„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის N112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№232/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016533
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №232/04

2020 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის  გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის N112/04 ბრძანებაში (www. matsne.gov.ge; 27/11/2015; 220020000.18.011.016182) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა (დანართი N5).“

ბ) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა“ (დანართი N5) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი N5-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
📎 დანართები (1)
232-danarti

დანართი N5

BTR მონაცემთა ოჯახი: საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა

მოთხოვნა: BTR.MM.B

1. ზოგადი დებულებები

1. BTR მონაცემთა ოჯახი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის შემადგენელ ნაწილს და ასახავს კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციების რაოდენობრივ და თანხობრივ მაჩვენებლებს.

2. BTR მონაცემთა ოჯახში:

ა) ოპერაციების მოცულობა გამოსახული უნდა იყოს ორიგინალური ვალუტის ერთეულებში, ანუ იმ ვალუტით, რომლითაც განხორციელდა ოპერაცია;

ბ) თანხობრივი, ისევე როგორც რაოდენობრივი მაჩვენებლები აისახება ერთეულებში, ოთხი ათწილადი ნიშნით.

გ) ინფორმაციის სტრუქტურირება ხდება BTR.MM.B მოთხოვნის შესაბამისი კოდებით.

2. ტერმინთა განმარტება

1. BTR მონაცემთა ოჯახის კლასიფიკატორებსა და გასაღებებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) აქტიური კლიენტი - ბანკის კლიენტი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ერთხელ მაინც განახორციელა გადახდის ოპერაცია.

ბ) ბანკის კლიენტი - პირი, გარდა კომერციული ბანკისა, რომელსაც გახსნილი აქვს ანგარიში ბანკში.

გ) ბანკის შიდა გადარიცხვა - გადახდის ოპერაცია ერთი ბანკის სხვადასხვა კლიენტებს შორის, ან ბანკსა და კლიენტს შორის, რომელიც სრულდება ბანკის შიდა სისტემის მეშვეობით. ბანკის შიდა გადარიცხვებს არ მიეკუთვნება:

გ.ა. ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე პროცენტის დარიცხვა;

გ.ბ. სესხის გაცემა;

გ.გ. ბანკის ერთი და იმავე კლიენტის ანგარიშებს (მაგალითად, მიმდინარე და სადეპოზიტო) შორის გადარიცხვები;

გ.დ. ნაღდი ფულით შესრულებული ოპერაციები;

გ.ე. ფიზიკური პირისაგან ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე განხორციელებული ნაღდი ფულის მიღების ოპერაციები, შემდგომში ამ თანხების ამავე ბანკის კლიენტის ანგარიშზე ჩარიცხვის მიზნით (მაგალითად, კომუნალური გადასახადები).

დ) ბანკის საკუთარი გადარიცხვა - გადახდის ოპერაცია, სადაც გადამხდელი არის თვითონ ბანკი, ხოლო მიმღები - ამავე ან სხვა ბანკის კლიენტი. აღნიშნული ოპერაცია დაკავშირებულია ბანკის მიერ საქონლის/მომსახურების შეძენასთან ან სხვა ვალდებულებების შესრულებასთან, გარდა ბანკსა და მის კლიენტს შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან (სასესხო, სადეპოზიტო და სხვა) გამომდინარე ვალდებულებებისა. ასეთებია:

დ.ა. ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე პროცენტის დარიცხვა;

დ.ბ. სესხის გაცემა და მსგავსი გადარიცხვები.

ე) ბანკის საკუთარი ჩარიცხვა - გადახდის ოპერაცია (ჩარიცხვა), სადაც მიმღები არის თვითონ ბანკი, ხოლო გადამხდელი - ამ ან სხვა ბანკის კლიენტი, ხოლო ჩარიცხვა დაკავშირებულია ბანკის მიერ საქონლის ან მომსახურების გაყიდვასთან ან სხვა ვალდებულებების შესრულებასთან, გარდა ბანკსა და მის კლიენტს შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან (სასესხო, სადეპოზიტო და სხვა) გამომდინარე ისეთი ვალდებულებებისა, როგორებიცაა:

ე.ა. ანგარიშებზე განთავსებული თანხიდან საკომისიოს ჩამოჭრა;

ე.ბ. ბანკის კლიენტის მიერ სესხის/პროცენტის დაფარვა;

ე.გ. ჯარიმების, საურავების და ა.შ. ჩამოჭრა და სხვა.

