„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის N112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 91%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №45/04 |
|
2022 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში (www. matsne.gov.ge; 27/11/2015; 220020000.18.011.016182) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) „საბარათე ინსტრუმენტით, საბარათე მოწყობილობით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკა“ (დანართი №6.)“; ბ) პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბარათე ინსტრუმენტით, საბარათე მოწყობილობით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკა“ (დანართი №6) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №6-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (1)
45-1-1.doc ⬇
დანართი N6
FRD მონაცემთა ოჯახი:
საბარათე ინსტრუმენტით, საბარათე მოწყობილობით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკა
მოთხოვნა: FRD-QQ-B
ზოგადი დებულებები
FRD მონაცემთა ოჯახი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის შემადგენელ ნაწილს და ემსახურება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით და/ან დისტანციური არხით (ინტერნეტბანკით, ტელეფონბანკით და სხვა) ინიციირებული და შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების, ასევე საქართველოში განლაგებულ საბარათე მოწყობილობებზე და სხვა დისტანციურ არხებზე დაფიქსირებული ინციდენტების სტატისტიკურ შესწავლას;
გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
FRD მონაცემთა ოჯახის მეშვეობით ხდება ინფორმაციის მიღება ისეთი არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების შესახებ, რომლებიც:
ა) დაფიქსირდა და დასრულდა საანგარიშო კვარტალში;
ბ) დაფიქსირდა საანგარიშო კვარტალში, მაგრამ დავა არ დასრულებულა ამავე პერიოდში;
გ) დაფიქსირდა საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე და დავა დასრულდა საანგარიშო კვარტალში;
დ) დაფიქსირდა საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე, მისი განხილვა მიმდინარეობდა საანგარიშო კვარტალში, თუმცა დავა არ დასრულებულა ამავე კვარტალში.
ამასთან, დავა ითვლება დასრულებულად, როცა პროვაიდერი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში შეასრულებს გარკვეულ ქმედებებს: მომხმარებელს აუნაზღაურებს ოპერაციის თანხას სრულად ან ნაწილობრივ, ან წერილობით ან სხვა სანდო საშუალებით აცნობებს უარს ანაზღაურებაზე, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია მომხმარებელთან და რომელიც უნდა ასახავდეს უარის დასაბუთებას;
კომერციული ბანკი ვალდებულია FRD მონაცემთა ოჯახის პაკეტით წარმოადგინოს ინფორმაცია თითოეული არაავტორიზებული ოპერაციის შესახებ ცალ-ცალკე, რომელიც:
ა) გამოწვეული იყო საგადახდო ბარათის (საბარათე ინსტრუმენტის) ან სენსიტიური საგადახდო მონაცემების დაკარგვის, მოპარვის ან მითვისების შედეგად, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა ამის შესახებ გადამხდელისთვის გადახდის განხორციელებამდე, ან/და გადახდა გამოწვეული იყო თუ არა ინსტრუმენტის მფლობელის დაუდევრობით, ან/და გადახდა შესრულდა თუ არა გადამხდელის თაღლითობით;
ბ) ინიციირებული და შესრულებული იყო თაღლითის მიერ გადამხდელის მანიპულირების შედეგად.
არაავტორიზებული ოპერაციის თანხა სებსტატის პორტალზე ასატვირთ ფაილში ასახული უნდა იყოს ორიგინალური ვალუტით, ხოლო მომხმარებლისათვის ანაზღაურებული თანხა გამოსახული უნდა იყოს არაავტორიზებული ოპერაციის მთლიანი თანხის მიმართ პროცენტის სახით;
ინფორმაციის სტრუქტურირება ხდება FRD-QQ-B მოთხოვნის შესაბამისი კოდებით, რომლებიც განთავსებულია სებსტატის პორტალზე.
ტერმინთა განმარტება
FRD მონაცემთა ოჯახის კლასიფიკატორებსა და გასაღებებში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
2.1. არაავტორიზებული ოპერაცია – ოპერაცია, რომლის განხორციელებაზე არ არსებობს გადამხდელის თანხმობა (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
2.2. არაელექტრონული არხი – რომელიც არ არის ელექტრონული არხი.
