხვევაში, იმის დასადგენად, რომ სესხის არაუზრუნველყოფილი ნაწილი არის ერთი კონკრეტული სესხის ნაწილი და არა საბლანკო სესხი, CL–Loc კლასიფიკატორში არსებობს დამატებითი სტრიქონები უზრუნველყოფილი სესხის არაუზრუნველყოფილი ნაწილის იდენტიფიცირებისათვის. ასეთი სესხის შემთხვევაში სათანადო გაანგარიშებები ინფორმაციის წარმოსადგენად უნდა განხორციელდეს შესაბამისი სქემით.

56. აღნიშნული სესხის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს 4 გასაღების საშუალებით (უზრუნველყოფის ტიპების მიხედვით):

ა) კომერციული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ნაწილი (CL–Loc – LC2);

ბ) ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი ნაწილი (CL–Loc – LC3);

გ) ასევე პროპორციულად განაწილებული არაუზრუნველყოფილი ნაწილები:

გ.ა) არაუზრუნველყოფილი ნაწილი 1 (CL–Loc – LN2);

გ.ბ) არაუზრუნველყოფილი ნაწილი 2 (CL–Loc – LN3).

57. ზემოაღნიშნული პირობების გამო სესხის რამდენიმე ნაწილად წარმოდგენის შემთხვევაში, იმის იდენტიფიცირებისათვის, რომ საქმე ეხება ერთ კონკრეტულ სესხს (და არა რამდენიმეს), სასესხო ხელშეკრულების რაოდენობაში (QV) უნდა მიეთითოს სესხის მოცემული ნაწილის შესაბამისი კოეფიციენტი.

58. ანალოგიურად ვიქცევით სესხის ვადაგადაცილებული ნაწილის არსებობის შემთხვევაშიც.

59. ფინანსური ინსტრუმენტების რანჟირების კლასიფიკატორი (CL–Rng) ახდენს ბანკის მიერ გაცემული სესხების(AS)/მიღებული(LI) დეპოზიტების რანჟირებას განსაზღვრული ინტერვალების მიხედვით, რომელიც ჩამოთვლილია CL–Rng კლასიფიკატორში.

60. სესხის ნაშთის შემთხვევაში მისი რანჟირება უნდა მოხდეს სესხის დარჩენილი ნაშთის შესაბამისად, ხოლო დეპოზიტის ნაშთის შემთხვევაში – ამ ნაშთის შესაბამისი მოცულობის მიხედვით. ამასთან, სესხის დარჩენილი ნაშთი უნდა გაიყოს ვადაგადაცილების გარეშე და ვადაგადაცილებულ ნაწილებად და თითოეული ნაწილი რანჟირებული უნდა იქნეს იმ დიაპაზონში, რომელიც შეესაბამება სესხის დარჩენილი ნაშთის მთლიან მოცულობას.

61. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სესხს არ გააჩნია დარჩენილი ნაწილი და მთლიანად ვადაგადაცილებულია, მაშინ მისი რანჟირება უნდა მოხდეს ამ ვადაგადაცილებული თანხის მოცულობის შესაბამისად.

62. თუ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა ვადაგადაცილებული ნაშთის ზრდას, მაგრამ სესხის დარჩენილი ნაწილი მაინც მეტია 0-ზე, მაშინ ვადაგადაცილებული სესხის ნაკადის რანჟირება უნდა მოხდეს ასევე დარჩენილი ნაშთის მოცულობის მიხედვით.

63. როგორც სესხის, ისე დეპოზიტის ნაკადების (ახალი სესხის/დეპოზიტის) შემთხვევაში მათი რანჟირება უნდა მოხდეს შესაბამისი ნაკადების მოცულობის მიხედვით.

64. დეპოზიტის ზოგიერთი ტიპის შემთხვევაში (მაგალითად, დაგროვებითი დეპოზიტი), თუ საანგარიშო თვის განმავლობაში კონკრეტული კლიენტი კონკრეტულ ანგარიშზე თანხას შემოიტანს რამდენჯერმე, მაშინ შესაბამისი თვის ანგარიშგებაში ეს ნაკადი აისახება ჯამის სახით, როგორც ერთი ნაკადი და რანჟირების მიზნით მოხვდება ამ ჯამის შესაბამის დიაპაზონში.

65. ანალოგიური მიდგომაა სესხის ნაკადის შემთხვევაშიც, თუ მისი გატანა ანგარიშიდან ხდება ნაწილ-ნაწილ საანგარიშო თვის განმავლობაში.

66. დეპოზიტის შემთხვევაში, მიუხედავად დეპოზიტის ტიპისა (ვადიანი, დაგროვებადი, საინვესტიციო ანაბარი და ა.შ.) რანჟირება უნდა მოხდეს დეპოზიტის არსებული ნაშთის შესაბამისად.

67. საპროცენტო განაკვეთების კლასიფიკატორი (CL–Ir) ახდენს ბანკის მიერ გაცემული/მიღებული სესხებისა და განთავსებული დეპოზიტების შესაბამისი საპროცენტო განაკვეთების იდენტიფიცირებას.

68. სებსტატში საპროცენტო განაკვეთების ასახვა ეფუძნება იმავე პრინციპს, რაც იყო გამოყენებული აქამდე არსებულ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში. ანუ, ბანკი როგორც გაცემული სესხის, ისე განთავსებული დეპოზიტის მიხედვით მიუთითებს კონკრეტულ საპროცენტო განაკვეთს (ოთხი ათწილადი ნიშნის მითითებით), CL–Ir კლასიფიკატორის შესაბამისად და შესაბამისი სესხის/დეპოზიტის თანხას.

69. შეფასების ტიპების კლასიფიკატორი (CL–MType) ახდენს თითოეული ფინანსური/არაფინანსური ინსტრუმენტის შეფასების ტიპის იდენტიფიცირებას.

70. სებსტატი ითვალისწინებს ფინანსური/არაფინანსური ინსტრუმენტების შეფასებას შემდეგ კლასიფიკაციას:

ა) BV – თანხა (საბალანსო ღირებულება);

ბ) ER - ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

გ) QV – რაოდენობა;

დ) MV – საბაზრო ღირებულება;

ე) VC – ღირებულების ცვლილება;

ვ) OC – სხვა ცვლილებები;

ზ) SH - ანაზღაურებული თანხის პროცენტი არაავტორიზებული ოპერაციით განცდილ ზარალთან.

მუხლი 9. ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაცია

ფინანსური სექტორის ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ა) მონეტარული ოქრო და სესხის სპეციალური უფლებები;

ბ) ნაღდი ფული და დეპოზიტები;

გ) ფასიანი ქაღალდები, აქციების გარდა;

დ) სესხები;

ე) აქციები და სხვა საკუთარი კაპიტალი;

ვ) დაზღვევა, საპენსიო და სტანდარტიზებული საგარანტიო სქემები;

ზ) ფინანსური წარმოებულები და თანამშრომელთა ოფციონები აქციებზე;

თ) სხვა მისაღები/გადასახდელი ანგარიშები;

ი) არაფინანსური აქტივები.

მუხლი 10. მონეტარული ოქრო და სესხის სპეციალური უფლებები (SDRs)

1. მონეტარული ოქრო და სესხის სპეციალური უფლებები (SDRs), გამოშვებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, წარმოადგენს აქტივებს და, როგორც წესი, იმყოფება მონეტარული ხელისუფლების მფლობელობაში.

2. მონეტარული ოქრო წარმოადგენს ოქროს, რომელზედაც საკუთრების უფლებას ფლობს მონეტარული ხელისუფლება (ცენტრალური ბანკი) და ინახავს მას, როგორც სარეზერვო აქტივს. მონეტარულ ოქროს მიეკუთვნება მხოლოდ ის ოქრო, რომელიც წარმოადგენს ფინანსურ აქტივს და უცხოური რეზერვების ნაწილს. იგი მოიცავს ოქროს ზოდებს (ოქროს ანგარიშებზე არსებული ოქროს ჩათვლით). აქედან გამომდინარე, ოქროს ზოდები შეიძლება იყოს მხოლოდ ცენტრალური ბანკის ფინანსური აქტივი.

3. ოქრო, რომელიც არ წარმოადგენს მონეტარულ ოქროს, კლასიფიცირდება როგორც არამონეტარული ოქრო და აღირიცხება როგორც არაფინანსური აქტივი.

მუხლი 11. ნაღდი ფული და დეპოზიტები

1. ნაღდი ფული მოიცავს ბანკნოტებსა და მონეტებს, დენომინირებულს ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით, რომელიც წარმოადგენს სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ან მთავრობის ვალდებულებებს.

2. ეს კატეგორია მოიცავს: ბანკის სალაროს (F02101), ფულად სახსრებს ბანკომატებში (F02102), კვანძგარეთა საოპერაციო სალაროს (F02103), ბანკნოტებს და მონეტებს გზაში (F02104), სხვა საგადახდო დოკუმენტებს (F02105).

3. ოქროს მონეტები, რომლებიც არ არის მიმოქცევაში, განიხილება როგორც არაფინანსური აქტივი.

4. ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფულის მიღებაზე ბანკის მიერ განაცხადის წარდგენიდან ფულის ფაქტობრივ მიღებამდე ეროვნული ბანკი ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან მოხსნილ ფულს ჩარიცხავს სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც შესაბამისად აისახება ინსტრუმენტზე: F02104 – ბანკნოტები და მონეტები გზაში.

5. დეპოზიტები:

ა) დეპოზიტი (საბანკო) – შენახვის მიზნით ბანკში განთავსებული ფულადი სახსრები. საბანკო ანგარიშგებაში დეპოზიტი აისახება, როგორც ბანკის ვალდებულება. დაფარვის ვადის მიხედვით არსებობს მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტები;

ბ) სავალდებულო რეზერვები ეროვნულ ბანკში (F02201) – ბანკების საერთო აქტივების ნაწილი, რომელიც ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას, უზრუნველყოფს მომხმარებლების ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და ზღუდავს კრედიტების გაცემას; იგი ამავე დროს წარმოადგენს ბანკების მინიმალური რეზერვების ნაწილს, გაანგარიშებულს მოზიდული სახსრების მიმართ დადგენილი ნორმის შესაბამისად, რომელსაც განსაზღვრავს ეროვნული ბანკი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის მოთხოვნებიდან გამომდინარე; წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას დეპოზიტური კორპორაციების მიმართ;

გ) საკორესპონდენტო ანგარიშები (F02202) – მოიცავს დეპოზიტური კორპორაციების საკორესპონდენტო ანგარიშებს ეროვნულ ბანკში, აგრეთვე „ნოსტრო“ ანგარიშებს რეზიდენტ და არარეზიდენტ დეპოზიტურ კორპორაციებში და რეზიდენტი და არარეზიდენტი ცენტრალური ბანკებისა და დეპოზიტური კორპორაციების „ლორო” ანგარიშებს;

დ) მიმდინარე ანგარიშები/დეპოზიტები (F02203) – საბანკო ანგარიშები, რომლებზედაც განთავსებულია კლიენტთა თავისუფალი ფულადი სახსრები და საიდანაც თანხის მოხსნა შესაძლებელია დაუყოვნებლივ, კლიენტის მოთხოვნისთანავე; ამ ანგარიშების დანიშნულებაა კლიენტთა ფინანსური ოპერაციების განხორციელება, მათივე დავალებით;

ე) დეპოზიტი მოთხოვნამდე (F02204) – საბანკო დეპოზიტი, რომელიც ექვემდებარება მფლობელისათვის უკან დაბრუნებას დაუყოვნებლივ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე;

ვ) ვადიანი დეპოზიტები (F02205) – შენახვის მიზნით ბანკში ფიქსირებული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები, რისთვისაც კლიენტს ერიცხება გარკვეული პროცენტი;

ზ) მიუხედავად იმისა, რომ „სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 3 მაისის N49/04 ბრძანების თანახმად საბანკო დეპოზიტად განიხილება აგრეთვე ბანკის სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი (მუხლი 1, პუნქტი 2,3), რომელიც ჩაირთვება ლარით დენომინირებული ვადიანი დეპოზიტების (F02205) კატეგორიაში, ეროვნული ბანკის ანალიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სადეპოზიტო სერტიფიკატების ეს სახეობა სებსტატში აღირიცხება დამოუკიდებლად „ფასიანი ქაღალდები, აქციების გარდა“ ნაწილში, კოდით F03300;

თ) დეპოზიტები გარანტიების მიხედვით (F02206) – სახსრები, რომლებიც წარმოადგენს გარანტიების მიხედვით გადახდის უზრუნველყოფას;

ი) დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნაკების მიხედვით (F02207) – ანგარიშები იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დეპონირებული სახსრების აღსარიცხავად, რომელიც უფლებას აძლევს მეანაბრეს გამოწეროს ჩეკი, მისი ანგარიშიდან ჩეკის მიმღების ანგარიშზე განსაზღვრული თანხის გადარიცხვის მიზნით;

კ) დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით (F02208) – იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დეპონირებული და ინკასირებული სახსრები, რომლებიც გამოიყენება გადახდის სხვადასხვა საშუალებებით ანგარიშსწორებისათვის;

ლ) დეპოზიტური ანგარიშები აკრედიტივის მიხედვით (F02209) – ანგარიშები, რომლებზედაც წინასწარ დაჯავშნულია სახსრები გაწეული მომსახურებისა და მიწოდებული მატერიალური ფასეულობების ღირებულების გადასახდელად;

მ) დეპოზიტური ანგარიშები დანარჩენი საგადასახადო საბუთების მიხედვით (F02210) – ანგარიშები, საგადასახადო საბუთების მიხედვით, რომლებიც არ მიეკუთვნება F02202, F02207, F02208 და F02209 ინსტრუმენტებს;

ნ) სხვა დეპოზიტები (F02211) – მოიცავს დეპოზიტებს, რომლებიც არ მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილი დეპოზიტებიდან არცერთს.

6. თუ არსებულ დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება დეპოზიტის ნაშთის სიდიდის მიხედვით, მაშინ ანგარიშგებაში უნდა აისახოს პერიოდის ბოლოსათვის არსებული ნაშთის მოცულობის მიხედვით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი.

მუხლი 12. ფასიანი ქაღალდები, აქციების გარდა

ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები) – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები.

მუხლი 13. სესხები

1. სესხი (F04000) წარმოადგენს ფინანსურ აქტივს, რომელიც წარმოიშობა, როცა კრედიტორი ასესხებს სახსრებს დებიტორს.

2. სესხების დეტალურად შესწავლის მიზნით სებსტატი იყენებს „სესხებზე დამატებითი ინფორმაციის კლასიფიკატორს“ (CL–Lop) და, აგრეთვე, „სესხების უზრუნველყოფის კლასიფიკატორს” (CL–Loc).

მუხლი 14. აქციები და სხვა საკუთარი კაპიტალი

აქცია – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ემიტენტის საწესდებო კაპიტალის ნაწილია და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებებს სააქციო საზოგადოების მოგების წილის მიღებაზე, სააქციო საზოგადოების მართვაში მონაწილეობასა და სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში ქონების წილზე.

მუხლი 15. დაზღვევა, საპენსიო და სტანდარტიზებული საგარანტიო სქემები

ეს ინსტრუმენტი მოიცავს დაზღვევის, საპენსიო და სტანდარტიზებული საგარანტიო სქემების ფუნქციებს შემოსავლებისა და ქონების გადანაწილების ფორმით, რომლებიც ხორციელდება ფინანსური შუამავლების მეშვეობით.

მუხლი 16. ფინანსური წარმოებულები და თანამშრომელთა ოფციონები აქციებზე

1. ფინანსური წარმოებული (წარმოებული ფინანსური კონტრაქტი) წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან, მაჩვენებლებთან ან საქონელთან და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსურ ბაზარზე კონკრეტული ფინანსური რისკების (როგორებიცაა საპროცენტო და სავალუტო რისკები, აქციების კურსის და საქონლის ფასების ცვლილების რისკი, საკრედიტო და ა.შ. რისკები) ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება, ძირითადი ინსტრუმენტისაგან დამოუკიდებლად.

2. წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება წარმოდგება საბაზო ობიექტის (როგორიც შეიძლება იყოს აქტივი ან ინდექსი) ფასისაგან.

3. წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისათვის, როგორებიცაა რისკების მართვა, ჰეჯირება და სხვა.

4. წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები წარმოდგენილი შეიძლება იყოს ორი ფართო კატეგორიით, როგორებიცაა ფორვარდული ტიპის კონტრაქტები და ოპციონები.

მუხლი 17. სხვა დებიტორები/კრედიტორები

1. სხვა დებიტორები/კრედიტორები მოიცავს სავაჭრო კრედიტებს, ავანსებს და სხვა მუხლებს, რომლებიც არ მიეკუთვნება არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ფინანსურ ინსტრუმენტს.

2. სხვა დებიტორები/კრედიტორების კატეგორიაში განხილული სავაჭრო კრედიტები უნდა განვასხვაოთ სესხების კატეგორიაში განხილული ვაჭრობაზე გაცემული კრედიტებისაგან. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ეს უკანასკნელი არის პროცენტის (შემოსავლის) მომტანი, მაშინ, როცა პირველი მათგანი არ არის პროცენტის (შემოსავლის) მომტანი.

3. სხვა დებიტორები/კრედიტორებში შემავალი სხვა მისაღები/გადასახდელი ანგარიშების შემადგენლობაში არსებული ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების (ინსტრუმენტები F08511-F08517) აღრიცხვისას, ყურადღებამისაქცევია ის გარემოება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახური შედის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში, აღნიშნული გადასახადები მაინც არის ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლები და ამდენად კონტრაჰენტი სექტორის იდენტიფიცირებისას მითითებული უნდა იქნეს S13100 (ცენტრალური მთავრობა) და არა S13099 (ფინანსთა სამინისტრო; თუმცა ფინანსთა სამინისტროც ცენტრალური მთავრობაა, მაგრამ მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სამთავრობო სექტორში განიხილება ცალკე ქვესექტორის სახით).

მუხლი 18. არაფინანსური აქტივები

არაფინანსური აქტივები მოიცავს ძირითად საშუალებებსა და არამატერიალურ აქტივებს, აგრეთვე არამონეტარულ ოქროს.

მუხლი 19. ოპერაციები, ნაშთები, ნაკადები და სხვა ცვლილებები: არსი და შეფასება

1. სებსტატის კონცეფცია ემყარება ნაშთებსა და ნაკადებს შორის არსებულ ცნობილ იგივეობას: (CS = OS + T + VC + OCVA (1)

ან სხვაგავარად -

CS − OS − T − VC − OCVA = 0 (2),

სადაც: OS არის საწყისი ნაშთი (ნაშთი პერიოდის დასაწყისისათვის);

CS – საბოლოო ნაშთი (ნაშთი პერიოდის ბოლოსათვის);

T – ოპერაციები;

VC – ღირებულების ცვლილება;

OCVA – სხვა ცვლილებები.

T, VC და OCVA წარმოადგენს ნაკადებს.

2. ამასთან, სებსტატის კონტექსტში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ:

ა) ოპერაციები ითვალისწინებს იმ ნაკადების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას, რომლებიც ზრდის ანგარიშზე ნაშთებს ან ამცირებს (მაგალითად, აქტიური ანგარიშის შემთხვევაში ნაშთს ზრდის დებეტური ბრუნვები, პასიური ანგარიშის შემთხვევაში კი – კრედიტული ბრუნვები);

ბ) ოპერაციებისაგან განსხვავებით ღირებულებითი ცვლილებები (VC) და სხვა ცვლილებები (OCVA) სებსტატში უნდა აისახოს სალდოს სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილებების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა მონაცემები დაფიქსირდეს „–„ ნიშნით.

მუხლი 20. ოპერაციებისა და ღირებულების ცვლილების გაანგარიშება

1. შემთხვევა 1: როცა სხვა ცვლილებებს (OCVA) ადგილი არა აქვს

ოპერაციებისა (T) და ღირებულების ცვლილების (VC) შეფასება უცხოური ვალუტით დენომინირებული მოცემული კონკრეტული ინსტრუმენტის მიხედვით მოითხოვს ინფორმაციას გაცვლითი კურსებისა (e) და არსებული საწყისი (S) და საბოლოო (S) ნაშთების შესახებ შესაბამის ვალუტაში. თითოეული მათგანი გამოითვლება შემდეგი ფორმულებით:

ოპერაციების ცვლილება:

T=em(S1 S0)                           (1)

ღირებულების ცვლილება:

VC=e1S1   e0S0   em (S1 S0 )=(e1  em )S1 (e0  em)S0               (2)

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ არსებული ნაშთები ეროვნული ვალუტით გამოისახება შემდეგნაირად:

საწყისი ნაშთი: OS= e0S0  (3)

საბოლოო ნაშთი: CS= e1S1 (4)

და შევცვლით (1) და (2) ტოლობებში S0 -ს და S1- ს თავიანთი მნიშვნელობებით (3) და (4) ტოლობებიდან გამომდინარე, მაშინ მივიღებთ ოპერაციებისა და ღირებულების ცვლილებების გამოსათვლელ შემდეგ ფორმულებს:

T=(em/e1)CS  (em/e0)OS, (6)

VC=[1(em/e1)]CS  [1(em/e0)]OS  (7)

მაგალითი: ვთქვათ უნდა გავიანგარიშოთ ოპერაციებისა და ღირებულების ცვლილება ევროთი დენომინირებული დეპოზიტებისათვის (როცა სხვა ცვლილებებს (OCVA) ადგილი არა აქვს). გვაქვს შემდეგი მონაცემები:

დეპოზიტების საწყისი ნაშთი უცხოური ვალუტით (S): € 112

დეპოზიტების საბოლოო ნაშთი უცხოური ვალუტით (S): € 122

გაცვლითი კურსი პერიოდის დასაწყისისათვის (e0 ): 2.1

გაცვლითი კურსი პერიოდის ბოლოსათვის (e1 ): 2.2

ყოველდღიური საშუალო გაცვლითი კურსი (em ) პერიოდის განმავლობაში: 2.18

დეპოზიტების საწყისი ნაშთი ეროვნული ვალუტით (OS): GEL 235.2

დეპოზიტების საბოლოო ნაშთი ეროვნული ვალუტით (CS): GEL 268.4.