ვ) ბანკის კლიენტის ანგარიშზე თანხის განთავსება - გადახდის ოპერაცია, როდესაც ნაღდი ფულის შეტანა ხორციელდება ბანკის კლიენტის ანგარიშზე, მათ შორის ფიზიკური პირების მიერ ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე ნაღდი ფულით განხორციელებული შენატანები, შემდგომში ამავე ბანკის კლიენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვის მიზნით (მათ შორის კომუნალური გადასახადები).

ზ) ბანკი-კლიენტი - ელექტრონული სისტემა, როდესაც ბანკის კლიენტი წინასწარ მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ბანკის ელექტრონულ სისტემასთან პირდაპირი (მათ შორის, ვირტუალური კერძო ქსელის - VPN-ის გამოყენებით) კავშირის მეშვეობით (ვებგვერდის გამოყენების გარეშე) ახორციელებს საკუთარი ანგარიშის მართვას, გადახდის ოპერაციებს და სხვა.

თ) გადამხდელი - გადამხდელი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ი) გასაღები - კონკრეტული სტატისტიკური მონაცემის მაიდენტიფიცირებელი კოდი.

კ) დუბლირებული გასაღებების კონტროლი - კონტროლის ტიპი, როცა სისტემა ამოწმებს, რომ არ მოხდეს ზუსტად ერთნაირი პარამეტრების მქონე მონაცემის ატვირთვა კომერციული ბანკის მიერ. ასეთი მონაცემები წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ გასაღებად, ჯამის სახით;

ლ) ერთჯერადი გადახდის ოპერაცია - ერთჯერადი გადახდის ოპერაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად.

მ) ინტერნეტბანკი - ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბანკის კლიენტს შეუძლია, მისი ბანკის სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით, მართოს საკუთარი ანგარიში, განახორციელოს გადახდები და ა.შ.

ნ) კოდების სია (CodeList) - სებსტატის ამა თუ იმ მონაცემთა ოჯახის მონაცემთა ცალკეული სტრუქტურული ელემენტის იდენტიფიცირების მიზნით შექმნილი კლასიფიკატორი. მონაცემთა თითოეულ ოჯახში გამოიყენება იმდენი კლასიფიკატორი (CodeList), რამდენ თანრიგიანიც არის შესაბამის მონაცემთა გასაღები.

ო) ლოგიკური კონტროლი - კონტროლის ტიპი, რომლის დროსაც მოწმდება სტატისტიკური მონაცემის გარკვეულ პარამეტრებს შორის ლოგიკური შესაბამისობა.

პ) მიმღები - მიმღები „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ჟ) მობილური ბანკი - ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობით ბანკის კლიენტს მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით (მობილური აპლიკაციით) შეუძლია მართოს საკუთარი ანგარიში, განახორციელოს გადახდები და სხვა. „მობილურ ბანკს“ არ მიეკუთვნება ბანკის ისეთი ელექტრონული სისტემა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მობილური ტელეფონისაგან განსხვავებული ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით (მაგალითად, მობილური ტელეფონის ვებბრაუზერით ინტერნეტბანკის გამოყენება, მობილური ტელეფონის ხმოვანი ფუნქციით ტელეფონბანკით სარგებლობა და მსგავსი).

რ) მნიშვნელობათა კონტროლი – კონტროლის ტიპი, რომლის დროსაც მოწმდება სტატისტიკური მონაცემის მნიშვნელობის სისწორე, მაგალითად, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ზოგადი ტენდენციიდან „ამოვარდნის“ შემთხვევები და სხვ.

ს) მოთხოვნა (XXX.XX.X) - განსაზღვრავს ფინანსური სექტორის კონკრეტული ქვესექტორისათვის (X) განსაზღვრული სიხშირით (XX) კონკრეტული ოჯახის (XXX) მონაცემთა წარმოდგენის ვალდებულებას. საბანკო გადარიცხვების სტატისტიკის მოცემული მოთხოვნისათვის კოდს აქვს შემდეგი აღნიშვნა: BTR.MM.B - ბანკების ყოველთვიური საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა.