2.3. ბანკი-კლიენტი – კომერციული ბანკის პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომელიც ბანკის კლიენტს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირს), წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აძლევს საშუალებას შეასრულოს საბანკო ოპერაციები დისტანციურად;
2.4. გადამხდელი – პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას;
2.5. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს გადახდის ინიციირების მომსახურებას;
2.6. გადახდის პოს-ტერმინალი – სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის განხორციელების მიზნით განთავსებული პოსტერმინალი, გარდა ელექტრონული კომერციის და მობილური ტერმინალისა;
2.7. გასაღები – კონკრეტული სტატისტიკური მონაცემის მაიდენტიფიცირებელი კოდი;
2.8. დუბლირებული გასაღებების კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა სისტემა ამოწმებს, რომ არ მოხდეს ზუსტად ერთნაირი პარამეტრების მქონე ჩანაწერის/გასაღების ატვირთვა კომერციული ბანკის მიერ;
2.9. ელექტრონული არხი – ელექტრონული გადახდის საშუალებებით გადახდის განხორციელების გზა, როდესაც არ ხდება ნაღდი ფულის გაცვლა მხარეებს შორის. ასეთი არხები არის საგადახდო ბარათის საშუალებით ან საბანკო გადარიცხვით ოპერაციების განხორციელების არხები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს როგორც უშუალოდ სავაჭრო-მომსახურების ობიექტებში, ასევე თვითმომსახურების მოწყობილობებით ან დისტანციურად გადახდის ოპერაციების შესრულებას;
2.10. ელექტრონული კომერციის ოპერაცია – ბარათის ფიზიკურად გამოყენების გარეშე, მხოლოდ საბარათე ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონული კომერციის ტერმინალის საშუალებით შესრულებული ოპერაცია (როგორიცაა ინტერნეტ-გადახდა);
2.11. ელექტრონული კომერციის ტერმინალი – ექვაირერის სისტემაში რეგისტრირებული ვირტუალური პოს-ტერმინალი (პროგრამული უზრუნველყოფა), რომლის საშუალებითაც ხორციელდება ელექტრონული კომერციის ოპერაციები;
2.12. თაღლითური აპლიკაცია – ვირუსული ან თაღლითური პროგრამა, რომელიც საბარათე ინსტრუმენტის მიმღებ მოწყობილობის ან ინსტრუმენტის მფლობელს მატერიალურ ზიანს აყენებს;
2.13. იდენტობის მოპარვა – სხვისი პირადი ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.) მოპარვა არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების ან სხვა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით;
2.14. ინტერნეტ-ბანკინგი – დისტანციური საბანკო მომსახურების ერთ-ერთი არხი, რომლის მეშვეობითაც კლიენტს შესაძლებლობა აქვს ბანკში გამოცხადების გარეშე, კომერციული ბანკის ვებგვერდის მეშვეობით, მიიღოს სხვადასხვა ინფორმაცია თავისი ანგარიშ(ებ)ის შესახებ და აწარმოოს განსაზღვრული საბანკო ოპერაციები;
2.15. კიოსკი ბარათის წამკითხველით – გადახდის თვითმომსახურების კიოსკები ბარათით გადახდის ფუნქციონალით;
2.16. კოდების სია (CodeList) – სებსტატის ამა თუ იმ მონაცემთა ოჯახის მონაცემთა იდენტიფიცირების მიზნით შექმნილი კლასიფიკატორი. თითოეულ მონაცემთა ოჯახში გამოიყენება იმდენი კლასიფიკატორი (CodeList), რამდენ თანრიგიანიც არის შესაბამის მონაცემთა გასაღები;
2.17. ლატარია - კიბერთაღლითობის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც მსხვერპლი იღებს შეტყობინებას ტელეფონის, ფოსტის ან ელ-ფოსტის საშუალებით პრიზის ან დიდი ოდენობის თანხის მოგების თაობაზე. პრიზის მისაღებად მსხვერპლი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს გარკვეული თანხა;
2.18. ლოგიკური კონტროლი - კონტროლის ტიპი, როცა მოწმდება სტატისტიკური მონაცემის გარკვეულ პარამეტრებს შორის ლოგიკური შესაბამისობა;
2.19. მესამე მხარე – მხარე, რომელიც მონაწილეობს გადახდის ოპერაციის განხორციელებაში (როგორიცაა ექვაირერი, სუბექვაირერი, სავაჭრო პლატფორმა, სავაჭრო/მომსახურების ობიექტი, შუამავალი პროვაიდერი) და გარკვეულ შემთხვევებში, პასუხისმგებელია არაავტორიზებული ოპერაციის თანხის ანაზღაურებაზე, სრულად ან ნაწილობრივ;
2.20. მნიშვნელობათა (value) კონტროლი – კონტროლის ტიპი, როცა მოწმდება სტატისტიკური მონაცემის მნიშვნელობის სისწორე, მაგალითად, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ზოგადი ტენდენციიდან „ამოვარდნის“ შემთხვევები, ან ხომ არ აქვს მინიჭებული რიცხვს უარყოფითი მნიშვნელობა და ა.შ.;
2.21. მობილური ბანკინგი – კლიენტის მიერ, ბანკში გამოუცხადებლად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ჩაწერილი პროგრამული მოდულის/აპლიკაციის გამოყენებით, ინტერნეტბანკის მომსახურებით სარგებლობა. მობილურ ბანკინგში არ შედის სმს-ის საშუალებით განხორციელებული გადახდები, მობილური ტელეფონის ვებბრაუზერით ინტერნეტ-ბანკის გამოყენება, მობილური ტელეფონის ხმოვანი ფუნქციით ტელეფონბანკით სარგებლობა და ისეთი ელექტრონული სისტემები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მობილური ტელეფონისაგან განსხვავებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით;
2.22. მობილური პოს-ტერმინალი – სმარტფონი, ტაბლეტი ან სხვა უკაბელო სმარტ-მოწყობილობა, რომელშიც ინტეგრირებული სპეციალური ბარათის წამკითხველი მოწყობილობის ან აპლიკაციის საშუალებით ასრულებს გადახდის ოპერაციებს;
2.23. მოთხოვნა (XXX-XX-X) განსაზღვრავს ფინანსური სექტორის კონკრეტული ქვესექტორისათვის (X), განსაზღვრული სიხშირით (XX) კონკრეტული ოჯახის (XXX) მონაცემთა წარმოდგენის ვალდებულებას. კონკრეტული ოჯახის შემთხვევაში, მოთხოვნების რაოდენობა შესაძლოა იყოს განსხვავებული (მონაცემთა ოჯახის შინაარსიდან გამომდინარე). შესაბამისად, მოთხოვნის კოდიც კონკრეტდება სათანადო თანრიგით, რომელიც სტანდარტული კოდისგან გამოიყოფა ტირით. არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკის შემთხვევაში არის 3 განსხვავებული მოთხოვნა:
ა) FRD-QQ-B-GC – საქართველოში რეგისტრირებული პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციები;
ბ) FRD-QQ-B-AQ – დისტანციურ არხებზე (ინტერნეტბანკინგი, ტელეფონ-ბანკინგი და ა.შ.) და საქართველოში განლაგებულ საბარათე მოწყობილობებზე განხორციელებული ინციდენტები;
გ) FRD-QQ-B-DS – დისტანციური არხებით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციები (გარდა საბარათე ოპერაციისა).