მოცემულობიდან გამომდინარე მივიღებთ –

ოპერაციების ცვლილებას:

T = 2.18*(122-112) = 21.8 (იხ. ტოლობა (1)), ან

T = (2.18/2.2)*268.4 – (2.18/2.1)*235.2 = 265.96 – 244.16 = 21.8 (იხ. ტოლობა (6)),

ღირებულების ცვლილებას:

VC = (2.2 – 2.18)*122 – (2.1 – 2.18)*112 = 11.4 (იხ. ტოლობა (2)),

VC = [1 – (2.18/2.2)]*268.4 – [1 – (2.18.2.1)]*235.2 = 11.4 (იხ. ტოლობა (7)),

VC = 268.4 – 235.2 – 21.8 = 11.4 (გამოკლების მეთოდით).

2. შემთხვევა 2: როცა სახეზეა ინსტრუმენტის მოცულობის სხვა ცვლილებებიც (OCVA)

როცა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს ინსტრუმენტის მოცულობის სხვა ცვლილებებსაც, მაშინ ოპერაციებისა და ღირებულების ცვლილებების გაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:

ოპერაციების ცვლილება –

T=em(S1 S0 OCVA)                           (8)

ღირებულების ცვლილება –

VC=e1S1   e0S0   e1OCVAem (S1 S0 OCVA) ==(e1  em )S1 (e0  em)S0(e1  em)OCVA             (9)

ოპერაციებისა და ღირებულების ცვლილება ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშებული ნაშთების მიხედვით, გაიანგარიშება შემდეგნაირად.

T=(em/e1)CS  (em/e0)OS  emOCVA, (10)

VC=[1(em/e1)]CS  [1(em/e0)]OS  (e1  em )OCVA (11)

მაგალითი: ვთქვათ უნდა გავიანგარიშოთ ოპერაციებისა და ღირებულების ცვლილება ევროთი დენომინირებული სესხებისათვის.

გვაქვს შემდეგი მონაცემები:

სესხების საწყისი ნაშთი უცხოური ვალუტით (S): € 152

სესხების საბოლოო ნაშთი უცხოური ვალუტით (S): € 137

გაცვლითი კურსი პერიოდის დასაწყისისათვის (e0 ): 2.1

გაცვლითი კურსი პერიოდის ბოლოსათვის (e1 ): 2.2

ყოველდღიური საშუალო გაცვლითი კურსი (em ) პერიოდის განმავლობაში: 2.18

სესხების საწყისი ნაშთი ეროვნული ვალუტით (OS): GEL 319.2

სესხების საბოლოო ნაშთი ეროვნული ვალუტით (CS): GEL 301.4

OCVA = € 13

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მივიღებთ –

ოპერაციების ცვლილებას:

T = 2.18* (137 – 152 – 13) = -61.04 (იხ. ტოლობა (8)),

T = (2.18/2.2)*137 – (2.18/2.1)*152 – 2.18*13 = -61.04 (იხ. ტოლობა (10),

ღირებულების ცვლილებას:

VC = (2.2 – 2.18)*137 – (2.1 – 2.18)*152 – (2.2 – 2.18)*13 = 14.64 (იხ. ტოლობა (9)),

VC = [1 – (2.18/2.2)]*301.4 – [1 – (2.18/2.1)*319.2 – (2.2 – 2.18)*13 = 14.64 (იხ. ტოლობა (11)),

VC = 301.4 – 319.2 – (-61.04) – 2.2*13 = 14.64 (იხ. ტოლობა (8)).

3. სებსტატში ოპერაციის ნაკადების აღრიცხვისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

ა) სესხების შემთხვევაში:

ა.ა) გაცემულ სესხად ითვლება სესხი, რომელიც გაიცა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და იგი ანგარიშგებაში განიხილება, როგორც ნაკადი;

ა.ბ) თუ არსებული სესხი დაიფარა ვადაზე ადრე და გაიცა ახალი სესხი, ასეთ შემთხვევაში ეს სესხი განიხილება, როგორც ნაკადი და ჩაირთვება ანგარიშგებაში;

ა.გ) თუ ადგილი აქვს ვადაგადაცილებული სესხის რესტრუქტურიზაციას და კლიენტთან ფორმდება ახალი ხელშეკრულება, მაშინ ასეთი სესხი განიხილება როგორც ახალი სესხი და ანგარიშგებაში ჩაირთვება როგორც ნაკადი.

ა.დ) თუ არსებულ სესხს მხოლოდ გაუგრძელდა დაფარვის ვადა, იგი არ განიხილება როგორც ნაკადი. ამასთან, ანგარიშგებაში იგი უნდა აისახოს ნაშთების კატეგორიაში, ახალი ვადის შესაბამისა, თუმცა, ეს სესხი სტანდარტული სესხის კატეგორიიდან უნდა გადაკლასიფიცირდეს რესტრუქტურიზებული სესხის კატეგორიაში და ანგარიშგებაში უნდა აისახოს შესაბამისად;

ა.ე) სესხის ნებისმიერი მახასიათებლის ცვლილება, რომელიც იწვევს სესხის არსებული ხელშეკრულების კორექტირებას, უნდა აისახოს OC კოდით.

ბ) დეპოზიტების შემთხვევაში:

ბ.ა) დეპოზიტი, რომელიც ბანკში განთავსდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განიხილება როგორც ნაკადი და ანგარიშგებაში აისახება შესაბამისად;

ბ.ბ) თუ საანგარიშო პერიოდში მოხდა დეპოზიტის ვადის გაგრძელება, მაშინ იგი განიხილება როგორც ახალი დეპოზიტი და ანგარიშგებაში აისახება როგორც ნაკადი, შესაბამისი პირობებით;

ბ.გ) თუ დეპოზიტის ვადის გასვლამდე მოხდა შეთანხმებული პირობების შეცვლა, მაშინ იგი განიხილება როგორც ახალი დეპოზიტი და ანგარიშგებაში აისახება როგორც ნაკადი.

4. აქტივებისა და ვალდებულებების ის კატეგორიები, რომლებიც ექვემდებარება ღირებულების ცვლილებას, მოცემულია ცხრილში 26.

5. სებსტატში ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება ხდება საბალანსო ღირებულებით ან საბაზრო/რეალური ღირებულებით (Market Value/Fair Value).

მუხლი 21. ინსტრუმენტების აღრიცხვის ერთეული

1. მონაცემთა ღირებულებით აღრიცხვასთან დაკავშირებით სებსტატში გასათვალისწინებელია შემდეგი მოთხოვნები:

ა) FIM მონაცემთა ოჯახში სესხები და დეპოზიტები აღირიცხება ორიგინალური ვალუტით, ხოლო დანარჩენი ინსტრუმენტები - ეროვნული ვალუტით (საანგარიშო თვის ბოლოსათვის მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით);

ბ) FID მონაცემთა ოჯახში:

ბ.ა) სესხები - აქტივები - ორიგინალური ვალუტით;

ბ.ბ) სესხები - ვალდებულებები - ეროვნული ვალუტით (საანგარიშო თვის ბოლოსათვის მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით);

ბ.გ) დეპოზიტები: F02202-დან F02205-ის ჩათვლით - ორიგინალური ვალუტით;

ბ.დ) დეპოზიტები: F02201, F02206-დან F022011-ის ჩათვლით - ეროვნული ვალუტით (საანგარიშო თვის ბოლოსათვის მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით);

ბ.ე) სადეპოზიტო სერტიფიკატები F03200 - ორიგინალური ვალუტით;

ბ.ვ) დანარჩენი ინსტრუმენტები - ეროვნული ვალუტით (საანგარიშო თვის ბოლოსათვის მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით).

2. ყველა მაჩვენებლის წარმოდგენა ხდება ერთეულებში (არა ათასებში, მილიონებში და ა.შ.).

დანართი №2

სებსტატი – გზამკვლევი კომერციული ბანკებისათვის და მიკრობანკებისთვის

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ატრიბუტი – სტატისტიკური მონაცემის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც რაოდენობრივად ან ღირებულებით გამოსახულებაში აღწერს მოცემულ მონაცემს;

ბ) გარე მომხმარებელი – კომერციული ბანკის/მიკრობანკის (შემდგომში – ბანკი) თანამშრომელი, რომელიც მუშაობს სებსტატის გარემოში მონაცემთა გენერაციაზე, ატვირთვაზე ან/და მონაცემთა გამოყენებაზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) სტატისტიკური მონაცემების ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის თანამშრომელი;

გ) გასაღები – კონკრეტული სტატისტიკური მონაცემის მაიდენტიფიცირებელი კოდი;

დ) დუბლირებული გასაღებების კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა სისტემა ამოწმებს, რომ არ მოხდეს ზუსტად ერთნაირი პარამეტრების მქონე მონაცემის ატვირთვა ბანკის მიერ. ასეთი მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთ გასაღებად, ჯამის სახით;

ე) კოდე ლისტი (CodeList) – სებსტატის ამა თუ იმ მონაცემთა ოჯახის მონაცემთა იდენტიფიცირების მიზნით შექმნილი კლასიფიკატორი. თითოეულ მონაცემთა ოჯახში გამოიყენება იმდენი კლასიფიკატორი (CodeList), რამდენ თანრიგიანიც არის შესაბამის მონაცემთა გასაღები;

ვ) ლოგიკური კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა მოწმდება სტატისტიკური მონაცემის გარკვეულ პარამეტრებს შორის ლოგიკური შესაბამისობა. მაგალითად, თუ რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტი, სექტორების კლასიფიკატორის მიხედვით (CL–Sec), არის ბანკი (S12210), მაშინ ამ უკანასკნელის საქმიანობის სახეობა, ეკონომიკური საქმიანობის სახეობების კლასიფიკატორის (CL–Nac) მიხედვით აუცილებლად უნდა იყოს „ფინანსური შუამავლობა“ ( J0);

ზ) მეწყვილე გასაღები – გასაღები, რომლის არსებობაც აუცილებლად გულისხმობს მსგავსი გასაღების არსებობას, მხოლოდ ერთი განსხვავებული პარამეტრით;

თ) მნიშვნელობათა (value) კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა მოწმდება სტატისტიკური მონაცემის მნიშვნელობის სისწორე რეპორტების ბაზაზე, მაგალითად, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ზოგადი ტენდენციიდან „ამოვარდნის“ შემთხვევები და სხვ;

ი) მომხმარებელი – პირი, რომელიც მუშაობს სებსტატის მონაცემთა გენერაციაზე, ატვირთვაზე, დამუშავებაზე, გამოქვეყნებაზე ან/და მონაცემთა გამოყენებაზე. არსებობს შიდა და გარე მომხმარებელი;

კ) მონაცემთა ოჯახი – ერთგვაროვან სტატისტიკურ მონაცემთა ერთობლიობა. იგი გულისხმობს მონაცემთა მსხვილ გაერთიანებებს, მაგალითად, „ყოველთვიური ფინანსურ და სტატისტიკურ მონაცემთა ოჯახი“ (FIM Family), „ფულადი გზავნილების სტატისტიკურ მონაცემთა ოჯახი“ (MTR Family) და ა.შ;

ლ) მსაზღვრელები – სტატისტიკური მონაცემის სტრუქტურის აღმწერი პარამეტრები (მაგალითად, ინსტრუმენტის ტიპი, მისი სტატუსი, ვადიანობა, რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტის რეზიდენტობა და ა.შ.);

მ) პაკეტი – საანგარიშო პერიოდის დამთავრების შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ბანკი მიერ ეროვნულ ბანკში წარსადგენ მონაცემთა ოჯახი;

ნ) პაკეტის სტატუსი – განისაზღვრება ატვირთული ფაილის მდგომარეობის/ხარისხის მიხედვით და მინიჭებული აქვს სისტემის მიერ, სტატუსი:

ნ.ა) ახალი;

ნ.ბ) დადასტურებული;

ნ.გ) დაწუნებული;

ნ.დ) პროცესშია.

ო) შიდა მომხმარებელი – ეროვნული ბანკის თანამშრომელი, რომელიც მუშაობს სებსტატის გარემოში მონაცემთა დამუშავებაზე, გამოქვეყნებაზე ან/და მონაცემთა გამოყენებაზე;

პ) შეტყობინებების სერვისები – ეროვნულ ბანკსა და ბანკებს შორის სებსტატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო შეტყობინებების ავტომატური მიმოცვლის სერვისები;

ჟ) წყვილების კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა მოწმდება არსებობს თუ არა ფაილში გარკვეული მსაზღვრელების მქონე გასაღების შესაბამისი მეწყვილე გასაღები, იმავე მსაზღვრელებით და განსხვავებული (მაგრამ შესაბამისი) ატრიბუტით. მაგალითად, თუ ფაილი მოიცავს 0.01 ლარიდან 1000.00 ლარამდე ვადიანი დეპოზიტის მოცულობას საბალანსო ღირებულებით (BV), მაშინ აუცილებლად უნდა არსებობდეს იმავე პარამეტრების (მსაზღვრელების) მქონე გასაღები ამავე ინტერვალში მოქცეული დეპოზიტების შესაბამისი ხელშეკრულებების რაოდენობის (QV) შესახებ;

რ) ჯამური კონტროლი – კონტროლის ტიპი, რომელიც ამოწმებს წარმოდგენილი მონაცემის სისწორეს, ფორმულების გამოყენებით მონაცემთა სიმრავლეებზე.

მუხლი 2. პაკეტების ატვირთვისა და დადასტურების პროცედურები

1. ბანკის მიერ პაკეტების ატვირთვა ხორციელდება სებსტატის ვებგვერდზე: https://sebstat.nbg.gov.ge/.

2. ატვირთული პაკეტის დადასტურება (მისი შესაბამისობის ხარისხის დადგენის შემდეგ) ხდება ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ატვირთულ პაკეტში აღმოჩნდა შეცდომა, მაშინ ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიერ ხდება ამ პაკეტის დაწუნება და ბანკს ეძლევა შესაძლებლობა, ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, ხელმეორედ ატვირთოს პაკეტი.

3. პაკეტის ატვირთვის დადასტურება/დაწუნების შესახებ შეტყობინებას ბანკი იღებს სპეციალური შეტყობინებების სერვისის მეშვეობით ამ დანართის მე-16 მუხლის შესაბამისად.

4. ბანკს ასევე შეუძლია გააკეთოს კომენტარი წერილობით, თუ პაკეტის ატვირთვისას დაფიქსირდება შეცდომები.

5. პაკეტის ატვირთვა შესაძლებელია იმდენჯერ, რამდენჯერაც ეროვნული ბანკი მისცემს ამის უფლებას ბანკს.

მუხლი 3. პაკეტების ატვირთვის განრიგი

1. ბანკის მიერ პაკეტების ატვირთვა, მონაცემთა ოჯახების მიხედვით, ხდება არაუგვიანეს 10-15 რიცხვისა (მონაცემთა ოჯახების მიხედვით) საანგარიშო თვის/კვარტლის დამთავრების შემდეგ.

2. ყოველი საანგარიშო თვის დამთავრების შემდეგ 10-15 კალენდარული დღის ვადაში ბანკს უფლება აქვს ატვირთოს მხოლოდ საანგარიშო თვის/კვარტალის შესაბამისი მონაცემთა პაკეტი.

3. ბანკის მიერ FID ოჯახის მონაცემთა შესაბამისი პაკეტის ატვირთვა ხდება არაუგვიანეს მე-3 დღისა საანგარიშო საბანკო დღის დამთავრების შემდეგ.

მუხლი 4. მითითებები პაკეტების ატვირთვისათვის

1. ამ მუხლში წარმოდგენილი მითითებები საერთოა მონაცემთა ყველა ოჯახისათვის.

2. მოთხოვნები ფაილის დასახელებისადმი შემდეგია:

ა) სიგრძე: 23 სიმბოლო, მაქსიმალური ზომა: ცვალებადი;

ბ) ფაილის დასახელების ფორმატი: [Family]-[Sourse]-[Freq]-[PLD].xml. მაგალითი: FIM-BNB-MM-20120630.xml, FIM-BNB-MM-20120731.xml, …აქ BNB ნაცვლად უნდა ეწეროს შესაბამისი ბანკის კოდი;

გ) Family – მონაცემთა ოჯახი; აქ: FIM (3 სიმბოლო);

დ) Source – მონაცემთა წყარო: ბანკის კოდი (3 სიმბოლო), „B” + „IBAN” , მაგალითად BNB – ეროვნული ბანკი, BBS – ბაზისბანკი;

ე) Freq – სიხშირე (2 სიმბოლო); აქ: ყოველთვიური – MM;

ვ) PLD – PeriodLastDay, საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე (8 სიმბოლო, ციფრები); თარიღის ფორმატი YYYYMMDD. მაგალითად, ყოველთვიური მონაცემებისათვის 2015 წლის ივნისში გვექნება 20150630;

ზ) გამყოფად ანუ სეპარატორად (separator) გამოიყენება „-“.

3. ფაილის ფორმატი უნდა იყოს XML; შესაბამისი XML სქემა შესაძლებელია ნახოთ სებსტატის ვებგვერდზე, რუბრიკაში – „სებ-ის მოთხოვნები“.

4. მონაცემები ფაილში:

ა) XML ფაილში არის DataSet, რომელსაც ჰქვია Packet. მასში არის ორი ცხრილის მონაცემები: PacketInfo და PacketData;

ბ) PacketInfo ცხრილში უნდა იყოს ერთი ჩანაწერი. ცხრილის ველები და მათი მნიშვნელობები უნდა იყოს ასეთი:

ბ.ა) ID=1;

ბ.ბ) Family=FIM;

ბ.გ) Source=ბანკის კოდი “B” + “IBAN”;

ბ.დ) Freq=MM;

ბ.ე) SourceType=B ბანკი (სხვა ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში იქნება შესაბამისი სიმბოლო; მაგალითად, სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში – I);

ბ.ვ) PeriodLastDay= საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე. მაგალითად 2014-06-30T00:00:00;

ბ.ზ) UploadDate = ატვირთვის თარიღი.

5. მე-4 პუნქტის „ბ.ვ“ და „ბ.ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ორივე თარიღის ველში ფორმატია YYYY-MM-DDT00:00:00.

6. PacketInfo ჩანაწერის ნიმუში:

<PacketInfo>

<ID>1</ID>

<Family>FIM</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>MM</Freq>

<SourceType>B</SourceType>

<PeriodLastDay>2014-06-30T00:00:00</PeriodLastDay>

<UploadDate>2014-06-30T00:00:00</UploadDate>

</PacketInfo>

7. PacketData ცხრილში უნდა იყოს ერთი ან მეტი ჩანაწერი. ცხრილის ველებს განსაზღვრავს FIM პაკეტი. პაკეტების განმარტებების ნახვა შესაძლებელია სებსტატის ვებგვერდზე „კოდების სიებში“. ველების მნიშვნელობები უნდა იყოს შესაბამისი კოდების სიებიდან. დაცული უნდა იყოს ველების თანმიმდევრობა. ქვემოთ მოტანილია ამ ჩანაწერის ნიმუში:

<PacketData>

<ID>1</ID>

<PacketInfoID>1</PacketInfoID>

<Family>FIM</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>MM</Freq>

<Ins>F02203</Ins>

<Sta>LI</Sta>

<Stfl>ST</Stfl>

<Mat>XXXX</Mat>

<Cur>GEL</Cur>

<Res>ZZ</Res>

<Sec>S14000</Sec>

<Nac>XX</Nac>

<Reg>ZZZ</Reg>

<Lop>XXXXXXX</Lop>

<Loc>XXX</Loc>

<Rng>XX</Rng>

<Ir>000.0000</Ir>

<MType>BV</MType>

<PeriodLastDay>2014-06-30T00:00:00</PeriodLastDay>

<DataValue>129888.6100</DataValue>

</PacketData>

8. ID არის ჩანაწერის ნომერი და ის არ უნდა განმეორდეს ერთი პაკეტის ფარგლებში.

9. PacketInfoID=1 ეს არის PacketInfo ცხრილის ერთადერთი ჩანაწერის ნომერი, რომელიც 1-ის ტოლია. შემდეგი 17 ველი განსაზღვრავს გასაღებს.