ტ) მონაცემთა ოჯახი - ერთგვაროვან სტატისტიკურ მონაცემთა ერთობლიობა, რომელთაც გააჩნიათ სტრუქტურის აღწერის ერთნაირი სქემა.

უ) მომხმარებელი - პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები.

ფ) პაკეტი - საანგარიშო პერიოდის დამთავრების შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი კონკრეტულ მონაცემთა ოჯახი.

ქ) პირი - პირი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.

ღ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი.

ყ) სადებეტო დავალება - სადებეტო საგადახდო დავალება, მათ შორის საინკასო დავალება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად.

შ) საკრედიტო დავალება - საკრედიტო საგადახდო დავალება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად.

ჩ) სატრანზიტო ანგარიში - ბანკის ტექნიკური ანგარიში, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი გადახდის ოპერაციების შესასრულებლად.

ც) სებსტატი - საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემა.

ძ) ტელეფონბანკინგი - ბანკის მომსახურება, როდესაც კლიენტს ტელეფონის მეშვეობით (ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებით) შეუძლია განახორციელოს ანგარიშის მართვა, გადახდების და სხვა ოპერაციების წარმოება.

წ) ქვეყნის გარეთ გადახდის ოპერაცია - გადახდის ოპერაცია, როდესაც მასში მონაწილე ერთ-ერთი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (გადამხდელის ან მიმღების) ოპერაციის შესრულების დროს საგადახდო მომსახურებას ეწევა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

ჭ) ქვეყნის შიგნით გადახდის ოპერაცია - გადახდის ოპერაცია, როდესაც როგორც გადამხდელის, ისე მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ოპერაციის შესრულების დროს საგადახდო მომსახურებას ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე.

2. BTR მონაცემთა ოჯახის მეთოდოლოგიურ დოკუმენტაციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ სებსტატის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული მნიშვნელობები.

3. მონაცემთა სტრუქტურის აღწერა

N კოდი დასახელება თანრიგის ზომა დანიშნულება/აღწერა
1 Family მონაცემთა ოჯახი 3 მონაცემთა ოჯახის იდენტიფიცირება. საბანკო გადარიცხვების სტატისტიკის მონაცემთა ოჯახის კოდის აღმნიშვნელია BTR.
2 Source ფინანსური ინსტიტუტი 3 რესპონდენტი-ფინანსური ინსტიტუტის იდენტიფიცირება: ბანკი - B, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - M, სადაზღვევო კომპანია - I და ა.შ.
3 Freq პერიოდის ტიპი 2 საქართველოს ეროვნულ ბანკში მონაცემთა წარმოდგენის პერიოდულობის/სიხშირის იდენტიფიცირება: დღიური - DD, თვიური - MM, კვარტალური - QQ, წლიური - YY.
4 PTp გადახდის ტიპი 2

გადახდის ტიპების იდენტიფიცირება, რომელთა მიხედვითაც ხდება საბანკო გადარიცხვების სტატისტიკის მონაცემთა სტრუქტურის აღწერა. ასეთი ტიპებია:

  • CL: კლიენტის გადახდები - ბანკის კლიენტის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების (ან მასთან ასოცირებული ქმედების) საფუძველზე შესრულებული გადახდები;

  • PR: პროვაიდერის გადახდები - გადახდები, რომლებიც განხორციელდა ბანკის კლიენტი რეზიდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშიდან მის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების (ან მასთან ასოცირებული ქმედების) საფუძველზე.

  • IB: ბანკთაშორისი გადახდები - გადახდები, როდესაც თანხის გადამხდელი და მიმღები არის ბანკი.

  • BW: ბანკის საკუთარი გადახდები - ბანკის საკუთარი გადარიცხვები, მისივე საგადახდო დავალების (ან მასთან ასოცირებული ქმედების) საფუძველზე, თავისი ან სხვა ბანკის კლიენტების ანგარიშებზე.