2.24. მონაცემთა ოჯახი – ერთგვაროვან სტატისტიკურ მონაცემთა სისტემა/ერთობლიობა;
2.25. პაკეტი – საანგარიშო პერიოდის დამთავრების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი კონკრეტული მონაცემთა ოჯახი;
2.26. საბარათე მოწყობილობაზე არასანქცირებული ზემოქმედება/წვდომა – საბარათე მოწყობილობაზე უკანონო ზემოქმედება ფიზიკურად ან წვდომა მასში ჩატვირთულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლის მიზანია საბარათე ინფორმაციის მოპოვება;
2.27. საბარათე ინსტრუმენტი – საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის საგადახდო ბარათი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილია/ინტეგრირებულია შესაბამისი საგადახდო აპლიკაცია და რომლის საშუალებით გადამხდელს შეუძლია განახორციელოს საბარათე ოპერაციის ინიციირება;
2.28. საბარათე მოწყობილობა – ბანკომატი, გადახდის პოსტერმინალი, მობილური ტერმინალი, ელექტრონული კომერციის პოს-ტერმინალი და ნებისმიერი წამკითხველი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საბარათე ოპერაცია;
2.29. საბარათე ოპერაცია – საბარათე სქემის მიხედვით საბარათე ინფრასტრუქტურის საშუალებითა და საბარათე ინსტრუმენტით, მათ შორის, ბარათის რეკვიზიტებით შესრულებული სადებეტო და საკრედიტო ოპერაციები, რომლის საფუძველზე ხდება ოპერაციის თანხის საბარათე/სასესხო ანგარიშზე ასახვა/ბარათის ბალანსის ცვლილება;
2.30. სხვა დისტანციური არხი – ინტერნეტბანკი, მობილური ბანკი, სმს ბანკი, ტელეფონ-ბანკი და სხვა საშუალებები, რომლებითაც შესაძლებელია დისტანციურად საბანკო ანგარიშების მართვა;
2.31. საგადახდო აპლიკაცია – მოწყობილობაში ჩაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა ან მისი ეკვივალენტი, რომლითაც შესაძლებელია საგადახდო ოპერაციის ინიციირება და გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გაცემა;
2.32. სებსტატი – საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციული სისტემა;
2.33. სმს ბანკინგი – მომსახურება, როდესაც მომხმარებელი კომერციული ბანკისაგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე ახდენს თავისი საბანკო ანგარიშების მართვას;
2.34. სპამი (ინგლ. Spam, Bulk ან Junk) – ინტერნეტთაღლითობის მეთოდი, როდესაც მიმღების სურვილის გარეშე, პიროვნების ან კომპანიის მიერ დიდი რაოდენობის ელექტრონულ მისამართებზე იგზავნება ელექტრონული წერილები არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
2.35. სქიმინგი – საგადახდო ბარათის ნებისმიერი სენსიტიური ინფორმაციის მოპოვება საბარათე ინსტრუმენტის მოწყობილობაზე არასანქცირებულად დამაგრებული ბარათის წამკითხველის (ე.წ. სქიმერის) საშუალებით;
2.36. ტელეფონ-ბანკინგი – კომერციული ბანკის მომსახურება, როდესაც კლიენტს ტელეფონის მეშვეობით (ხმოვანი კომუნიკაციით) შეუძლია განახორციელოს ანგარიშების მართვა, გადახდების წარმოება და სხვა ოპერაციები;
2.37. ფიშინგი – ინტერნეტთაღლითობის ფორმა, რომლის მიზანია არაავტორიზებული ოპერაციისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, როდესაც პირი ელექტრონული ფოსტით, ყალბი ვებ-გვერდის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ცდილობს მოიპოვოს წვდომა საიდენტიფიკაციო მონაცემებზე ან ანგარიშებზე;
2.38. ყალბი ვებგვერდი – სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი, რომელზედაც გადამისამართდება მომხმარებელი ოპერაციის განხორციელებისას და მითითებულ ველებში შეჰყავს თავისი მომხმარებლის სახელი, პაროლი და სხვა რეკვიზიტები, რის შედეგადაც მისი პირადი ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს არაავტორიზებული ოპერაციის განხორციელებისათვის;
2.39. ჩიპიანი ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი მასში ინტეგრირებული მიკროსქემით;