10. PeriodLastDay იგივეა, რაც PacketInfo-ში.

11. DataValue არის გასაღების მნიშვნელობა, რომელიც არის რიცხვი (4 ათწილადი ნიშნის სიზუსტით FIM მონაცემთა ოჯახისათვის და 2 ათწილადი ნიშნის სიზუსტით – დანარჩენი ოჯახებისათვის).

12. პაკეტის ატვირთვისას მიმდინარე პროცედურები და მათი თანმიმდევრობა შემდეგნაირია:

ა) ფაილის ზომის შემოწმება;

ბ) ფაილის სახელის ტესტი: [Family]-[Sourse]-[Freq]-[PLD].xml;

გ) ატვირთვის უფლება;

დ) XML Schema-ის კონტროლი;

ე) XML ფაილის ჩაწერა ფაილსერვერზე;

ვ) ფაილის შიგთავსის მნიშვნელობების ერთგვაროვნების შემოწმება:

ვ.ა) ოჯახის კოდის კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData, მომხმარებლის ბანკი);

ვ.ბ) მომწოდებლის კოდის (ბანკის კოდის) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData, მომხმარებლის ბანკი);

ვ.გ) სიხშირის კოდის კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData, მომხმარებლის ბანკი);

ვ.დ) თარიღის (PLD) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData).

ზ) კოდების სიების კონტროლი;

თ) დუბლიკატების შემოწმება;

ი) გასაღების სტრუქტურის (ლოგიკური) კონტროლი;

კ) წყვილების კონტროლი: მეწყვილე გასაღებების არსებობის შემოწმება;

ლ) გასაღების მნიშვნელობების კონტროლი;

მ) ჯამური კონტროლი.

13. ყველა ჩამოთვლილი კონტროლის საფეხურების გავლის შემდეგ იწყება ატვირთული პაკეტის მონაცემების ჩაწერა მონაცემთა ბაზაში.

მუხლი 5. ფაილში მოცემული პარამეტრების ფაილის დასახელებასთან შედარება

ფაილის ატვირთვისას პროგრამა ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ფაილის დასახელებაში მოცემული მნიშვნელობები: ოჯახი, ბანკი, სიხშირე, ანგარიშგების თარიღი XML ფაილში PacketInfo და PacketData ცხრილებში შესაბამის სვეტებში მოცემულ მნიშვნელობებს. სხვაობის აღმოჩენის შემთხვევაში ეკრანზე გამოდის შეტყობინება: Err FirstPacketCtrl პაკეტში მონაცემები არასწორია!.

მუხლი 6. გასაღების სტრუქტურის კონტროლი (ლოგიკური კონტროლი)

გასაღების სტრუქტურის კონტროლი ამოწმებს გასაღების სხვადასხვა თანრიგებზე მოცემული მნიშვნელობების ერთმანეთთან შესაბამისობას. ის შედგება ე.წ. IF და THEN პირობებისგან. განვიხილოთ მაგალითი:

Logic ID=19 – FIM – 9 – vp svr-1 A1 B1

[1 – 2][2 – 15]

IF (Ins=F02103, Stfl=ST)

THEN (Sta=AS, Mat=XXXX, Sec=XXXXXX, Cur=GEL, Cur=FRC, Res=XX, Nac=XX, Reg=XXX, Lop=XXXXXXX, Loc=XXX, Rng=XX, Ir=XXXXXX, MType=BV, MType=VC, MType=OC)

იგივე THEN პირობა აღნიშნავს შემდეგს:

(Sta=AS AND Mat=XXXX AND Sec=XXXXXX AND (Cur=GEL OR Cur=FRC) AND Res=XX AND Nac=XX AND Reg=XXX AND Lop=XXXXXXX AND Loc=XXX AND Rng=XX AND Ir=XXXXXX AND (MType=BV OR MType=VC OR MType=OC))

აგრეთვე არსებობს შებრუნებული კონტროლი:

Logic ID=239

FIM – 239 – vpNot svr-1 A1 B1

IF (Ins=F03116)

THEN (Sec≠XXXXXX)

ანუ თუ Ins= F03116, მაშინ Sec სექტორის პარამეტრის კოდი გასაღებში არ უნდა იყოს XXXXXX.

მუხლი 7. კოდების სიის კონტროლი

კოდების სიის კონტროლი ამოწმებს გასაღების კონკრეტულ თანრიგზე მოცემული მნიშვნელობა არსებობს თუ არა შესაბამის კოდების სიაში.

მუხლი 8. დუბლირებული გასაღებების კონტროლი

XML ფაილი მოწმდება დუბლირებულ გასაღებებზე და მსგავსი გასაღებების აღმოჩენის შემთხვევაში გამოდის შესაბამისი შეტყობინება.

მუხლი 9. წყვილების კონტროლი

წყვილების კონტროლი ამოწმებს ფაილში მეწყვილე გასაღების არსებობას. თუ კონტროლმა ვერ აღმოაჩინა მეწყვილე გასაღები, გამოდის შესაბამისი შეტყობინება.

მუხლი 10. მნიშვნელობათა კონტროლი

მნიშვნელობათა კონტროლით ხდება მონაცემების სხვადასხვა ფორმულებით შემოწმება რეპორტების ბაზაზე. კონტროლის შინაარსი იძლევა გამოყენებული ფორმულ(ებ)ის ნახვის შესაძლებლობას.

მუხლი 11. ჯამური კონტროლი

ჯამური კონტროლით ხდება მონაცემების სხვადასხვა ფორმულებით შემოწმება მონაცემთა სიმრავლეებზე. კონტროლის შინაარსი იძლევა გამოყენებული ფორმულ(ებ)ის ნახვის შესაძლებლობას. თუ პაკეტი ვერ გაივლის ჯამურ კონტროლს, გამოდის შესაბამისი შეტყობინება. შესაძლებელია შეცდომის შესახებ რეპორტის ექსელში გადმოწერა „ჯამური კონტროლის რეპორტის გადმოწერა“ ღილაკზე დაჭერით, ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

მუხლი 12. პაკეტების დადასტურება/დაწუნება

მონაცემთა ამა თუ იმ ოჯახის პაკეტის დადასტურება/დაწუნების უფლებები შესაძლოა განაწილებულ იქნეს ეროვნული ბანკის რამდენიმე თანამშრომელზე, ამ უკანასკნელთა სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობებისა და სებსტატის სისტემაში მათი როლების შესაბამისად.

მუხლი 13. პაკეტების დადასტურება/დაწუნების პროცედურა თანამშრომლის არყოფნის შემთხვევეში

ეროვნული ბანკის თანამშრომლის არყოფნის შემთხვევაში პაკეტების დადასტურება/ დაწუნების უფლება გადადის იმ თანამშრომელზე, რომელიც ცვლის ამ თანამშრომელს და რის შესახებაც ინფორმაცია არსებობს ეროვნული ბანკის თანამშრომლის პორტალზე.

მუხლი 14. განმეორებითი ატვირთვა

1. თუ ბანკმა ერთხელ უკვე სცადა ატვირთვა და პაკეტი არ აიტვირთა, განმეორებითი ატვირთვა მოითხოვს დამატებით ნებართვას.

2. დამატებითი ატვირთვის ნებართვის მისაღებად ბანკის ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი უკავშირდება ეროვნული ბანკის შესაბამის თანამშრომელს (მონაცემთა ოჯახის მიხედვით) და სთხოვს ატვირთვის ნებართვის ჩართვას.

3. ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამშრომელი იღებს გადაწყვეტილებას ბანკისათვის განმეორებითი ატვირთვის უფლების ჩართვის შესახებ, რის შესახებაც „შეტყობინებების სერვისი“ აცნობებს ბანკს.

მუხლი 15. კონტაქტების განახლება

1. სებსტატის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკი ვალდებულია მონაცემთა მომზადებასა და სისტემაში ატვირთვაზე პასუხისმგებელ სპეციალისტთა თანამდებობრივი გადაადგილების და/ან სამსახურიდან წასვლის შესახებ აცნობოს სებსტატის ადმინისტრატორს.

2. ბანკის მხრიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი მოქმედების განხორციელების შემდეგ, სებსტატის ადმინისტრატორი მოახდენს ბანკისათვის ახალი „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ გენერირებას და გაგზავნას; აგრეთვე განახორციელებს შესაბამის სამისამართო ცვლილებებს სისტემის „შეტყობინებების“ მოდულში.

მუხლი 16. შეტყობინების სერვისი

სებსტატში გამოიყენება შემდეგი შეტყობინებების სერვისები:

ა) შეტყობინება-შეხსენება სებსტატის სისტემაში ფაილის ატვირთვის შესახებ (დადგენილ თარიღამდე 1 დღით ადრე);

ბ) შეტყობინება-შეხსენება სებსტატის სისტემაში ფაილის ატვირთვის შესახებ (დადგენილი თარიღის გადაცილების მეორე დღიდან, სანამ ფაილი არ აიტვირთება);

გ) შეტყობინება-შეხსენება სებსტატის სისტემაში შესწორებული ფაილის ატვირთვის შესახებ (შესწორებული ფაილის ატვირთვის დაგვიანების შემთხვევაში);

დ) შეტყობინება სებსტატის სისტემაში ფაილის ატვირთვის შესახებ;

ე) შეტყობინება სებსტატის სიტემაში ლოგიკური კონტროლების გავლის გარეშე ფაილის ატვირთვის შესახებ;

ვ) შეტყობინება ფაილის შიდა კონტროლებზე გატარების შესახებ;

ზ) შეტყობინება ბანკის მიერ შიდა კონტროლების შედეგებზე გაკეთებული კომენტარ(ებ)ის შესახებ;

თ) შეტყობინება ფაილის დადასტურების სტატუსის შესახებ;

ი) შეტყობინება ფაილის დაწუნების სტატუსის შესახებ;

კ) შეტყობინება ფაილის ატვირთვის უფლების მინიჭების შესახებ;

ლ) შეტყობინება ფაილის ატვირთვის უფლების გაუქმების შესახებ;

მ) შეტყობინება სიახლეების შესახებ;

ნ) შეტყობინება საკონტაქტო რეკვიზიტების განახლების შესახებ.

დანართი №3

PCS მონაცემთა ოჯახი: საგადახდო ბარათების სტატისტიკა

მოთხოვნა: PCS.B.MM

  1. ზოგადი დებულებები

1.1 PCS მონაცემთა ოჯახი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის შემადგენელ ნაწილს და ასახავს საგადახდო ბარათებით/საბარათე ინსტრუმენტებით საქმიანობის რაოდენობრივ და ღირებულებით მაჩვენებელებს.

1.2 PCS მონაცემთა ოჯახში:

1.2.1 ოპერაციების მოცულობა გამოსახული უნდა იყოს ერთეული ორიგინალი ვალუტით, ანუ იმ ვალუტით, რომლითაც განხორციელდა ოპერაცია;

1.2.2 ღირებულებითი, ისევე როგორც რაოდენობრივი მაჩვენებლები აისახება ერთეულებში, ოთხი ათწილადი ნიშნით.

1.2.3 ინფორმაციის კოდირება ხდება PCS.B.MM მოთხოვნის მონაცემთა სტრუქტურის აღწერის შესაბამისი კოდებით.

2. ტერმინთა განმარტება

2.1. PCS მონაცემთა ოჯახის კლასიფიკატორებსა და გასაღებებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

  1. აქტიური საგადახდო ბარათი (შემდგომში „აქტიური ბარათი“) – პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათი, რომლის საშუალებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულდა მინიმუმ ერთი საბარათე გადახდის ოპერაცია;

  2. საბარათე მოწყობილობა - ბანკომატი, გადახდის პოს-ტერმინალი, იმპრინტერი, მობილური ტერმინალი, ელექტრონული კომერციის პოსტერმინალი და ნებისმიერი წამკითხველი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საბარათე ოპერაცია;

  3. ბარათის სახეობა – საბარათე სქემით განსაზღვრული პროდუქტების სახეები (მაგ., კლასიკი, ბიზნესი, გოლდი და ა.შ.);

  4. ბარათის ტიპი – სადებეტო, საკრედიტო, წინასწარი გადახდის;

  5. ბარათის კატეგორია – განასხვავებს ბარათებს დანიშნულების მიხედვით: სოციალური, სახელფასო, მოსწავლის, სტუდენტური, განვადების, ქო-ბრენდი, კომერციული და სხვა;

  6. გადახდის პოს-ტერმინალი – სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის განხორციელების მიზნით განთავსებული პოსტერმინალი, გარდა ელექტრონული კომერციის და მობილური პოს- ტერმინალისა;

  7. გამოშვებული საგადახდო ბარათი (შემდგომში „გამოშვებული ბარათი“) - პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათი, რომელსაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არ გასვლია მოქმედების ვადა, მათ შორის ბარათები, რომელთა მოქმედება დროებით შეჩერებულია. ასევე ისეთი ბარათიც, რომელსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაუვიდა მოქმედების ვადა ან გაუქმდა;

  8. განვადების ბარათი – საკრედიტო ბარათი, რომელიც გამოშვებულია სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში საქონლის/მომსახურების განვადებით შეძენის მიზნით;

  9. გასაღები – კონკრეტული სტატისტიკური მონაცემის მაიდენტიფიცირებელი კოდი;

  10. დუბლირებული გასაღებების კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა სისტემა ამოწმებს, რომ არ მოხდეს ზუსტად ერთნაირი პარამეტრების მქონე მონაცემის ატვირთვა კომერციული ბანკის/მიკრობანკის (შემდგომში – ბანკი) მიერ. ასეთი მონაცემები წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ გასაღებად, ჯამის სახით;

  11. ელექტრონული კომერციის ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტის ფიზიკურად გამოყენების გარეშე, მხოლოდ საბარათე ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონული კომერციის ტერმინალის საშუალებით შესრულებული ოპერაცია (როგორიცაა ინტერნეტ-გადახდა);

  12. ელექტრონული კომერციის ობიექტები - სავაჭრო/მომსახურების ობიექტები, რომლებიც თავიანთი საქონლის/მომსახურების გაყიდვას ახდენენ ელექტრონული კომერციის ოპერაციის საშუალებით;

  13. ელექტრონული კომერციის ტერმინალი - ექვაირერის სისტემაში რეგისტრირებული ვირტუალური პოსტერმინალი (პროგრამული უზრუნველყოფა), რომლის საშუალებითაც ხორციელდება ელექტრონული კომერციის ოპერაციები;

  14. ემიტენტის 3D უსაფრთხოება – 3D Secure პროტოკოლზე აგებული სერვისი, რომლის საშუალებით ემიტენტი ელექტრონული კომერციის ოპერაციის განხორციელებაზე დასტურს გასცემს მხოლოდ საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის ავთენტიფიკაციის განხორციელების შემდეგ;

  15. ექვაირერის 3D უსაფრთხოება – 3D Secure პროტოკოლზე აგებული პროგრამა, რომლის საშუალებითაც ექვაირერი მიმართავს ემიტენტს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის ავთენტიფიკაციის მოთხოვნით;

  16. ინტერნეტექვაირინგის ლიცენზია – საბარათე სქემის მიერ პროვაიდერისთვის მინიჭებული უფლება ელექტრონული კომერციის ობიექტებში განახორციელოს საგადახდო ბარათებით გადახდების დამუშავება;

  17. კიოსკი – გადახდის თვითმომსახურების კიოსკი საბარათე ინსტრუმენტით გადახდის ფუნქციონალით;

  18. კოდების სია (CodeList) – სებსტატის ამა თუ იმ მონაცემთა ოჯახის მონაცემთა იდენტიფიცირების მიზნით შექმნილი კლასიფიკატორი. თითოეულ მონაცემთა ოჯახში გამოიყენება იმდენი კლასიფიკატორი (CodeList), რამდენ თანრიგიანიც არის შესაბამის მონაცემთა გასაღები;

  19. ლოგიკური კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა მოწმდება სტატისტიკური მონაცემის გარკვეულ პარამეტრებს შორის ლოგიკური შესაბამისობა;

  20. ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაცია - ქართული საბარათე ინსტრუმენტით შესრულებული ელექტრონული კომერციის ოპერაცია, რომლის ექვაირინგს ახორციელებს საქართველოში მოქმედი პროვაიდერი;

  21. ლოკალური საბარათე ოპერაცია - ქართული საბარათე ინსტრუმენტით შესრულებული საბარათე ოპერაცია ქართული პროვაიდერის ქსელში (ბარათის მიმღებ მოწყობილობებში);

  22. მერჩანტ–ექვაირინგის ლიცენზია – საბარათე სქემის მიერ პროვაიდერისთვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს გადახდის პოსტერმინალებით შესრულებული საბარათე ოპერაციების დამუშავება;

  23. მნიშვნელობათა (value) კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა მოწმდება სტატისტიკური მონაცემის მნიშვნელობის სისწორე, მაგალითად, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ზოგადი ტენდენციიდან „ამოვარდნის“ შემთხვევები და სხვ.;

  24. მობილური პოს-ტერმინალი - სმარტფონი, ტაბლეტი ან სხვა უკაბელო სმარტ მოწყობილობა, რომელიც მასში ინტეგრირებული საბარათე მონაცემების წამკითხველი მოწყობილობის/აპლიკაციის საშუალებით ასრულებს საბარათე გადახდის ოპერაციებს;

  25. მოთხოვნა (XXX.X.XX) განსაზღვრავს ფინანსური სექტორის კონკრეტული ქვესექტორისათვის (X) განსაზღვრული სიხშირით (XX) კონკრეტული ოჯახის (XXX) მონაცემთა წარმოდგენის ვალდებულებას. საგადახდო ბარათების სტატისტიკის მოცემული მოთხოვნისათვის კოდს აქვს შემდეგი აღნიშვნა: PCS.B.MM - ბანკების ყოველთვიური საგადახდო ბარათების სტატისტიკა;

  26. მომსახურე ექვაირერი – პროვაიდერი, საბარათე სქემის/სისტემის პირდაპირი წევრი, რომელიც თავისი ექვაირინგის ლიცენზიის ფარგლებში სხვა პროვაიდერს (შემდგომში – კლიენტი-პროვაიდერი) აძლევს საშუალებას მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სავაჭრო-მომსახურების ობიექტებს გაუწიოს ექვაირინგის მომსახურება;

  27. მონაცემთა ოჯახი – ერთგვაროვან სტატისტიკურ მონაცემთა ერთობლიობა;

  28. მოსწავლის ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სკოლის მოსწავლეებისთვის და რომლის საშუალებით მისი მფლობელი სარგებლობს უშუალოდ მოსწავლისთვის განკუთვნილი შეღავათებით;

  29. ოპერაციის ჩატარების ქსელი - ერთი პროვაიდერის, პარტნიორი პროვაიდერების (ერთი საპროცესინგოს შიგნით) და საპროცესინგოთაშორისი გადახდების ქსელი;

  30. პაკეტი – საანგარიშო პერიოდის დამთავრების შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში კონკრეტული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი კონკრეტული მონაცემთა ოჯახი, კონკრეტული პერიოდისათვის;

  31. პროვაიდერის პოს-ტერმინალი - პროვაიდერის ფილიალებსა და სერვისცენტრებში განთავსებული პოს-ტერმინალი, რომლის საშუალებით სრულდება ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები საბარათე ინსტურმენტით;

  32. რევერსალი - საბარათე ოპერაციის დადასტურების პროცესის შეწყვეტა ავტომატურად ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ინიციატივით, რომელსაც თან არ სდევს ფინანსური გატარება;

  33. რეფანდი – სადებეტო საბარათე ოპერაციის განხორციელების შემდგომ თანხის უკან დაბრუნების ოპერაცია საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის ანგარიშზე;

  34. საბარათე გადახდის ოპერაცია (შემდგომში „საბარათე ოპერაცია“) – საბარათე სქემის მიხედვით საბარათე ინფრასტრუქტურის საშუალებით და საბარათე ინსტრუმენტით ან მისი რეკვიზიტებით შესრულებული სადებეტო და საკრედიტო ოპერაციები, რომლის საფუძველზეც ხდება ოპერაციის თანხის საბარათე/სასესხო ანგარიშზე ასახვა/ბარათის ბალანსის ცვლილება; საბარათე ოპერაციაში არ შევა: ემიტენტის მიერ ოპერაციის დადასტურება, ბალანსის შემოწმება, ბარათის საშუალებით მისი მფლობელის იდენტიფიცირება და სხვა მსგავსი ოპერაციები, რის საფუძველზეც არ ხდება ოპერაციის თანხის საბარათე ანგარიშზე ასახვა/ბარათის ბალანსის ცვლილება (ფინანსური გატარება); ასევე, საბარათე ოპერაციებში არ შედის საბარათე ანგარიშზე პროცენტის დარიცხვა ან საკომისიოს ჩამოჭრა, საბარათე ანგარიშზე თანხის შეტანა/ჩარიცხვა, რომლის დროსაც არ გამოიყენება საბარათე სისტემა;