5 Trn გადახდის სახეები 2 საბანკო გადარიცხვების სახეების იდენტიფიცირება; გულისხმობს როგორც უნაღდო გადარიცხვებს (საკრედიტო დავალება (მუდმივი საგადახდო დავალების ჩათვლით), სადებეტო დავალება), ისე ნაღდი ფულის ოპერაციებს (ერთჯერადი გადახდა, სხვა).
6 InOut ოპერაციის ტიპი 1 საბანკო ოპერაციების ტიპების იდენტიფიცირება; გულისხმობს ჩარიცხვა/თანხის განთავსებისა (I) და გადარიცხვა/თანხის გატანის ოპერაციებს (O).
7 Ord კლიენტის საგადახდო დავალების ინიციირების საშუალებები 2 იმ საშუალებების (ელექტრონული და მატერიალური) იდენტიფიკაცია, რომლითაც ხდება კლიენტის საგადახდო დავალების ინიციირება.
8 Aut ავთენტიფიკაციის საშუალებები 2 იმ საშუალებების იდენტიფიკაცია, რომლის ცალკეულად ან სხვა საშუალებებთან ერთობლივად გამოყენებით ხდება მომხმარებლის ავთენტიფიკაცია (პაროლი, საგადახდო ბარათი, თითის ანაბეჭდი, ID ბარათი და ა.შ.).
9 Res რეზიდენტობა 2

ბანკის კლიენტის რეზიდენტობის იდენტიფიცირება. არარეზიდენტი კლიენტის შემთხვევაში ხდება რეზიდენტობის ქვეყნის მითითება.

ბანკის კლიენტად მოიაზრება:

  • სადებეტო დავალების გამცემი პირი (იურიდიული ან/და ფიზიკური)

  • საკრედიტო დავალების გამცემი პირი (იურიდიული ან/და ფიზიკური)

  • თანხის მიმღები პირი (იურიდიული ან/და ფიზიკური) - ჩარიცხვების შემთხვევაში (CL_InOut-დან, როცა ადგილი აქვს I-ს).

10 Sec ინსტიტუციური სექტორი 6 იმ ინსტიტუციური სექტორის იდენტიფიცირება, რომელსაც მიეკუთვნება ბანკის კლიენტი. ამ შემთხვევაშიც ბანკის კლიენტი განისაზღვრება, როგორც რეზიდენტობის შემთხვევაში (იხ. წინა პუნქტი) და მისი მიკუთვნება ინსტიტუციური სექტორისადმი განხორციელდება შესაბამისად.
11 Contr კონტრაგენტი 3 მიმღების/გამომგზავნის მომსახურე კონტრაგენტი ბანკის იდენტიფიცირება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის ტერიტორიაზე. რეზიდენტი ბანკის შემთხვევაში ხდება ბანკის დასახელების მითითება.
12 Cur ვალუტა 3 იმ ვალუტის იდენტიფიცირება, რომლითაც განხორციელდა საგადახდო ოპერაცია.
13 Res2 მიმღების რეზიდენტობა 2 საგადახდო ოპერაციის შედეგად თანხის საბოლოო მიმღების რეზიდენტობის იდენტიფიცირება ქვეყნების მიხედვით, მხოლოდ ჩარიცხვა (განთავსების) შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში CL_Res2 თანრიგზე უნდა ჩაიწეროს XX.
14 Stl ანგარიშსწორების საშუალებები 2

ანგარიშსწორების საშუალებების/არხების იდენტიფიცირება. გულისხმობს ისეთ საშუალებებს/არხებს, როგორებიცაა;

  • RTGS სისტემა;

  • ბანკის შიდა სისტემა;

  • საკორესპონდენტო ანგარიშები

    • ბანკების მიერ ერთმანეთში გახსნილი ანგარიშები;

    • შუამავალი ბანკის მეშვეობით ;

    • შუამავალი პროვაიდერის მეშვეობით .

15 Stat ოპერაციის სტატუსი 2

ოპერაციის სტატუსის იდენტიფიცირება. ოპერაციის სტატუსი შეიძლება იყოს:

  • დასრულებული (შესრულებული ან შეცდომით მიღებული/გასწორებული-ჩარიცხული), ან

  • შეცდომით მიღებული და უკან დაბრუნებული.

16 BTR1 რეზერვი 4 სარეზერვო თანრიგი.
17 MType შეფასების ტიპი 2 შეფასების ტიპის იდენტიფიცირება: რაოდენობრივი ან თანხობრივი.