2.40. ARN კოდი – საბარათე ოპერაციის უნიკალური იდენტიფიკატორი (23-თანრიგიანი კოდი);
2.41. RRN კოდი – საბარათე ოპერაციის უნიკალური იდენტიფიკატორი (12-თანრიგიანი კოდი).
მონაცემთა სტრუქტურის აღწერა
| N | კოდის აღნიშვნა | დასახელება | თან-რიგის ზომა | დანიშნულება/აღწერა |
|---|---|---|---|---|
| 1 | Family | მონაცემთა ოჯახი | 3 | მონაცემთა ოჯახის იდენტიფიცირება. საბარათე ინსტრუმენტით, საბარათე მოწყობილობით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების სტატისტიკის მონაცემთა ოჯახის კოდის აღმნიშვნელია FRD. |
| 2 | Source | ფინანსური ინსტიტუტი | 3 | რესპონდენტი-ფინანსური ინსტიტუტის იდენტიფიცირება: კომერციული ბანკი - B, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - M, სადაზღვევო კომპანია - I და ა.შ. |
| 3 | Freq | პერიოდის ტიპი | 2 | საქართველოს ეროვნულ ბანკში მონაცემთა წარდგენის პერიოდულობის/სიხშირის იდენტიფიცირება: დღიური - DD, თვიური - MM, კვარტალური - QQ,, წლიური - YY. |
| 4 | Incident | არაავტორიზებული ოპერაციები/ინციდენტები | 2 | ეს თანრიგი ახდენს არაავტორიზებული ოპერაციების /ინციდენტების სახეების იდენტიფიცირებას, რომელთა მიხედვითაც ხდება ინფორმაციის შეგროვება FRD მონაცემთა ოჯახის ფარგლებში (ე.წ. სებ-ის მოთხოვნა). ეს სახეებია: - FRD-QQ-B-GC – საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციები; - FRD-QQ-B-AQ - საქართველოში განლაგებულ საბარათე მოწყობილობებზე/დისტანციურ არხებზე განხორციელებული ინციდენტები; - FRD-QQ-B-DS - დისტანციური არხებით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციები (გარდა საბარათე ოპერაციისა). |
| 5 | Payord | თაღლითის მიერ საგადახდო დავალების ინიციირების ინსტრუმენტი | 2 | ეს თანრიგი ახდენს იმ ინსტრუმენტის იდენტიფიცირებას, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა საგადახდო დავალების ინიციირება, მაგალითად, საბარათე ინსტრუმენტით, მოპარული საბარათე მონაცემებით, ელექტრონული საფულით, საბანკო ანგარიშით (გარდა საბარათე ოპერაციისა) და სხვ. |
| 6 | Incmeth | თაღლითური ოპერაციის განხორციელების მეთოდი | 2 | თაღლითური ოპერაციების განხორციელების მეთოდებში იგულისხმება არაავტორიზებული ოპერაცია თაღლითის მონაწილეობით, აგრეთვე გადამხდელის თაღლითობა და მიმღების თაღლითობა. |
| 7 | Incenv | არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების არხი | 2 | არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების არხი შეიძლება იყოს: ელექტრონული და არაელექტრონული არხები და/ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის არხები. |
| 8 | Inctype | არაავტორიზებული ოპერაციის / ინციდენტის ტიპი | 2 | ეს თანრიგი ახდენს არავტორიზებული ოპერაციის/ ინციდენტის ტიპის იდენტიფიცირებას, როგორიც შეიძლება იყოს: კიბერ-თაღლითობა, სოციალური ინჟინერია, მავნე პროგრამა, ტროიანი ვირუსი, მოწყობილობის ინციდენტი, ან გაურკვეველი. |
| 9 | Incont | არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის შინაარსი | 2 | არაავტორიზებული ოპერაცია/ინციდენტი შეიძლება იყოს:
|
| 10 | Auth | ავთენტიფიკაციის საშუალებები | 3 | ავთენტიფიკაციის საშუალებები გულისხმობს:
|
| 11 | Exept | ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული | 2 | ეს თანრიგი გულისხმობს გამონაკლისებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული ოპერაციის დროს. |
| 12 | Incsou | არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის აღმოჩენის წყარო | 2 | ეს თანრიგი ახდენს არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის აღმოჩენის წყაროს იდენტიფიცირებას, როგორიც შეიძლება იყოს:
|
| 13 | Res | რეზიდენტობის იდენტიფიკატორი | 2 | ეს თანრიგი განკუთვნილია:
|
| 14 | Cd | ბარათის ტიპი | 3 | იგულისხმება აქტიური ბარათები (საკრედიტო/სადებეტო), მათ შორის:
|
| 15 | Pc | ბარათის სახეობა | 2 | ბარათის სახეობებში იგულისხმება:
|
| 16 | Cs | ბარათის ტექნოლოგია | 2 | ეს თანრიგი ახდენს ბარათის ტექნოლოგიის იდენტიფიცირებას, ანუ არის ის:
|
| 17 | Mt | სარეზერვო თანრიგი | 2 | მნიშვნელობა ყოველთვის არის XX. |