  35. საბარათე ინსტრუმენტი - საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის საგადახდო ბარათი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილია/ინტეგრირებულია შესაბამისი საგადახდო აპლიკაცია და რომლის საშუალებით გადამხდელს შეუძლია განახორციელოს საბარათე ოპერაციის ინიციირება;

  36. საბარათე ოპერაციის თარიღი - საბარათე სისტემაში საბარათე ოპერაციის მიღების თარიღი;

  37. საბარათე სქემა (შემდგომში სქემა) - საერთაშორისო საბარათე სქემები (Visa, MasterCard, American Express და სხვა) და ლოკალური საბარათე სქემები (GC, UFC და სხვა), რომლებსაც გააჩნიათ საერთო წესებისა და ტექნიკური სტანდარტების ერთობლიობა და რომლის საფუძველზეც ხორციელდება კონკრეტული სქემის ბარათების გამოშვება და ექვაირინგი;

  38. საბარათე სქემის პირდაპირი წევრი (შემდგომში „პირდაპირი წევრი“) - საბარათე სქემის წევრი, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს საბარათე სქემის ყველა სერვისზე (მაგ. „ვიზას“ და „მასტერქარდის“ შემთხვევაში – „პრინციპული“ წევრი);

  39. საბარათე სქემის არაპირდაპირი წევრი (შემდგომში „არაპირდაპირი წევრი“) – საბარათე სქემის წევრი, რომელსაც საბარათე სქემის ზოგიერთ სერვისზე წვდომა აქვს მხოლოდ პირდაპირი წევრის მეშვეობით (მაგ. „ვიზას“ შემთხვევაში – „ასოცირებული“ წევრი“, „მასტერქარდის“შემთხვევაში -„აფილირებული“ წევრი);

  40. საგადახდო აპლიკაცია - მოწყობილობაში ჩაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა ან მისი ეკვივალენტი, რომლითაც შესაძლებელია საგადახდო ოპერაციის ინიციირება და გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გაცემა;

  41. სადებეტო ოპერაცია - საბარათე ინსტრუმეტით ან საგადახდო ბარათის რეკვიზიტებით საბარათე სისტემაში განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად ხდება საბარათე ანგარიშის დადებეტება (თანხის ჩამოწერა) ან წინასწარი გადახდის ბარათის ბალანსის შემცირება;

  42. საკრედიტო ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტით ან მისი რეკვიზიტებით საბარათე სისტემაში განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად ხდება საბარათე ანგარიშის დაკრედიტება (თანხის ჩარიცხვა) ან წინასწარი გადახდის ბარათის ბალანსის შევსება (მაგ. რეფანდი, სქემის ფულადი გზავნილი);

  43. სახელფასო ბარათი - საბარათე ინსტრუმენტი, რომლის გამოშვების ძირითადი დანიშნულება არის ბარათის მფლობელის სახელფასო თანხების მომსახურება;

  44. სებსტატი - საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემა;

  45. სოციალური ბარათი – -საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სპეციალურად ისეთი პირებისთვის, რომლებსაც სახელმწიფოსგან ერიცხებათ ნებისმიერი სახის ფულადი ფორმის სოციალური დახმარება/სარგებელი;

  46. სტუდენტური ბარათი - საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სტუდენტებისთვის და რომლის საშუალებით მისი მფლობელი სარგებლობს უშუალოდ სტუდენტისთვის განკუთვნილი შეღავათებით;

  47. უკონტაქტო საბარათე ინსტრუმენტი - საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც აღჭურვილია უკონტაქტო გადაცემის ტექნოლოგიებით;

  48. უკონტაქტო საბარათე ინსტრუმენტის წამკითხველი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად კითხულობს საბარათე ინსტრუმენტზე შენახულ საბარათე ინფორმაციას ინფორმაციის გადაცემის უკონტაქტო ტექნოლოგიების გამოყენებით;

  49. უნივერსალური ბანკომატი – ბანკომატი, რომელიც კითხულობს საბარათე ინფორმაციას ინფორმაციის შენახვის ნებისმიერი საშუალებიდან (მაგნიტური ზოლი, ინტეგრირებული ჩიპი და სხვა) და გადასცემს მას საბარათე სისტემას;

  50. უნივერსალური პოს-ტერმინალი - პოს-ტერმინალი, რომელიც კითხულობს საბარათე ინფორმაციას ინფორმაციის შენახვის ნებისმიერ საშუალებაზე (მაგნიტური ზოლი, ინტეგრირებული ჩიპი და სხვა) და გადასცემს მას საბარათე სისტემას;

  51. უცხოური საბარათე ინსტრუმენტი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ქართული საბარათე ინსტრუმენტი;

  52. უცხოური საბარათე ოპერაცია - ქართული ბარათით ჩატარებული საბარათე ოპერაცია უცხოური პროვაიდერის ქსელში (ბარათის მიმღებ მოწყობილობებში);

  53. ქართული საბარათე ინსტრუმენტი – საბარათე ინსტრუმენტი, რომლის ემიტენტი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;

  54. ქო-ბრენდ ბარათი - საგადახდო ბარათი, რომელიც გამოშვებულია პროვაიდერის მიერ სხვა იურიდიულ პირთან ერთად;

  55. ჩიპიანი ბარათი - საბარათე ინსტრუმენტი ინტეგრირებული მიკროსქემით;

  56. P2P - ფულადი გზავნილი ერთი საგადახდო ბარათიდან მეორე საგადახდო ბარათზე.

  1. PCS ოჯახის მეთოდოლოგიურ დოკუმენტაციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულებით“, „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები.

  1. მონაცემთა სტრუქტურის აღწერა

N კოდის აღნიშვნა დასახელება თანრიგის ზომა დანიშნულება/აღწერა
1 Family მონაცემთა ოჯახი 3 მონაცემთა ოჯახის იდენტიფიცირება. საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკის მონაცემთა ოჯახის კოდის აღმნიშვნელია PCS.
2 Source ფინანსური ინსტიტუტი 3 რესპონდენტის ფინანსური ინსტიტუტის იდენტიფიცირება: ბანკი - B, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - M, სადაზღვევო კომპანია - I და ა.შ.
3 Freq პერიოდის ტიპი 2 მონაცემთა წარმოდგენის პერიოდულობის/სიხშირის იდენტიფიცირება: დღიური - DD, თვიური - MM, კვარტალური - QQ, წლიური - YY.
4 Bt საგადახდო ბარათებით/საბარათე ინსტრუმენტებით საქმიანობის ტიპი 2

საბარათე ინსტრუმენტებით საქმიანობის ტიპის - გამოშვება/ექვაირინგის იდენტიფიცირება. საბარათე ინსტრუმენტებით საქმიანობა დაყოფილია შემდეგნაირად:

IS: ოპერაციები - ქართული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით და გარეთ შესრულებული ოპერაციები.

IA: საბარათე ანგარიშები - ემიტენტთან არსებული საბარათე ანგარიშები და ანგარიშებზე არსებული ნაშთები.

IC: გამოშვებული/აქტიური ბარათები - პროვაიდერის მიერ გამოშვებული და აქტიური ბარათების რაოდენობა თითოეული საბარათე სქემის, ბარათის ტიპისა და ბარათის სახეობის მიხედვით.

AQ: შესრულებული ოპერაციები - ქართული და უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით განლაგებული საბარათე მოწყობილობებით შესრულებული ოპერაციები.

AD: საბარათე მოწყობილობები - საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საბარათე მოწყობილობების რაოდენობა.

5 Cd ბარათის ტიპი 3 გამოშვებული და აქტიური ბარათების ტიპის იდენტიფიცირება. თითოეული მათგანისთვის დაკონკრეტებულია სადებეტო, საკრედიტო და წინასწარი გადახდის ბარათების ტიპები.
6 Pc ბარათის სახეობა 2 ბარათის იდენტიფიცირება საბარათე სქემების (Visa, MasterCard, Union Pay, Amex და ა.შ.) და თითოეული სქემის შესაბამისი ბარათის სახეობების (Electron, Classic, Business და ა.შ.) მიხედვით (თუ სხვა რამე არ არის მითითებული მოთხოვნის მიხედვთ).
7 Cc ბარათის კატეგორია 2 ბარათის კატეგორიის იდენტიფიცირება ემიტენტის რეზიდენტობის (ქართული/უცხოური) მიხედვით. ქართული ბარათები იყოფა სოციალურ, სახელფასე, მოსწავლის, სტუდენტურ, განვადების, ქო-ბრენდის, კომერციულ და ყველა დანარჩენ ბარათებად.
8 Cs ბარათის ტექნოლოგია 2 ბარათის იდენტიფიცირება ტექნოლოგიის (ჩიპიანი (მათ შორის ქო-ბეჯინგ /უჩიპო/და ა.შ.) მიხედვით.
9 Ct ბარათების ქვეკატეგორია ტექნოლოგიების მიხედვით 2 ბარათის იდენტიფიცირება უკონტაქტო, კონტაქტიანი, ორივე ინტერფეისის მქონე, ვირტუალური და სხვა დანარჩენი ტექნოლოგიის მიხედვით.
10 Cm ბარათები პროგრამული აპლიკაციის მიხედვით 3

ბარათის იდენტიფიცირება პროგრამული აპლიკაციის მიხედვით, კერძოდ, არის თუ არა ბარათი გააქტიურებული რომელიმე პროგრამულ აპლიკაციაში (მობილური ან სხვა).

შენიშვნა 1. Google Pay და Samsung Pay აპლიკაციების მონაცემები უნდა შევიდეს ველში ანდროიდ ფეი (MBC) აპლიკაცია.

შენიშვნა 2. TSKAPP და მსგავსი ადგილობრივი აპლიკაციების მონაცემები უნდა შევიდეს ველში „ლოკალური აპლიკაციები“ (MBD)

შენიშვნა 3. თუ ერთი ბარათი მიბმულია რამდენიმე აპლიკაციაზე მისი მონაცემები უნდა შევიდეს ველში MBF - „ერთზე მეტ მობილურ აპლიკაციაზე მიბმული“.

11 Ch ბარათის მფლობელი 2 საბარათე ინსტრუმენტის მფლობელების (ფიზიკური/იურიდიული პირი) იდენტიფიცირება. იურიდიული პირი დაყოფილია კერძო და საჯარო იურიდიულ პირად.
12 Res რეზიდენტობა 2 რეზიდენტობის იდენტიფიცირება (უფრო დეტალურად იხ. პარაგრაფი 4).
13 Cad საბარათე მოწყობილობები 3 საბარათე მოწყობილობის იდენტიფიცირება.
14 Rd ბანკომატის უსაფრთხოების ტექნოლოგია 2 ბანკომატის იდენტიფიცირება უსაფრთხოების ტექნოლოგიების მიხედვით.
15 Dba ოპერაციის ჩატარების ქსელი 2 ოპერაციის ჩატარების ქსელის იდენტიფიცირება; ახდენს საბარათე მოწყობილობის იდენტიფიცირებას ოპერაციის ჩატარების ქსელის მიხედვით. კერძოდ, რომელ საპროცესინგო ცენტრის ქსელში გაივლის საბარათე ინფორმაცია, რომელიც განხორციელდა მითითებული საბარათე მოწყობილობით.
16 Tt ოპერაციის ტიპი 2 ოპერაციის იდენტიფიცირება ნაღდი ფულის გატანის, უნაღდო გადახდის და P2P ოპერაციების მიხედვით.
17 Tc ოპერაციის სახეები 2 დებეტური და კრედიტული (რევერსალი, რეფანდი, ორიჯინალ კრედიტი და სხვა კრედიტული) ოპერაციების იდენტიფიცირება.
18 Cur ვალუტა 3 ოპერაციის იდენტიფიცირება გამოყენებული ვალუტების მიხედვით; უცხოური ვალუტის შემთხვევაში ოპერაციის მოცულობის ასახვა ხდება ორიგინალი ვალუტის ერთეულებში, ოთხი ათწილადი ნიშნის მითითებით.
19 Rbv ოპერაციის რანჟირება თანხის მოცულობის მიხედვით 2 საბარათე ოპერაციების რანჟირება განხორციელებული ოპერაციების თანხის მოცულობის მიხედვით.
20 Rbo ოპერაციის რანჟირება რაოდენობის მიხედვით 2 საბარათე ოპერაციების რანჟირება თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის მიხედვით.
21 Mt სარეზერვო თანრიგი 2 სარეზერვო თანრიგი
22 Reg გეოგრაფიული განაწილება 3 გეოგრაფიული არეალის იდენტიფიცირება (უფრო დეტალურად იხ. პარაგრაფი 4).
23 Ca საბარათე ანგარიშები 2 საბარათე ანგარიშების იდენტიფიცირება მასზე არსებული ნაშთის მიხედვით.
24 Acq საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 3 იმ პროვაიდერის იდენტიფიცირება, რომელიც ექვაირინგის მომსახურებას ახორციელებს საბარათე სქემის პირდაპირი წევრის მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის ქვეშ. მონაცემები ივსება საბარათე სქემის პირდაპირი წევრის მიერ, რომელსაც გააჩნია მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზია ამ საბარათე სქემაში.
25 CL_Mcc სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ტიპი 4 ეს თანრიგი განკუთვნილია იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის იდენტიფიცირებისთვის, სადაც განთავსებული საბარათე მოწყობილობის მეშვეობითაც განხორციელდა საბარათე ოპერაცია.
26 MType შეფასების ტიპი 2 ოპერაციის მოცულობის/რაოდენობის და/ან საბარათე მოწყობილობების რაოდენობების და/ან გამოშვებული/აქტიური ბარათების რაოდენობის იდენტიფიცირება.

4. განმარტებები კონკრეტულ მოთხოვნებთან დაკავშირებით

4.1. PCS მონაცემთა ოჯახის ფარგლებში ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინოს სტატისტიკური ანგარიშგება 5 მოთხოვნის მიხედვით.

4.2. მოთხოვნა წარმოადგენს კონკრეტულ სტრუქტურირებულ მაჩვენებელთა ერთობლიობას, რომლის წარდგენაც მოეთხოვება ბანკს საქართველოს ეროვნულ ბანკში სებსტატის პორტალის გამოყენებით, დადგენილ ვადებში და პერიოდულობით.

კონკრეტული მოთხოვნის სახელწოდების ფორმატი შემდეგნაირია:

მაგალითად, ყოველთვიური PCS მონაცემთა ოჯახის ფარგლებში რეზიდენტი ემიტენტის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა და რაოდენობის შესახებ მოთხოვნის სახელწოდება ჩაიწერება როგორც PCS.B.MM-IS.

PCS მონაცემთა ოჯახის მოთხოვნების სტრუქტურას იხილავთ სებსტატის პორტალზე: სებ-ის მოთხოვნები >> მოთხოვნა (KEYs) NEW >> PCS.MM.B, შემდეგ ბმულზე: https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequestFiles_222_New.aspx?requestid=6

4.3. მოთხოვნა PCS.B.MM-IS

https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequest_Keys.aspx?reqfileid=358&requestid=6&checkctrid=

მოთხოვნის მიხედვით PCS.B.MM-IS - წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია რეზიდენტი ემიტენტის მიერ გამოშვებული აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა (BV) და რაოდენობის (QV) შესახებ.

ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:

  • ოპერაციებში გამოყენებული საბარათე ინსტრუმენტების შესახებ, ამ ბარათების:

  • ტიპების მიხედვით (CL_Cd; რადგანაც საქმე ეხება ფაქტობრივად განხორციელებულ ოპერაციებს, შესაბამისად, უნდა მიუთითოთ მხოლოდ აქტიური ბარათების ტიპები);

  • კონკრეტული სახეობების მიხედვით (CL_Pc);

  • კატეგორიის მიხედვით (CL_Cc);

  • ტექნოლოგიის მიხედვით (CL_Cs);

  • ტექნოლოგიების ქვეკატეგორიების მიხედვით (CL_Ct);

  • პროგრამული აპლიკაციის მიხედვით (CL_Cm);

  • მფლობელის მიხედვით (CL_Ch);

  • ბანკის კლიენტის რეზიდენტობის მიხედვით (CL_Res).

  • აგრეთვე:

    • ოპერაციების განხორციელებისას გამოყენებული საბარათე მოწყობილობების მიხედვით (CL_Cad; ბანკომატით, პოს-ტერმინალით და ა.შ. და არა მათი კონკრეტული ელემენტების ან ტექნოლოგიების მიხედვით);

    • ოპერაციის ჩატარების ქსელის მიხედვით (CL_Dba).

  • განხორციელებული ოპერაციის:

    • ტიპის მიხედვით (CL_Tt);

    • სახეების (კრედიტული, დებეტური და სხვა) მიხედვით (CL_Tc);

    • ვალუტის მიხედვით (CL_Cur);

    • მოცულობის მიხედვით - რანჟირებული (CL_Rbv);

    • რაოდენობის მიხედვით - რანჟირებული (CL_Rbo);

    • გეოგრაფიული განაწილების შესახებ (CL_Reg);

    • სავაჭრო და მომსახურების ობიექტების კატეგორიების მიხედვით განაწილების შესახებ (CL_Mcc).

მოთხოვნა PCS.B.MM-IS არ ითხოვს Rd, Mt, Ca, და Acq ველების შევსებას!

4.4. მოთხოვნა PCS.B.MM-IA

https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequest_Keys.aspx?reqfileid=359&requestid=6&checkctrid=

მოთხოვნის მიხედვით PCS.B.MM-IA - წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია რეზიდენტი ემიტენტის მიერ თავისი კლიენტებისათვის გახსნილი საბარათე ანგარიშების რაოდენობისა (QV) და ანგარიშებზე არსებული ნაშთების (BV) შესახებ.

ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:

  • საბარათე ანგარიშის მფლობელის შესახებ (CL_Ch);

  • საბარათე ანგარიშის მფლობელის რეზიდენტობის შესახებ (CL_Res);

  • ანგარიშის ვალუტის შესახებ (CL_Cur);

  • საბარათე ანგარიშზე ნაშთის მიხედვით (CL_Ca);

  • ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ (MType - BV);

  • საბარათე ანგარიშების რაოდენობის შესახებ (MType - QV).

შენიშვნა: თუ საბარათე ინსტრუმენტი მიბმულია რამდენიმე ანგარიშზე, მაგალითად, ფიზიკურ პირს აქვს საბარათე ანგარიში ბანკში 2 ვალუტით: ლარი და აშშ დოლარი, მაშინ ამ მოთხოვნის მონაცემთა სტრუქტურირება მოხდება შემდეგი სქემით:

მოთხოვნა PCS.B.MM-IA არ ითხოვს Cd, Pc, Cc, Cs, Ct, Cm, Cad, Rd, Dba, Tt, Tc, Rbv, Rbo, Mt, Reg, Acq და Mcc ველების შევსებას!

4.5. მოთხოვნა PCS.B.MM-IC

https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequest_Keys.aspx?reqfileid=360&requestid=6&checkctrid=

მოთხოვნა PCS.B.MM-IC – წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია გამოშვებული/აქტიური ბარათების რაოდენობის (QV) შესახებ:

  • ტიპების შესახებ (CL–Cd);

  • სახეობების შესახებ (CL–Pc);

  • კატეგორიის შესახებ (CL–Cc);

  • ტექნოლოგიის შესახებ (CL–Cs);

  • ქვეკატეგორიების შესახებ ტექნოლოგიების მიხედვით (CL–Ct);

  • პროგრამული აპლიკაციის შესახებ (CL–Cm);

  • მფლობელის შესახებ (CL–Ch);

  • მფლობელის რეზიდენტობის შესახებ ცალკეული ქვეყნის მიხედვით (CL_Res).

მოთხოვნა PCS.B.MM-IC არ ითხოვს Cad, Rd, Dba, Tt, Tc, Cur, Rbv, Rbo, Mt, Reg, Ca, Acq და Mcc ველების შევსებას!

4.6. მოთხოვნა PCS.B.MM-AQ

https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequest_Keys.aspx?reqfileid=361&requestid=6&checkctrid=

მოთხოვნა PCS.B.MM-AQ – წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ქართული და უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით განლაგებულ საბარათე მოწყობილობების საშუალებით შესრულებული ოპერაციების მოცულობისა (BV) და რაოდენობის (QV) შესახებ.

ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:

  • ოპერაციებში გამოყენებული აქტიური ბარათების შესახებ, ბარათების:

  • ტიპების მიხედვთ (CL–Cd);

  • სახეობების მიხედვით (CL–Pc; დეტალური ჩაშლის გარეშე);

  • კატეგორიის მიხედვით (CL–Cc);

  • აგრეთვე:

    • ოპერაციების განხორციელებისას გამოყენებული საბარათე მოწყობილობების შესახებ (CL–Cad);

  • განხორციელებული ოპერაციის:

    • ტიპის შესახებ (CL–Tt);

    • ოპერაციების სახეების (კრედიტული, დებეტური და სხვა) შესახებ (CL–Tc);

    • ვალუტის შესახებ (CL–Cur);

    • გეოგრაფიული განაწილების შესახებ (CL–Reg);

    • საგადახდო მომსახურების პროვაიდერების შესახებ (CL–Acq);

    • სავაჭრო და მომსახურების ობიექტების კატეგორიის შესახებ (CL–Mcc).