4. BTR.MM.B მოთხოვნის XML ფაილის შექმნა

წინამდებარე მითითებები საერთოა სებსტატის მონაცემთა ყველა ოჯახისათვის.

ა) მოთხოვნები ფაილის დასახელებისადმი

სიგრძე: 23 სიმბოლო, მაქსიმალური ზომა: 250 მბ.

ფაილის დასახელების ფორმატი: [Family]-[Sourse]-[Freq]-[PLD].xml

მაგალითი: BTR-BNB-MM-20200630.xml, FIM-BNB-MM-20200630.xml, …

აქ BNB ნაცვლად ჩაიწერება შესაბამისი ბანკის კოდი.

Family – მონაცემთა ოჯახი; აქ: BTR (3 სიმბოლო)

Source - მონაცემთა წყარო: ბანკის კოდი (3 სიმბოლო), “B” + “IBAN” , მაგალითად, BNB - ეროვნული ბანკი, BBS – ბაზისბანკი.

Freq - სიხშირე (2 სიმბოლო); აქ: ყოველთვიური – MM.

PLD – PeriodLastDay, საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე (8 სიმბოლო, ციფრები); თარიღის ფორმატი YYYYMMDD. მაგალითად, ყოველთვიური მონაცემებისათვის 2020 წლის ივნისში გვექნება 20200630.

გამყოფად ანუ სეპარატორად (separator) გამოიყენება „-„ .

ბ) ფაილის ფორმატი

XML სქემის ნიმუში შესაძლებელია ნახოთ სებსტატის ვებგვერდზე „სებ–ის მოთხოვნებში“ https://services.nbg.gov.ge/SebstatUploader/XMLSChema/PacketBTR.xsd.

გ) მონაცემები ფაილში

XML ფაილში არის DataSet, რომელსაც ჰქვია Packet. მასში არის ორი ცხრილის მონაცემები: PacketInfo და PacketData. PacketInfo ცხრილში უნდა იყოს ერთი ჩანაწერი, ცხრილის ველები და მათი მნიშვნელობები უნდა იყოს შემდეგი:

ID=1

Family=BTR

Source=ბანკის კოდი “B” + “IBAN”

Freq=MM

SourceType=B ბანკი (სხვა ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში იქნება შესაბამისი სიმბოლო; მაგალითად, სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში - I).

PeriodLastDay= საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე. მაგალითად, 2020-06-30T00:00:00

UploadDate= ატვირთვის თარიღი,

ზემოაღნიშნულ ორივე თარიღის ველში ფორმატია YYYY-MM-DDT00:00:00

ქვემოთ მოტანილია PacketInfo ჩანაწერის ნიმუში:

<PacketInfo>

<ID>1</ID>

<Family>BTR</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>MM</Freq>

<SourceType>B</SourceType>

<PeriodLastDay>2020-06-30T00:00:00</PeriodLastDay>

<UploadDate>2020-06-30T00:00:00</UploadDate>

<PacketInfo>

PacketData ცხრილში უნდა იყოს ერთი ან მეტი ჩანაწერი. ცხრილის ველებს განსაზღვრავს BTR პაკეტი. პაკეტების განმარტებების ნახვა შესაძლებელია სებსტატის ვებგვერდზე „კოდების სიებში“. ველების მნიშვნელობები უნდა იყოს შესაბამისი კოდების სიებიდან. დაცული უნდა იყოს ველების თანმიმდევრობა. ქვემოთ მოტანილია ამ ჩანაწერის ნიმუში:

<PacketData>

<ID>1</ID>

<PacketInfoID>1</PacketInfoID>

<Family>BTR</Family>

<Source>BNB</Source>

<Freq>MM</Freq>

<PTp>CL</PTp>

<Trn>ID</Trn>

<InOut>ED</InOut>

<Ord>AUT</Ord>

<Aut>TF</Aut>

<Res>AZ</Res>

<Sec>S12321</Sec>

<Contr>BTB</Contr>

<Cur>USD</Cur>

<Res2>GE</Res2>

<Stl>NS</Stl>

<Stat>OK</Stat>

<BTR1>XXXX</BTR1>

<MType>BV</MType>

<PeriodLastDay>2020-06-30T00:00:00</PeriodLastDay>

<DataValue>25</DataValue>

<PacketData>

ID არის ჩანაწერის ნომერი და ის არ უნდა განმეორდეს ერთი პაკეტის ფარგლებში.