| 18 | Cur | არაავტორიზებული ოპერაციის ვალუტის სახეობა | 3 | არაავტორიზებული ოპერაციის ვალუტა გულისხმობს იმ ვალუტის იდენტიფიცირებას, რომელშიც შესრულდა არაავტორიზებული ოპერაცია. შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციის თანხა სებსტატში აისახება ორიგინალურ ვალუტაში. |
| 19 | Incsta | არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის სტატუსი | 3 | მიეთითება არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის სტატუსი საანგარიშო კვარტლის ბოლოსათვის:
|
| 20 | Mcc | სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ტიპი | 4 | ეს თანრიგი განკუთვნილია იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ტიპის (საქმიანობის მიხედვით) იდენტიფიცირებისთვის, სადაც განთავსებულ მოწყობილობაშიც განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია/ინციდენტი. |
| 21 | FrdR2 | სარეზერვო თანრიგი | 4 | განკუთვნილია FRD მონაცემთა ოჯახის შესაძლო გაფართოების საჭიროებისათვის. მნიშვნელობა ყოველთვის არის XXXX. |
| 22 | MType | შეფასების ტიპი/რაოდენობრივი მნიშვნელობა | 2 | განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციის თანხის იდენტიფიცირება (BV). არაავტორიზებული ოპერაციის თანხა სებსტატში აისახება ორიგინალური ვალუტით. |
| 23 | MType2 | შეფასების ტიპი/პროცენტული მნიშვნელობა | 2 | ანაზღაურებული თანხის პროცენტის იდენტიფიცირება (SH) არაავტორიზებული ოპერაციის მთლიან თანხასთან მიმართებაში (ოთხი ათწილადი ნიშნის სიზუსტით). |
მითითებები FRD-QQ-B მოთხოვნის მონაცემების ფორმირებასთან დაკავშირებით
4.1. FRD მონაცემთა ოჯახის ფარგლებში კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინოს სტატისტიკური ანგარიშგება 3 კონკრეტული მოთხოვნის მიხედვით.
4.2. მოთხოვნა წარმოადგენს კონკრეტულ სტრუქტურირებულ მაჩვენებელთა ერთობლიობას, რომლის წარდგენაც მოეთხოვება კომერციულ ბანკს საქართველოს ეროვნულ ბანკში სებსტატის პორტალის გამოყენებით, დადგენილ ვადებში და პერიოდულობით.
კონკრეტული მოთხოვნის სახელწოდების ფორმატი შემდეგნაირია:
| XXX- | XX- | X- | XX | |
|---|---|---|---|---|
| მოთხოვნილი ინფორმაციის იდენტიფიკატორი | ||||
| რესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტი | ||||
| პერიოდულობა | ||||
| მონაცემთა ოჯახი |
მაგალითად, ყოველკვარტალური FRD მონაცემთა ოჯახის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციების შესახებ მოთხოვნის სახელწოდება ჩაიწერება როგორც FRD-QQ-B-GC.
FRD მონაცემთა ოჯახის მოთხოვნების სტრუქტურას იხილავთ შემდეგ ბმულზე:
https://webservices.nbg.gov.ge/SebstatUploader/PublicRequestFiles–222–New.aspx?requestid=10
4.3. მოთხოვნა FRD-QQ-B-GC
მოთხოვნის მიხედვით FRD-QQ-B-GC - წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციების შესახებ.
ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:
ოპერაციის ინიციირებასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ:
თაღლითის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების საშუალების შესახებ (CL–Payord);
თაღლითური ოპერაციის განხორციელების მეთოდის შესახებ (CL–Incmeth);
არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების გარემოს შესახებ (CL–Incenv);
არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის ტიპის შესახებ (CL–Inctype);
არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის შინაარსის შესახებ (CL–Incont).
ოპერაციის ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ:
ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ (CL–Auth) და
ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული ოპერაციების შესახებ (CL–Exept).
აგრეთვე:
არაავტორიზებული ოპერაციის აღმოჩენის წყაროსა (CL–Incsou) და
არაავტორიზებული ოპერაციის განხორციელების ქვეყნის შესახებ (CL–Res).
ოპერაციებში გამოყენებული ბარათების შესახებ, ამ ბარათების:
ტიპების მიხედვით (CL–Cd);
კონკრეტული სახეობების მიხედვით (CL–Pc);
ტექნოლოგიის მიხედვით (CL–Cs);
განხორციელებული ოპერაციის:
ვალუტის მიხედვით (CL–Cur);
სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიხედვით განაწილების შესახებ (CL–Mcc).