მოთხოვნა PCS.B.MM-AQ არ ითხოვს Cs, Ct, Cm, Cad, Ch, Res, Rd, Dba, Rbv, Rbo, Mt და Ca ველების შევსებას!

4.7. მოთხოვნა PCS.B.MM-AD

https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequest_Keys.aspx?reqfileid=364&requestid=6&checkctrid=

მოთხოვნა PCS.B.MM-AD – წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საბარათე მოწყობილობების რაოდენობის (QV) შესახებ.

ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:

  • საბარათე მოწყობილობების რაოდენობის შესახებ, მოწყობილობების სახეობების მიხედვით (CL_Cad);

    • მათ შორის ბანკომატების უსაფრთხოების ტექნოლოგიის შესახებ (CL_Rd);

  • საბარათე მოწყობილობების ადგილმდებარეობის შესახებ (CL_Reg).

მოთხოვნა PCS.B.MM-AD არ ითხოვს Cd, Pc, Cc, Cs, Ct, Cm, Ch, Res, Dba, Tt, Tc, Cur, Rbv, Rbo, Mt, Acq და Mcc ველების შევსებას!

PCS მონაცემთა ოჯახის შესაბამისი ლოგიკური, წყვილური და ჯამური კონტროლების და მათი განმარტებების ნახვა შესაძლებელია სებსტატის პორტალზე: სებ–ის მოთხოვნები >> სქემა და კონტროლი >> PCS.MM.B, შემდეგ ბმულზე:

https://sebstat.nbg.gov.ge/nbgrequest.aspx?requestId=6&requestName=PCS.MM.B

5. PCS.B.MM მოთხოვნის XML ფაილის შექმნა

წინამდებარე მითითებები საერთოა სებსტატის მონაცემთა ყველა ოჯახისათვის.

5.1. მოთხოვნები ფაილის დასახელებისადმი

სიგრძე: 23 სიმბოლო, მაქსიმალური ზომა: ცვალებადი.

ფაილის დასახელების ფორმატი: [Family]-[Sourse]-[Freq]-[PLD].xml

მაგალითი: PCS-BNB-MM-20230630.xml, FIM-BNB-MM-20230731.xml, …

აქ BNB ნაცვლად უნდა ეწეროს შესაბამისი ბანკის კოდი.

Family – მონაცემთა ოჯახი; აქ: PCS (3 სიმბოლო).

Source - მონაცემთა წყარო: ბანკის კოდი (3 სიმბოლო), “B” + “IBAN” , მაგალითად BNB - ეროვნული ბანკი, BBS – ბაზისბანკი.

Freq - სიხშირე (2 სიმბოლო); აქ: ყოველთვიური – MM.

PLD – PeriodLastDay, საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე (8 სიმბოლო, ციფრები); თარიღის ფორმატი YYYYMMDD. მაგალითად, ყოველთვიური მონაცემებისათვის 2023 წლის იანვარში გვექნება 20230131.

გამყოფად ანუ სეპარატორად (separator) გამოიყენება „-„ .

5.2. ფაილის ფორმატი

XML; შესაბამისი XML სქემის ნიმუში შესაძლებელია ნახოთ სებსტატის პორტალზე: სებ-ის მოთხოვნები >> სქემა და კონტროლი >> PCS.XML.Schema, შემდეგ ბმულზე: https://sebstat.nbg.gov.ge/XMLSChema/PacketPCS.xsd .

5.3. მონაცემები ფაილში

XML ფაილში არის DataSet რომელსაც ჰქვია Packet. მასში არის ორი ცხრილის მონაცემები: PacketInfo და PacketData.

PacketInfo ცხრილში უნდა იყოს ერთი ჩანაწერი, ცხრილის ველები და მათი მნიშვნელობები უნდა იყოს ასეთი:

ID=1

Family=PCS

Source=ბანკის კოდი “B” + “IBAN”

Freq=MM

SourceType=B ბანკი (სხვა ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში იქნება შესაბამისი სიმბოლო; მაგალითად, სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში – I).

PeriodLastDay= საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე. მაგალითად, 2023-01-31T00:00:00

UploadDate= ატვირთვის თარიღი,

ამ ორივე თარიღის ველში ფორმატია YYYY-MM-DDT00:00:00

ქვემოთ მოტანილია PacketInfo ჩანაწერის ნიმუში:

<PacketInfo>

<ID>1</ID>

<Family>PCS</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>MM</Freq>

<SourceType>B</SourceType>

<PeriodLastDay>2023-01-31T00:00:00</PeriodLastDay>

<UploadDate>2023-01-31T00:00:00</UploadDate>

</PacketInfo>

PacketData ცხრილში უნდა იყოს ერთი ან მეტი ჩანაწერი. ცხრილის ველებს განსაზღვრავს PCS პაკეტი. პაკეტების განმარტებების ნახვა შესაძლებელია სებსტატის ვებგვერდზე „კოდების სიაში“. ველების მნიშვნელობები უნდა იყოს შესაბამისი კოდების სიიდან. დაცული უნდა იყოს ველების თანმიმდევრობა. ქვემოთ მოყვანილია ამ ჩანაწერის ნიმუში:

<PacketData>

<ID>1</ID>

<PacketInfoID>1</PacketInfoID>

<Family>PCS</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>MM</Freq>

<Bt>IS</Bt>

<Cd>CRA</Cd>

<Pc>VA</Pc>

<Cc>SC</Cc>

<Cs>CU</Cs>

<Ct>CN</Ct>

<Cm>NAP</Cm>

<Ch>GL</Ch>

<Res>GE</Res>

<Cad>ATM</Cad>

<Rd>XX</Rd>

<Dba>ON</Dba>

<Tt>CA</Tt>

<Tc>OR</Tc>

<Cur>GEL</Cur>

<Rbv>BA</Rbv>

<Rbo>RA</Rbo>

<Mt>XX</Mt>

<Reg>COI</Reg>

<Ca>XX</Ca>

<Acq>XXX</Acq>

<Mcc>0780</Mcc>

<MType>BV</MType>

<PeriodLastDay>2023-01-31T00:00:00</PeriodLastDay>

<DataValue>25</DataValue>

</PacketData>

ID არის ჩანაწერის ნომერი და ის არ უნდა განმეორდეს ერთი პაკეტის ფარგლებში.

PacketInfoID=1 ეს არის PacketInfo ცხრილის ერთადერთი ჩანაწერის ნომერი, რომელიც ამ შემთხვევაში 1-ის ტოლია. შემდეგი 26 ველი განსაზღვრავს გასაღებს.

PeriodLastDay იგივეა, რაც PacketInfo-ში.

DataValue არის გასაღების მნიშვნელობა, რომელიც არის რიცხვი, 4 ათწილადი ნიშნის სიზუსტით.

5.4. პაკეტის ატვირთვა

პაკეტის ატვირთვისას მიმდინარე პროცედურები და მათი თანმიმდევრობა შემდეგნაირია:

  • ფაილის დასახელების კონტროლი:

  • მომწოდებლის კოდის (ბანკის კოდის) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData, მომხმარებლის ბანკი).

    • თარიღის (PLD) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData).

  • ფაილის ატვირთვის უფლების შემოწმება

  • ფაილის სახელში მოცემული მონაცემის (ოჯახი, წყარო, საანგარიშგებო პერიოდი –PeriodLastDay) ფაილში არსებულ მონაცემებთან შედარება

  • XSD Schema–ის კონტროლი;

  • კოდების სიის კონტროლი;

  • გასაღების მნიშვნელობების კონტროლი;

  • მთელი რიცხვის კონტროლი (ამოწმებს, რომ თუ Mtype-ში მითითებულია QV-რაოდენობა, მაშინ <DataValue> მნიშვნელობა არის თუ არა მთელი რიცხვი;

  • გასაღებების დუბლირების კონტროლი;

  • გასაღების სტრუქტურის კონტროლი – ლოგიკური კონტროლები.

ყველა ჩამოთვლილი კონტროლის საფეხურების გავლის შემდეგ იწყება ატვირთული პაკეტის ჩაწერა:

  • პაკეტის ფაილის ჩაწერა ფაილ სერვერზე;

  • პაკეტის მონაცემების ჩაწერა მონაცემთა ბაზაში.

პაკეტების ატვირთვისას აღნიშნული პროცედურების პროცესში რესპონდენტი სებსტატის სისტემიდან იღებს შესაბამის შეტყობინებას პაკეტის ატვირთვის ან ატვირთვაზე უარის, ხოლო ატვირთვის შემდეგ პაკეტის დაწუნების შემთხვევაში - დაწუნების შესახებ შეტყობინებას.

6. ტექნიკური განმარტებები

6.1. ჩანაწერი ZZ (ან ZZZ, ZZZZ) ნებისმიერი კლასიფიკატორის Code სვეტში ნიშნავს, რომ ეს არის ჯამური სტრიქონი.

  1. ნებისმიერი კლასიფიკატორის Parent სვეტში არსებული კოდი (Code სვეტიდან: ZZ, ZZZ, ZZZZ ან სხვა სიმბოლოთი აღნიშნული მნიშვნელობა) მიუთითებს, რომ შესაბამისი სტრიქონი არის კონკრეტულ ჯამში შემავალი სტრიქონი; სხვა ნებისმიერი კოდი ამ სვეტში მიუთითებს, რომ შესაბამის სტრიქონზე ასახულია კლასიფიკატორის არაჯამური კომპონენტი. თუ Parent სვეტში მეორდება Code სვეტში მითითებული რომელიმე კოდი, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სტრიქონი წარმოადგენს ამ კოდის შესაბამისი სტრიქონის ელემენტს;

  2. ჩანაწერი XX (XXX, XXXX) ნებისმიერ კლასიფიკატორში ნიშნავს, რომ შესაბამისი გასაღების ფორმირებისას მოცემული კლასიფიკატორის შესაბამის კოდზე ინფორმაცია არ მოითხოვება.

  3. ჩანაწერი AA (AAA, AAAA) ნებისმიერ გასაღებში ნიშნავს, რომ ინფორმაცია მოითხოვება შესაბამისი კლასიფიკატორის ყველა შესაძლო არაჯამური მნიშვნელობის მიხედვით.

დანართი №5

BTR მონაცემთა ოჯახი: საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა

მოთხოვნა: BTR.MM.B

1. ზოგადი დებულებები

1. BTR მონაცემთა ოჯახი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის შემადგენელ ნაწილს და ასახავს კომერციული ბანკების/მიკრობანკების (შემდგომში – ბანკი) მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციების რაოდენობრივ და თანხობრივ მაჩვენებლებს.

2. BTR მონაცემთა ოჯახში:

ა) ოპერაციების მოცულობა გამოსახული უნდა იყოს ორიგინალური ვალუტის ერთეულებში, ანუ იმ ვალუტით, რომლითაც განხორციელდა ოპერაცია;

ბ) თანხობრივი, ისევე როგორც რაოდენობრივი მაჩვენებლები აისახება ერთეულებში, ოთხი ათწილადი ნიშნით;

გ) ინფორმაციის სტრუქტურირება ხდება BTR.MM.B მოთხოვნის შესაბამისი კოდებით.

2. ტერმინთა განმარტება

1. BTR მონაცემთა ოჯახის კლასიფიკატორებსა და გასაღებებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) აქტიური კლიენტი – ბანკის კლიენტი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ერთხელ მაინც განახორციელა გადახდის ოპერაცია.

ბ) ბანკის კლიენტი – პირი, გარდა ბანკისა, რომელსაც გახსნილი აქვს ანგარიში ბანკში;

გ) ბანკის შიდა გადარიცხვა – გადახდის ოპერაცია ერთი ბანკის სხვადასხვა კლიენტებს შორის, ან ბანკსა და კლიენტს შორის, რომელიც სრულდება ბანკის შიდა სისტემის მეშვეობით. ბანკის შიდა გადარიცხვებს არ მიეკუთვნება:

გ.ა) ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე პროცენტის დარიცხვა;

გ.ბ) სესხის გაცემა;

გ.გ) ბანკის ერთი და იმავე კლიენტის ანგარიშებს (მაგალითად, მიმდინარე და სადეპოზიტო) შორის გადარიცხვები;

გ.დ) ნაღდი ფულით შესრულებული ოპერაციები;

გ.ე) ფიზიკური პირისაგან ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე განხორციელებული ნაღდი ფულის მიღების ოპერაციები, შემდგომში ამ თანხების ამავე ბანკის კლიენტის ანგარიშზე ჩარიცხვის მიზნით (მაგალითად, კომუნალური გადასახადები);

დ) ბანკის საკუთარი გადარიცხვა – გადახდის ოპერაცია, სადაც გადამხდელი არის თვითონ ბანკი, ხოლო მიმღები – ამავე ან სხვა ბანკის კლიენტი. აღნიშნული ოპერაცია დაკავშირებულია ბანკის მიერ საქონლის/მომსახურების შეძენასთან ან სხვა ვალდებულებების შესრულებასთან, გარდა ბანკსა და მის კლიენტს შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან (სასესხო, სადეპოზიტო და სხვა) გამომდინარე ვალდებულებებისა. ასეთებია:

დ.ა) ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე პროცენტის დარიცხვა;

დ.ბ) სესხის გაცემა და მსგავსი გადარიცხვები;

ე) ბანკის საკუთარი ჩარიცხვა – გადახდის ოპერაცია (ჩარიცხვა), სადაც მიმღები არის თვითონ ბანკი, ხოლო გადამხდელი - ამ ან სხვა ბანკის კლიენტი, ხოლო ჩარიცხვა დაკავშირებულია ბანკის მიერ საქონლის ან მომსახურების გაყიდვასთან ან სხვა ვალდებულებების შესრულებასთან, გარდა ბანკსა და მის კლიენტს შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან (სასესხო, სადეპოზიტო და სხვა) გამომდინარე ისეთი ვალდებულებებისა, როგორებიცაა:

ე.ა) ანგარიშებზე განთავსებული თანხიდან საკომისიოს ჩამოჭრა;

ე.ბ) ბანკის კლიენტის მიერ სესხის/პროცენტის დაფარვა;

ე.გ) ჯარიმების, საურავების და ა.შ. ჩამოჭრა და სხვა;

ვ) ბანკის კლიენტის ანგარიშზე თანხის განთავსება – გადახდის ოპერაცია, როდესაც ნაღდი ფულის შეტანა ხორციელდება ბანკის კლიენტის ანგარიშზე, მათ შორის ფიზიკური პირების მიერ ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე ნაღდი ფულით განხორციელებული შენატანები, შემდგომში ამავე ბანკის კლიენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვის მიზნით (მათ შორის, კომუნალური გადასახადები);

ზ) ბანკი-კლიენტი – ელექტრონული სისტემა, როდესაც ბანკის კლიენტი წინასწარ მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ბანკის ელექტრონულ სისტემასთან პირდაპირი (მათ შორის, ვირტუალური კერძო ქსელის – VPN-ის გამოყენებით) კავშირის მეშვეობით (ვებგვერდის გამოყენების გარეშე) ახორციელებს საკუთარი ანგარიშის მართვას, გადახდის ოპერაციებს და სხვა;

თ) გადამხდელი – გადამხდელი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ი) გასაღები – კონკრეტული სტატისტიკური მონაცემის მაიდენტიფიცირებელი კოდი;

კ) დუბლირებული გასაღებების კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა სისტემა ამოწმებს, რომ არ მოხდეს ზუსტად ერთნაირი პარამეტრების მქონე მონაცემის ატვირთვა ბანკის მიერ. ასეთი მონაცემები წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ გასაღებად, ჯამის სახით;

ლ) ერთჯერადი გადახდის ოპერაცია - ერთჯერადი გადახდის ოპერაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად;

მ) ინტერნეტბანკი – ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბანკის კლიენტს შეუძლია, მისი ბანკის სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით, მართოს საკუთარი ანგარიში, განახორციელოს გადახდები და ა.შ.;

ნ) კოდების სია (CodeList) – სებსტატის ამა თუ იმ მონაცემთა ოჯახის მონაცემთა ცალკეული სტრუქტურული ელემენტის იდენტიფიცირების მიზნით შექმნილი კლასიფიკატორი. მონაცემთა თითოეულ ოჯახში გამოიყენება იმდენი კლასიფიკატორი (CodeList), რამდენ თანრიგიანიც არის შესაბამის მონაცემთა გასაღები;

ო) ლოგიკური კონტროლი – კონტროლის ტიპი, რომლის დროსაც მოწმდება სტატისტიკური მონაცემის გარკვეულ პარამეტრებს შორის ლოგიკური შესაბამისობა;

პ) მიმღები – მიმღები „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ჟ) მობილური ბანკი – ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობით ბანკის კლიენტს მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით (მობილური აპლიკაციით) შეუძლია მართოს საკუთარი ანგარიში, განახორციელოს გადახდები და სხვა. „მობილურ ბანკს“ არ მიეკუთვნება ბანკის ისეთი ელექტრონული სისტემა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მობილური ტელეფონისაგან განსხვავებული ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით (მაგალითად, მობილური ტელეფონის ვებბრაუზერით ინტერნეტბანკის გამოყენება, მობილური ტელეფონის ხმოვანი ფუნქციით ტელეფონბანკით სარგებლობა და მსგავსი);

რ) მნიშვნელობათა კონტროლი – კონტროლის ტიპი, რომლის დროსაც მოწმდება სტატისტიკური მონაცემის მნიშვნელობის სისწორე, მაგალითად, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ზოგადი ტენდენციიდან „ამოვარდნის“ შემთხვევები და სხვ.;

ს) მოთხოვნა (XXX.XX.X) – განსაზღვრავს ფინანსური სექტორის კონკრეტული ქვესექტორისათვის (X) განსაზღვრული სიხშირით (XX) კონკრეტული ოჯახის (XXX) მონაცემთა წარმოდგენის ვალდებულებას. საბანკო გადარიცხვების სტატისტიკის მოცემული მოთხოვნისათვის კოდს აქვს შემდეგი აღნიშვნა: BTR.MM.B – ბანკების ყოველთვიური საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა;

ტ) მონაცემთა ოჯახი - ერთგვაროვან სტატისტიკურ მონაცემთა ერთობლიობა, რომელთაც გააჩნიათ სტრუქტურის აღწერის ერთნაირი სქემა;

უ) მომხმარებელი – პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები;

ფ) პაკეტი – საანგარიშო პერიოდის დამთავრების შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში კონკრეტული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი კონკრეტულ მონაცემთა ოჯახი.

ქ) პირი – პირი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად;

ღ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;

ყ) სადებეტო დავალება – სადებეტო საგადახდო დავალება, მათ შორის საინკასო დავალება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად;

შ) საკრედიტო დავალება – საკრედიტო საგადახდო დავალება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად;

ჩ) სატრანზიტო ანგარიში – ბანკის ტექნიკური ანგარიში, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი გადახდის ოპერაციების შესასრულებლად;

ც) სებსტატი – საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემა;

ძ) ტელეფონბანკინგი – ბანკის მომსახურება, როდესაც კლიენტს ტელეფონის მეშვეობით (ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებით) შეუძლია განახორციელოს ანგარიშის მართვა, გადახდების და სხვა ოპერაციების წარმოება;

წ) ქვეყნის გარეთ გადახდის ოპერაცია – გადახდის ოპერაცია, როდესაც მასში მონაწილე ერთ-ერთი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (გადამხდელის ან მიმღების) ოპერაციის შესრულების დროს საგადახდო მომსახურებას ეწევა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

ჭ) ქვეყნის შიგნით გადახდის ოპერაცია – გადახდის ოპერაცია, როდესაც როგორც გადამხდელის, ისე მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ოპერაციის შესრულების დროს საგადახდო მომსახურებას ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე.

2. BTR მონაცემთა ოჯახის მეთოდოლოგიურ დოკუმენტაციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ სებსტატის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული მნიშვნელობები.

3. მონაცემთა სტრუქტურის აღწერა

N კოდი დასახელება თანრიგის ზომა დანიშნულება/აღწერა
1 Family მონაცემთა ოჯახი 3 მონაცემთა ოჯახის იდენტიფიცირება. საბანკო გადარიცხვების სტატისტიკის მონაცემთა ოჯახის კოდის აღმნიშვნელია BTR.
2 Source ფინანსური ინსტიტუტი 3 რესპონდენტი-ფინანსური ინსტიტუტის იდენტიფიცირება: ბანკი - B, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - M, სადაზღვევო კომპანია - I და ა.შ.
3 Freq პერიოდის ტიპი 2 საქართველოს ეროვნულ ბანკში მონაცემთა წარმოდგენის პერიოდულობის/სიხშირის იდენტიფიცირება: დღიური - DD, თვიური - MM, კვარტალური - QQ, წლიური - YY.
4 PTp გადახდის ტიპი 2

გადახდის ტიპების იდენტიფიცირება, რომელთა მიხედვითაც ხდება საბანკო გადარიცხვების სტატისტიკის მონაცემთა სტრუქტურის აღწერა. ასეთი ტიპებია:

  • CL: კლიენტის გადახდები - ბანკის კლიენტის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების (ან მასთან ასოცირებული ქმედების) საფუძველზე შესრულებული გადახდები;

  • PR: პროვაიდერის გადახდები - გადახდები, რომლებიც განხორციელდა ბანკის კლიენტი რეზიდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშიდან მის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების (ან მასთან ასოცირებული ქმედების) საფუძველზე.