PacketInfoID=1 ეს არის PacketInfo ცხრილის ერთადერთი ჩანაწერის ნომერი, რომელიც ამ შემთხვევაში 1–ის ტოლია. შემდეგი 17 ველი განსაზღვრავს გასაღებს.

PeriodLastDay იგივეა, რაც PacketInfo–ში.

DataValue არის გასაღების მნიშვნელობა, რომელიც არის რიცხვი, 4 ათწილადი ნიშნის სიზუსტით.

დ) პაკეტის ატვირთვა

პაკეტის ატვირთვისას მიმდინარე პროცედურები და მათი თანმიმდევრობა შემდეგნაირია:

 ფაილის დასახელების კონტროლი:

o მომწოდებლის კოდის (ბანკის კოდის) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, PacketInfo, PacketData, მომხმარებლის ბანკი).

o თარიღის (PLD) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, PacketInfo, PacketData).

 ფაილის ატვირთვის უფლების შემოწმება;

 ფაილის სახელში მოცემული მონაცემის (ოჯახი, წყარო, საანგარიშო პერიოდი - PeriodLastDay) ფაილში არსებულ მონაცემებთან შედარება;

 XSD Schema–ის კონტროლი;

 კოდების სიების კონტროლი;

 გასაღების მნიშვნელობების კონტროლი;

 მთელი რიცხვის კონტროლი (ამოწმებს, რომ თუ Mtype-ში მითითებულია QV-რაოდენობა, მაშინ <DataValue> მნიშვნელობა არის თუ არა მთელი რიცხვი;

 გასაღებების დუბლირების კონტროლი;

 გასაღების სტრუქტურის კონტროლი - ლოგიკური კონტროლები.

ყველა ჩამოთვლილი კონტროლის საფეხურის გავლის შემდეგ იწყება ატვირთული პაკეტის ჩაწერა:

 პაკეტის ფაილის ჩაწერა ფაილსერვერზე;

 პაკეტის მონაცემების ჩაწერა მონაცემთა ბაზაში.

პაკეტების ატვირთვისას აღნიშნული პროცედურების პროცესში რესპონდენტი სებსტატის სისტემიდან იღებს შესაბამის შეტყობინებას პაკეტის ატვირთვის ან ატვირთვაზე უარის, ხოლო ატვირთვის შემდეგ პაკეტის დაწუნების შემთხვევაში - შეტყობინებას დაწუნების შესახებ.

5. მითითებები BTR.MM.B მოთხოვნის მონაცემების ფორმირებასთან დაკავშირებით

1. BTR.MM.B მოთხოვნის ფორმირებას საფუძვლად უდევს საბანკო გადარიცხვების შესახებ სტატისტიკის საჭიროება.

საბანკო გადარიცხვების სტატისტიკის მონაცემთა სტრუქტურის აღწერის კრიტერიუმად აღებულია გადახდების ტიპები:

  • CL: კლიენტის გადახდები - ბანკის კლიენტის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების საფუძველზე შესრულებული გადახდის ოპერაციები;

  • PR: პროვაიდერის გადახდები - გადახდები, რომლებიც ხორციელდება ბანკის კლიენტი რეზიდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშიდან;

  • IB: ბანკთაშორისი გადახდები - გადახდები, რომლის დროსაც თანხის გადამხდელი და მიმღები ორივე ბანკია (როგორც კომერციული, ისე ეროვნული);

  • BW: ბანკის საკუთარი გადახდები - ბანკის საკუთარი გადახდები თავისი ან სხვა ბანკის კლიენტების ანგარიშებზე.

2. წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმირება ხდება საწყისი მონაცემების შევსებით (Family=BTR, Source=ბანკის კოდი “B”+ “IBAN”, Freq=MM), რომელიც ივსება ამ დოკუმენტის 4(გ) პუნქტის შესაბამისად.

3. მომდევნო ეტაპზე თანმიმდევრულად ხდება გადახდის ტიპების შერჩევა (CL_PTp კლასიფიკატორიდან), სათანადო მონაცემების სტრუქტურის განსაზღვრა და გასაღების ფორმირება.