შეფასება. არაავტორიზებული ოპერაციის შესაბამისი თანხა წარდგენილი უნდა იქნეს ორიგინალური ვალუტით (BV; CL–MType), ხოლო ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს არაავტორიზებული ოპერაციის მთლიანი თანხის მიმართ ანაზღაურებული თანხის პროცენტული წილის სახით (SH; CL–MType2). შესაბამისად, ამ თანრიგისათვის დასაშვები მნიშვნელობა იქნება 0.0000≤SH≤100.0000 ფარგლებში.
მოთხოვნაში FRD-QQ-B-GC ველები Mt და FrdR2 ყოველთვის არის XX და XXXX შესაბამისად!
4.4. მოთხოვნა FRD-QQ-B-AQ
მოთხოვნის მიხედვით FRD-QQ-B-AQ - წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია საქართველოში განლაგებულ საბარათე მოწყობილობებზე/დისტანციურ არხებზე განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციების შესახებ.
ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:
ოპერაციის ინიციირებასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ:
თაღლითის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების საშუალების შესახებ (CL–Payord);
თაღლითური ოპერაციის განხორციელების მეთოდის შესახებ (CL–Incmeth);
არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების გარემოს შესახებ (CL–Incenv);
არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის ტიპის შესახებ (CL–Inctype);
არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის შინაარსის შესახებ (CL–Incont).
ოპერაციის ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ:
ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ (CL–Auth) და
ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული ოპერაციების შესახებ (CL–Exept).
აგრეთვე:
არაავტორიზებული ოპერაციის აღმოჩენის წყაროსა (CL–Incsou) და
იმ ბარათის ემიტენტი ქვეყნის შესახებ, რომლის ბარათითაც განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია საქართველოში განლაგებულ მოწყობილობებზე (CL–Res).
ოპერაციებში გამოყენებული ბარათების შესახებ, ამ ბარათების:
ტიპების მიხედვით (CL–Cd);
კონკრეტული სახეობების მიხედვით (CL–Pc);
ტექნოლოგიის მიხედვით (CL–Cs);
განხორციელებული ოპერაციის:
ვალუტის მიხედვით (CL–Cur);
სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიხედვით განაწილების შესახებ (CL–Mcc).
შეფასება. არაავტორიზებული ოპერაციის შესაბამისი თანხა წარდგენილი უნდა იქნეს ორიგინალური ვალუტით (BV; CL–MType), ხოლო ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს არაავტორიზებული ოპერაციის მთლიანი თანხის მიმართ ანაზღაურებული თანხის პროცენტული წილის სახით (SH; CL–MType2). შესაბამისად, ამ თანრიგისათვის დასაშვები მნიშვნელობა იქნება 0.0000≤SH≤100.0000 ფარგლებში.
მოთხოვნაში FRD-QQ-B-AQ ველები Mt და FrdR2 ყოველთვის არის XX და XXXX შესაბამისად!
4.5. მოთხოვნა FRD-QQ-B-DS
მოთხოვნის მიხედვით FRD-QQ-B-DS - წარდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია დისტანციური არხებით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციების (გარდა საბარათე ოპერაციებისა) შესახებ.
ანგარიშგება გულისხმობს ინფორმაციის წარდგენას:
ოპერაციის ინიციირებასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ:
თაღლითის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების საშუალების შესახებ (CL–Payord);
თაღლითური ოპერაციის განხორციელების მეთოდის შესახებ (CL–Incmeth);
არაავტორიზებული ოპერაციის ინიციირების გარემოს შესახებ (CL–Incenv);
არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის ტიპის შესახებ (CL–Inctype);
არაავტორიზებული ოპერაციის/ინციდენტის შინაარსის შესახებ (CL–Incont).
ოპერაციის ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ:
ავთენტიფიკაციის საშუალებების შესახებ (CL–Auth) და
ძლიერი ავთენტიფიკაციის გარეშე შესრულებული ოპერაციების შესახებ (CL–Exept).
აგრეთვე:
არაავტორიზებული ოპერაციის აღმოჩენის წყაროსა (CL–Incsou) და
რესპონდენტი კომერციული ბანკის იმ კლიენტის რეზიდენტობის ქვეყნის შესახებ, რომლის ანგარიშიდანაც განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია (CL–Res).
განხორციელებული ოპერაციის:
ვალუტის მიხედვით (CL–Cur);
სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიხედვით განაწილების შესახებ (CL–Mcc).
შეფასება. არაავტორიზებული ოპერაციის შესაბამისი თანხა წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალური ვალუტით (BV; CL–MType), ხოლო ზარალის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არაავტორიზებული ოპერაციის თანხის მიმართ ანაზღაურებული თანხის პროცენტული ფარდობის სახით (SH; CL–MType2). შესაბამისად, ამ თანრიგისათვის დასაშვები მნიშვნელობა იქნება 0.0000≤SH≤100.0000 ფარგლებში.
მოთხოვნა FRD-QQ-B-DS არ ითხოვს Cd, Pc და Cs ველების შევსებას!
მოთხოვნაში FRD-QQ-B-DS ველები Mt და FrdR2 ყოველთვის არის XX და XXXX, შესაბამისად!
FRD-QQ-B მოთხოვნის XML ფაილის შექმნა
წინამდებარე მითითებები საერთოა სებსტატის მონაცემთა ყველა ოჯახისათვის.