  • IB: ბანკთაშორისი გადახდები - გადახდები, როდესაც თანხის გადამხდელი და მიმღები არის ბანკი.

  • BW: ბანკის საკუთარი გადახდები - ბანკის საკუთარი გადარიცხვები, მისივე საგადახდო დავალების (ან მასთან ასოცირებული ქმედების) საფუძველზე, თავისი ან სხვა ბანკის კლიენტების ანგარიშებზე.

5 Trn გადახდის სახეები 2 საბანკო გადარიცხვების სახეების იდენტიფიცირება; გულისხმობს როგორც უნაღდო გადარიცხვებს (საკრედიტო დავალება (მუდმივი საგადახდო დავალების ჩათვლით), სადებეტო დავალება), ისე ნაღდი ფულის ოპერაციებს (ერთჯერადი გადახდა, სხვა).
6 InOut ოპერაციის ტიპი 1 საბანკო ოპერაციების ტიპების იდენტიფიცირება; გულისხმობს ჩარიცხვა/თანხის განთავსებისა (I) და გადარიცხვა/თანხის გატანის ოპერაციებს (O).
7 Ord კლიენტის საგადახდო დავალების ინიციირების საშუალებები 2 იმ საშუალებების (ელექტრონული და მატერიალური) იდენტიფიკაცია, რომლითაც ხდება კლიენტის საგადახდო დავალების ინიციირება.
8 Aut ავთენტიფიკაციის საშუალებები 2 იმ საშუალებების იდენტიფიკაცია, რომლის ცალკეულად ან სხვა საშუალებებთან ერთობლივად გამოყენებით ხდება მომხმარებლის ავთენტიფიკაცია (პაროლი, საგადახდო ბარათი, თითის ანაბეჭდი, ID ბარათი და ა.შ.).
9 Res რეზიდენტობა 2

ბანკის კლიენტის რეზიდენტობის იდენტიფიცირება. არარეზიდენტი კლიენტის შემთხვევაში ხდება რეზიდენტობის ქვეყნის მითითება. ბანკის კლიენტად მოიაზრება:

  • სადებეტო დავალების გამცემი პირი (იურიდიული ან/და ფიზიკური)

  • საკრედიტო დავალების გამცემი პირი (იურიდიული ან/და ფიზიკური)

  • თანხის მიმღები პირი (იურიდიული ან/და ფიზიკური) - ჩარიცხვების შემთხვევაში (CL_InOut-დან, როცა ადგილი აქვს I-ს).

10 Sec ინსტიტუციური სექტორი 6 იმ ინსტიტუციური სექტორის იდენტიფიცირება, რომელსაც მიეკუთვნება ბანკის კლიენტი. ამ შემთხვევაშიც ბანკის კლიენტი განისაზღვრება, როგორც რეზიდენტობის შემთხვევაში (იხ. წინა პუნქტი) და მისი მიკუთვნება ინსტიტუციური სექტორისადმი განხორციელდება შესაბამისად.
11 Contr კონტრაგენტი 3 მიმღების/გამომგზავნის მომსახურე კონტრაგენტი ბანკის იდენტიფიცირება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის ტერიტორიაზე. რეზიდენტი ბანკის შემთხვევაში ხდება ბანკის დასახელების მითითება.
12 Cur ვალუტა 3 იმ ვალუტის იდენტიფიცირება, რომლითაც განხორციელდა საგადახდო ოპერაცია.
13  Res2 მიმღები ბანკის  რეზიდენტობა 2 გადარიცხვის ოპერაციის შემთხვევაში გადახდის ოპერაციის შედეგად თანხის საბოლოო მიმღების მომსახურე ბანკის რეზიდენტობის იდენტიფიცირება ქვეყნების მიხედვით; ჩარიცხვის შემთხვევაში გადამხდელის მომსახურე ბანკის რეზიდენტობის იდენტიფიცირება ქვეყნების მიხედვით. აღნიშნული თანრიგი  შევსებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კოდით, რომელშიც ლიცენზირებულია კონტრაგენტი ბანკი.
14 Stl ანგარიშსწორების საშუალებები 2

ანგარიშსწორების საშუალებების/არხების იდენტიფიცირება. გულისხმობს ისეთ საშუალებებს/არხებს, როგორებიცაა;

  • RTGS სისტემა;

  • ბანკის შიდა სისტემა;

  • საკორესპონდენტო ანგარიშები

    • ბანკების მიერ ერთმანეთში გახსნილი ანგარიშები;

    • შუამავალი ბანკის მეშვეობით ;

    • შუამავალი პროვაიდერის მეშვეობით .

15 Stat ოპერაციის სტატუსი 2

ოპერაციის სტატუსის იდენტიფიცირება. ოპერაციის სტატუსი შეიძლება იყოს:

  • დასრულებული (შესრულებული ან შეცდომით მიღებული/გასწორებული-ჩარიცხული), ან

  • შეცდომით მიღებული და უკან დაბრუნებული.

16 BTR1 რეზერვი 4 სარეზერვო თანრიგი.
17 MType შეფასების ტიპი 2 შეფასების ტიპის იდენტიფიცირება: რაოდენობრივი ან თანხობრივი.

4. BTR.MM.B მოთხოვნის XML ფაილის შექმნა

წინამდებარე მითითებები საერთოა სებსტატის მონაცემთა ყველა ოჯახისათვის.

ა) მოთხოვნები ფაილის დასახელებისადმი

სიგრძე: 23 სიმბოლო, მაქსიმალური ზომა: ცვალებადი.

ფაილის დასახელების ფორმატი: [Family]-[Sourse]-[Freq]-[PLD].xml

მაგალითი: BTR-BNB-MM-20200630.xml, FIM-BNB-MM-20200630.xml, …

აქ BNB ნაცვლად ჩაიწერება შესაბამისი ბანკის კოდი.

Family – მონაცემთა ოჯახი; აქ: BTR (3 სიმბოლო)

Source – მონაცემთა წყარო: ბანკის კოდი (3 სიმბოლო), “B” + “IBAN” , მაგალითად, BNB – ეროვნული ბანკი, BBS – ბაზისბანკი.

Freq – სიხშირე (2 სიმბოლო); აქ: ყოველთვიური – MM.

PLD – PeriodLastDay, საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე (8 სიმბოლო, ციფრები); თარიღის ფორმატი YYYYMMDD. მაგალითად, ყოველთვიური მონაცემებისათვის 2020 წლის ივნისში გვექნება 20200630.

გამყოფად ანუ სეპარატორად (separator) გამოიყენება „-„ .

ბ) ფაილის ფორმატი

XML სქემის ნიმუში შესაძლებელია ნახოთ სებსტატის ვებგვერდზე „სებ–ის მოთხოვნებში“ https://services.nbg.gov.ge/SebstatUploader/XMLSChema/PacketBTR.xsd.

გ) მონაცემები ფაილში

XML ფაილში არის DataSet, რომელსაც ჰქვია Packet. მასში არის ორი ცხრილის მონაცემები: PacketInfo და PacketData. PacketInfo ცხრილში უნდა იყოს ერთი ჩანაწერი, ცხრილის ველები და მათი მნიშვნელობები უნდა იყოს შემდეგი:

ID=1

Family=BTR

Source=ბანკის კოდი “B” + “IBAN”

Freq=MM

SourceType=B ბანკი (სხვა ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში იქნება შესაბამისი სიმბოლო; მაგალითად, სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში - I).

PeriodLastDay= საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე. მაგალითად, 2020-06-30T00:00:00

UploadDate= ატვირთვის თარიღი,

ზემოაღნიშნულ ორივე თარიღის ველში ფორმატია YYYY-MM-DDT00:00:00

ქვემოთ მოტანილია PacketInfo ჩანაწერის ნიმუში:

<PacketInfo>

<ID>1</ID>

<Family>BTR</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>MM</Freq>

<SourceType>B</SourceType>

<PeriodLastDay>2020-06-30T00:00:00</PeriodLastDay>

<UploadDate>2020-06-30T00:00:00</UploadDate>

<PacketInfo>

PacketData ცხრილში უნდა იყოს ერთი ან მეტი ჩანაწერი. ცხრილის ველებს განსაზღვრავს BTR პაკეტი. პაკეტების განმარტებების ნახვა შესაძლებელია სებსტატის ვებგვერდზე „კოდების სიებში“. ველების მნიშვნელობები უნდა იყოს შესაბამისი კოდების სიებიდან. დაცული უნდა იყოს ველების თანმიმდევრობა. ქვემოთ მოტანილია ამ ჩანაწერის ნიმუში:

<PacketData>

<ID>1</ID>

<PacketInfoID>1</PacketInfoID>

<Family>BTR</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>MM</Freq>

<PTp>CL</PTp>

<Trn>ID</Trn>

<InOut>ED</InOut>

<Ord>AUT</Ord>

<Aut>TF</Aut>

<Res>AZ</Res>

<Sec>S12321</Sec>

<Contr>BTB</Contr>

<Cur>USD</Cur>

<Res2>GE</Res2>

<Stl>NS</Stl>

<Stat>OK</Stat>

<BTR1>XXXX</BTR1>

<MType>BV</MType>

<PeriodLastDay>2020-06-30T00:00:00</PeriodLastDay>

<DataValue>25</DataValue>

<PacketData>

ID არის ჩანაწერის ნომერი და ის არ უნდა განმეორდეს ერთი პაკეტის ფარგლებში.

PacketInfoID=1 ეს არის PacketInfo ცხრილის ერთადერთი ჩანაწერის ნომერი, რომელიც ამ შემთხვევაში 1-ის ტოლია. შემდეგი 17 ველი განსაზღვრავს გასაღებს.

PeriodLastDay იგივეა, რაც PacketInfo-ში.

DataValue არის გასაღების მნიშვნელობა, რომელიც არის რიცხვი, 4 ათწილადი ნიშნის სიზუსტით.

დ) პაკეტის ატვირთვა

პაკეტის ატვირთვისას მიმდინარე პროცედურები და მათი თანმიმდევრობა შემდეგნაირია:

 ფაილის დასახელების კონტროლი:

o მომწოდებლის კოდის (ბანკის კოდის) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, PacketInfo, PacketData, მომხმარებლის ბანკი).

o თარიღის (PLD) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, PacketInfo, PacketData).

 ფაილის ატვირთვის უფლების შემოწმება;

 ფაილის სახელში მოცემული მონაცემის (ოჯახი, წყარო, საანგარიშო პერიოდი – PeriodLastDay) ფაილში არსებულ მონაცემებთან შედარება;

 XSD Schema-ის კონტროლი;

 კოდების სიების კონტროლი;

 გასაღების მნიშვნელობების კონტროლი;

 მთელი რიცხვის კონტროლი (ამოწმებს, რომ თუ Mtype-ში მითითებულია QV-რაოდენობა, მაშინ <DataValue> მნიშვნელობა არის თუ არა მთელი რიცხვი;

 გასაღებების დუბლირების კონტროლი;

 გასაღების სტრუქტურის კონტროლი – ლოგიკური კონტროლები.

ყველა ჩამოთვლილი კონტროლის საფეხურის გავლის შემდეგ იწყება ატვირთული პაკეტის ჩაწერა:

 პაკეტის ფაილის ჩაწერა ფაილსერვერზე;

 პაკეტის მონაცემების ჩაწერა მონაცემთა ბაზაში.

პაკეტების ატვირთვისას აღნიშნული პროცედურების პროცესში რესპონდენტი სებსტატის სისტემიდან იღებს შესაბამის შეტყობინებას პაკეტის ატვირთვის ან ატვირთვაზე უარის, ხოლო ატვირთვის შემდეგ პაკეტის დაწუნების შემთხვევაში –შეტყობინებას დაწუნების შესახებ.

5. მითითებები BTR.MM.B მოთხოვნის მონაცემების ფორმირებასთან დაკავშირებით

1. BTR.MM.B მოთხოვნის ფორმირებას საფუძვლად უდევს საბანკო გადარიცხვების შესახებ სტატისტიკის საჭიროება.

საბანკო გადარიცხვების სტატისტიკის მონაცემთა სტრუქტურის აღწერის კრიტერიუმად აღებულია გადახდების ტიპები:

  • CL: კლიენტის გადახდები – ბანკის კლიენტის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების საფუძველზე შესრულებული გადახდის ოპერაციები;

  • PR: პროვაიდერის გადახდები – გადახდები, რომლებიც ხორციელდება ბანკის კლიენტი რეზიდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშიდან;

  • IB: ბანკთაშორისი გადახდები – გადახდები, რომლის დროსაც თანხის გადამხდელი და მიმღები ბანკია (მათ შორის, ეროვნული ბანკიც);

  • BW: ბანკის საკუთარი გადახდები – ბანკის საკუთარი გადახდები თავისი ან სხვა ბანკის კლიენტების ანგარიშებზე.

2. წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმირება ხდება საწყისი მონაცემების შევსებით (Family=BTR, Source=ბანკის კოდი “B”+ “IBAN”, Freq=MM), რომელიც ივსება ამ დოკუმენტის 4(გ) პუნქტის („მონაცემები ფაილში“) შესაბამისად.

3. მომდევნო ეტაპზე თანმიმდევრულად ხდება გადახდის ტიპების შერჩევა (CL_PTp კლასიფიკატორიდან), სათანადო მონაცემების სტრუქტურის განსაზღვრა და გასაღების ფორმირება.

ა) მოთხოვნები მონაცემების სტრუქტურისადმი კლიენტების გადახდების შემთხვევაში იხილეთ სებ-ის მოთხოვნებში, ფაილში: BTR.MM.B-CL.xml, სადაც აღწერილია მოთხოვნილ მონაცემთა სტრუქტურა და ასახავს ბანკების კლიენტების მიერ ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადახდების რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს სხვადასხვა ჭრილში, კერძოდ:

  • თანრიგი 5 – ახასიათებს გადახდების სახეებს (საკრედიტო დავალება, სადებეტო დავალება, ფულადი გზავნილები, ერთჯერადი გადახდის ოპერაციები); ითვალისწინებს გადახდების ყველა შესაძლო შემთხვევის აღწერას.

  • თანრიგები 6 – ახასიათებს გადახდის ოპერაციის ტიპებს (ჩარიცხვა/განთავსება, გადარიცხვა/გატანა); ითვალისწინებს ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ყველა შესაძლო შემთხვევას (A).

  • თანრიგი 7 – ახდენს საგადახდო დავალების ინიციირების საშუალებების იდენტიფიცირებას; ითვალისწინებს ელექტრონული და მატერიალური საგადახდო დავალებების ყველა შესაძლო ფორმას (ინტერნეტბანკი, ტელეფონბანკი, მობილური ბანკინგი და ა.შ.; AA).

  • თანრიგი 8 – ითვალისწინებს ყველა იმ საშუალებების იდენტიფიკაციას, რომლითაც ხდება კლიენტის ავთენტიფიკაცია (პაროლი, საგადახდო ბარათი, თითის ანაბეჭდი, ID ბარათი, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და ა.შ.; AA).

  • თანრიგები 9-11 – ემსახურება ბანკის კლიენტის რეზიდენტობისა და ინსტიტუციური სექტორისადმი კუთვნილების შესწავლას, აგრეთვე მიმღების მომსახურე კონტრაგენტი ბანკის იდენტიფიცირებას; შესაბამისად, ითვალისწინებს ყველა შესაძლო შემთხვევის დაფიქსირებას.

  • თანრიგი 12 – ახდენს გადახდის ოპერაციების ვალუტების იდენტიფიცირებას (AAA);

  • თანრიგები 13-15 - ახასიათებს ოპერაციებს სხვადასხვა ჭრილებში (ჩატარების ქსელი, ოპერაციის ტიპი და ა.შ.);

  • თანრიგი 16 – სარეზერვო თანრიგი (XXXX);

  • თანრიგი 17 – ახდენს გადახდების ოპერაციების მოცულობისა (BV) და რაოდენობის (QV) იდენტიფიცირებას;

ბ) მოთხოვნები მონაცემების სტრუქტურისადმი პროვაიდერის გადახდების შემთხვევაში იხილეთ სებ-ის მოთხოვნებში, ფაილში: BTR.MM.B-PR.xml, სადაც აღწერილია მოთხოვნილ მონაცემთა სტრუქტურა და ასახავს გადახდებს, რომლებიც განხორციელდა ბანკის კლიენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშებიდან.

თანრიგების 5-17 წარმოდგენა ხდება იგივე პარამეტრების მიხედვით, როგორც BTR.MM.B-CL მოთხოვნის შემთხვევაში;

გ) მოთხოვნები მონაცემების სტრუქტურისადმი ბანკთაშორისი გადახდების შემთხვევაში იხილეთ სებ-ის მოთხოვნებში, ფაილში: BTR.MM.B-IB, სადაც

  • თანრიგები 5, 7, 8 და 16 არ ივსება.

  • თანრიგი 6 – ითვალისწინებს ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ყველა შესაძლო შემთხვევის (A) დაფიქსირებას.

  • თანრიგი 9 – ასახავს რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტი ბანკის რეზიდენტობას; რეზიდენტი კონტრაგენტი ბანკის შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული ბანკის მითითება.

  • თანრიგი 10 – ასახავს რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტი ბანკის ინსტიტუციური სექტორისადმი კუთვნილებას: ასეთი შეიძლება იყოს ცენტრალური ბანკი (S12100) და/ან ბანკი (S12210).

  • თანრიგები 11-12 და 15 – ითვალისწინებს ყველა შესაძლო მნიშვნელობის შევსებას.

  • თანრიგი 13 – ასახავს ბანკთაშორისი საგადახდო ოპერაციის შედეგად თანხის მიმღები ბანკის რეზიდენტობას ქვეყნების მიხედვით.

  • თანრიგი 14 – აფიქსირებს ანგარიშსწორების საშუალებების/არხების ყველა შესაძლო არაჯამურ მნიშვნელობებს.

  • თანრიგი 16 – სარეზერვო თანრიგი (XXXX);

  • თანრიგი 17 – ახდენს ბანკთაშორისი გადახდების ოპერაციების მოცულობისა (BV) და რაოდენობის (QV) იდენტიფიცირებას.

დ) მოთხოვნები მონაცემების სტრუქტურისადმი ბანკის საკუთარი გადახდების შემთხვევაში იხილეთ სებ-ის მოთხოვნებში, ფაილში: BTR.MM.B-BW, სადაც

  • თანრიგები 5, 7, 8 და 16 არ ივსება.

  • თანრიგი 6 – ითვალისწინებს ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ყველა შესაძლო შემთხვევის (A) დაფიქსირებას.

  • თანრიგი 9 – ასახავს რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტი ბანკის რეზიდენტობას; რეზიდენტი კონტრაგენტი ბანკის შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული ბანკის მითითება.

  • თანრიგი 10 – ასახავს რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტი ბანკის/ფინანსური ინსტიტუტის სექტორს/ქვესექტორს.

  • თანრიგები 11-12, 14 და 15 – ითვალისწინებს ყველა შესაძლო მნიშვნელობის შევსებას შესაბამისი კოდების სიების მიხედვით.

  • თანრიგი 13 – ახდენს, გადარიცხვის ოპერაციის შემთხვევაში – გადახდის ოპერაციის შედეგად თანხის საბოლოო მიმღების მომსახურე ბანკის რეზიდენტობის იდენტიფიცირებას ქვეყნების მიხედვით; ჩარიცხვის შემთხვევაში – გადამხდელის მომსახურე ბანკის რეზიდენტობის იდენტიფიცირებას ქვეყნების მიხედვით; ეს თანრიგი შევსებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კოდით, რომელშიც ლიცენზირებულია კონტრაგენტი ბანკი.

  • თანრიგი 16 – სარეზერვო თანრიგი (XXXX);

  • თანრიგი 17 – ახდენს ბანკის საკუთარი გადახდების ოპერაციების მოცულობისა (BV) და რაოდენობის (QV) იდენტიფიცირებას.

6. ტექნიკური განმარტებები

1. ჩანაწერი ZZ (ან ZZZ, ZZZZ) ნებისმიერი კლასიფიკატორის Code სვეტში ნიშნავს, რომ ეს არის ჯამური სტრიქონი.

2. ნებისმიერი კლასიფიკატორის Parent სვეტში არსებული კოდი (Code სვეტიდან: ZZ, ZZZ, ZZZZ ან სხვა სიმბოლოთი აღნიშნული მნიშვნელობა) მიუთითებს, რომ შესაბამისი სტრიქონი არის კონკრეტულ ჯამში შემავალი სტრიქონი; სხვა ნებისმიერი კოდი ამ სვეტში მიუთითებს, რომ შესაბამის სტრიქონზე ასახულია კლასიფიკატორის არაჯამური კომპონენტი.