ა) მოთხოვნები მონაცემების სტრუქტურისადმი კლიენტების გადახდების შემთხვევაში იხილეთ სებ-ის მოთხოვნებში, ფაილში: BTR.MM.B-CL.xml, სადაც აღწერილია მოთხოვნილ მონაცემთა სტრუქტურა და ასახავს კომერციული ბანკების კლიენტების მიერ ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადახდების რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს სხვადასხვა ჭრილში, კერძოდ:

  • თანრიგი 5 - ახასიათებს გადახდების სახეებს (საკრედიტო დავალება, სადებეტო დავალება, ფულადი გზავნილები, ერთჯერადი გადახდის ოპერაციები); ითვალისწინებს გადახდების ყველა შესაძლო შემთხვევის აღწერას.

  • თანრიგები 6 - ახასიათებს გადახდის ოპერაციის ტიპებს (ჩარიცხვა/განთავსება, გადარიცხვა/გატანა); ითვალისწინებს ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ყველა შესაძლო შემთხვევას (A).

  • თანრიგი 7 - ახდენს საგადახდო დავალების ინიციირების საშუალებების იდენტიფიცირებას; ითვალისწინებს ელექტრონული და მატერიალური საგადახდო დავალებების ყველა შესაძლო ფორმას (ინტერნეტბანკი, ტელეფონბანკი, მობილური ბანკინგი და ა.შ.; AA).

  • თანრიგი 8 - ითვალისწინებს ყველა იმ საშუალებების იდენტიფიკაციას, რომლითაც ხდება კლიენტის ავთენტიფიკაცია (პაროლი, საგადახდო ბარათი, თითის ანაბეჭდი, ID ბარათი, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და ა.შ.; AA).

  • თანრიგები 9-11 - ემსახურება ბანკის კლიენტის რეზიდენტობისა და ინსტიტუციური სექტორისადმი კუთვნილების შესწავლას, აგრეთვე მიმღების მომსახურე კონტრაგენტი ბანკის იდენტიფიცირებას; შესაბამისად, ითვალისწინებს ყველა შესაძლო შემთხვევის დაფიქსირებას.

  • თანრიგი 12 - ახდენს გადახდის ოპერაციების ვალუტების იდენტიფიცირებას (AAA);

  • თანრიგები 13-15 - ახასიათებს ოპერაციებს სხვადასხვა ჭრილებში (ჩატარების ქსელი, ოპერაციის ტიპი და ა.შ.);

  • თანრიგი 16 - სარეზერვო თანრიგი (XXXX);

  • თანრიგი 17 – ახდენს გადახდების ოპერაციების მოცულობისა (BV) და რაოდენობის (QV) იდენტიფიცირებას.

ბ) მოთხოვნები მონაცემების სტრუქტურისადმი პროვაიდერის გადახდების შემთხვევაში იხილეთ სებ-ის მოთხოვნებში, ფაილში: BTR.MM.B-PR.xml, სადაც აღწერილია მოთხოვნილ მონაცემთა სტრუქტურა და ასახავს გადახდებს, რომლებიც განხორციელდა ბანკის კლიენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშებიდან.

თანრიგების 5-17 წარმოდგენა ხდება იგივე პარამეტრების მიხედვით, როგორც BTR.MM.B-CL მოთხოვნის შემთხვევაში.

გ) მოთხოვნები მონაცემების სტრუქტურისადმი ბანკთაშორისი გადახდების შემთხვევაში იხილეთ სებ-ის მოთხოვნებში, ფაილში: BTR.MM.B-IB, სადაც

  • თანრიგები 5, 7, 8 და 16 არ ივსება.

  • თანრიგი 6 - ითვალისწინებს ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ყველა შესაძლო შემთხვევის (A) დაფიქსირებას.

  • თანრიგი 9 - ასახავს რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტი ბანკის რეზიდენტობას; რეზიდენტი კონტრაგენტი ბანკის შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული ბანკის მითითება.

  • თანრიგი 10 - ასახავს რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტი ბანკის ინსტიტუციური სექტორისადმი კუთვნილებას: ასეთი შეიძლება იყოს ცენტრალური ბანკი (S12100) და/ან კომერციული ბანკი (S12210).