5.1. მოთხოვნები ფაილის დასახელებისადმი
სიგრძე: 23 სიმბოლო, მაქსიმალური ზომა: 250 მბ
ფაილის დასახელების ფორმატი: [Family]-[Sourse]-[Freq]-[PLD].xml
მაგალითი: FRD-BNB-QQ-20200630.xml, FIM-BNB-MM-20200731.xml, …
აქ BNB ნაცვლად უნდა ეწეროს შესაბამისი კომერციული ბანკის კოდი.
Family – მონაცემთა ოჯახი; აქ: FRD (3 სიმბოლო)
Source – მონაცემთა წყარო: კომერციული ბანკის კოდი (3 სიმბოლო), “B” + “IBAN”, მაგალითად, BBS – ბაზისბანკი.
Freq – სიხშირე (2 სიმბოლო); აქ: კვარტალური – QQ
PLD – PeriodLastDay, საანგარიშო კვარტალის ბოლო დღე (8 სიმბოლო, ციფრები); თარიღის ფორმატი YYYYMMDD. მაგალითად, 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემებისათვის გვექნება 20200331.
გამყოფად ანუ სეპარატორად (separator) გამოიყენება „-„ .
5.2. ფაილის ფორმატი
შესაბამისი XML სქემის ნიმუშის ნახვა შესაძლებელია სებსტატის ვებგვერდზე „სებ-ის მოთხოვნებში“:
https://webservices.nbg.gov.ge/SebstatUploader/XMLSChema/PacketFRD.xsd
5.3. მონაცემები XML ფაილში
XML ფაილში არის DataSet, რომელსაც ჰქვია Packet. მასში არის ორი ცხრილის მონაცემი: PacketInfo და PacketData.
PacketInfo ცხრილში უნდა იყოს ერთი ჩანაწერი, ცხრილის ველები და მათი მნიშვნელობები უნდა იყოს შემდეგი:
ID=1
Family=FRD
Source=კომერციული ბანკის კოდი “B” + “IBAN”
Freq=QQ
SourceType=B კომერციული ბანკი (სხვა ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში იქნება შესაბამისი სიმბოლო; მაგალითად, სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში – I).
PeriodLastDay= საანგარიშო კვარტალის ბოლო დღე. მაგალითად 2020-03-31T00:00:00
UploadDate= ატვირთვის თარიღი,
ამ ორივე თარიღის ველში ფორმატია YYYY-MM-DDT00:00:00 (MM – იგულისხმება საანგარიშო კვარტალის ბოლო თვე)
ქვემოთ მოტანილია PacketInfo ჩანაწერის ნიმუში:
<PacketInfo>
<ID>1</ID>
<Family>FRD</Family>
<Source>BNB</Source>
<Freq>QQ</Freq>
<SourceType>B</SourceType>
<PeriodLastDay>2020-03-31T00:00:00</PeriodLastDay>
<UploadDate>2020-04-10T00:00:00</UploadDate>
</PacketInfo>
PacketData ცხრილში უნდა იყოს ერთი ან მეტი ჩანაწერი. ჩანაწერების რაოდენობას განსაზღვრავს არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების რაოდენობა, რომელთაგან თითოეულს აქვს უნიკალური კოდი FrdN. იგი განისაზღვრება შემდეგი ფორმატით:
საბარათე ინსტრუმენტებისთვის – კომერციული ბანკის 3-თანრიგიანი კოდი პლუს 12-თანრიგიანი RNN კოდი, ან კომერციული ბანკის 3-თანრიგიანი კოდი პლუს 23-თანრიგიანი ARN კოდი. ამ კოდების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს კომერციული ბანკი: იყენებს ან პირველს ან მეორეს, თუმცა ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას აღარ ცვლის.
მოწყობილობისთვის - კომერციული ბანკის 3-თანრიგიანი კოდი პლუს მოწყობილობის ID;
დისტანციური არხისთვის - კომერციული ბანკის 3-თანრიგიანი კოდი პლუს ოპერაციის ID.
ცხრილის ველებს განსაზღვრავს FRD პაკეტი. პაკეტების განმარტებების ნახვა შესაძლებელია სებსტატის ვებგვერდზე „კოდების სიებში“. ველების მნიშვნელობები უნდა იყოს შესაბამისი კოდების სიებიდან. დაცული უნდა იყოს ველების თანმიმდევრობა. ქვემოთ მოტანილია ამ ჩანაწერის ნიმუში:
<PacketData>
<ID>1</ID>
<PacketInfoID>1</PacketInfoID>
<FrdN>BNB349A453</FrdN>
<Family>FRD</Family>
<Source>BNB</Source>
<Freq>QQ</Freq>
<Incident>GC</Incident>
<Payord>AD</Payord>
<Incmeth>FA</Incmeth>
<Incenv>IB</Incenv>
<Inctype>KB</Inctype>
<Incont>CS</Incont>
<Auth>DA</Auth>
<Exept>NB</Exept>
<Incsou>VO</Incsou>
<Res>GE</Res>
<Cd>DBI</Cd>
<Pc>VB</Pc>
<Cs>CU</Cs>
<Mt>XX</Mt>
<Cur>EUR</Cur>
<Incsta>ACC</Incsta>
<Mcc>7832</Mcc>
<FrdR2>XXXX</FrdR2>
<MType>BV</MType>
<MType2>SH</MType2>
<PeriodLastDay>2020-03-31T00:00:00</PeriodLastDay>
<DataValue>250.4300</DataValue>
<DataValue2>75.5465</DataValue2>
</PacketData>
ID არის ჩანაწერის ნომერი და ის არ უნდა განმეორდეს ერთი პაკეტის ფარგლებში.