3. თუ Parent სვეტში მეორდება Code სვეტში მითითებული რომელიმე კოდი, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სტრიქონი წარმოადგენს ამ კოდის შესაბამისი სტრიქონის ელემენტს;

4. ჩანაწერი XX (XXX, XXXX) ნებისმიერ კლასიფიკატორში ნიშნავს, რომ შესაბამისი გასაღების ფორმირებისას მოცემული კლასიფიკატორის შესაბამის კოდზე ინფორმაცია არ მოითხოვება.

5. ჩანაწერი AA (AAA, AAAA და ა.შ.) ნებისმიერ გასაღებში ნიშნავს, რომ ინფორმაცია მოითხოვება შესაბამისი კლასიფიკატორის ყველა შესაძლო არაჯამური მნიშვნელობის მიხედვით (თუ ლოგიკური კონტროლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).

დანართი №6

FRD მონაცემთა ოჯახი:

საბარათე ინსტრუმენტით, საბარათე მოწყობილობით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკა

მოთხოვნა: FRD-QQ-B

1. ზოგადი დებულებები

  1. FRD მონაცემთა ოჯახი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის შემადგენელ ნაწილს და ემსახურება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით და/ან დისტანციური არხით (ინტერნეტბანკით, ტელეფონბანკით და სხვა) ინიციირებული და შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების, ასევე საქართველოში განლაგებულ საბარათე მოწყობილობებზე და სხვა დისტანციურ არხებზე დაფიქსირებული ინციდენტების სტატისტიკურ შესწავლას;

  1. გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

  2. FRD მონაცემთა ოჯახის მეშვეობით ხდება ინფორმაციის მიღება ისეთი არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების შესახებ, რომლებიც:

ა) დაფიქსირდა და დასრულდა საანგარიშო კვარტალში;

ბ) დაფიქსირდა საანგარიშო კვარტალში, მაგრამ დავა არ დასრულებულა ამავე პერიოდში;

გ) დაფიქსირდა საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე და დავა დასრულდა საანგარიშო კვარტალში;

დ) დაფიქსირდა საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე, მისი განხილვა მიმდინარეობდა საანგარიშო კვარტალში, თუმცა დავა არ დასრულებულა ამავე კვარტალში.

ამასთან, დავა ითვლება დასრულებულად, როცა პროვაიდერი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში შეასრულებს გარკვეულ ქმედებებს: მომხმარებელს აუნაზღაურებს ოპერაციის თანხას სრულად ან ნაწილობრივ, ან წერილობით ან სხვა სანდო საშუალებით აცნობებს უარს ანაზღაურებაზე, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია მომხმარებელთან და რომელიც უნდა ასახავდეს უარის დასაბუთებას;

  1. კომერციული ბანკი/მიკრობანკი (შემდგომში – ბანკი) ვალდებულია FRD მონაცემთა ოჯახის პაკეტით წარმოადგინოს ინფორმაცია თითოეული არაავტორიზებული ოპერაციის შესახებ ცალ-ცალკე, რომელიც:

ა) გამოწვეული იყო საგადახდო ბარათის (საბარათე ინსტრუმენტის) ან სენსიტიური საგადახდო მონაცემების დაკარგვის, მოპარვის ან მითვისების შედეგად, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა ამის შესახებ გადამხდელისთვის გადახდის განხორციელებამდე, ან/და გადახდა გამოწვეული იყო თუ არა ინსტრუმენტის მფლობელის დაუდევრობით, ან/და გადახდა შესრულდა თუ არა გადამხდელის თაღლითობით;

ბ) ინიციირებული და შესრულებული იყო თაღლითის მიერ გადამხდელის მანიპულირების შედეგად.

  1. არაავტორიზებული ოპერაციის თანხა სებსტატის პორტალზე ასატვირთ ფაილში ასახული უნდა იყოს ორიგინალური ვალუტით, ხოლო მომხმარებლისათვის ანაზღაურებული თანხა გამოსახული უნდა იყოს არაავტორიზებული ოპერაციის მთლიანი თანხის მიმართ პროცენტის სახით;

  2. ინფორმაციის სტრუქტურირება ხდება FRD-QQ-B მოთხოვნის შესაბამისი კოდებით, რომლებიც განთავსებულია სებსტატის პორტალზე.

  1. ტერმინთა განმარტება

FRD მონაცემთა ოჯახის კლასიფიკატორებსა და გასაღებებში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

2.1. არაავტორიზებული ოპერაცია – ოპერაცია, რომლის განხორციელებაზე არ არსებობს გადამხდელის თანხმობა (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2.2. არაელექტრონული არხი – რომელიც არ არის ელექტრონული არხი.

2.3. ბანკი-კლიენტი – ბანკის პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომელიც ბანკის კლიენტს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირს), წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აძლევს საშუალებას შეასრულოს საბანკო ოპერაციები დისტანციურად;

2.4. გადამხდელი – პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას;

2.5. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს გადახდის ინიციირების მომსახურებას;

2.6. გადახდის პოსტერმინალი – სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის განხორციელების მიზნით განთავსებული პოსტერმინალი, გარდა ელექტრონული კომერციის და მობილური ტერმინალისა;

2.7. გასაღები – კონკრეტული სტატისტიკური მონაცემის მაიდენტიფიცირებელი კოდი;

2.8. დუბლირებული გასაღებების კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა სისტემა ამოწმებს, რომ არ მოხდეს ზუსტად ერთნაირი პარამეტრების მქონე ჩანაწერის/გასაღების ატვირთვა ბანკის მიერ;

2.9. ელექტრონული არხი – ელექტრონული გადახდის საშუალებებით გადახდის განხორციელების გზა, როდესაც არ ხდება ნაღდი ფულის გაცვლა მხარეებს შორის. ასეთი არხები არის საგადახდო ბარათის საშუალებით ან საბანკო გადარიცხვით ოპერაციების განხორციელების არხები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს როგორც უშუალოდ სავაჭრო-მომსახურების ობიექტებში, ასევე თვითმომსახურების მოწყობილობებით ან დისტანციურად გადახდის ოპერაციების შესრულებას;

2.10. ელექტრონული კომერციის ოპერაცია – ბარათის ფიზიკურად გამოყენების გარეშე, მხოლოდ საბარათე ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონული კომერციის ტერმინალის საშუალებით შესრულებული ოპერაცია (როგორიცაა ინტერნეტ-გადახდა);

2.11. ელექტრონული კომერციის ტერმინალი – ექვაირერის სისტემაში რეგისტრირებული ვირტუალური პოს-ტერმინალი (პროგრამული უზრუნველყოფა), რომლის საშუალებითაც ხორციელდება ელექტრონული კომერციის ოპერაციები;

2.12. თაღლითური აპლიკაცია – ვირუსული ან თაღლითური პროგრამა, რომელიც საბარათე ინსტრუმენტის მიმღებ მოწყობილობის ან ინსტრუმენტის მფლობელს მატერიალურ ზიანს აყენებს;

2.13. იდენტობის მოპარვა – სხვისი პირადი ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.) მოპარვა არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების ან სხვა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით;

2.14. ინტერნეტ-ბანკინგი – დისტანციური საბანკო მომსახურების ერთ-ერთი არხი, რომლის მეშვეობითაც კლიენტს შესაძლებლობა აქვს ბანკში გამოცხადების გარეშე, ბანკის ვებგვერდის მეშვეობით, მიიღოს სხვადასხვა ინფორმაცია თავისი ანგარიშ(ებ)ის შესახებ და აწარმოოს განსაზღვრული საბანკო ოპერაციები;

2.15. კიოსკი ბარათის წამკითხველით – გადახდის თვითმომსახურების კიოსკები ბარათით გადახდის ფუნქციონალით;

2.16. კოდების სია (CodeList) – სებსტატის ამა თუ იმ მონაცემთა ოჯახის მონაცემთა იდენტიფიცირების მიზნით შექმნილი კლასიფიკატორი. თითოეულ მონაცემთა ოჯახში გამოიყენება იმდენი კლასიფიკატორი (CodeList), რამდენ თანრიგიანიც არის შესაბამის მონაცემთა გასაღები;

2.17. ლატარია – კიბერთაღლითობის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც მსხვერპლი იღებს შეტყობინებას ტელეფონის, ფოსტის ან ელ-ფოსტის საშუალებით პრიზის ან დიდი ოდენობის თანხის მოგების თაობაზე. პრიზის მისაღებად მსხვერპლი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს გარკვეული თანხა;

2.18. ლოგიკური კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა მოწმდება სტატისტიკური მონაცემის გარკვეულ პარამეტრებს შორის ლოგიკური შესაბამისობა;

2.19. მესამე მხარე – მხარე, რომელიც მონაწილეობს გადახდის ოპერაციის განხორციელებაში (როგორიცაა ექვაირერი, სუბექვაირერი, სავაჭრო პლატფორმა, სავაჭრო/მომსახურების ობიექტი, შუამავალი პროვაიდერი) და გარკვეულ შემთხვევებში, პასუხისმგებელია არაავტორიზებული ოპერაციის თანხის ანაზღაურებაზე, სრულად ან ნაწილობრივ;

2.20. მნიშვნელობათა (value) კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა მოწმდება სტატისტიკური მონაცემის მნიშვნელობის სისწორე, მაგალითად, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ზოგადი ტენდენციიდან „ამოვარდნის“ შემთხვევები, ან ხომ არ აქვს მინიჭებული რიცხვს უარყოფითი მნიშვნელობა და ა.შ.;

2.21. მობილური ბანკინგი – კლიენტის მიერ, ბანკში გამოუცხადებლად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ჩაწერილი პროგრამული მოდულის/აპლიკაციის გამოყენებით, ინტერნეტბანკის მომსახურებით სარგებლობა. მობილურ ბანკინგში არ შედის სმს-ის საშუალებით განხორციელებული გადახდები, მობილური ტელეფონის ვებბრაუზერით ინტერნეტბანკის გამოყენება, მობილური ტელეფონის ხმოვანი ფუნქციით ტელეფონბანკით სარგებლობა და ისეთი ელექტრონული სისტემები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მობილური ტელეფონისაგან განსხვავებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით;

2.22. მობილური პოსტერმინალი – სმარტფონი, ტაბლეტი ან სხვა უკაბელო სმარტ-მოწყობილობა, რომელშიც ინტეგრირებული სპეციალური ბარათის წამკითხველი მოწყობილობის ან აპლიკაციის საშუალებით ასრულებს გადახდის ოპერაციებს;

2.23. მოთხოვნა (XXX-XX-X) განსაზღვრავს ფინანსური სექტორის კონკრეტული ქვესექტორისათვის (X), განსაზღვრული სიხშირით (XX) კონკრეტული ოჯახის (XXX) მონაცემთა წარმოდგენის ვალდებულებას. კონკრეტული ოჯახის შემთხვევაში, მოთხოვნების რაოდენობა შესაძლოა იყოს განსხვავებული (მონაცემთა ოჯახის შინაარსიდან გამომდინარე). შესაბამისად, მოთხოვნის კოდიც კონკრეტდება სათანადო თანრიგით, რომელიც სტანდარტული კოდისგან გამოიყოფა ტირით. არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკის შემთხვევაში არის 3 განსხვავებული მოთხოვნა:

ა) FRD-QQ-B-GC – საქართველოში რეგისტრირებული პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციები;

ბ) FRD-QQ-B-AQ – დისტანციურ არხებზე (ინტერნეტბანკინგი, ტელეფონბანკინგი და ა.შ.) და საქართველოში განლაგებულ საბარათე მოწყობილობებზე განხორციელებული ინციდენტები;

გ) FRD-QQ-B-DS – დისტანციური არხებით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციები (გარდა საბარათე ოპერაციისა).

2.24. მონაცემთა ოჯახი – ერთგვაროვან სტატისტიკურ მონაცემთა სისტემა/ერთობლიობა;

2.25. პაკეტი – საანგარიშო პერიოდის დამთავრების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში კონკრეტული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარსადგენი კონკრეტული მონაცემთა ოჯახი;

2.26. საბარათე მოწყობილობაზე არასანქცირებული ზემოქმედება/წვდომა – საბარათე მოწყობილობაზე უკანონო ზემოქმედება ფიზიკურად ან წვდომა მასში ჩატვირთულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლის მიზანია საბარათე ინფორმაციის მოპოვება;

2.27. საბარათე ინსტრუმენტი – საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის საგადახდო ბარათი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილია/ინტეგრირებულია შესაბამისი საგადახდო აპლიკაცია და რომლის საშუალებით გადამხდელს შეუძლია განახორციელოს საბარათე ოპერაციის ინიციირება;

2.28. საბარათე მოწყობილობა – ბანკომატი, გადახდის პოსტერმინალი, მობილური ტერმინალი, ელექტრონული კომერციის პოს-ტერმინალი და ნებისმიერი წამკითხველი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საბარათე ოპერაცია;

2.29. საბარათე ოპერაცია – საბარათე სქემის მიხედვით საბარათე ინფრასტრუქტურის საშუალებითა და საბარათე ინსტრუმენტით, მათ შორის, ბარათის რეკვიზიტებით შესრულებული სადებეტო და საკრედიტო ოპერაციები, რომლის საფუძველზე ხდება ოპერაციის თანხის საბარათე/სასესხო ანგარიშზე ასახვა/ბარათის ბალანსის ცვლილება;

2.30. სხვა დისტანციური არხი – ინტერნეტბანკი, მობილური ბანკი, სმს ბანკი, ტელეფონ-ბანკი და სხვა საშუალებები, რომლებითაც შესაძლებელია დისტანციურად საბანკო ანგარიშების მართვა;

2.31. საგადახდო აპლიკაცია – მოწყობილობაში ჩაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა ან მისი ეკვივალენტი, რომლითაც შესაძლებელია საგადახდო ოპერაციის ინიციირება და გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გაცემა;

2.32. სებსტატი – საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციული სისტემა;

2.33. სმს ბანკინგი – მომსახურება, როდესაც მომხმარებელი ბანკისაგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე ახდენს თავისი საბანკო ანგარიშების მართვას;

2.34. სპამი (ინგლ. Spam, Bulk ან Junk) – ინტერნეტთაღლითობის მეთოდი, როდესაც მიმღების სურვილის გარეშე, პიროვნების ან კომპანიის მიერ დიდი რაოდენობის ელექტრონულ მისამართებზე იგზავნება ელექტრონული წერილები არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

2.35. სქიმინგი – საგადახდო ბარათის ნებისმიერი სენსიტიური ინფორმაციის მოპოვება საბარათე ინსტრუმენტის მოწყობილობაზე არასანქცირებულად დამაგრებული ბარათის წამკითხველის (ე.წ. სქიმერის) საშუალებით;

2.36. ტელეფონბანკინგი – ბანკის მომსახურება, როდესაც კლიენტს ტელეფონის მეშვეობით (ხმოვანი კომუნიკაციით) შეუძლია განახორციელოს ანგარიშების მართვა, გადახდების წარმოება და სხვა ოპერაციები;

2.37. ფიშინგი – ინტერნეტთაღლითობის ფორმა, რომლის მიზანია არაავტორიზებული ოპერაციისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, როდესაც პირი ელექტრონული ფოსტით, ყალბი ვებგვერდის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ცდილობს მოიპოვოს წვდომა საიდენტიფიკაციო მონაცემებზე ან ანგარიშებზე;

2.38. ყალბი ვებგვერდი – სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი, რომელზედაც გადამისამართდება მომხმარებელი ოპერაციის განხორციელებისას და მითითებულ ველებში შეჰყავს თავისი მომხმარებლის სახელი, პაროლი და სხვა რეკვიზიტები, რის შედეგადაც მისი პირადი ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს არაავტორიზებული ოპერაციის განხორციელებისათვის;

2.39. ჩიპიანი ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი მასში ინტეგრირებული მიკროსქემით;

2.40. ARN კოდი – საბარათე ოპერაციის უნიკალური იდენტიფიკატორი (23-თანრიგიანი კოდი);

2.41. RRN კოდი – საბარათე ოპერაციის უნიკალური იდენტიფიკატორი (12-თანრიგიანი კოდი).

  1. მონაცემთა სტრუქტურის აღწერა

N კოდის აღნიშვნა დასახელება თან-რიგის ზომა დანიშნულება/აღწერა
1 Family მონაცემთა ოჯახი 3 მონაცემთა ოჯახის იდენტიფიცირება. საბარათე ინსტრუმენტით, საბარათე მოწყობილობით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკის მონაცემთა ოჯახის კოდის აღმნიშვნელია FRD.
2 Source ფინანსური ინსტიტუტი 3 რესპონდენტი-ფინანსური ინსტიტუტის იდენტიფიცირება: ბანკი - B, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - M, სადაზღვევო კომპანია - I და ა.შ.
3 Freq პერიოდის ტიპი 2 საქართველოს ეროვნულ ბანკში მონაცემთა წარდგენის პერიოდულობის/სიხშირის იდენტიფიცირება: დღიური - DD, თვიური - MM, კვარტალური - QQ,, წლიური - YY.
4 Incident არაავტორიზებული ოპერაციები/ინციდენტები 2

ეს თანრიგი ახდენს არაავტორიზებული ოპერაციების /ინციდენტების სახეების იდენტიფიცირებას, რომელთა მიხედვითაც ხდება ინფორმაციის შეგროვება FRD მონაცემთა ოჯახის ფარგლებში (ე.წ. სებ-ის მოთხოვნა). ეს სახეებია:

- FRD-QQ-B-GC – საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციები;

- FRD-QQ-B-AQ - საქართველოში განლაგებულ საბარათე მოწყობილობებზე/დისტანციურ არხებზე განხორციელებული ინციდენტები;

- FRD-QQ-B-DS - დისტანციური არხებით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციები (გარდა საბარათე ოპერაციისა).

5 Payord თაღლითის მიერ საგადახდო დავალების ინიციირების ინსტრუმენტი 2 ეს თანრიგი ახდენს იმ ინსტრუმენტის იდენტიფიცირებას, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა საგადახდო დავალების ინიციირება, მაგალითად, საბარათე ინსტრუმენტით, მოპარული საბარათე მონაცემებით, ელექტრონული საფულით, საბანკო ანგარიშით (გარდა საბარათე ოპერაციისა) და სხვ.
6 Incmeth თაღლითური ოპერაციის განხორციელების მეთოდი 2

თაღლითური ოპერაციების განხორციელების მეთოდებში იგულისხმება არაავტორიზებული ოპერაცია თაღლითის მონაწილეობით, აგრეთვე გადამხდელის თაღლითობა და

მიმღების თაღლითობა.

7 Incenv არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების არხი 2 არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების არხი შეიძლება იყოს: ელექტრონული და არაელექტრონული არხები და/ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის არხები.
8 Inctype არაავტორიზებული ოპერაციის / ინციდენტის ტიპი 2 ეს თანრიგი ახდენს არავტორიზებული ოპერაციის/ ინციდენტის ტიპის იდენტიფიცირებას, როგორიც შეიძლება იყოს: კიბერ-თაღლითობა, სოციალური ინჟინერია, მავნე პროგრამა, ტროიანი ვირუსი, მოწყობილობის ინციდენტი, ან გაურკვეველი.
9 Incont არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის შინაარსი 2

არაავტორიზებული ოპერაცია/ინციდენტი შეიძლება იყოს:

  • გადარიცხვა/გადახდა

  • ანგარიშიდან თანხის გატანა/ განაღდება

  • ანგარიშზე თანხის შეტანა/ჩარიცხვა

  • სხვა.

10 Auth ავთენტიფიკაციის საშუალებები 3

ავთენტიფიკაციის საშუალებები გულისხმობს:

  • ძლიერ ავთენტიფიკაციას

  • ერთფაქტორიან ავთენტიფიკაციას

  • არც ერთ ფაქტორიანს.

11 Exept ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული 2 ეს თანრიგი გულისხმობს გამონაკლისებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული ოპერაციის დროს.
12 Incsou არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის აღმოჩენის წყარო 2

ეს თანრიგი ახდენს არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის აღმოჩენის წყაროს იდენტიფიცირებას, როგორიც შეიძლება იყოს:

  • კლიენტის შეტყობინება;

  • ბანკის თანამშრომლის შეტყობინება;

  • მოწყობილობის ვიზუალური შემოწმება;

  • მონიტორინგის სისტემა;

  • სხვა

13 Res რეზიდენტობის იდენტიფიკატორი 2

ეს თანრიგი განკუთვნილია:

  • იმ ქვეყნის (სავაჭრო-მომსახურების ობიექტის ან ექვაირერის რეგისტრაციის ქვეყნის) იდენტიფიცირებისათვის, სადაც განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით, (მოთხოვნა FRD-QQ-B-GC);

  • იმ საბარათე ინსტრუმენტის ემიტენტი პროვაიდერის რეგისტრაციის ქვეყნის იდენტიფიცირებისათვის, რომლითაც განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია საქართველოში განლაგებულ მოწყობილობებზე ინციდენტის დროს (მოთხოვნა FRD-QQ-B-AQ);

  • რესპონდენტი ბანკის იმ კლიენტის რეზიდენტობის იდენტიფიცირებისათვის, ვისი ანგარიშიდანაც განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია (გარდა საბარათე ოპერაციისა; მოთხოვნა FRD-QQ-B-DS).