  • თანრიგები 11-12 და 15 - ითვალისწინებს ყველა შესაძლო მნიშვნელობის შევსებას.

  • თანრიგი 13 - ასახავს ბანკთაშორისი საგადახდო ოპერაციის შედეგად თანხის მიმღები ბანკის რეზიდენტობას ქვეყნების მიხედვით.

  • თანრიგი 14 - აფიქსირებს ანგარიშსწორების საშუალებების/არხების ყველა შესაძლო არაჯამურ მნიშვნელობებს.

  • თანრიგი 16 - სარეზერვო თანრიგი (XXXX);

  • თანრიგი 17 – ახდენს ბანკთაშორისი გადახდების ოპერაციების მოცულობისა (BV) და რაოდენობის (QV) იდენტიფიცირებას.

დ) მოთხოვნები მონაცემების სტრუქტურისადმი ბანკის საკუთარი გადახდების შემთხვევაში იხილეთ სებ-ის მოთხოვნებში, ფაილში: BTR.MM.B-BW, სადაც

  • თანრიგები 5, 7, 8 და 16 არ ივსება.

  • თანრიგი 6 - ითვალისწინებს ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ყველა შესაძლო შემთხვევის (A) დაფიქსირებას.

  • თანრიგი 9 - ასახავს რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტი ბანკის რეზიდენტობას; რეზიდენტი კონტრაგენტი ბანკის შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული ბანკის მითითება.

  • თანრიგი 10 - ასახავს რესპონდენტი ბანკის კონტრაგენტი ბანკის/ფინანსური ინსტიტუტის სექტორს/ქვესექტორს.

  • თანრიგები 11-12, 14 და 15 - ითვალისწინებს ყველა შესაძლო მნიშვნელობის შევსებას შესაბამისი კოდების სიების მიხედვით.

  • თანრიგი 13 - ასახავს ბანკის საკუთარი საგადახდო ოპერაციის შედეგად თანხის საბოლოო მიმღების რეზიდენტობას, თუ საბოლოო ბენეფიციარი მისი კლიენტია. თუ საბოლოო ბენეფიციარი რესპონდენტი ბანკის კლიენტი არ არის, მაშინ CL_Res2 თანრიგზე უნდა ჩაიწეროს XX.

  • თანრიგი 16 - სარეზერვო თანრიგი (XXXX);

  • თანრიგი 17 – ახდენს ბანკის საკუთარი გადახდების ოპერაციების მოცულობისა (BV) და რაოდენობის (QV) იდენტიფიცირებას.

6. ტექნიკური განმარტებები

1. ჩანაწერი ZZ (ან ZZZ, ZZZZ) ნებისმიერი კლასიფიკატორის Code სვეტში ნიშნავს, რომ ეს არის ჯამური სტრიქონი.

2. ნებისმიერი კლასიფიკატორის Parent სვეტში არსებული კოდი (Code სვეტიდან: ZZ, ZZZ, ZZZZ ან სხვა სიმბოლოთი აღნიშნული მნიშვნელობა) მიუთითებს, რომ შესაბამისი სტრიქონი არის კონკრეტულ ჯამში შემავალი სტრიქონი; სხვა ნებისმიერი კოდი ამ სვეტში მიუთითებს, რომ შესაბამის სტრიქონზე ასახულია კლასიფიკატორის არაჯამური კომპონენტი.

3. თუ Parent სვეტში მეორდება Code სვეტში მითითებული რომელიმე კოდი, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სტრიქონი წარმოადგენს ამ კოდის შესაბამისი სტრიქონის ელემენტს;

4. ჩანაწერი XX (XXX, XXXX) ნებისმიერ კლასიფიკატორში ნიშნავს, რომ შესაბამისი გასაღების ფორმირებისას მოცემული კლასიფიკატორის შესაბამის კოდზე ინფორმაცია არ მოითხოვება.

5. ჩანაწერი AA (AAA, AAAA და ა.შ.) ნებისმიერ გასაღებში ნიშნავს, რომ ინფორმაცია მოითხოვება შესაბამისი კლასიფიკატორის ყველა შესაძლო არაჯამური მნიშვნელობის მიხედვით (თუ ლოგიკური კონტროლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).