PacketInfoID=1 ეს არის PacketInfo ცხრილის ერთადერთი ჩანაწერის ნომერი, რომელიც ამ შემთხვევაში 1-ის ტოლია. შემდეგი 23 ველი განსაზღვრავს გასაღებს.
PeriodLastDay იგივეა, რაც PacketInfo-ში.
DataValue არის გასაღების მნიშვნელობა, რომელიც არის რიცხვი (ამ შემთხვევაში, ზარალის თანხა), ოთხი ათწილადი ნიშნით.
DataValue2 არის გასაღების მნიშვნელობა, რომელიც არის რიცხვი (ანაზღაურებული თანხის პროცენტული მნიშვნელობა ზარალის თანხის მიმართ), ოთხი ათწილადი ნიშნით.
5.4. პაკეტის ატვირთვა
პაკეტის ატვირთვისას მიმდინარე პროცედურები და მათი თანმიმდევრობა შემდეგნაირია:
ფაილის დასახელების კონტროლი:
მომწოდებლის კოდის (კომერციული ბანკის კოდის) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData, მომხმარებლის კომერციული ბანკი).
თარიღის (PLD) კონტროლი (ფაილის დასახელებაში, packetInfo, packetData).
ფაილის ატვირთვის უფლების შემოწმება;
ფაილის სახელში მოცემული მონაცემის (ოჯახი, წყარო, საანგარიშო პერიოდი - PeriodLastDay) ფაილში არსებულ მონაცემებთან შედარება;
XSD Schema-ის კონტროლი;
კოდების სიების კონტროლი;
გასაღების მნიშვნელობების კონტროლი;
რიცხვითი მნიშვნელობის კონტროლი (ამოწმებს, რომ <DataValue> მნიშვნელობა არის თუ არა რიცხვი, ოთხი ათწილადი ნიშნით და <DataValue2> არის თუ არა რიცხვი/პროცენტი 0.0001-100.0000 დიაპაზონში, ოთხი ათწილადი ნიშნით);
გასაღებების დუბლირების კონტროლი;
გასაღების სტრუქტურის კონტროლი – ლოგიკური კონტროლები.
ყველა ჩამოთვლილი კონტროლის საფეხურების გავლის შემდეგ იწყება ატვირთული პაკეტის ჩაწერა:
პაკეტის ფაილის ჩაწერა ფაილ სერვერზე (იწერება ყველა ატვირთული ვერსია);
პაკეტის მონაცემების ჩაწერა მონაცემთა ბაზაში (ინახება პაკეტის მხოლოდ ბოლო ვერსია).
პაკეტების ატვირთვისას აღნიშნული პროცედურების პროცესში რესპონდენტი სებსტატის სისტემიდან იღებს შესაბამის შეტყობინებას პაკეტის ატვირთვის ან ატვირთვაზე უარის, ხოლო ატვირთვის შემდეგ პაკეტის დაწუნების შემთხვევაში – დაწუნების შესახებ შეტყობინებას.
ტექნიკური განმარტებები
6.1. ჩანაწერი ZZ (ან ZZZ, ZZZZ) ნებისმიერი კლასიფიკატორის Code სვეტში ნიშნავს, რომ ეს არის ჯამური სტრიქონი.
ნებისმიერი კლასიფიკატორის Parent სვეტში არსებული კოდი (Code სვეტიდან: ZZ, ZZZ, ZZZZ ან სხვა სიმბოლოთი აღნიშნული მნიშვნელობა) მიუთითებს, რომ შესაბამისი სტრიქონი არის კონკრეტულ ჯამში შემავალი სტრიქონი; სხვა ნებისმიერი კოდი ამ სვეტში მიუთითებს, რომ შესაბამის სტრიქონზე ასახულია კლასიფიკატორის არაჯამური კომპონენტი.
თუ Parent სვეტში მეორდება Code სვეტში მითითებული რომელიმე კოდი, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სტრიქონი წარმოადგენს ამ კოდის შესაბამისი სტრიქონის ელემენტს.
ჩანაწერი XX (XXX, XXXX) ნებისმიერ კლასიფიკატორში ნიშნავს, რომ შესაბამისი გასაღების ფორმირებისას მოცემული კლასიფიკატორის შესაბამის კოდზე ინფორმაცია არ მოითხოვება.
ჩანაწერი AA (AAA, AAAA და ა.შ.) ნებისმიერ გასაღებში ნიშნავს, რომ ინფორმაცია მოითხოვება შესაბამისი კლასიფიკატორის ყველა შესაძლო არაჯამური მნიშვნელობის მიხედვით (თუ ლოგიკური კონტროლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).