14 Cd ბარათის ტიპი 3

იგულისხმება აქტიური ბარათები (საკრედიტო/სადებეტო), მათ შორის:

  • საკრედიტო - აქტიური (DBA),

  • სადებეტო - აქტიური (CRA),

  • წინასწარი გადახდის - აქტიური (PDA),

  • აქტიური ბარათები (არაიდენტიფიცირებული; CNI).

15 Pc ბარათის სახეობა 2

ბარათის სახეობებში იგულისხმება:

  • VS –VISA

  • EM – MC

  • AM – American Express

  • DC – Diners Club

  • UP – Union Pay International

  • LC – Local Cards.

16 Cs ბარათის ტექნოლოგია 2

ეს თანრიგი ახდენს ბარათის ტექნოლოგიის იდენტიფიცირებას, ანუ არის ის:

  • CP - ჩიპიანი,

  • CU - უჩიპო თუ

  • CO - სხვა ტექნოლოგიის (რომლებიც არ მიეკუთვნება ჩიპიანს ან უჩიპოს).

17 Mt სარეზერვო თანრიგი 2 მნიშვნელობა ყოველთვის არის XX.
18 Cur არაავტორიზებული ოპერაციის ვალუტის სახეობა 3 არაავტორიზებული ოპერაციის ვალუტა გულისხმობს იმ ვალუტის იდენტიფიცირებას, რომელშიც შესრულდა არაავტორიზებული ოპერაცია. შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციის თანხა სებსტატში აისახება ორიგინალურ ვალუტაში.
19 Incsta არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის სტატუსი 3

მიეთითება არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის სტატუსი საანგარიშო კვარტლის ბოლოსათვის:

  • მიმდინარე (ანუ რომელიც არ არის დასრულებული ანგარიშგების წარდგენის პერიოდისთვის), და:

  • დაწყებული წინა საანგარიშო პერიოდ(ებ)ში,

  • დაწყებული მიმდინარე საანგარიშო პერიოდში;

  • დასრულებული, და:

  • დაწყებული წინა საანგარიშო პერიოდ(ებ)ში,

  • დაწყებული მიმდინარე საანგარიშო პერიოდში.

20 Mcc სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ტიპი 4 ეს თანრიგი განკუთვნილია იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ტიპის (საქმიანობის მიხედვით) იდენტიფიცირებისთვის, სადაც განთავსებულ მოწყობილობაშიც განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია/ინციდენტი.
21 FrdR2 სარეზერვო თანრიგი 4 განკუთვნილია FRD მონაცემთა ოჯახის შესაძლო გაფართოების საჭიროებისათვის. მნიშვნელობა ყოველთვის არის XXXX.
22 MType შეფასების ტიპი/რაოდენობრივი მნიშვნელობა 2 განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციის თანხის იდენტიფიცირება (BV). არაავტორიზებული ოპერაციის თანხა სებსტატში აისახება ორიგინალური ვალუტით.
23 MType2 შეფასების ტიპი/პროცენტული მნიშვნელობა 2 ანაზღაურებული თანხის პროცენტის იდენტიფიცირება (SH) არაავტორიზებული ოპერაციის მთლიან თანხასთან მიმართებაში (ოთხი ათწილადი ნიშნის სიზუსტით).

4. მითითებები FRD-QQ-B მოთხოვნის მონაცემების ფორმირებასთან დაკავშირებით

4.1. FRD მონაცემთა ოჯახის ფარგლებში ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინოს სტატისტიკური ანგარიშგება 3 კონკრეტული მოთხოვნის მიხედვით.

4.2. მოთხოვნა წარმოადგენს კონკრეტულ სტრუქტურირებულ მაჩვენებელთა ერთობლიობას, რომლის წარდგენაც მოეთხოვება ბანკს საქართველოს ეროვნულ ბანკში სებსტატის პორტალის გამოყენებით, დადგენილ ვადებში და პერიოდულობით.

კონკრეტული მოთხოვნის სახელწოდების ფორმატი შემდეგნაირია:

მაგალითად, ყოველკვარტალური FRD მონაცემთა ოჯახის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციების შესახებ მოთხოვნის სახელწოდება ჩაიწერება როგორც FRD-QQ-B-GC.

FRD მონაცემთა ოჯახის მოთხოვნების სტრუქტურას იხილავთ შემდეგ ბმულზე:

https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequestFiles_222_New.aspx?requestid=10

4.3. მოთხოვნა FRD-QQ-B-GC

https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequest_Keys.aspx?reqfileid=1805&requestid=10&checkctrid=1167

მოთხოვნის მიხედვით FRD-QQ-B-GC – წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციების შესახებ.

ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:

  • ოპერაციის ინიციირებასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ:

  • თაღლითის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების საშუალების შესახებ (CL–Payord);

  • თაღლითური ოპერაციის განხორციელების მეთოდის შესახებ (CL–Incmeth);

  • არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების გარემოს შესახებ (CL–Incenv);

  • არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის ტიპის შესახებ (CL–Inctype);

  • არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის შინაარსის შესახებ (CL–Incont).

  • ოპერაციის ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ:

    • ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ (CL–Auth) და

    • ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული ოპერაციების შესახებ (CL–Exept).

  • აგრეთვე:

    • არაავტორიზებული ოპერაციის აღმოჩენის წყაროსა (CL–Incsou) და

    • არაავტორიზებული ოპერაციის განხორციელების ქვეყნის შესახებ (CL–Res).

  • ოპერაციებში გამოყენებული ბარათების შესახებ, ამ ბარათების:

  • ტიპების მიხედვით (CL–Cd);

  • კონკრეტული სახეობების მიხედვით (CL–Pc);

  • ტექნოლოგიის მიხედვით (CL–Cs).

  • განხორციელებული ოპერაციის:

    • ვალუტის მიხედვით (CL–Cur);

    • სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიხედვით განაწილების შესახებ (CL–Mcc).

შეფასება. არაავტორიზებული ოპერაციის შესაბამისი თანხა წარდგენილი უნდა იქნეს ორიგინალური ვალუტით (BV; CL–MType), ხოლო ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს არაავტორიზებული ოპერაციის მთლიანი თანხის მიმართ ანაზღაურებული თანხის პროცენტული წილის სახით (SH; CL–MType2). შესაბამისად, ამ თანრიგისათვის დასაშვები მნიშვნელობა იქნება 0.0000≤SH≤100.0000 ფარგლებში.

მოთხოვნაში FRD-QQ-B-GC ველები Mt და FrdR2 ყოველთვის არის XX და XXXX შესაბამისად!

4.4. მოთხოვნა FRD-QQ-B-AQ

https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequest_Keys.aspx?reqfileid=1806&requestid=10&checkctrid=1167

მოთხოვნის მიხედვით FRD-QQ-B-AQ – წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია საქართველოში განლაგებულ საბარათე მოწყობილობებზე/დისტანციურ არხებზე განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციების შესახებ.

ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:

  • ოპერაციის ინიციირებასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ:

  • თაღლითის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების საშუალების შესახებ (CL–Payord);

  • თაღლითური ოპერაციის განხორციელების მეთოდის შესახებ (CL–Incmeth);

  • არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების გარემოს შესახებ (CL–Incenv);

  • არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის ტიპის შესახებ (CL–Inctype);

  • არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის შინაარსის შესახებ (CL–Incont).

  • ოპერაციის ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ:

    • ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ (CL–Auth) და

    • ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული ოპერაციების შესახებ (CL–Exept).

  • აგრეთვე:

    • არაავტორიზებული ოპერაციის აღმოჩენის წყაროსა (CL–Incsou) და

    • იმ ბარათის ემიტენტი ქვეყნის შესახებ, რომლის ბარათითაც განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია საქართველოში განლაგებულ მოწყობილობებზე (CL–Res).

  • ოპერაციებში გამოყენებული ბარათების შესახებ, ამ ბარათების:

  • ტიპების მიხედვით (CL–Cd);

  • კონკრეტული სახეობების მიხედვით (CL–Pc);

  • ტექნოლოგიის მიხედვით (CL–Cs).

  • განხორციელებული ოპერაციის:

    • ვალუტის მიხედვით (CL–Cur);

    • სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიხედვით განაწილების შესახებ (CL–Mcc).

შეფასება. არაავტორიზებული ოპერაციის შესაბამისი თანხა წარდგენილი უნდა იქნეს ორიგინალური ვალუტით (BV; CL–MType), ხოლო ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს არაავტორიზებული ოპერაციის მთლიანი თანხის მიმართ ანაზღაურებული თანხის პროცენტული წილის სახით (SH; CL–MType2). შესაბამისად, ამ თანრიგისათვის დასაშვები მნიშვნელობა იქნება 0.0000≤SH≤100.0000 ფარგლებში.

მოთხოვნაში FRD-QQ-B-AQ ველები Mt და FrdR2 ყოველთვის არის XX და XXXX შესაბამისად!

4.5. მოთხოვნა FRD-QQ-B-DS

https://sebstat.nbg.gov.ge/PublicRequest_Keys.aspx?reqfileid=1808&requestid=10&checkctrid=1167

მოთხოვნის მიხედვით FRD-QQ-B-DS – წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია დისტანციური არხებით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციების (გარდა საბარათე ოპერაციებისა) შესახებ.

ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:

  • ოპერაციის ინიციირებასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ:

  • თაღლითის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების საშუალების შესახებ (CL–Payord);

  • თაღლითური ოპერაციის განხორციელების მეთოდის შესახებ (CL–Incmeth);

  • არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების გარემოს შესახებ (CL–Incenv);

  • არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის ტიპის შესახებ (CL–Inctype);

  • არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის შინაარსის შესახებ (CL–Incont).

  • ოპერაციის ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ:

    • ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ (CL–Auth) და

    • ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული ოპერაციების შესახებ (CL–Exept).

  • აგრეთვე:

    • არაავტორიზებული ოპერაციის აღმოჩენის წყაროსა (CL–Incsou) და

    • რესპონდენტი ბანკის იმ კლიენტის რეზიდენტობის ქვეყნის შესახებ, რომლის ანგარიშიდანაც განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია (CL–Res).

  • განხორციელებული ოპერაციის:

    • ვალუტის მიხედვით (CL–Cur);

    • სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიხედვით განაწილების შესახებ (CL–Mcc).

შეფასება. არაავტორიზებული ოპერაციის შესაბამისი თანხა წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალური ვალუტით (BV; CL–MType), ხოლო ზარალის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არაავტორიზებული ოპერაციის თანხის მიმართ ანაზღაურებული თანხის პროცენტული ფარდობის სახით (SH; CL–MType2). შესაბამისად, ამ თანრიგისათვის დასაშვები მნიშვნელობა იქნება 0.0000≤SH≤100.0000 ფარგლებში.

მოთხოვნა FRD-QQ-B-DS არ ითხოვს Cd, Pc და Cs ველების შევსებას!

მოთხოვნაში FRD-QQ-B-DS ველები Mt და FrdR2 ყოველთვის არის XX და XXXX, შესაბამისად!

5. FRD-QQ-B მოთხოვნის XML ფაილის შექმნა

წინამდებარე მითითებები საერთოა სებსტატის მონაცემთა ყველა ოჯახისათვის.

5.1. მოთხოვნები ფაილის დასახელებისადმი

სიგრძე: 23 სიმბოლო, მაქსიმალური ზომა: ცვალებადი.

ფაილის დასახელების ფორმატი: [Family]-[Sourse]-[Freq]-[PLD].xml

მაგალითი: FRD-BNB-QQ-20200630.xml, FIM-BNB-MM-20200731.xml, …

აქ BNB ნაცვლად უნდა ეწეროს შესაბამისი ბანკის კოდი.

Family – მონაცემთა ოჯახი; აქ: FRD (3 სიმბოლო)

Source – მონაცემთა წყარო: ბანკის კოდი (3 სიმბოლო), „B” + „IBAN”, მაგალითად, BBS – ბაზისბანკი.

Freq – სიხშირე (2 სიმბოლო); აქ: კვარტალური – QQ

PLD – PeriodLastDay, საანგარიშო კვარტალის ბოლო დღე (8 სიმბოლო, ციფრები); თარიღის ფორმატი YYYYMMDD. მაგალითად, 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემებისათვის გვექნება 20200331.

გამყოფად ანუ სეპარატორად (separator) გამოიყენება „-„ .

5.2. ფაილის ფორმატი

შესაბამისი XML სქემის ნიმუშის ნახვა შესაძლებელია სებსტატის ვებგვერდზე „სებ-ის მოთხოვნებში“:

https://sebstat.nbg.gov.ge/XMLSChema/PacketFRD.xsd

5.3. მონაცემები XML ფაილში

XML ფაილში არის DataSet, რომელსაც ჰქვია Packet. მასში არის ორი ცხრილის მონაცემი: PacketInfo და PacketData.

PacketInfo ცხრილში უნდა იყოს ერთი ჩანაწერი, ცხრილის ველები და მათი მნიშვნელობები უნდა იყოს შემდეგი:

ID=1

Family=FRD

Source= ბანკის კოდი „B“ + „IBAN“

Freq=QQ

SourceType=B ბანკი (სხვა ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში იქნება შესაბამისი სიმბოლო; მაგალითად, სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში – I).

PeriodLastDay= საანგარიშო კვარტალის ბოლო დღე. მაგალითად 2020-03-31T00:00:00

UploadDate= ატვირთვის თარიღი,

ამ ორივე თარიღის ველში ფორმატია YYYY-MM-DDT00:00:00 (MM – იგულისხმება საანგარიშო კვარტალის ბოლო თვე)

ქვემოთ მოტანილია PacketInfo ჩანაწერის ნიმუში:

<PacketInfo>

<ID>1</ID>

<Family>FRD</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>QQ</Freq>

<SourceType>B</SourceType>

<PeriodLastDay>2020-03-31T00:00:00</PeriodLastDay>

<UploadDate>2020-04-10T00:00:00</UploadDate>

</PacketInfo>

PacketData ცხრილში უნდა იყოს ერთი ან მეტი ჩანაწერი. ჩანაწერების რაოდენობას განსაზღვრავს არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების რაოდენობა, რომელთაგან თითოეულს აქვს უნიკალური კოდი FrdN. იგი განისაზღვრება შემდეგი ფორმატით:

  • საბარათე ინსტრუმენტებისთვის – ბანკის 3-თანრიგიანი კოდი პლუს 12-თანრიგიანი RNN კოდი, ან ბანკის 3-თანრიგიანი კოდი პლუს 23-თანრიგიანი ARN კოდი. ამ კოდების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბანკი: იყენებს ან პირველს ან მეორეს, თუმცა ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას აღარ ცვლის.

  • მოწყობილობისთვის – ბანკის 3-თანრიგიანი კოდი პლუს მოწყობილობის ID;

  • დისტანციური არხისთვის – ბანკის 3-თანრიგიანი კოდი პლუს ოპერაციის ID.

ცხრილის ველებს განსაზღვრავს FRD პაკეტი. პაკეტების განმარტებების ნახვა შესაძლებელია სებსტატის ვებგვერდზე „კოდების სიებში“. ველების მნიშვნელობები უნდა იყოს შესაბამისი კოდების სიებიდან. დაცული უნდა იყოს ველების თანმიმდევრობა. ქვემოთ მოტანილია ამ ჩანაწერის ნიმუში:

<PacketData>

<ID>1</ID>

<PacketInfoID>1</PacketInfoID>

<FrdN>BNB349A453</FrdN>

<Family>FRD</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>QQ</Freq>

<Incident>GC</Incident>

<Payord>AD</Payord>

<Incmeth>FA</Incmeth>

<Incenv>IB</Incenv>

<Inctype>KB</Inctype>

<Incont>CS</Incont>

<Auth>DA</Auth>

<Exept>NB</Exept>

<Incsou>VO</Incsou>

<Res>GE</Res>

<Cd>DBI</Cd>

<Pc>VB</Pc>

<Cs>CU</Cs>

<Mt>XX</Mt>

<Cur>EUR</Cur>

<Incsta>ACC</Incsta>

<Mcc>7832</Mcc>

<FrdR2>XXXX</FrdR2>

<MType>BV</MType>

<MType2>SH</MType2>

<PeriodLastDay>2020-03-31T00:00:00</PeriodLastDay>

<DataValue>250.4300</DataValue>

<DataValue2>75.5465</DataValue2>

</PacketData>

ID არის ჩანაწერის ნომერი და ის არ უნდა განმეორდეს ერთი პაკეტის ფარგლებში.

PacketInfoID=1 ეს არის PacketInfo ცხრილის ერთადერთი ჩანაწერის ნომერი, რომელიც ამ შემთხვევაში 1-ის ტოლია. შემდეგი 23 ველი განსაზღვრავს გასაღებს.

PeriodLastDay იგივეა, რაც PacketInfo-ში.

DataValue არის გასაღების მნიშვნელობა, რომელიც არის რიცხვი (ამ შემთხვევაში, ზარალის თანხა), ოთხი ათწილადი ნიშნით.

DataValue2 არის გასაღების მნიშვნელობა, რომელიც არის რიცხვი (ანაზღაურებული თანხის პროცენტული მნიშვნელობა ზარალის თანხის მიმართ), ოთხი ათწილადი ნიშნით.

5.4. პაკეტის ატვირთვა

პაკეტის ატვირთვისას მიმდინარე პროცედურები და მათი თანმიმდევრობა შემდეგნაირია:

  • ფაილის დასახელების კონტროლი:

  • მომწოდებლის კოდის (ბანკის კოდის) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData, მომხმარებლის ბანკი).

    • თარიღის (PLD) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData).

  • ფაილის ატვირთვის უფლების შემოწმება;

  • ფაილის სახელში მოცემული მონაცემის (ოჯახი, წყარო, საანგარიშო პერიოდი - PeriodLastDay) ფაილში არსებულ მონაცემებთან შედარება;

  • XSD Schema-ის კონტროლი;

  • კოდების სიების კონტროლი;

  • გასაღების მნიშვნელობების კონტროლი;

  • რიცხვითი მნიშვნელობის კონტროლი (ამოწმებს, რომ <DataValue> მნიშვნელობა არის თუ არა რიცხვი, ოთხი ათწილადი ნიშნით და <DataValue2> არის თუ არა რიცხვი/პროცენტი 0.0001-100.0000 დიაპაზონში, ოთხი ათწილადი ნიშნით);

  • გასაღებების დუბლირების კონტროლი;

  • გასაღების სტრუქტურის კონტროლი – ლოგიკური კონტროლები.

ყველა ჩამოთვლილი კონტროლის საფეხურების გავლის შემდეგ იწყება ატვირთული პაკეტის ჩაწერა:

  • პაკეტის ფაილის ჩაწერა ფაილ სერვერზე (იწერება ყველა ატვირთული ვერსია);

  • პაკეტის მონაცემების ჩაწერა მონაცემთა ბაზაში (ინახება პაკეტის მხოლოდ ბოლო ვერსია).

პაკეტების ატვირთვისას აღნიშნული პროცედურების პროცესში რესპონდენტი სებსტატის სისტემიდან იღებს შესაბამის შეტყობინებას პაკეტის ატვირთვის ან ატვირთვაზე უარის, ხოლო ატვირთვის შემდეგ პაკეტის დაწუნების შემთხვევაში – დაწუნების შესახებ შეტყობინებას.

6. ტექნიკური განმარტებები

6.1. ჩანაწერი ZZ (ან ZZZ, ZZZZ) ნებისმიერი კლასიფიკატორის Code სვეტში ნიშნავს, რომ ეს არის ჯამური სტრიქონი.

  1. ნებისმიერი კლასიფიკატორის Parent სვეტში არსებული კოდი (Code სვეტიდან: ZZ, ZZZ, ZZZZ ან სხვა სიმბოლოთი აღნიშნული მნიშვნელობა) მიუთითებს, რომ შესაბამისი სტრიქონი არის კონკრეტულ ჯამში შემავალი სტრიქონი; სხვა ნებისმიერი კოდი ამ სვეტში მიუთითებს, რომ შესაბამის სტრიქონზე ასახულია კლასიფიკატორის არაჯამური კომპონენტი.

  2. თუ Parent სვეტში მეორდება Code სვეტში მითითებული რომელიმე კოდი, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სტრიქონი წარმოადგენს ამ კოდის შესაბამისი სტრიქონის ელემენტს.

  3. ჩანაწერი XX (XXX, XXXX) ნებისმიერ კლასიფიკატორში ნიშნავს, რომ შესაბამისი გასაღების ფორმირებისას მოცემული კლასიფიკატორის შესაბამის კოდზე ინფორმაცია არ მოითხოვება.

  4. ჩანაწერი AA (AAA, AAAA და ა.შ.) ნებისმიერ გასაღებში ნიშნავს, რომ ინფორმაცია მოითხოვება შესაბამისი კლასიფიკატორის ყველა შესაძლო არაჯამური მნიშვნელობის მიხედვით (თუ ლოგიკური კონტროლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).